მთავარი » ♥პოეზია♥
როცა სიცოცხლე მიხაროდა გული სითბოსაგან დამიცალე, როცა სიგიჟემდე შემიყვარდი შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა ყველა ამირიე, დამიშალე. შენი გაღიმება შემიყვარდა მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე. შენი სიყვარული მიხაროდა ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე. შენი დავიწყება მაიძულე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე....
|
* * * აქ ირჩეოდა რომელიღაც პოეტის ბწკარი,
უთანხმოებამ და კამათმა როცა იფეთქა, გალაკტიონმა შემოაღო ანაზად კარი და ხაზგასმული მოწიწებით, მახსოვს, იკითხა: ,,ოჰ, კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო?!" ვიღაც წამოდგა, იქვე, კართან, ფეხქვეშ გაეგო, აუხსნა რაღაც, მან დასტოვა ღიმილის ხურდა. თავისი დიდი, რკინის ხელი სულში ჩაგვიყო და გაგვეცალა_მას უბრალოდ ხუმრობა სურდა. მინის ტიხარში მალე მაღალ პოეტის ლანდი მსვლელობა მისი დიდებული და ბაღი დაჩნდა: ბაღში მჯდომისთვის ტიხარს აქეთ ბანდბუნდად ვჩანდით, სასახლის ბაღში ცისფერ მერხზე ის მარტო იჯდა. გარეჯიბეში სავარცხელი მოჩხრიკა ცერით, უცხო ხილვები გამოიხმო საყვარელ ბაღში, დაახლოებით ასე, ოც წუთს ივარცხნა წვერი, მერე ადგა და გმაყოფილმა გასწია სახლში... მურმან ლებანიძე
|
ჩემი სოფელი ხელისგულივით გაშლილა სოფელი მთათა შორის; სამხრეთით ტყეა აშლილი, ჩრდილოეთით კი – გორი. და მთიდან ჩუხჩუხ—რაკრაკით მოხტის რუ – ფირუსთვალა, მზის ოქროსსიმებნაქარგი სოფელს ხალისით რკალავს. ფესვს ულბობს ჭადარს გათანგულს, ახარებს ბაღს და ედემს; ყველას - მწყურვალს თუ დასიცხულს ასმევს საამო წვეთებს. სოფელში მოჩანს ზვინები, თან ღელავს მწიფე ყანა; ვეება კომბაინები ზღვად გასულ გემებს გვანან. უკიდეგანო ყანაა, მიცურავს კომბაინი; მისი მესაჭე მამაა, აღვსილი შრომის ჟინით. მეც,როცა დიდი გავხდები, რაც მსურს,ქვეყანას მოვფენ: მამაჩემის კვალს გავყვები, შრომით ვადიდებ სოფელს.
|
ფშავლის სიმღერა
მკვდარი ნურვისა გგონივართ, გრძნობამიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა დავკარგავ იმედსა? რად-რა ჩავიცვამ შავებსა? რა მაქვს მე სამგლოვიარო, ვენაცვალე შენსა თვალებსა? სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული, შევყურებ მზეს და მთვარესა, შენს სიბეჩავეს დავაცვეთ ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა. თუ გიღალატო, დედაო, ნუმც დავიმარხო მთაშია, ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა ხმალი სატირლის თავშია. ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა საკაცეზედა კარშია; შავეთში გამგზავრებულსა ცხენი წამექცეს გზაშია; ქვეყნისგან შაჩვენებულმა ბინა დავკარგო ცაშია, გამიწყდეს ბეწვის ხიდაი, ჩავვარდე კუპრის წყალშია! 1886 წელი
|
ჩუ! ქართველო ბედნიერო, ნუ ამბობ მამული მიყვარს, როგორ უნდა დაგიჯერო, რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს. მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო, „ქრისტიანი ვარ" ნუ ამბობ. როგორ უნდა დაგიჯერო, როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ? მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო! ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ! როგორ უნდა დაგიჯერო, როს ყელამდე სისხლში ზიხარ? კიდევ გეტყვი: ჩუ , ოხერო, „მამაცი ვარ"! ნუ იძახი: როგორ უნდა დაგიჯერო, როცა ტყავს გაძრობს მათრახი. ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო, ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!" როგორ უნდა დაგიჯერო: სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!! ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო, ქართლი შენგან არას ელის, და მაშ როგორ დაგიჯერო, რომ შვილი ხარ შენ ქართველის.
