♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥

ნურვინ დაარქმევს ჩემს სიყვარულს უგუნურ ვნებას,
მე წარმართივით არ მჩვევია კერპთა თაყვანი,
ერთს და ერთადერთს ვუძღვნი მხოლოდ ღირსეულ ქებას
და ის ერთია ლექსში გრძნობით შემოსაყვანი.

დღეის სიკეთეს ვინც ხვალინდელ სიკეთეს მატებს,
ვინც უჩემობას ვერ შეძლებს და მე - უმისობას....
ვინც ჩემს ლექსებში გასაოცარ სიყვარულს ატევს
და წუთისოფლად მაზიარებს მარადისობას.

"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - იგია მხოლოდ!
"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - ამ გრძნეულ სიტყვებს
მე ვიმეორებ უსასრულოდ და უთავბოლოდ
და სამი სიტყვა შთაგონების სამყაროს იტევს.

"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - ამ სამი ცნებით
მას ვიცნობ მხოლოდ და თაყვანსაც მასვე ვცემ ნებით.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერას დაგაკლებს, მეგობარო, ბებრის ჭაღარა,
ისეთივე ხარ, რანაირიც პირველად გნახე;
სამმა ზამთარმა თოვლი სამჯერ გადმოგაყარა,
სამი ზაფხულის სიამაყეს უცვალე სახე.

სამი წარმტაცი გაზაფხული, როგორც თილისმა,
სამ შემოდგომად გარდაიქმნა სამი წლის დროში,
სამი აპრილის სურნელება დაწვა ივნისმა
და შენ დაგტოვა ისეთივე ნაზი და ნორჩი.

მაგრამ მშვენება, ვით საათის ჩუმი ისარი,
მიიპარება უხილავი ფერისცვალებით,
შენი ცვლილება, შენი სრბოლა ვერ შევიცანი,
მგონია, დგახარ და ტყუვდება ჩემი თვალები.

აწ ამის შიშით ერთის თქმაღა მაქვს განზრახული:
შენამდეც დაჭკნა სილამაზის ბევრი ზაფხული.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დადუმებულა ჩემი მუზა ოდეს მღელვარე,
შენს სადიდებლად სიტყვა არ აქვს ამოსარჩევი,
რადგან შიშველიც შენი სული ისე ელვარებს,
რომ სამოსელად არ სჭირდება ლექსის ფარჩები.

არ გამამტყუნო, თუკი ხოტბით აღარ გაწუხებ,
სარკეს ჩახედე და მიხვდები მაშინ რაცა ხარ,
შენი მშვენება შთაგონებას ადებს მარწუხებს,
ჩლუნგი ლექსი კი რომ შეგბედო, ყველა დამძრახავს.

სწორედ ამიტომ ვმუნჯდები და ვთავაზიანობ,
რა მოვიგონო უბადრუკმა შენი საქები?!
როგორ შევცოდო, ლექსით როგორ დავაზიანო
ეგ შენი სახე ღვთაებრივად ნაქანდაკები?

ლექსმა ვერ გიქოს ეგ ნაკვთები წარუშლელები,
შენს სარკეშია ჭეშმარიტი ხოტბა მშვენების.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1377 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზარმაცო მუზავ! რატომ დგახარ დღეს განრიდებით,
რად აღარ აქებ სატრფოს ლექსით, კეთილშობილით?!
ის გვირგვინია მშვენების და ჭეშმარიტების,
მისი წყალობით შენც ოდესღაც გახდი ცნობილი.

ვინ იცის იქნებ შეგაცდინეს შენმა აზრებმა:
რომ განდიდებას ვერ აკადრებ უცხო ქმნილებას,
რომ სილამაზეს არას არგებს შელამაზება
და რომ სრულყოფა არ სჭირდება სრულყოფილებას.

არა! შენ სატრფო არ დასტოვო დაუდაფნავი!
ლექსის ღარადა ჩამოჰკიდე ახალ მძივებად!
რომ წინ ვერასდროს ვერ აღუდგეს მისი საფლავი,
მისი მშვენების და სიცოცხლის გახანგრძლივებას.

მაშინ დღევანდელს დროის ჟანგი ვერ მოერევა
და უკვდავებას დაიმკვიდრებს მშვენიერება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სადა ხარ, მუზავ, ამდენი ხნით რამ დაგამუნჯა,
რატომ დასტოვე უმღერალი შენი სახატე?!
ვაითუ, ნამდვილ ტრფიალებას იგდებ აბუჩად,
და ვინმე უღირსს გატაცებით შენც შეჰღაღადებ!

დაბრუნდი მუზავ, ცოდვიანი თავი დახარე,
ხოტბა შეასხი შენი სატრფოს ქალურ ქალობას,
მას უგალობე შენი ნიჭის ნერგს ვინც ახარებს,
მას უგალობე, ვისაც ესმის შენი გალობა!

მაშინ აღსდექი, როს სანატრელ სახეს დახედავ!
და იმ სახეზე ნაოჭები მოგეჩვენება!
დროის სახნისმა მის ღაწვებზე თუ ითავხედა,
მრისხანე ლექსით მიუსაჯე დროს შეჩვენება!

სატრფოს დიდებას ღირსეულად თუკი გალექსავ,
დრო მოდრეკილი, თავის დაშნას ვეღარ გალექსავს!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?

წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.

სუნთქვას მაწვდიან სურნელად დამდნარს, იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.

სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით,
როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა,
როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებით
ზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.

როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა,
როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა,
მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმა
შენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.

ახლა შევყურებ შემოდგომის დღეთა თენებას,
ყველა სიკეთემ ჩამიქროლა ახლა ქარივით
და რომ ვიხსენებ შენს უსაზღვროდ მდიდრულ მშვენებას
წუთისოფელიც მეჩვენება მათხოვარივით.

ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით...
მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უშენოდ ყოფნა დაემსგავსა სევდიან ზამთარს,
მარტოობის გზას მივუყვები მწირი ბერივით,
გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს,
როცა სიცოცხლე დამემშევა დეკემბერივით.

ზაფხულის მადლი შემოდგომას როცა აღავსებს,
როცა სიუხვე დაგროვდება ყველგან სამყოფი,
ჩემს ცხოვრებას კი დაქვრივებულ ქალს დაამსგავსებს,
ვისაც საშოში ჩარჩენია ქმრისგან ნაყოფი.

დაობლებული შემოდგომის ყოველი წამი,
ასე მგონია, ერთი სრული წელიწადია,
სადაც უშენოდ საუკუნოდ გაჩერდა ჟამი,
სადაც გალობა ბულბულსაც კი აღარ სწადია...

იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია,
ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს,
ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია,
შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.

მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს,
მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად,
შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობს
მშვენიერების სადაფებში საგოგმანებლად.

რადგან მტაცებელს არ სჩვევია ცხვრის ტყავი ეცვას,
და მის საკბილოს უნდა ერქვას რადგან ბატკანი,
შენც ნუ ისურვებ სხვის საამოდ ბუნების შეცვლას,
შენს თვალთმაქცობას ვერ გაუძლებს სხვა კაცთაგანი.

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1015 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 33 34 »
ოთხშაბათი, 2025-01-08, 0:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025