ფიქრმა დაფარა უბადრუკი, ვრცელი სიტყები, მე შენ მჭირდები.... ნისლია გარეთ და ლამაზ ხეებს ნაზად ფიფქავს,ზამთრის სურნელი. ვაშტერებ მზერას და წინ მიდგება სახე სულ სველი, წმინდა მირონით დანამული წვრილი თითები; ცოცხალ ჰანგებად გულში ჩაღვრილი დრამა ძირძველი ჟამმა აჰყარა გარდასული, ძველი ლანდები, დაღლილი ვზივარ და სწორუპოვრად შენ მელანდები. ალბათ დრო მოვა, მოვა სინათლე და სინანული, მერე კი ისევ დავინახავ შენს უძლურ სახეს, სითბო იღვრება შენს ნაცრისფერ, მიმნდობ თვალებში. ალბათ ამ მზერას მოაქვს შორიდან შენი ალერსი. „ზუსტი ბრალდება, ზუსტი აზრები, ზუსტი ისტორია, ნუთუ პერსონა დროის ტრიალთან მთლად უძლურია, ნუთუ ჩემს თვალებს შენი შეცნობა ისევ სწყურია, ნუთუ ამ სიტყვებს არ აქვს სხვა ახსნა?! ეს აფსურდია!.. ნუთუ სრულიად აღარ არსებობს ძველი განედი, რომელშიც ისევ ინახება ჩემი აზრები". ახლა ვიხსენებ, რომ ოდესღაც იყი ჩემთან, მაშინ გინდოდა უსასრულოდ რომ გყვარებოდი, მაშინ (სრულიად) მთლიანად ატაცებული
ფიქრები გქონდა, მაშინ სრულიად გაგიჟებული დააბიჯებდი. ახლა აღმოჩნდა, რომ დრო ყოფილა ყველაფრის თავი, რომ ყველას ღიმილს დრო გადააქცევს მწარე ტკივილად და მოვა ჟამი: წამი, წუთი, საათი, როცა სრულიად გაღატაკება შენი ტალანტი... ალბათ სწორია, როცა ამბობენ დრო მკურნალია, რადგან სწორედ დრო მოგიშუშებს ტანჯულ იარებს. სიყვარული კი - დროს გაჰყვება ფრიალ-ფრიალით, თითქოს ზამთრის წელს შეეწირა ჩვენი ტრფიალი. სიმართლეს მივხვდი:„რომ შენს ბაგეში კვლავ დუმილია"!!! რომ შენს ტუჩებში და შენს მზერაში მწვავე ზიზღია. დღეს შენს თვალებში არეკლილი ჩემი პორტრეტიც: -თითქოს იცვლება თითქოს ბერდება, ალბათ დარდისგან. -ცის მწუხარებით ჩამოთოვა თეთრმა ზამთარმა. მთლად ჩამოჰყარა, დაკიდული, თეთრი ფარდები: მალე ჩამორეკს დაუნდობელ მწველი ზარები- ამ უსამართლო ორუმტრიალში შენ მელანდები. თითქოს მზე ათბობს ჩემს გაციებულ, უძირო თვალებს: დრო მიდის - მიქრის და მიაქანებს ჩემს ტანჯულ სახეს. მიქრის მერანი, უსასრულობას ვუმზერ წელამდის, ვდგავარ შიშველი, სიმწრისგან გამოფიტული. „დროის უფსკრული, ჟამის ურჩხული სულს უსაფრდრდება- -ახლა კი მინდა დაგიბრუნო ძველი ანკეტა, სადაც ეწერა, რომ მე ისევ მსურდა ცხოვრება!!! ფიქრი გროვდება, მზერა გორდება, გრძნობა მშორდება!!! „წყდება სიცოცხლის და ცხოვრების ვრეცლი კამათი. სხეულს შორდება ჩემი სული სული წარმართი." ლექსში გულღიად გავანიავე წრფელი ფიქრები: -ისევ მჭირდები... -ისევ მჭირდები... ისევ მჭირდები..!!!
|