მთავარი » ♥პოეზია♥
შეყვარებულ ქალს ყოველი წყენა მალე გაუვლის,თუმც აატირებს. ის გაპატიებს შეცდომას ყველას, შეურაცყოფას ვერ გაპატიებს. ქალს, თუ უყვარხარ სხვაზე არ გაგცვლის,მაგრამ თუ სადმე მის სულს ბღალავდი თუნდ უარესი სხვა მამაკაცი ჩაქსაფრებია მისი ღალატი. ქალის გაგება არ ძალუძს, ვისაც ძალუძს უნაზეს ფიქრთა შელახვა ქალი გღალატობს? ეს იმას ნიშნავს რომ დამნაშავე თვითონ შენა ხარ. მას, ვინც ჩენ თქმულზე ჩაიქირქირებს და ეჭვით უმზერს ადამიანებს, ვეტყვი,ვგულისხმობ ჭეშმარიტ ქალებს და არა ვინმე თავქარიანებს
|
თბილ ღუმელზე გაზოდილა კატა, ყურს უფაცქავს ზამთრის უზნო ზლითინს.
ქარს მკლავებზე უწევს კლეოპატრა – რომაელთა საპატიო მზითვი!..
როგორ ჩაცხრა სიყვარულის ომი! – ერთი ცხელი დამთქნარება სფინქსის.
– ცეზარ! – დროზე დააჩოქე რომი, ვიდრე სული ამოთვრება სინდისს!
|
ყველა კიდობანი ნოესია. ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია. ცოლად მოვიყვანე პოეზია, საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან.
მისთვის გალავნებად მკლავები მაქ, გასა–დარბაზებლად ჩემი გულ–მკერდია. მისის სიქალწულე მიუკარებაა, ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია.
როცა დასავლეთი მოსრულდება, მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს, ის ყოველ ღამე ორსულდება და მზესთან ერთად მშობიარობს.
|
ხელმა ქაღალდზე ხელმოწერით ქალაქი დასცა, ხუთმა მეუფე თითმა ბაჟი დაადო სუნთქვას, გაანახევრა ქვეყანაზე სიცოცხლე კაცთა, მეფეს სიკვდილი მიუსაჯა ამ მეფემ ხუთმა.
ურყევი ხელი დაქანებულ ბეჭიდან მოდის, და თითის სახსრებს ვალი ბოჭავს, გადასახდელი, ბატის ფრთით ბოლო მოეღება მკვლელობას, რომლის მეოხებითაც გაუქმდება ყველა სარჩელი.
ხელმა ტრაქტატზე ხელმოწერით დათესა ზაფრა, ქვეყნად იმძლავრა შიმშილმა და მოვიდა მკალი, დიდია ხელი, კაცთა სვე–ბედს რომელიც მართავს ძნელგასარკვევად მოწერილი სახელის ძალით.
ეს ხუთი მეფე გვამებს ითვლის და წყლულზე მიმხმარ სისხლს არად აგდებს, სიბრალულით არ უთრთის ძარღვი, ხელი განაგებს ღვთის წყალობას და ცათა რისხვას, ცრემლი არა აქვს, რომ დაღვაროს, და ამად არ ღირს.
|
როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს, რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება, მეც, ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს, შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.
მთელ შენს ღირსებას, მთელ სიტურფეს და სათნოებას, ან თუნდაც ნაწილს, თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად, ასე მგონია, მიტომ სტაცებ ამაოებას, რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.
რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით, რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი, რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც, თუნდ სულ მცირედში, სამოწყალოდ რაც მომაპყარი.
შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ, ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ
|
დღეს როიალი გარდაიცვალა... სული ამოშრათ შეშლილ კლავიშებს და პიკის ქალი, თვალცრემლიანი, უპანაშვიდოდ აფენს აფიშებს.
ჩატუშულია დემარში ტაშის, ვით ტრავიატა კონცერტი მარტის... და ცრემლით აცრილ მცივანა ქარში სიცხიან ნოტებს ფანტავს მოცარტი.
