♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥

წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 2458 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ მოიკვეთე,ანგელოზო,
შენ ჩემთვის ფრთები,
როგორც არასდროს,ახლა
მწამხარ,ახლა მჭირდები....
დედაო ღვთისა! მომევლინე და გამანათე.
ნუ მოიკვეთე,ანგელოზო, შენ
ჩემთვის ფრთები!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***

რა დიდებული იყო კონცერტი
რა საოცრებად ჟღერდა მუსიკა,
ბახი,ბეთჰოვენ და თვით მოცარტი
სცენაზე თოვდა ფერთა მისტიკა.
ყოველი სიმი,ყოველი ბგერა,
მელანქოლიური სონეტა მთვარის,
ყრუ ბეთჰოვენის ბედზე სიმღერა,
თითქოს არხევდა კლავიშებს ქარი.
და მე ვხვდებოდი,ვუსმენდი თვით ღმერთს,
ზეცით გარდმოსულს აქ ამ სცენაზე,
ვლოცავდი იმ წამს,მე მხოლოდ იმ ერთს,
ვინც მოავლინა სითბო,სინაზე,
შეწყდა აკორდი,დადუმდა ბგერა.
ნელა დაეშვნენ მუქი ფარდები,
წამით დაიწყო ახალი ერა,
ატირდნენ თითქოს თეთრი ვარდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1306 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოვლი გაქრება გზიდან,
შარას მოიცავს სევდა.
თითქოს
მიღიმის მზიდან
ჩემი ლამაზი დედა.
მოგონებათა ჩრდილში
ლამაზ ოცნებებს ვბედავ
და მეცხადება ზილში
ანგელოზებთან დედა.
ღამენათევი სევდით,
ცრემლშეუმშრალი თვალით
ლოცულობ ხატთან ჩემთვის
უსათნოესი ქალი.
მე მედგე ყველგან ფარად-
ზეცაში დაგებედება
და მეყვარები მარად,
ჩემო მშობელო დედა!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის ჩუმად იჯდა სახელოსნოში და შეჰყურებდა თავის ნახატებს,
თნ უსასრულოდ იმეორებდა,ღვთის სადიდებლად აღვლენინ ლოცვებს
”მამო ჩვენო” ისმოდა ირგვლივ,მისი სული კი შვებას ვერ გრძნობდა,
ერკინებოდა სიცოცხლე სიკვდილს,ბედისწერა კი ავად დაჰქროდა.
სარკმელში სხივი შემოწრილიყო,მზე უკოცნიდა კაცს ფერმკრთალ ღაწვებს.
მარტო ყველასგან მიტოვებული კაცი კეცავდა ოცნების აფრებს....
ნაზი დუმილით უმზერდა წარსულს,არ სთხოვდა ქვეყნად არაფერს არავის
შიმშილისაგან ღონე მიხდილი,ცეცხლს აპარებდა გაცრეცილ არეს.
ის ჩუმად იჯდა სახელოსნოში და შეჰყურებდა თავის ნახატებს
ღვთის მოგზავნილი სინათლის სხივი,ვეგარ ათბდა მის ფერმკრთალ სახეს.
სატანა მეთელი ხმით ხარხარებდა,როგორც ყოველთვის ბოროტი ჩანდა,
ის დასცინოდა უდიდეს მხატვარს,მარტოდ მყოფს როგორც ვიღცა მავანს
მის შემხედვარე კაცი კი თრთოდა ძალა დაცლილი გრძნობდა შიშს , ძრწოლას
იმეორებდა ჩუმად მუხლმოყრით ღვთის სადიდებლად წარმოთქმულ ლოცვას
მივიწყებული ყველასგან მარტო,ვეღარ ფიქრობდა უფალზე ამ დროს
აღარ შველოდა აღარც ლოცვები,აღარც მდუმარე ძველი ფუნჯები,
მხოლოდ ტიროდა ცრემლებით მთვრალი,გრძნობდა ,რომ სული სტკიოდა მაინც,
მიხვდა,რომ უფალს განუდგა წამით,თვალებში შიში არ ჩანდა მაინც.
არარ ესმოდა არარაფერი,მხოლოდ სიკვდილის მუქ აჩრდილს გრძნობდა
ერკინებოდა სიცოცხლე სიკვდილს,ბედისწერა კი ავად დაჰქროდა.
ვეღარ შექმნიდა დიდე ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრება

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზო

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო,,
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1014 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულის ვარსკვლავები

მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალო...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]

1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.

2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.

პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბა ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 33 34 »
შაბათი, 2024-05-18, 1:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024