მთავარი » ♥პოეზია♥
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს, რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი, მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.
და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში, კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.
და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი, კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა, იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი, რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.
მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები, წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.
|
როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი, როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს, როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა-კვალი, ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ, გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული, ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს, ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი,ზოგის წარსული,
...
Read More
|
ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ, არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს, დღე - შრომით მქანცავს,ღამე - თვალებს ცრემლით მისველებს, მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ, ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად, დღისით და მზისით_მძიმე ჯაფამ გული დაღარა,
...
Read More
|
როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ, როცა სხეული, დაქანცული, მისახედია, გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წანწალით ვეღარ დაღლილან, შენსკენ მოდიან მომლოცველად, როგორც მწირები, თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს, შენზე ვკაეშნობ, ყოველღამე შენ გეწირები.
რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება, შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს, მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.
დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით, არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.
|
ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება, მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად, სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე.
თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები, ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით, მაგრამ მე მჯერა, რომ უბადრუკს წამეშველები და გონებაში შემიმოსავ ელჩებს სამოსით.
თუკი ოდესმე ბედის ვარსკვლავს მოვაგონდები, თუკი შენს უღირსს გამითენდა დილა კეთილი, ჩემი ლექსები აღარ მოვლენ შენთან გოდებით, აღარ იქნება ტრფობა სამოსჩამოფლეთილი.
ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ, ჯერ კი ჩუმად ვარ, სანამ ბედი მიჩანს ავბედად.
|
ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, დე, ახარებდეს დიდკაცობის დიდი წოდება, თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი, მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება, თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება, მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება, ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.
სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი, თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას, ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი, ვინ აიცილოს დამარცხებულს ლანძღვა-ძაგება.
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის, მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.
|
რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში, რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას, მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.
რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს, მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა... და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს, შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.
და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით: რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.
თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება, შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.
|
ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც - მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება, განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ, ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება, მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს, რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.
...
Read More
|
სარკე მატყუებს.... ჩემს სიბერეს მე ვერ ვიჯერებ, შენს სიყმაწვილეს რადგან ვანდობ მე ჯერ იმედებს და მხოლოდ მაშინ, შენც ცხოვრებით გულს რომ იჯერებ, წუთისოფელი სიბერისთვის მეც გამიმეტებს.
შენს სულს და სხეულს საამქვეყნო რაც რამ ებადა, რა მშვენებასაც აფრქვევს მთელი შენი იერი, რა გრძნობაც შენში იბადება, ჩემიც ხდება და როგორ ვიქნები, აბა მითხარ, შენზე ხნიერი?!
მაშ, ფრთხილად იყავ, გევედრები, ჩემო იმედო, მე მომაბარე ის სურვილი, რაც შენ გწადია, მეც ხომ ის მსურდა, რომ შენს მკერდზე თავი მიმედო.... რომ შენს პატარა გულს ვეფერო, როგორც გადია.
შენც გამიფრთხილდი, სხვა გზა აღარც შენ დაგრჩენია, თუ გული ერთხელ მე მაჩუქე, მხოლოდ ჩემია.
|
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე. უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!
გამიარა ჟრუანტელის ალმა, სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე. გული მიდის, არ ვიქნები ალბათ, მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.
ჩაესვენა სურვილების გროვა, როგორც შორი მირაჟების სერია. ახლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ, შორეული ყვავილებიც ხმებიან. სამარისკენ აცილებენ ცხედარს და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.
ო, ეს გული, ისევ გული მტკივა, სიჩუმეა უსიცოცხლო ველების, რანაირი ნაწამები მივალ, მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..
|
« 1 2 ... 22 23 24 25 26 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|