♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥

ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს, -
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.

გაკოტრებულა განდიდების ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ძაძებად.

მე კი შენს გულში დავაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.

განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სამეფო კარზე არ შობილა ჩემი ტრფიალი,
ამიტომ ჟამი მის ბედ-იღბალს ვერად განაგებს,
ვერც ყვავილივით გაახარებს ბედის ტრიალი,
ვერც სარეველა ბალახივით გააჩანაგებს.

ჩემს სიყვარულთან რა ხელი აქვს მაცდურ ბუნებას,
შემთხვევით ხომ არ გაჩენილა ტრფობის ნათელი,
არც სიღარიბე აკვირვებს და არც ფუფუნება,
ვერაფერს აკლებს ჟამთასრბოლის კორიანტელი.

ყველა მთავრობამ მის წინაშე თავი დახაროს,
სამეფო ძალა დღეს რომ ბრწყინავს, ქრება მაშინვე,
ცალკე სამაგრედ აღმართულა ტრფობის სამყარო,
არც მზეს თხოულობს, არც ნიაღვრის ზათქი აშინებს.

არამზადებო, ალბათ, თქვენც კი დამერწმუნებით,
ვინაც სიცოცხლე გაატარეთ ცოდვა-ცდუნებით.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დროო, უდროოდ ნუ იქადნი შენ ჩემს ცვლილებას,
არც ახალია ეგ ქადილი და არც ძველია...
თვით პირამიდაც, რაგინდ სდევდეს ჟამთა დინებას,
მაინც წარსულის ზმანებათა სამოსელია.

დღემოკლენი ვართ და მიტომაც ასე გვგონია,
მხოლოდ ჩვენ გვესმის საოცარი შენი ზღაპარი,
რომ წუთისოფლად დაბადებას აზრი ჰქონია
და ჩვენ გვეკუთვნის ეს სიცრუის თავშესაფარი.

მაგრამ მე ვხედავ, რა მუხთალიც გიპყრობს ზრახვები,
სხვების დათესილს როცა იმკი სხვაგან მოსავალს,
რა შემზარავი მაცდურობით დაგვენახვები,
სიკვდილის გარდა, რომ ვერ ვპოვებთ სხვა გამოსავალს.

მიტომაც ვფიცავ, სიცოცხლე რომ ჩაივლის მთელი,
ვერ შემცვლი ვერც შენ და ვერც შენი სიკვდილის ცელი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენგან ნაბოძებ ნახატს ვუმზერ, მაგრამ გონება
მხატვარზე უკეთ ხატავს წარსულს ხსოვნის ფერებით...
მარადისობას გადასწვდება ეს მოგონება,
გულმა რომ შექმნა სიყვარულის ამოძგერებით.

და სანამ ჩემს გულს გონებასთან ყოფნა ენება,
სანამ მეც დამძლევს ეს ბუნება ყოვლის მძლეველი,
არ წაიშლება ჩემს ხსოვნაში შენი მშვენება,
რაგინდ დაამხოს დრომ დასამხობ-დასანგრეველი.

და ამიტომაც ნახატი ან ნაწერი კალმით,
სახსოვარ ნივთად რასაც სტაცებს წარსულს დამდეგი,
მსურს დაგიბრუნო და გონებას მივენდო ამით,
რადგან ფიქრია მხოლოდ ხსოვნად გამოსადეგი.

მთელ ჩემ ცხოვრებას დავივიწყებ მეც სიზმრის მსგავსად,
თუ შენი ხსოვნა დარჩა ნივთში და სხვაგან არსად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი,
ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი,
თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.

რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამთქმელი,
სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,
ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?!

მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,
მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები,
სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება
და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.

პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ
და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1404 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს მიხარია, რომ ოდესღაც ასე მაწვალე,
რომ მეც მომიხდა კაეშანის ახლოს გაცნობა,
დღეს მე ვაშავებ და ამიტომ თავს განაცვალებ,_
რადგან, ძვირფასო, არ ვიჩემებ რკინის კაცობას.

თუ დღეს ჩემს გამო შენც ჩემებრი შეგხვდა წვალება,
თუკი ნამდვილი ჯოჯოხეთი შენც გამოცადე,
მაშინ მე უნდა ვუმადლოდე იღბალს ცვალებადს
და გუშინ შენგან გულნატკენი, უნდა გლოცავდე.

როდესაც ჩემი ტანჯვის ღამე მომაგონდება,
ის მოგონება მინდა ისევ ცრმელმა დანამოს!
შენი ალერსით გაყუჩდება ჩემი გოდება
და მეც დაჭრილი სულისათვის მოგცემ მალამოს!

