♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება:
მიწვა და თავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო,
ცეცხლი მოსტაცეს ფერიატა თეთრმა გუნდებმა,
და არვინ უთხრა - ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო.

რომკაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,
რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,
რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი,
ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუბიდონს.

აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე
და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული.
ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე,
ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული.

მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:
ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუპიდონს
და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:
სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს
და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.

უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?!
წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,
უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გარდაიქმნა,
განმკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.

ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატრფოს თვალთაგან,
მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,
მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა
და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.

შველა ვერ ვპოვე. ახლა უკვე იმ აზრს ვადგივარ, -
მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე სიყვარულში ცოდვილი ვარ, გამოგიტყდები,
მაგრამ შენ თვითონ ხომ ორკეცი ცოდვით ეწვალე:
ქმარს უღალატე, როს მე მითხარ ფიცის სიტყვები,
და მერე ჩემი სიყვარულიც ზიზღით შეცვალე.

ვიცი და მაინც სამდურავი ვეღარ გითხარი:
ფიცის გატეხის ცოდვა მადევს თავად ოცამდე:
შეცოდებაა, დარჩე ჩემგან განუკითხავი,
შეცოდებაა, მოღალატეს მევე გლოცავდე.

გამოგაცხადე მთელი ქვეყნის წმინდა საუნჯედ,
ვადიდე შენი სინაზე და შენი სიკეთე,
მე სიყვარულით შენს ცოდვებზე თვალი დავხუჭე
და სიმართლისკენ გზა ყოველი გარდავიკეტე.

ამდენ სიცრუეს როგორ ვბედავ, ნეტავ ვიცოდე,
ასე უტიფრად მშვენიერი როგორ გიწოდე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,
თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,
შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,
თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.

შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,
სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,
შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,
სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.

შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,
და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,
ხან აღსდგება და ხანაც მონას დაემსგავსება,
ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.

უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,
თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1317 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა ძალამ მოგცა უცნაური ასეთი ძალა,
რომ ეგოდენ სუსტს და უღონოს გემორჩილები?
ვატყუებ თვალებს და აშკარად დანახულს ვმალავ
და ვფიცავ, რომ დღეს შუქის ნაცვლად ამკობს ჩრდილები.

შენს ბნელ საქმეებს მომხიბლავი ნათელი ახლავს,
ბოროტის ნაცვლად თითქოს მართლაც მადლი გეთესოს,
შენს ხელოვნებას სიკეთეზე ვაყენებ მაღლა
და ყველაზე ცუდს შენში ვარქმევ საუკეთესოს.

უფრო მიყვარხარ, რაც უფრო მეტს სისინებს ხმები,
რაც უფრო მეტი სიძულვილის მიზეზსა ვხედავ,
და თუმცა ზიზღს და წყევლა-კრულვას გითვლიან სხვები,
მეც ზიზღის ღირსად არ ჩამთვალო იმათთან ერთად.

მე შევიყვარე, ვისაც ხალხი თვლიდა უღირსად
და ამით გავხდი ღირსი შენი სიყვარულისა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1271 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ო, ულმობელი, გულცივობა როგორ დამწამე,
შენთვის გავბედე საკუთარი გულის ღალატი,
ის არ ვიკმარე სატანჯველად, შენ რომ მაწამებ,
და შენთვის გავხდი საკუთარი თავის ჯალათი.

განა შენს მტრებთან ვარ ნაზი და ამაგიანი,
განა მეგობრად მივიჩნიე შენი მოძულე?
განა საკუთარ თავს არ ვუხდი სამაგიეროს,
როს წარბებს შევკრავ, მრისხანების ცეცხლით მოცულებს?

მე ერთი გრძნობაც არ დავტოვე შენაცოდები,
თუ შენი სულის გაღმერთებას ვერ შეეთვისა,
ამ უდაბნოში ხატად დამაქვს შენი ცოდვები
და მორჩილი ვარ შენი ერთი გამოხედვისა.

მაგრამ ყოფილხარ თვალხილულთა ტრფობის გართული,
მე კი თვალები სიყვარულით მაქვს დაშანთული.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იქნებ ეს თვალნი სიყალბისთვის შობაგანგებამ,
და მხოლოდ ტყუილს მაზიარებს მათი თანხლება.
იქნებ გონებას სინამდვილის არ სურს გაგება,
თვალით დანახულს არასდროს რომ არ ეთანხმება?!

თვალს რომ იტაცებს, თუკი მართლა არის მშვენება,
ეს სილამაზე რად არ ესმით შეურაცხადებს?!
მაგრამ სიგონჯე სინატიფედ თუ მეჩვენება,
მაშინ სიყვარულს, მართლა, ბეცად გამოვაცხადებ!

ტრფობამ დამივსო უძილობით თვალთა უპენი,
რაღა იხილოს თვალთა ცრემლით დანაბინდებმა?!
მზეც კი ბრმავდება, როს საავდრო ფარავს ღრუბელი
და შუქჩამქრალი ელოდება გაამინდებას.

მაცდურ სიყვარულს ცრემლიანი უნდა მატაროს,
რომ მოჩვენება სინამდვილეს ვერ შევადარო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ციებ-ცხელება აიტეხა ჩემმა ტრფიალმა;
რითაც ავადობს იმავ შხამის არის მსურველი,
მოუმარჯვია საწამლავით სავსე ფიალი
და სამუდამოდ რჩება ასე განუკურნელი.

ჩემს ტრფიალებას მკურნალობდა გონება საღი,
მაგრამ რა ვუყო, განკურნება თუკი არ მინდა,
საბედისწეროდ რადგან ავყევ ვნებების ძახილს,
გაწყრა ექიმი და უკვალოდ სადღაც წარვიდა.

უკურნებელი სენით დავრჩი ნაიარები,
სულმა ნამდვილი სიგიჟე და შფოთი იწვნია,
გონარეული შეშლილივით დავიარები
და ჭეშმარიტი სინამდვილე ვერ შემიცვნია.

თუმც შენი მზერა ნათელ სხივთა კონა მგონია,
შენს სიშავესთან ჯოჯოხეთიც მონაგონია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარო,
ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!
დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.

სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,
ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.

გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.

სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკლდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1473 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 33 34 »
შაბათი, 2024-05-18, 1:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024