|
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი მას თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად მყინვარი შანდლად ედგა და მზე სანთლად ენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიჭებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინ რიგში ფრანგი თუ არაბი ზანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების კალთები, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ცხელი მინდორი. მაგრამ ამ გრძელ რიგში არ იდგნენ ქართველნი რიგი და ქართველნი?! საიდან სადაო. და როდესაც მთლიანად დარიგდა მთა-ბარი გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო სად იყო სად გამოჩნდნენ ქართველნი წარუდგნენ და ჰკითხეს ჩვენ რა ვქნათ უფალ?! მიწისა მზომელნი სულს მძლივსღა ღაფავდნენ ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფე. ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?! მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე. ქართველნი გახლავართ, ნაბდები გავშალეთ, თქვენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალე, ნურას სწუხართ ჩვენ არას გემდურით, მხოლოდ მოგვიცალეთ ეს ერთი ფიალა. ანდებად, ალპებად და კავკასიონის ქედებად აიწვნენ წარბები შეკრულნი. სად დაგაბინავოთ ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ეთგულნი. სულ ყველა გავეცი ბილიკი ჭიუხის, ჩემთვის მოვიტოვე პატარა წალკოტი საჩემოდ ღვთიური ქედებით ვამკობდი
...
Read More
|
დუქანშია ბოთლები , ვითომ სუფთა სუფრა . . . ისე მგვანან ლოთები , რომ მეკვრება სუნთქვა . . .
ეკლესიაც არ მინდა , ჯავრს თუ იყრის ჯვარი . . . რწმენა სადღაც გაფრინდა , რწმენა იქ არ არი .
მთავარია, მთავარი მთავარია რწმენა , მაგრამ ნეტავ სად არი? - ვერ ვიპოვე ვერა .
უნდა იყო მუდამ მზად , რომ ვერ ნახავ სანდოს . სინათლეა თითქოს გზად , სიბნელეა ამ დროს . სინათლეა თითქოს გზად , სიბნელეა ამ დროს...
მთავარია, მთავარი მთვარია რწმენა, მაგრამ ნეტავ სად არი ? - ვერ ვიპოვე ვერა.
ეს მთვარი ლექსია ვეუბნები უტყვებს . . . დუქანი, ეკლესია დაემსგავსნენ ტყუპებს . . .
მთვარია, მთვარი, მთვარია ვნება . ამ დროს ვნება მავნეა , ღმერთმა არ ინება .
მთვარია მთვარი, მთვარია რწმენა, მაგრამ ნეტავ სად არი? - ვერ ვიპოვე ვერა.
|
ფიროსმანი ,, ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებ - მაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას ,, . . .
როდესაც ვუსმენ ლადოს ამ სიტყვებს, წარსული მებრძვის და აწმყო მიყეფს, სხვისი ზეიმი გამართულია . . . არავინ იცის ეს რა რთულია . . . მომავალია , ბნელით და რისხვით. მე შევეგებო - მაშინ დამისხით.
. . . ,, ძილგატეხილი და არეული , ჭიქა არაყით გაიხსნის მადას . მერე შეკრთება , ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქარული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა... ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა , , .
|
То была не интрижка, Ты была на ладошке, Как прекрасная книжка В грубой супер-обложке.
Я влюблен был, как мальчик. С тихим трепетом тайным Я листал наш романчик С неприличным названьем.
Были слезы, угрозы, Все одни и все те же, В основном была проза, А стихи были реже.
Твои бурные ласки И все прочие средства, Это страшно, как в сказке Очень раннего детства.
Я надеялся втайне Что тебя не листали, Но тебя, как в читальне, слишком многие брали.
Не дождаться мне мига, Когда я с опозданьем Сдам с рук на руки книгу С неприличным названьем.
|
,,Ваше благоpодие,, Ваше благоpодие, госпожа pазлука, Мы с тобой родня давно, вот какая штука. Письмецо в конвеpте, погоди, не pви, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа удача, Для кого ты добpая, а кому - иначе. 9 Гpаммов сеpдце, постой, не зови, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа чужбина, Жарко обнимала ты, только не любила. В ласковые сети, постой, не лави, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа победа, Значит, моя песенка до конца не спета. Пеpестаньте, чеpти, клясться на кpови, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
|
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|