მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » აკაკის
|
 ნათქვამი აკაკის საფლავთან, მთაწმინდაზე
საზეიმო მიტინგზე. 1940 წ. 16 ივნისს.
შენ მოგვიზომე სამშობლო
შენი ჩანგურის სიმებით;
შენ გვიანდერძე სამშობლო
და მისი დახსნის იმედი.
გული გაცვითე სიმღერით
და ლექსი ქართლის დიდებით;
ბნელს გვილამპრავდი ჭაღარით
და ცრემლის მარგალიტებით.
მომავლის მზესთან ადიდე
მიწაში მყოფი გმირები, -
მათი აკლდამის ნათელი,
მათი საფლავის დირენი.
დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ,
გზა გასჭრა - სავსე ეკლითა;
დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,
მზის სხივი გადმოგვეკიდა.
შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,
გსურს, რომ ახალ მზეს უყურო, -
დიდი მთაწმინდის სიწმინდევ,
გადაღმერთილო, უღრუბლოვ, -
დანაცრებულო, დამწვარო,
დაბერებულო ბულბულო!
|
კატეგორია: ♥პოეზია♥ |
ნანახია: 1037 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
|
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|