♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.

მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.

და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ყველგან შენი ჩურჩული მესმის

და ცხელი სუნთქვა იარებს მმატებს,

ჩასახლებულხარ სულის სიღრმეში

და ენძელების სინაზეს აფრქვევ.

იდუმალია თითქოს სამყარო,

გამოუცნობი ფიქრების ტალღა,

უკვე გავიდა რამდენი წელი,

და წვიმის წვეთებს მოკითხვას ვატან.........

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შეგადარებ ღამეს დარიანს,
ჩაფიქრებულს და ვარსკვლავით სავსეს ღამეს დარიანს,
მე შეგადარებ სილამაზეს, დილას ქარიანს...
და ჩემს ნიავში გამოღვიძებულ ვარდებს ნამიანს...
შენ შემოგხედავ მაშინ, როცა მომენატრები,
და ფიქრში ჩაფლულს ჩამეფერფლება წმინდა ფარდები....
მე შმოგხედავ, დაინისლება შენი თვალები,
ჩუმად შეგხედავ და ასე ჩუმად დაგემალები,
მე მინდა გითხრა ყველაფერი, რაც მიფიქრია,
რაც მთელი სიცოცხლის გრძელ კიბეზე გამივლია,
მაგრამ მე ჩემი გრძნობები ვერ გადმომიცია...
მე თითქოს ველი შენთან ერთად ზღაპრულ სიხარულს,
და ეს ლოდინი კიდევ უფრო მივსებს სიყვარულს,
მე ისევ ვეძებ შენს გრძნობას სადღაც მიმალულს,
რომელიც ისევ მიანიჭებს ჩემს გულს სიხარულს...
მე შენ დაგეძებ სიზმარშიც კი, იქნებ იქ გიპოვო,
იქნებ გამოჩნდე, ბოლო მოუღო ამ ჩემს სინანულს,
მე აღარ მინდა დარდიანი ცრემლი მდიოდეს,
შენი ალესით იქნებ დამაიმედო,
მე აღარ მინდა სიხარული შორს მიდიოდეს
და ჩემს გულში დარდმა, როგორც ტალღამ ისე იფეთქოს...


... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ როგორ ყუჩდება წარსულის ტკივილი...
მოღელავს, მოანგრევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!!
თუ სულის კივილი!!!!...
ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!....
სიზმრად გეფერები!!!!
ცხადში?_ვერც გეხები!!!!
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდე!....
ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ-ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც....
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ ”მარტოხეობის” უშენოდ ატანა!!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია...
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია...
მე ეხლა შენს ცინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს...
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია...
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია...
შენ ეძახდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია...
შენ ეძახდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია...
მე ეხლა შენს წინ დაგლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს...
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ,
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე...
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ...
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ, ქალბატონო...
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი...
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს...
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ, ქალბატონო...
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო...
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს...
ახლა მაინც მომისმინეთ, ქალბატონო...
მაგ სიმტკიცით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა სარგებელს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და დარდით დაგლილს,
სიბერეც რომ შეგპარვიათ, ქალბატონო...
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმახვედრეთ, არ დამზოგოთ...
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავეთ...
სინანულიც გვიანია, ქალბატონო...
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ზოგი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს...
არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ, ქალბატონო...
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების...
ქადს მოგიხრით ამ წუთებს სამახსოვროთ...
გახსოვთ, მაშინ თვალს რომ ვეღარ გაცილებდით?
ახალ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის დროც დადგება, _ თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება
.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1015 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერ შევედრები გულუხვობით მე იმ პოეტებს,
ვინც კალმით ნახატ წუთისოფელს რითმებში ხატავს
და ცისქვეშეთში მიმოფანტულ მიეთ-მოეთებს
თავს უყრის ლექსში და გულისსწორს საჩუქრად ატანს.

ვერ შევედრები იმ პოეტებს, რომელთ სწადიათ
ლექსი მოკაზმონ მზის და მთვარის ნაზი სხივებით,
რომელნიც სატრფოს გადაპენტილ აპრილს ადრიან
და ტატნობს ფეხქვეშ რომ უგებენ დალივლივებით.

ვერ შევედრები, რადგან ლექსი მხოლოდ ლექსია,
რადგან ჩემს ტრფობას ძალას მატებს მხოლოდ სიმართლე,
რადგან ვერ შევძელ სანთლის შუქი მთვარედ მექცია,
რადგან ჩემს სატრფოს მზეზე მეტი არ აქვს სინათლე.

სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი,
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




თუმცა ბუნებამ მოგიხატა სახე ქალივით,
ქალბატონივით მიმზერ თუმცა, ჩემო ბატონო,
მაინც არ მჯერა, რომ გწადია ნაქურდალივით
ანდა ქალური ცბიერებით დამეპატრონო.

თუმცა სიცოცხლე შენში ყველა თვისებას ატევს,
მდედრივით მაინც არ გიელავს თვალში ცდუნება,
კაცს შენი მზერა მამაკაცურ საფიქრალს მატებს,
ქალებს კი სულზე სიყვარულით ესალბუნება.

მიტომაც ვფიქრობ, რომ პირველად ჩაგსახეს ქალად,
მაგრამ ბუნებას თვით გაუჩნდა გრძნობა ცბიერი,
და ის შეგმატა, რამაც ჩემგან გაგყარა ძალად
და შეუცნობლად შეგიცვალა მთელი იერი.

რადგან ასეა, შენს სიყვარულს ფლობდნენ ქალები,
მე კი, ბუნების ცოდვით შექმნილს, გეთაყვანები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1308 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დროვ ულმობელო,ისევ მიწას დაახრევინე
მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,
ლომი დაკოდე,ვეფხვს კბილები დაათხრევინე,
ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.

ატირე ზეცა,მზე აცინე ატასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,
ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ცაიდინო:

მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,
მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,
ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,
მომავალს დარჩეს,ვით ნიმუში დიდებულების.

მაგრამ თუ გინდა,შენი ცელით ყველა გათიბე,
ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 33 34 »
ოთხშაბათი, 2025-01-01, 1:34 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025