♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥

ფიქრმა დაფარა უბადრუკი, ვრცელი
სიტყები,
მე შენ მჭირდები....
ნისლია გარეთ და ლამაზ ხეებს ნაზად
ფიფქავს,ზამთრის სურნელი.
ვაშტერებ მზერას და წინ მიდგება
სახე სულ სველი,
წმინდა მირონით დანამული წვრილი
თითები;
ცოცხალ ჰანგებად გულში ჩაღვრილი
დრამა ძირძველი
ჟამმა აჰყარა გარდასული, ძველი
ლანდები,
დაღლილი ვზივარ და სწორუპოვრად
შენ მელანდები.
ალბათ დრო მოვა, მოვა სინათლე და
სინანული,
მერე კი ისევ დავინახავ შენს
უძლურ სახეს,
სითბო იღვრება შენს ნაცრისფერ,
მიმნდობ თვალებში.
ალბათ ამ მზერას მოაქვს შორიდან
შენი ალერსი.
„ზუსტი ბრალდება, ზუსტი აზრები,
ზუსტი ისტორია,
ნუთუ პერსონა დროის ტრიალთან
მთლად უძლურია,
ნუთუ ჩემს თვალებს შენი შეცნობა
ისევ სწყურია,
ნუთუ ამ სიტყვებს არ აქვს სხვა ახსნა?!
ეს აფსურდია!..
ნუთუ სრულიად აღარ არსებობს
ძველი განედი,
რომელშიც ისევ ინახება ჩემი აზრები".
ახლა ვიხსენებ, რომ ოდესღაც იყი
ჩემთან,
მაშინ გინდოდა უსასრულოდ რომ
გყვარებოდი,
მაშინ (სრულიად) მთლიანად ატაცებული


ფიქრები გქონდა,
მაშინ სრულიად გაგიჟებული დააბიჯებდი.
ახლა აღმოჩნდა, რომ დრო ყოფილა
ყველაფრის თავი,
რომ ყველას ღიმილს დრო გადააქცევს
მწარე ტკივილად
და მოვა ჟამი: წამი, წუთი, საათი,
როცა სრულიად გაღატაკება შენი
ტალანტი...
ალბათ სწო ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *

