♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატა,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.

თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.

შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.

მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა,შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენი ღირსების ქებათ-ქება გამიჭირდება,
რადგანაც ჩემი ნაწილი ხარ განუყოფელი,
რაში მჭირდება საკუთარი სულის დიდება,
თავი რად ვიქო მთელი ჩემი წუთისოფელი.

ამიტომ მინდა გავიყაროთ, გავხდეთ უბრები,
მინდა შორიდან დავინახო შენი მშვენება,
შენს ღირსებაზე მთელს ქვეყანას ვესაუბრები,
შენი სიშორე შენს ქებაში შემეშველება.

ამ განშორებით გულმოკლული მე არ ვიქნები,
ეს სიმარტოვე სატანჯველად მე არ მექცევა,
მე უშენობას შემივსებენ შენზე ფიქრები,
ვიცი, შევიძლებ ოცნებებით თავის შექცევას.

განშორებისთვის საყვედური მაინც არ მითხრა,
მე უკეთ ვუმღერ შენს მშვენებას, როცა გაღმით ხარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორც ალაღებს მოხუც მამას შვილის მარდობა,
ღირსებით სავსე მისი ყრმობის დღენი მჩქეფარე,
მეც არად ვიჩნევ ბედისწერის უკუღმართობას,
რადგან ნუგეშად შენს დიდებას ამოვეფარე.

შენი ნიჭი თუ გვაროვნება, მშვენება შენი,
ან თანშობილი სხვა სიკეთე თუ რამ გქონია,
ყოველი მადლი ბუნებისა გვირგვინად გშვენის,
და მეც ეგ შენი ღირსებები ჩემი მგონია.

მაშ გლახაკივით ქვეყნად რატომ მიმოვეხეტო,
თუ კი შენს ჩრდილში ეს გვემული სული მშვიდდება,
ხომ შემიძლია შენს სიმდიდრეს ჩემად შევხედო,
თუ მაგ დიდების ნარჩენებიც მყოფნის დიდებად.

თუკი განგება შენთვის მეტის მოძღვნას ეცდება,
ბედნიერება ჩემი მაშინ გაათკეცდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!
ფიქრით კი გულში სამუდამოდ ჩაგისახლდები,
ჩემი ცოდვები შენ თუ აღარ გაგიზიარე,
ჩემი სირცხვილის მონაწილე აღარ გახდები.

ერთი გრძნობა გვაქვს ჩვენ ნასათუთები,
მაგრამ ორივეს საკუთარი დაგვაქვს ვარამიც,
ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ტრფობის წმინდა წუთები
ჟამთა სიავეს არ დარჩება მოუპარავი.

დრეიდან შენი შეხვედრისას ვეღარ ვილაღებ,
ვეღარ გავბედავ შენთვის ხელის გამოწოდებას,
შენც უცნობივით ჩამიარე, თუ დამინახე,
სახელი რომ არ შეგიბღალოს ჩემმა ცოდვებმა.

ეს მსხვეპლი იყოს ჩემი გრძნობის გამომსახველი,
შენც ჩემი ხარ და ჩემი არის შენი სახელიც.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1373 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,
მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,
ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო - ხავსებს,
კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.

ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,
ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია.
ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი
და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!

შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,
მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომით
და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ
სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.

შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელი
და მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დაპირებულ დღეს მოველოდი მშვენებით სავსეხ -
უმოსასხამოდ უზრუნველად დავტოვე სახლი,
მაგრამ ავდარი დამეწია უეცრად გზაზე,
შენი მშვენება დამიბურა ღღუბელმა მაღლით.

შემდეგ ღრუბლიდან გამინათე ისვ საღამო,
ავდრისგან ნაცემს შემიმშრალე სახეზე წვიმა,
მაგრამ არ ჰქვია ასეთ ნუგეშს მაინც მალამო,
შენს უწყალობას ვერ მივუჩენ მკურნალად იმას.

არც ეგ წუხილი დაედება წამლად ჩემს სევდას -
თუმცა შენ ნანობ, აღარ დარობს აწ ჩემYთვის დარი,
თავის მჩაგვრელის სინანულში შვებას ვერ ხედავს,
ვინც უნდა მძიმე დამცირების ატაროს ჯვარი.

მაგრამ შენ ცოდვა მარგალიტის ცრემლებით დაგმე,
და ტრფობის წვიმამ გადარეცხა ცოდვილი საქმე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
ბევრს შევსწრებივარ წუთისოფლად ლამაზ განთიადს,
მინახავს მთებზე მოთამაშე ცისკრის სხივები,
ავდევნებივარ მწვანე მოლზე ოქროს ათინათს,
წყაროც მინახავს, გრძნეულ შუქზე ნალივლივები,

ზოგჯერ კი დილას შემზარავად წარბიც შეუკრავს,
ღრუბლების ხროვა შეჰპარვია ღვთიურ იერში,
არ უნაღვლია, რომ სამყაროს ნათელ დღეს უკლავს
და უმოწყალოდ ჩაბინდულა დასალიერში.

მზემაც ხომ ჩემთვის მხოლოდ ერთხელ გამოანათა,
ვაი, რომ მისი სახის ნახვა ერთხელ მეღირსა,
ჩვენს ერთად ყოფნას დრო აჩუქა ერთმა საათმა
და მალე მზერა მეც ღრუბლებით გადამენისლა.

მე რა შევკადრო მიწიერ მზეს?! - ცაც ხომა ასეა -
მზის მოლოდინში გამუდმებით ღრუბლით სავსეა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1337 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენც თუ გარგუნა ბედმა ჩემი ცხედრის ხლება და
თუკი შენს თვალწინ მიწად მექცა ხორცი და ძვალი,
შენც გაიმეტო ეგებ მაშინ მოწყალება და
ჩემი საბრალო ლექსებისკენ გაგექცეს თვალი.

და მაშინ ნახავ, რომ არ ვგავარ მე ისეთ მგოსნებს,
ვინც ჟამთასვლაში მედიდური სიტყვით ეჩრება,
რომ ჩემი ლექსი მხოლოდ ლამაზ სიყვარულს მოსდევს
და შენს სიცოცხლეს სამუდამო გრძნობით შერჩება.

და, ალბათ, მაშინ შენ ჩემს ნათქვამს აზრსაც გაუგებ,
თუმცა კი იტყვი - "ვერ შესწვდაო სრულყოფილებას" -
და თუ შენს ხსოვნას მე საკადრის ძეგლს ვერ ავუგებ,
არც სხვაზე ნაკლებს დავამადლებ კალმის ქმნილებას.

მე რომ მოვკვდები, სხვისი ლექსით დატკბე ეგება,
ჩემთან კი მხოლოდ სიყვარული შეგეგებება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1260 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი მკერდიდან მესმის სხვათა გულების ფეთქვაც,
მე შენში ვხედავ ჩემს წინანდელ მიჯნურთა სახეს,
შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა,
მაგრამ წარსულნი შენში მკვდრეთით აღმდგარნი ვნახე.

სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია,
მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა,
მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან
და შენი მკერდი დახვედრია თავშესაფარად.

დღეს ჩემ მიჯნურთა სასაფლაო მხოლოდ შენა ხარ.
შენშია ჩემთვის მათი ხსოვნა და მოგონება,
რაც მე წამართვეს, თურმე შენთვის შემოენახათ,
შენ ჩაგაბარეს გაძარცული ჩემი ქონება.

ყველა შენშია, ვინც ოდესმე ვრაცხე მშვენივრად
და მეც_იმათი საკუთრება,მხოლოდ შენი ვარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 33 34 »
შაბათი, 2025-01-04, 8:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025