♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥

რომ გაგინებენ, ამას, ჩემო, რად ვერ ეჩვევი,
ჭორი ხომ მუდამ სილამაზის იყო მხლებელი,
მშვენიერებას სამკაულად დააქვს ეჭვები
და ცის სილურჯეც ყვავს არ დარჩა ხელუხლებელი.

ვერა დაგაკლოს, ღირსეული თუკი დარჩები,
შენი სახელი ჭორმა მხოლოდ განადიადოს,
ჭიაღუასაც ხომ იზიდავს კვირტი ნარჩევი
და შენ კვირტი ხარ, სილამაზევ, საგანთიადო!

თუმც გიძლევია საფრთხეები ყმაწვილკაცური,
გიზეიმია ცდუნებებთან ომის მოგება,
შენი სახელი ამ ბრძოლებში წმინდად დაცული
მაინც სუსტია შავი შურის დასაოკებლად.

და ოდნავ რომ არ გიბღალავდეს სახელს სოფელი,
გულთა სამყარო დაგრჩებოდა განუყოფელი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება,
ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება,
შენთვის არავინ არ იშურებს ხარკის გაღებას.
ქება-დიდებას შენი მტერიც არ ერიდება.

გარეგან სახეს გარეგნულად აქებენ მხოლოდ,
ბევრ შენს მეხოტბეს გულში თურმე იჭვი სდებია,
და მაგ სახელის შარავანდედს ეღება ბოლო,
როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან.

ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა,
რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი,
არამზადები გიყურებენ ვითომ კეთილად,
შრომით იცვლება სურნელება მართლაც ნეტარი...

ვეღარ ახერხებ სულიც სახეს რომ დაამგვანო,
რადგან დაცურავ უნიჩბოდ და უიალქანოდ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მისი სახება დაგვრჩა წარსულ დღეთა სურათად,
როცა ყვაოდა სილამაზე ნამდვილ ვარდებად,
როცა სიყალბე ქვეყნად ლაღად არ დასცურავდა.
და არ იცოდნენ ცოცხალ სახის შეფერადება.

როს ლამაზმანებს, ამ ქვეყნიდან უკვე წასულებს
თმას არ აჭრიდნენ არც აშკარად, არც ნაპარავად,
მკვდარი დალალით არ მოსავდნენ ცოცხალ ასულებს
მათი ცოცხალი დალალების დასაფარავად.

მისი ხმა თითქოს იმ ნანატრი მხრიდან გაისმის,
უზადოა და ბუნებრივი მთელი არსებით,
სხვის ყვავილობას არ სესხულობს მისი მაისი
და არ ერთობა სილამაზის შელამაზებით.

მის სინატიფეს ყველაფრისგან იცავს ბუნება,
რომ აწმყომ ნახოს წარსულ დღეთა დიდებულება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1252 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ რად მოსწონს სამარცხვინო ცხოვრება თვისი,
ბიწიერებას ყურადღებას რისთვის სთავაზობს?
რატომ გახადა ცოდვა დიდი პატივის ღირსი,
რად უნდა იგი თავის თავით გაალამაზოს?

რატომ გასცვალა ხელოვნების უსულო ფერზე?
სახის ფერები სულჩადგმულნი და ნამდვილები?
ხელოვნურ ვარდებს სილამაზე რიღასთვის ეძებს,
რად ამჯობინა ცოცხალ ვარდებს ვარდის ჩრდილები?

რად უფრთხილდება თვით ბუნება იმის ცხოვრებას
და გაძარცვული თავის წესებს რატომღა არღვევს?
განა არა ჩანს თვით ბუნების გამათხოვრება,
როცა ვერ ათბობს სისხლის ჩქეფა გაყინულ ძარღვებს?

ჩანს, რომ ბუნება მას იმისთვის ინახავს დღემდე,
რათა გვაჩვენოს, ჯერ რა ჰქონდა - რა დარჩა შემდეგ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!

უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
და ძლიერება უძლურებას ემორჩილება;

და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;

დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1900 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ო, თუკი სპილენძს, ოკეანეს და დედამიწას
დრო ულმობელი სასაფლაოს კართან მოდენის,
სიკვდილისაგან სილამაზეს ვინღა დაიცავს,
დრო რას დააკლებს მისი ძალა,ვარდისოდენი.

ზაფხულის სუნთქვამ, უნაზესმა, ვით აიტანოს
მოიერიშე დღეთა მძლავრი ქარტეხილები,
როცა ინგრევა მიუწვდომელ კლდეთა პიტალო,
რკინის ჭიშკრები, ჟამის ხელით დატეხილები.

ფიქრო საზარო, სიტურფეა გადასარჩენი,
დროის მარგალიტს დროის რისხვა რად ემტერება,
ვინ შეაჩეროს ჟამის სრბოლა მძლავრი მარჯვენით,
ან ვინ აკრძალოს სილამაზის გაცამტვერება.

ვერვინ შესწყვიტოს სილამაზის გადაშენება,
მხოლოდ მელანი შეინახავს სატრფოს მშვენებას.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით
ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,
როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,
რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.

როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში
ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს
და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით,
სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...

როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს,
ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს,
მე მაშინ ვფიქრობ - მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს,
ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!

ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება
და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა ჩემს მიჯნურს ჟამი აქცევს ჩემებრ ბეჩავად,
როცა ბუნება შეიწირავს სატრფოს მშვენებას,
როდესაც სისხლი დაშრება და მისი მზე ჩავა,
სახედაღარულს ვეღარავინ მიეშველება.

ღამის უფსკრულში მისი დილა გადიჩეხება,
გვირგვინს წაართმევს, სილამაზის მეფეს განგება,
მშვენიერება ვერ გაუძლებს ჟამის შეხებას
და გაზაფხული უგზო-უკვლოდ გადიკარგება.

მე იმ დღესათვის აქედანვე ვიწყებ მზადებას
და ვიცი, დროის ბასრი ცელი სატრფოს არ ავნებს,
სიკვდილის მერეც გადარჩება მისი ხატება,
მე თუ ახლავე ავუშენებ ციხე-გალავნებს.

შავი სტრიქონი შეინახავს სატრფოს დიდებას,
ჩემი ლექსიდან ის მზესავით ამობრწყინდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.

ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.

მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.

მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენი ბრალია,რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს?
რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარნორეულები?
რატომ მარგუნე ამ ნანატრი ძილის გატეხა,
რად მომისიე შენი ავი ორეულები?!

იქნებ, მესტუმრა შენი სული ასე შორიდან,
და ჩემს ღამეულ ნამოქმედარს ფხიზლად ჯაშუშობს,
რომ საშინელი რამე ცოდვა შეთხზას ჭორიდან
და შენი იჭვი ადრინდელი, არ მოაშუშოს?!

თუმცა ვინ მისცა შენს სიყვარულს ძალა ამხელა?!
ძილს საკუთარი სიყვარული მიტეხს მარადჟამს,
მან მაიძულა ამ უძილო თვალთა გახელა
და ჩემმა ტრფობამ დამაყენა ღამის დარაჯად.

ეს უძილობა შენს სიყვარულს არ გამოსახავს,
რადგან ყველასთანახლობლობ და ჩემგან შორსა ხარ!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1279 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 33 34 »
ორშაბათი, 2025-01-06, 10:39 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025