♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი, არ ვსაყვედურობ,
აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,
იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროდ.
შენგან მივდივარ, შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!

დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,
ალბათ, ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,
მაშინ შურდულიც, ალბათ, ზანტად მომეჩვენება
და მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.

თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,
ჩემი სურვილი, ვიცი, გზაში არ დამაყოვნებს,
თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,
მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.

თუ ფეხს ითრევდა, როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,
ახლაც იაროს, მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის დროც დადგება, - თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა შორს მივალ,საგანძურის მალვას ვუნდები,
მშვიდად ვიქნები, რადგან განძი სკივრში იდება.
მიყვარს, როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები
და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.

მაგრამ ძვირფასო, როგორ შევძლო შენი შენახვა?!
თუმც მირჩევნიხარ უძვირფასეს თვალ-მარგალიტებს,
ჩემი ლხენა ხარ, ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ,
გტოვებ და ვიცი, ავაზაკებს ვერ აგარიდებ.

შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი,
მკერდში დაგმალე, სანდო სკივრად სხვა რა ვინატრო,
შიგ ხარ ნებივრობ, ხან წახვალ და გადიხვეწები,
ან იქნებ ვცდები და ჩემს გულში არც კი ბინადრობ.

მოგიპარავენ, მე ხომ ვიცი ქვეყნად რა ხდება,
შენ თუ გიხილა, ანგელოსიც ქურდი გახდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1437 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა,
დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ,
ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა,
ხან გული იწყებს უშენობით ოხვრა-გოდებას,

და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება,
გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს,
თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება,
ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს.

ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო,
გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რჩები მარადჟამს;
საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო,
ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად.

როცა ვიძინებ,შენი სახე თვალთ მეხატება,
გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.

გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.

ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე:

ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუთრებად დარჩა შენი გულისნადები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება,
ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული,
პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება,
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული.

როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან,
რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები,
მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ
და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები.

და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას
კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს,
ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას,
რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს.

მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ
შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,
ვერ დაგვაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,
ვერ მომქანცავენ გზები გზებზე გადახვეული
და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.

ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,
თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,
ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,
გაფიქრება და - სადაც გადაფრინდები.

ერთი დარდი მკლავს - ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,
შორით წასულო, ფრთები შენთან ვეღარ გამაჩენს,
წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ჩემი არსებით
და მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.

რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,
რადგან წყალი ვარ, წყლად დავრჩები, ცრემლად დაღვრილი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როს თვალებს ვხუჭავ, თვალხილული ვხდები მაშინვე,
დღისით ვბრმავდები, როცა ვუცქერ ამ საუკუნეს,
დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს, -
შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს.

ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება,
ღამის აჩრდილნიც შენს სხივებში ჩანან მზესავით,
დღისით კი, ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება,
ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი.

გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება, -
დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება,
ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება,
შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება.

დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად.
და ღამეები გადამექცნენ განთიადებად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებ მაღონებს,
თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,
შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,
რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.

მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:
ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,
მან შეგიყვარა რადგან ჩემი გრძნობის მონა ხარ,
და მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.

მე თუ დაგკარგე,შ ენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,
ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე
და, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება,
მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.

მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ,
მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი ცოდვები, თავგასული შენი ანცობა,
როცა დროდადრო ჩემთვის გრძნობას ვეღარ იმეტებ,
ეპატიება შენს მშვენიერ ყმალწვილკაცობას,
ყოველდღიური ცთუნებებით სავსე იმედებს.

გეტრფიან, რადგან კარგი ხარ და კეთილშობილი,
მოგერიება შემოტევის გიმძიმთ ლამაზებს,
ვიცი ვერ შეძლებ უარის თქმას ქალის შობილი,
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 33 34 »
შაბათი, 2025-01-04, 8:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025