სვავის ფრთასავით სავსავებს ფარდა, ოტელო ღამეს დაისი უმძიმს... და ტრაურიან თეატრის კართან "მთვარის სონატა" ჰკიდია ყუნწით.
|
ღმერთი და ხელები
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი
ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ელვის კვერთხით ხალხს სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი
ფრანგნი, თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილნი
ზოგს მთები არგუნა, ზოგს მთების ქარაფი
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი.
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები
წყალობა უფლისა არ იყო სადაო,
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ სჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველნი საიდან სადაო!?
და როცა ყოველი დარიგდა სრულიად,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ
წარუდგნენ და ჰკითხეს:
"ჩვენ რა ვქნათ უფალო?"
მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ითქვამდნენ
ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით უფალი,
განცვიფრდა, ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები
და შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალევ.
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო
და რადგან ცუდი და კარგი
...
Read More
|
მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.
მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.
ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.
გრიალებდნენ ჩანჩქერები
აზელილი მარჯნის სხივით.
ხმა მყივარი ჯიბრაილი
აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.
შორს აწყურის ციხე ჩანდა,
წააბნელა ორბის ფრთამა,
ალუბალის ფანტელებში
ვიგონებდით: ნინას, თამარს.
უცბათ ფეხით მომავალი,
როგორც ქართლის ჯიოკონდა,
გამობრძანდა ეთერ-ქალი,
საქართველო თან მოჰქონდა.
ავადმყოფი აბესალომ
ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;
მხოლოდ მოხუც მებადურსა
იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.
გამარჯვებას მოელოდა
ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,
ღამე-ბინდზე ცახცახითა
წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.
ყველა სროლა ფუჭი იყო,
შერცხვენილი დაგვემალა
და ფარულად მისტიროდა
ოსტატობის გამქრალ ძალას.
ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით,
ვერ გვიძლებდა ვერ
...
Read More
|
ცხოვრებაში მგონი წლების შემდეგ, პირველად ვარ უდარდელი, არ ვფიქრობ არაფერზე, ცუდზე... კარგზე... 12 წლის ასაკის შემდეგ 15 წელი გავიდა, მიკვირს რომ შემწევს ყველაფრის გადმოცემის უნარი, მაგრამ თან მიხარია... 12 წლის ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, უდარდელი ბავშვობა მქონდა, მამა ცნობილი კაცი იყო, თავის საქმის პროფესიონალი... დედა მე და ჩემს და ძმას გვივლიდა, ხანდახან თუ დაქალებთან ერთად სადმე წავიდოდა, ისე სულ ჩვენთან მოდიოდნენ მისი დაქალები... ჩემი ძმა 16 წლის იყო, და კი 18ის... ულამაზესი იყო მაიკო, მთელს უბანს უყვარდა, თვითონ კი ერთი იდიოტი კურსელი ბიჭი უყვარდა, იმ ბიჭმა არც იცოდა მგონი, არ მახსოვს... მასეთი საქმეებისთვის პატარა ვიყავი... არც ვერეოდი ხოლმე... პრინციპში ჩარევას ვერავინ დამიშლიდა რადგან ნაბოლარა, მამას ცოტა გათამამებული ვყავდი... არ მაინტერესებდა რა... ჩემი ძმა უფრო კაცობდა და მაიკოს ვითომ აკონტროლებდა, ბევრჯერ მის თაყვანისმცემელსაც შეხვედრია... მამა ხშირად იცინოდა – ეს ღლაპი 18-20 წლის ბიჭებს რომ ხვდება რას ელაპარაკება ნეტავო... მაიკო ვატოს ასეთ საქციელს, უაზრო გამოხტომას ეძახდა და ხშირად ჩხუბობდნენ... ერთადერთი უდარდელი ოჯახში მგონი მაშინ მე ვიყავი... არავინ მიყვარდა, თუმცა მეც მამაჩემის თქვმის არ იყოს ვატოსთან
...
Read More
|
- დე... - დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
|
« 1 2 ... 29 30 31 32 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|