მთავარი » ♥პოეზია♥
სულაც არ მინდა მინდა შეგადარო მაისის ვარდებს, ხანმოკლე ზაფხულს სულაც არ ჰგავს შენი მშვენება, შენს სილამაზეს მათზე მეტი წყალობა გასდევს, რადგან არასდროს უწერია გადაშენება.
შენ არც მზეს ჰგავხარ, ტატნობზე რომ ზოგჯერ ბრწყინდება, ზოგჯერ კი ღრუბლით რომ ინისლავს თავის მზეობას; თვისი სიკეთე ბუნებასაც ზოგჯერ სწყინდება და მისცემია შეუცნობელ მონაცვლეობას.
შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით, ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს, სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით, როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.
და სანამ ქვეყნად იარსებებს გული და თვალი, შენ სულ იცოცხლებ, რადგან ლექსში დატოვე კვალი.
|
მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის? ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს? ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის, სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.
მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე, სხივოსანი, მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება, ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა - "შეცდა მგოსანი, ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება".
ეგებ დროჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა ვერც კი გაუგოს, ტყუილ-მართლის მთქმელი ვინ არი, ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავალმა, ლექსებს კი - ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.
და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი, ჩემს ლექსთან ერთად, ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.
|
როდესაც ვფიქრობ, ხანმოკლეა სრულყოფილება, დრო რასაც შექმნის, თვითონ დროვე გააჩანაგებს, ვინც კი ცხოვრების გამოფენას მოევლინება, იმის ბედ-იღბალს ვარსკვლავების ძალა განაგებს.
დაბადებიდან ცა დაგვხარის,როგორც მცენარეს, მესაფლავედაც ჩვენ იგივე ცა გვეგულება, და სიჭაბუკით სავსე დღეებს, მოუსვენარებს, ბოლოს ზამთრით და დავიწყებით შეცვლის ბუნება.
შენს ბედზე ვწუხვარ, რადგან ვხედავ ჟამი აფთრდება, სურს, სიყმაწვილის საგანძური დაგიზიანოს, რომ შენი ყრმობის გარიჟრაჟმა ვერ იმზიანოს.
და რადგან ვიცი შენს სიბერეს ვერ გადავიტან, მე ჩემი ლექსით სიჭაბუკეს გამყნობ თავიდან.
|
სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი, და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი, თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი, ჭირი გაჩნდა თუ დადგება გვალვა ფიცხელი.
ხვალის ამინდის გამომცნობიც ვეღარ გავხდები, არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის, არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები, ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.
მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება, ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა: არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას, სიკვდილის შემდეგ თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.
თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება, ჭეშმარიტებაც სილამაზის გვერდით მოკვდება.
|
ენ ისევ ის ხარ, ვინც საკუთარ თავს არ იცოდებს, ისევ გგონია, რომ არ გერჩის დროის დინება. მაგრამ თუ ნებით არ გადასცემ ვინმეს სიცოცხლეს, გამომძალველად თვით სიკვდილი მოგევლინება.
ბუნება მოკვდავს მთელ სიკეთეს სესხად აძლევს და მისგან სარგებლის მოლოდინით ჭკუას არიგებს, რომ ეს სიკვდილიც ვერასოდეს ვერვის დაძლევდა, კაცი სიკეთეს შვილებში თუ ჩამოარიგებს.
განა დაანგრევს ვინმე მკვიდრად ნაშენებ სახლ-კარს? მის ასაგებად განა ფუჭი იყო წვალება? მას ხომ ზამთარი დიდ ყინვაში ფრთასაც ვერ დაჰკრავს, მას ხომ არავინ დააბედა გარდაცვალება...
შენც გონს მოუხმე, სანამ სრულად არ დაინისლა - შენ გყავდა მამა და შენც მამა გახდი შვილისა.
|
როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს, როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე, როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს, ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,
როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები, რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები, როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეები და გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,
მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება, მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია, შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენება და წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.
და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი, დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.
|
დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას, როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება, სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე, შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება, ყველა შენსავით რომ მოიქცეს ამ ქვეყანაზე, კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება,
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს, ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი, შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.
|
ნუ დაიკვეხნი, რომ გიყვარდა ქვეყნად მავანი, შენ სხვა გეტრფოდა, სხვის სიყვარულს ფლობდი სულ თავად... ვშიშობ, შერცხვენილს დაგემხობა ცა და თავანი, რადგან სიყვარულს მოევლინე სულთამხუთავად.
შენ საკუთარ თავს, ვით მოსისხლე, დაუხვდი მტერი, შენი არსების ამოძირკვა თავად გენება, ჩამოგენგრევა, ალბათ, თავზე იმ ტაძრის ჭერი, რაც წინაპრებმა დაგიტოვეს დასამშვენებლად.
გთხოვ შეიცვალო შენ განზრახვა მარტოობისა, რომ მეც სიკეთე ჩავაქსოვო ლექსის სტრიქონებს, იყავ მოსურნე დაბადების, შექმნის, შობისა... რაც შენს ხსენებას გადააწვდენს ქორონიკონებს.
შენს არსებაში სხვა არსების ეძიე კვალი და შენც შეავლე ახლადშობილ სიტურფეს თვალი.
|
ალბათ მისთვის, რომ არ აცრემლდეს ქვრივის თვალები, მარტოობაში მცხოვრებს თავი არ გეცოდება, მაგრამ თუ მოკვდი, მთელ ქვეყანას შეებრალები და უნაყოფო ქვრივის მსგავსად შექმნის გოდებას.
იგი იქნება შენი ქვრივი და დაიტირებს შენი მსგავსების უყოლობას - შენს უშვილობას, სხვა ქვრივები კი ქმრის სახებად ჩასთვლიან შვილებს და ამ ნუგეშით იშუშებენ თავის ჭრილობას,
ბედოვლათისგან გაფლანგული მაინც დარჩება მას ადგილს უცვლის ეს სოფელი - მისი მკრეფელი, სილამაზე კი უსარგებლოდ დაიხარჯება, თუ უხმარობით სპობს მას მისი მომხმარებელი.
და ვინც უმზადებს თავს ამ სირცხვილს მომაკვდინებელს, ის განა სხვათა სიყვარულს და ტრფიალს ინებებს?
|
ნეტავ რას ნაღვლობ, როცა ანდობ მუსიკას სმენას, მის სიტკბოებას რატომ ხვდები სევდის ჰანგებით? ეგებ ის გიყვარს, რაც განიჭებს შეუცნობ წყენას, ეგებ სიამე სატანჯველად გექცა განგებით?
ეგებ საყვედურს გეუბნება აქ ყველა ბგერა, მწარე სიცხადე ეგებ ამხელს ფარულ იარებს, ეგებ აქ მაინც ის სიმართლე გესმის და გჯერა, რომ მარტოობა შენ სიკეთეს ვერ გაზიარებს.
შეხედე, სიმმა როგორ შექმნა სხვა სიმთან წყვილი, როგორ დაიწყო სიმებს შუა ჰანგმა თარეში, ერთად ამღერდა თითქოს მამა, დედა და შვილი ბედნიერების აუმღვრეველ სიანკარეში.
და, ალბათ, გესმის, რასაც მღერის სამი არსება, რომ მარტოობა შენთვის სიკვდილს დაემსგავსება.
|
« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|