♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


,,მწვანე ტანგო ,,

შენ ისევ მაბოლებ მგონია,
ძვირფასო ნუთუ ეს მოსაწონია?
დავეცი როცა პირველად გნახე,
იმის მერე ამერია,
ამერია კარგო რამსები,
რა მევასები.

ო ! როგორ მინდა მთელი ღამე
შევიყვანოთ ტანგო . . .
შეგაყვარო მინდა როგორმე
ბანანი და მანგო . . .
ჩემთან ცეკვაში და ალერსში
მინდა გაითანგო.
მინდა ჩემო კარგო
ჩემში ჩაიკარგო.

შენ, თავს დაიღუპავ ძვირფასო
ეცადე ეგ თავი არ დაიფასო,
წამოდი ავაწყოთ ჩვენი ტანგო
..ერთი ორი , ერთი ორი,
ერთი ორი, აგვერია თვლა,
აგვერია სვლა.


ო ! როგორ მინდა მთელი ღამე
შევიყვანოთ ტანგო . . .
შეგაყვარო მინდა როგორმე
ბანანი და მანგო . . .
ჩემთან ცეკვაში და ალერსში
მინდა გაითანგო.
მინდა ჩემო კარგო
თავი რომ დაკარგო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი,
წყალს მიმეც ადევებულსა.
შორს დამრჩა სატრფო გულისა,
იმისთვის დაფეთებულსა.
ის ჰგოდებს… ვაი ჩემს თავსა,
ყველასგან გამეტებულსა,
კარგის არადროს მნახველსა,
უმწეოს, გარეტებულსა!
არ იქნა, ვერ მოვესწარი
მე საქმეს გაკეთებულსა.
გავხდი მდინარის სათრევლად,
მის ლამის დასალამადა.
ან სატრფოს რაღა ვუშველო,
ვიცი, რომ არის ავადა.
წამლები უნდა, ექიმი,
როდი მორჩება თავადა!
შავად დავიწყე ცხოვრება
და მითავდება შავადა.
ვაჰ, ხიდო, ხიდო, რა გითხრა,
უგნურის ხელით ნაგებო!
ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო,
სამოთხის მსგავსო თვალებო,
ვერ შევხვდით ერთი-მეორეს,
მკვდარი ვეღარას გარგებო!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პატარძეულის იები…
დილა ბროლშენაციები…
დილა ღმერთმოჩვენებული
შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში;

და ფიქრი მოჯერებული,
პირველი სიტყვის პოვნაში.
ო, მას აქეთ ვარ მსურველი,
მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;

მაფრქვიონ შუქი ― სურნელი
პატარძეულის იებმა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შეღამებისას ვლოცულობდი უფლის ტაძარში,
ჩემი მუდარა იღვრებოდა სანთლების ალში
ღმერთო მაღალო წმინდა ნატვრა ისმინე
დედასამშობლო საქართველო გადამირჩინე
ბედნიერება და სიკეთე ჩემთვის არ მინდა
ოღონდაც მტერმა არ გათელოს ქართული მიწა
შენ დაამკვიდრე სიამე და მშვიდობა ქვეყნად
და განამტკიცე საქართველო ქართველთა დედა
ქართულ სუფრაზე სიზმარ ცხადში
კვლავ ერთად ვხედავ
ქართველი ოსი და აფხაზი ძმებივით სხედან
ო როგორ მინდა შერიგების სიკეთე მერგოს
ქართველი მამა ოსი დედა მეც ხომ მყავს ღმერო
სანამ დრო არის მოერიდოთ სისხლისღვრას თორემ
არ გვაპატიებს მომავალი ძმათამკვლელ ომებს

(2002 ცხინვალი. ნესტან ოქროპირიძე)

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მამაო ჩვენო, გევედრებით შეგვინდო ცოდვილთ,
მავანთა მხრებზე, ეშმაკებმა დაიდეს ბინა.
როგორც არასდროს, მოწყალება გვჭირდება გმობილთ,
შემოგღაღადებთ საკვირველო მაღალთა შინა.
ანგელოზები დასტირიან სიბრმავეს ერის,
რადგან ცოდვილნი ვერ ამჩნევენ ნათელთა ფერებს,
იქ, სამთავროში ალბათ ოხრავს წმინდანი ბერი,
როს უწმინდესის სამოსელზე იწმენდენ ხელებს.
ცუდას რად უნდა მტერობაო, უთქვამს მადლიანს,
თუმცა ქართველმა იცის მტრობა ვისთან სჭირდება.
ალბათ ჩემს რწმენას, მაინც დიდი რამე აკლია,
რადგანაც მათი მიტევება გამიჭირდება.
შეერთდით მრევლო, ოხითა და ზარების ცემით,
ამ ცოდვის მერე თუ უფალი ისევ გვენდობა.
მუხლზე დაცემით, სინანულით, გოდების ცრემლით,
უფლის სახელით, უნეტარესს ვთხოვოთ შენდობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა,
ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
იქაა ჩემი სულის საუფლო,
სადაც სიმღერით ომებს იგებენ,
სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
თამარის სისხლი გადამდის გულზე,
უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ
და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს,
გალაკტიონის დამყურებს ღამე,
სწორედ იქაა ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ,
აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან.
დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 3839 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას
ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა
- მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია, ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1450 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთლებს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი
ცხელი ცრემლები უწვავდა თვალებს
იწვოდა სანთელი ნელა თითქოს
სიყავრულს ეკიდა ცეცხლი
და იმ ერთ სანთელს უცქერდა ყველა
ქურდმა ბიჭმა დაწერა ლექსი
როგორ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო
შენზე ფიქრისთვის არ მყოფნის ძალა
და უშენობას ვეღარ ავიტან
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მართლაც
ლოცვა მოუვლინე ყოვლად წმინდისაგან
გული განუმტკიცე ყოვლად მშვენიერი
იყოს უმანკო და ხსნილი მიწისაგან
იყოს ლამაზი და იყოს მშვენიერი
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შსცქეროდა ღვტისშობლის ხატებს
რა არის ქალი? ფიქრობდა იგი
რა შეუდზლიათ ამ ქვეყნად ქალებს?
ო, ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა
მზე დამანახა და ცის სინათლე
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და ენთო მხოლოდ ქურდის სანთელი...



კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1765 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1388 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 33 34 »
კვირა, 2024-12-29, 7:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024