♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


თუმც არ აკლია შენს სურვილებს სიმრავლე ფერთა,
არ დაგავიწყდეს მეც "სურვილი" მქვია სახელად,
ამიტომ გირჩევ შენს უთვალავ სურვილთან ერთად,
აღარასოდეს მოგერიდოს ჩემი გამხელა.

თუმც მიაღწიე შენი ნების ნამდვილ დიდებას,
მას ჩემს პატარა ნებასთანაც ვეღარ ვათავსებ!
მოწყალებას გთხოვ და ამ თხოვნის არ მერიდება,
რადგანაც ვხედავ გული შენი წყალობს ათასებს.

ზღვაც ხომ შეჰხარის სულ პატარა საწვიმარ ღრუბელს;
წვიმა წვეთია, მაგრამ მაინც ზღვაც ემატება,
მეც გადამიხსენ შენს სურვილთა დიადი უბე,
ვით სხვამან წვიმა - შემიკედლოს შენმა ხატებამ.

აღარ მიხედო აღარც მტერს და აღარც მოყვარეს,
ყველა სურვილი, შენეული, ჩემზედ მოჰყარე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარს, როდესაც მიბრალებენ შენი თვალები,
მაშინ ვმშვიდდები თანაგრძნობით პატივნაცემი,
რადგანაც შენს გულს არასოდეს არ ვებრალები,
მიტომ ჩაიცვეს მაგ თვალებმა შავი ძაძები.

ისე არასდროს არ ეცვლება ცასაც იერი,
როცა მნათობი აფერადებს ცას მოკრძალებით,
ისე არასდროს არ მშვენდება დასალიერი
მწუხრის ვარსკვლავის დიდებული ამობრძანებით,

როგორც შენ სახე დაგიმშვენეს ჩემზედ მოზარე,
შავმა თვალებმა - ჩემი ბედის ჭირისუფლებმა.
შავი თუ გშვენის, დაე, გულსაც ძაძა მოსავდეს,
შენს გულცივ გულსაც მიეც ჩემზე გლოვის უფლება.

მაშინ თამამად შემეძლება, ჩემო ხატებავ,
მშვენების ფერად, შავი ფერის გამოცხადება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უკვე საჯაროდ ვაღიარე, რომ ის შენია
და მეც ვარჩიე გირაოში შენთან დარჩენა,
მინდა მევახშეს შემოგწირო რაც დამრჩენია -
ჩემი იმედის და მეგობრის გადასარჩენად,

მაგრამ ტყვეობა მეგობრისა აღარ თავდება ,
არც შენ ელევი და გაქცევა თავადაც არ სურს,
როგორც მევალეს ის დამიდგა შენთან თავდებად
და სათნო სული სამუდამოდ მოგანდო ავ სულს.

შენი ტყვეობა რადგან მართლა მშვენიერია ,
მოძმე წამართვი და დაარქვი მასაც მწერალი.
ორი ჩვენგანის უბედობა შენმიერია,
შენ მომისაჯე სიმარტოვე დასაწყევარი.

იგი ჩემს ვალსაც გადაგიხდის ადრე თუ გვიან
და მაიც, ვიცი, სამუდამოდ შენი ტყვე მქვია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარს, როდესაც მიბრალებენ შენი თვალები,
მაშინ ვმშვიდდები თანაგრძნობით პატივნაცემი,
რადგანაც შენს გულს არასოდეს არ ვებრალები,
მიტომ ჩაიცვეს მაგ თვალებმა შავი ძაძები.

ისე არასდროს არ ეცვლება ცასაც იერი,
როცა მნათობი აფერადებს ცას მოკრძალებით,
ისე არასდროს არ მშვენდება დასალიერი
მწუხრის ვარსკვლავის დიდებული ამობრძანებით,

როგორც შენ სახე დაგიმშვენეს ჩემზედ მოზარე,
შავმა თვალებმა - ჩემი ბედის ჭირისუფლებმა.
შავი თუ გშვენის, დაე, გულსაც ძაძა მოსავდეს,
შენს გულცივ გულსაც მიეც ჩემზე გლოვის უფლება.

მაშინ თამამად შემეძლება, ჩემო ხატებავ,
მშვენების ფერად, შავი ფერის გამოცხადება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქედმაღალი ხარ, როგორც ყველა ლამაზს სჩვევია,
შენ ჩემს მტანჯველად შობილხარ და მაინც ჩემი ხარ....
შენ ჩემი გული გასაფლანგად შეგირჩევია,
მე კი ერთადერთ საგანძურად მიმიჩნევიხარ.

და მე ამიტომაც არ ვიჯერებ მავანთა სიტყვებს,
რომ ზღაპარივით შეთხზულია შენი მშვენება...
ან რას შევასმენ უგნურებით გაბღენძილ ბრიყვებს -
მე შენს სახეზე რას ვხედავ და რა მეჩვენება.