ორივ ვეწამეთ და გულს უკვე გული ენდობა,
შენც, ჩემგან უკვე შენდობილმა, მითხარ შენდობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სირინოზების შხამიანი ცრემლი შემისვამს,
გულს ჯოჯოხეთის საწამლავი ესადაგება,
შიში მიპყრობდა თუ იმედი გადარჩენისა,
სადაც მოგებას მოველოდი, დამხვდა წაგება.

როს მეტარებით ცად ავფრინდი ცოდვილ მიწიდან,
ო, რამდენ ცოდვას ჩავდიოდი დაურცხვენელი,
და თვალნი ჩემნი ბუდეთაგან გადმომიცვივდა
ჩემი ცხოვრების ამ გიჟური ციებ-ცხელებით.

ო, ბოროტებავ, სასიკეთო ძალაც გქონია.
მშვენიერება მწუხარებით უფრო მშვენდება,
თურმე ტრფიალიც, დანგრეული როცა გვგონია,
მკვდრეთით აღდგენა და არასდროს გადაშენდება.

მეც მწუხარებამ თუ მატარა ცოდვილ ყარიბად,
განძით ამავსო, განა მართლა გამაღარიბა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ისე, ვით ცხარე სანელებელს ვამატებთ საკვებს,
რომ მადას ექცეს გამომწვევად გემოვნებათა,
ან ვით უვნებელ გრძნობას ვეძებთ, რაც ვერას გვაკლებს,
მაგრამ წყაროა მავნებლობით მაინც ვნებათა,

მეც ასე - შენი სიყვარულით სავსე საწყაულს
შევმატე წვეთი, საზღვარი რომ გადამელახა
და ნაადრევად ავედევნე უცნობ სასწაულს,
ჩემს ჯანმრთელ გულში რომ სნეული ვნება მენახა.

წესი ყოფილა სიყვარულის _ არა ჩანს თავად,
ჩვენ კი გვაბრიყვებს, მოვიძიოთ მისი გზა-კვალი
და მერე ვიგრძნოთ, უსაშველოდ რომ გავხდით ავად
და დავიმოყვრეთ უგნურებით ბედი მზაკვარი.

ახლაღა ჩავწვდი ჩემი ყოფის მწარე გაკვეთილს -
შვება არსად აქვს მხოლოდ შენგან სასოწარკვეთილს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ალბათ, დამძრახავ, რომ სიძუნწეს ვიჩენ გრძნობაში,
რომ არ ვაფასებ შენს ღირსებებს ჩემი ზნეობით,
რომ არ გიხმობ და გალაღებულ მარტოობაში
ტრფობის ბორკილებს არ ვატარებ დღეისდღეობით.

ალბათ, გგონია, სხვა ფიქრებით რომ ვიზაფრები,
დროის წიაღში რომ აღარ მაქვს გული ჩარგული,
ქარს რომ მივანდე დასაფლეთად ჩემი აფრები,
ოღონდ შორს ვიყო სადმე შენგან გადაკარგული.

დე, ასე იყოს... სიჯიუტით ვცოდავ ეგება,
დაე, გჯეროდეს, რომ სიკეთეს ვერ ვეღირსებით,
მაგრამ თუ სადმე შენგან რისხვა შემომეგება,
სიძულვილს მაინც ნუ მაძგერებ თვალთა ისრებით.

მე სიყვარული მტანჯავდა და შენ - უმისობა...
გაგშორდი, მაგრამ დამრჩა გრძნობის მარადისობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

აუგს ვერ ვეტყვი, როცა ვინმეს უყვარს ნამდვილად,
ნამდვილის გარდა, არ ვცნობ ტრფობას სხვას და გარეშეს,
გრძნობა ის არის, რასაც ჟამი ვერ ცვლის ადვილად
რაც მოძალადე ვნებასავით ვერ ითარეშებს.

მე სიყვარულში ქარიშხლიანს ვხედავ სამყაროს,
სადაც სიკეთე გზას იკვალავს დროშის ფრიალით,
სადაც მოყვარე მოყვრისაგან ვერვინ გაყაროს
მაცდურობათა ოკეანის ორომტრიალით.

მე სიყვარულში არ ჩამიკლავს დროის დინება,
არც ვარდებივით გამიფანტავს გზად და მარაოდ,
თოჯინასავით არ მიცდია წარმოჩინება
გალაღებულთა წუთისოფლის სამასხარაოდ...

მაგრამ თუ ვცდები, თუ ჩემს ლექსში აზრი არ არის,
არ ჰყვარებია მაშინ ქვეყნად არვინ არავის.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1800 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 33 34 »
ორშაბათი, 2025-01-06, 12:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025