ძალიან ბნელა, სიცივეა, სახე ფითრდება,
უცნობი ლანდი თავის წარსულზე
უნდოდ ფიქრდება,
მისი მზერიდან უხეში ნუსხვა
ფრთხილად იღვრება
დროის კამარა პარაშუტივით
სწრაფად იკვრება
მობრუნდა ლანდი,უხმოდ შეახო
ხელი ზანზალაკს,
დაიწკრიალა სამმა ზარმა წამით
ბედკრულად,
მაშინ სიცივემ შემოხვია ხელი
გალავანს
და ჩაუქროლა უფრთო ანგელოზს
ფარისევლურად.
გუშინ იყო და დღესაც არის
ეს შემეცნება,
რომ გრძელ გზას გავლილს ვერ დაუბრუნებ ძველ
იერსახეს,
ლანდი ფიქრებში თითქოს ხვდება,
რომ ის ქალია;
სახეს ემჩნევა უცნაური გადაგვარება,
ჩვენი სიცოცხლე ხომ გაფრენილი
ერთი წამია,
ბოლო წუთს ხდება მოუვალი და უკარება,
იმედი ბოლოს დიდი ტანჯვით
წამებით კვდება,
ადამიანი ასულდგმულებდა პაწიას ბედად,
მაგრამ ამ გრძნობას შიში და ძრწოლა ვერ მოერევა,
ამ რეთი ციდას ისევ ამ ქვეყნად დარჩენა უნდა.
„როცა დახედავს გაყვითლებულ, ავადმყოფ თითებს
და ხელს შეახებს დაბერებულ, დაჭმუჭნულ სახეს სახეს,
მაშინ მიხვდება, მაშინ მიხვდება, რომ დრო გავიდა.
მერე სინათლე გამოჩნდება არც თუ შორიდან,
მინის გვირაბი განათდება უცხო სინათლით,
სარკეზე ზანტად აირეკლება ზეცის წიაღი."
„მერე ჩაქრება სამარადისოდ წრფელი ნათელი,
სწრაფად გაქრება ის სხეული ბრძოლის ველიდან.
„ნუთუ ასე მალე მთავრდება ჩვენი სიცოცხლე?!
დასაბამიდან - დასასრულამდე:
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინ მეტყვით ხალხო,
რა არისო ეს სიყვარული,
რომლის ტანჯვასაც
ვეღარ უძლებს მფეთქავი გული.
არ შეიყვაროთ,მე ამას გირჩევთ
და ნუ დამზრახავთ,
თუ შეიყვარებთ,მაშინ ყველაფერს
თქვენ თვითონ ნახავთ.
რომ იტანჯება
თავისუფლების წყურვილით
ის თვალწინ გიდგას,რადგან მას მიჰყავს
სხეული,სული.
ნუ მისმენთ ხალხო,
მე ხომ ვამაყობ,რომ იგი მიყვარს
და მეყვარება მთელი არსებით
მუდამ და დიდხანს.
ნუ მისმენთ ხალხო ,,
რას ვლაპარაკობ,ეს ხომ ცოდვაა
შეყვარებული ადამიანის ბნელი ბოდვაა.
ნუ მისმენთ ხალხო,
ან გამაჩერეთ,სასწრაფოდ დროზე,
თორემ დავზრახავ გრძნობებს,რომელსაც
ვეტრფოდი გონზე.
ნუ მისმენთ ხალხო,
მე ხომ ვუარყობ,ჩემს ყველა სიტყვას
მე ხომ ის ასე დიდზე უსაზღვროდ
ძალიან მიყვარს.
ნუ მისმენთ ხალხო,
ყველაზე ტკბილი სიყვარულია
და მის წინაშე თვით ბოროტებაც
კი უძლურია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის პროფესიით უსახლკაროა,
მისი სახელი გარიყულია,
მას მისამართი არ გააჩნია,
მისი მფარველი კეთილი სულია.
ყოველ ღამეს ის ქუჩაში ათევს,
მას ჩვენ მიწაზე სიცოცხლე მართებს,
მართებს უფლისგან უსიკვდილობა,
ვერ შეძლო ღმერთის გულის მოლბობა.
ღამის მეუგეს სულ ბრმად ენდობა,
დილით რომ ადგეს და თქვას შენდობა.
უფლის შენდობა სასმისით შესვას,
ხოლო ამ შესმას ლოთობა ერქვას?
იგი ლოთია, ხალხი ასე ამბობს,
ამით კი მხოლოდ ეშმაკი ხარობს.
ის კი საღამოს ჯდება და დარდობა,
თავისი უბრალო სიტყვებით ამბობს:
„რა დავაშავე ასეთი ღმერთო?
უზენაესო და ერთადერთო,
მე ხომ მიყვარდა, რატომ წამართვი,
ნუთუ ამ გრძნობას თავი ვერ გავართვი?!
მე ხომ მიყვარდა თან ასე ძლიერად, რ რატომ მეპყრობა
ყველა უდიერად?
ნუთუ იმიტომ, რომ
ვცდილობ დავიბრუნო ის რაც ჩემია,
ამისშემძლები მხლოდ და მხოლოდ,
უზენაესი უფალი ღმერთია"
ის პროფესიით უსახლკაროა,
მისი სახელი გარიყულია,
მას მისამართი არ გააჩნია,
მისი მფარველი კეთილი სულია.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს
დაღონებული მივდივარ ბრბოში,
ღრუბელთა შორის ისე წევს მთვარე,
როგორც ცხედარი ვერცხლის კუბოში.
და კაცთა ქუხილს ეხმაურება
მიბნელებული ღამის სიცილი,
ღამის სიცილი დასცურავს ქვეყნად
ათეთრებული და მოვერცხლილი.
მგონია, თითქო, ბრბოდან გაძოვა
ლამაზი ქალი ცისფერ თვალება,
მე დამიძახებს და მომაბრუნებს,
რომ ვუთხრა სულის ქენჟნა-წვალება;
მწარე სიტყვებით ვუმღერებ მე მას
საუკუნეთგან შექმნილ სიმღერებს...
ვეტყვი - რომ ყველა მომბეზრდა ქვეყნად,
რომ დავიღალე მე ამ კუბოში,
რომ მას ველოდი და მუდამ ასე
დაღონებული ვვიდოდი ბრბოში

გალაკტიონ ტაბიძე

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913

გალაკტიონ ტაბიძე




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ქრებოდაო,
მუმლი წყრებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალშიჩავარდაო,
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო.
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 3725 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
ეს დილაც ასე უცოდველი გათენდა,ოთარ
თბილისის ზღვიდან მოკენწლაობს სიო ღაღანით,
და ჩემს სარკმელთან იდუმალი სულივით შფოთავს.
ეს დილაც ასე უშფოდველი გათენდა,ოთარ
ტყის არამხუტებს დაჰკარგვიათ ობოლი მოთა,
შენსავით წმინდა,უწყინარი ოდნავ მაღალი.
ეს დილაც ასე უცოდველი გათენდა, ოთარ.


გალაკტიონ ტაბიძე
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჟკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...
სცვივა და სცვივა ხეებს ფოტოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება.
რა არის იგი - ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე-ვნებით?

დამშვიდდი გულო, შეგივყარდება
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიხარულო!

წავიდა გაქრა.. ვერ შევეკითხე,
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა...
გამიქრა სულის ოცნება წმინდა...
ილულება მზე, იძარცვება ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1595 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ საკმაოდ დაგვიანებულს.




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 33 34 »
კვირა, 2024-12-29, 1:45 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024