და შენც გჯეროდეს, რომ შენ ასეთს გითხარი ფიცი,
რომ შემიყვარდი მარტოოდენ ამისთანობით,
მუქი ფერები რომ გადაჰკრავს შენს სახეს, ვიცი
და მაინც ყველას მირჩევნიხარ შავგვრემანობით.

არვის ეგონოს, შენი ნაკლი რომ სიშავეა,
გული გაქვს შავი, რაც ცოდვებში დამნაშავეა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მზის ბრწყინვალება ჩემი სატრფოს მზერას არ ახლავს,
მეწამულ მარჯანს სულაც არ ჰგავს მისი ბაგენი,
თოვლის სითეთრეს მის გულმკერდზე ვერავინ ნახავს
და აბრეშუმსაც მე მის თმებში ვერ მივაგენი.

დამასკის ვარდებს გადავყრივარ ქვეყნად მრავალგვარს,
მეც შემიგრძვნია სურნელება მათი ნამდვილი,
მიტომაც ვამბობ - ჩემი სატრფო ვარდს რომ არა ჰგავს,
რომ სურნელითაც მდედრი გახლავთ პირწავარდნილი.

მის ხმას რომ ვისმენ, გრძნობის ზღვარიც გადამილახავს,
მაგრამ მუსიკა მე სიამეს მეტად მანიჭებს;
ქალღმერთის ქვეყნად სიარული მე არ მინახავს,
ჩემი სატრფო კი ორივე ფეხს მიწას აბიჯებს.

მაგრამ, ღმერთმანი, მათზე ნაკლებ სიკეთეს არ ფლობს,
ვისაც სიყალბე პირმოთნეთა ჭაობში აფლობს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1514 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვნება ავხორცი იწვევს გრძნობის გამოხუნებას,
ის ურცხვად ფლანგავს და ამჭლევებს სულის დიდებას,
რადგანაც ასე მზაკვრულია მისი ბუნება,
ალბათ ველური არც მკვლელობას დაერიდება.

როდესაც ვნება დაცხრება და დაიღვენთება,
სტოვებს ზიზღიან მოგონებას, როგორც სამდურავს,
მერე კი ისევ სულში იწყებს ალის შენთებას,
როგორც ანკესი მოგდებული მუხანათურად.

აღზევებული გონგადასულს დაედარება,
დადევნებული მსხვერპლზე ჟინით დაუფარავით,
ასე ყოფილა ვნების ხვედრი - ჯერ ნეტარება,
მერე კი ფუჭი ოცნებები სავსე ვარამით.

ხომ კარგად იცნობს კაცთა მოდგმა ვნების ბუნებას,
რაღატომ მისდევს ჯოჯოხეთში ციურ ცთუნებას.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თავად მუსიკავ, როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით,
ალბათ დალოცა ეს საკრავი თვითონ განგებამ,
როს კლავიშებზე მაგ თითების ნიავი დაჰქრის,
მაშინ სიმებიც ირხევიან ნეტარ ჰანგებად.

შენ დაგიკოცნეს კლავიშბმა თლილი თითები
და ბაგეს ჩემსას შავი შურის ალი ედება:
შენი ამბორის მონატრული, ეჭვით ვინთები,
როდესაც ვუმზერ ხის ნაჭრების გათავხედებას.

მეც კლავიშებად გარდასახვის ჟინი მაბოდებს,
არსება ჩემი რომ ბედნიერ საკრავს ვადარო,
მინდა ვემგვანო მოხტუნავე, გამხმარ ნაფოტებს,
რომ ეგ თითები ტანზე ჟრჟოლად გადამატარო.

მაგრამ რადგანაც ხელზე კოცნით სხვანი სცოდავენ,
მე, უბედური, შენს ბაგესაც არ ვიცოტავებ!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წინათ შავგვრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,
არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დაქარგა,
ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,
და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.

აღარ აცლიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,
ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,
თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,
და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.

სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,
ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველ,
ალბათ იმიტომ მიუხურავთ შავი ძაძები,
რომ სიმახინჯეს მშვენება და ეშხი უწოდეს.

მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,
რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემო ბიჭუნავ, ჯერ შენი გზა კიდევ ვრცელია.
მაგრამ საათი რომ გიჭირავს, ყველას ცელია.
დროს წესადა აქვს ჩვენი ჭკნობით შენი გაფურჩქვნა,
დრო ერთდროულად გვახარებს და გვიგდებს აბუჩად.

დრო სპობს ყველაფერს, მაგრამ ახლა ცდილბს ბუნება
შენი განვლილი დროის უკან შემობრუნებას.
ბუნებას უნდა თავის კვალი დროს დააჩინოს,
წინ აღუდგეს და დაბერებას გადაგარჩინოს.

თუმცა სიკეთის მეტი მისგან არა გინახავს,
მაინც უფრთხილდი, სამუდამოდ ვერ შეგინახავს.
დაგვიანებით, მაგრამ მოვა, როგოც სახადი,
და გადუხდელი არ დაგრჩება გადასახადი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 33 34 »
შაბათი, 2025-01-04, 11:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025