♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


ღმერთო შეგვინდე ცოდვანი
ხალხს ერთმანეთის ხოცვანი
გულით კითხულნი ლოცვანი
ახლა არს ძლიერ ცოტანნი

ღმერთო მოგვეცი ჩვენ ძალა
სულით მოვიდეთ თქვენთანა
ჩვენ სიძულვილი გვეკრძალა
რომ ახლოს ვიყოთ ღმერთთანა

ჯვარსა ვემთხვევით გულითა
და ავმაღლდებით სულითა
გარეთ გავალთ და შურითა
ხალხსა ავიკლებთ კრულვითა

ლოცვა არს სათაყვანები
ჰბასრობნ სულიერ მამები
რეკავს სიწმინდის ზარები
ჩვენ სულითა ვართ მხდალები..

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1346 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნისლი ჩამოწვა მთაზედა
პიქრი მაწუხებს ქალზედა
ხელი მივიდე გულზედა
ცრემლი მომაწვა თვალზედა

მე დავიფიცე ხატზედა
არ ფიქრი სხვისა ქალზედა
არცა შეხება მკლავზედა
და არც გრძნობები მასზედა

ამას ვასრულებ მგონია
სხვის გრძნობა არა მქონია
არც სხვა მყოლია ცოლია
ასეთი ბედი მქონია

მთის წვერზე ავალ დავჯდები
უფსკრულში გადავვარდები
უნდა დავკრიპო ვარდები
მემგონი მიწას ვბარდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადარგული ვარ მეც ჩემს მხარიდან
როგორც ატმის ხე სხვა გარემოში
წარმოშობით ვარ ტურფა მხარიდან
მე იქ ვცხოვრობდი დიდ სამეფოში
დიდმა ჭირმა და დიდმა ვარამმა
ვერ დამიამა სამშობლოს ნდომა
ჩემმა ეზომ და ჩემმა სახლკარმა
დამწყევლა და მომისაჯა კვდობა
თუ,რად გავცილდი,მარტო დავტოვე
როგორც მწვერვალზე ხეა დარგული
ცხოვრების წლები მე იქ დავტოვე
რად ვარ ამქვენყად ასე ჩაგრული
მე შენ არასდროს დამავიწყდები
შენგან წასულნი ყველა ფიქრშია
შენგან ასე შორს რად გავიბენით
ჩვენ რაც გვწყურია ქუთაისია...!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვინც მართალია მას ამტყუნებენ
ვინც ცოცხალია იმას მარხავენ
მკვდარსა საფლავში არ აყუდებენ
ბოროტებაში ერთურთს ბაძავენ
რამ გადაგრიათ,გაგაბოროტათ
რატომ ხართ სხვებზე გაბრაზებული
უსაქმურობამ განაპირობა
თქვენში ბოროტი დატყვევებული
ხალხი თქვენა ხართ
და ხალხს რად ერჩით
ერი თქვენა ხართ
და თქვენ თავს ერჩით
მოდი ვიზრუნოთ საკუთარ თავზე
ბევრი ვიშრომოთ გავხდეთ მართლები
მოდი ვილოცოთ ყველასთვის ხატზე
და იმქვეყნადაც ჩვენ გავმართლდებით!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კაცი წოდებულ ვეფხიად
ერთ უცნაური კაცია
შავი ცილინდრი ახურავს
შავი ნაბადი აცვია
უბრალოდ იცვამს მუდამა
ვერ არის დასანახია
მდიდარს არა ჰგავს
რაც დიდად დასანანია
მის ფიქრში მუდამ ტრიალებს
სიკეთე სთესოს ყველასთან
ამას ბოლომდე ასრულებს
მაგრამ ცუდია ყველგანა
მართალი კაცი ამ დროში
არაგზით არა ფასდება
მუდამ სიკეთე აკეთო
ეს მხოლოდ ცას დაფასდება
მაგრამ ეს ჩვენი ვეფხია
თავის თავშია მართალი
გზაზე შეხვდება მშიერი
მზად არს გაუყოს საგზალი.
ერთხელ მივიდა მთაზედა
ნახა პატარა სახლია
მასპინძელს შამაუძახა
ამცნო-არავინ მახლია
კარი გაუღეს ვეფხიას
შეიპატიჯეს სახლშია
მასპინძლის ცუდი სახელი
გავარდნილიყო ხალხშია
არც ქონდა დიდი სახელი
ძნელადა დასახსომები
კარგი მამისა შვილ იყო
მაგრამ რჯულ იყო სომეხი
ბუქია ერქვა ამ კაცსა
სასროიანის გვარისა
დღეზე ერჩივნა ფიქრია
არა ეფიქრა ხვალისა
ბუქიამ კითხა ვინა ხარ
რადა მესტუმრე მაცანო
თუ ცუდი მიკეთებია
ეგეც ბოლომდე მაცანო
მაგრამა შებრალებას გთხოვ
ცოლი და შვილი მახლია
მე მომკალ მაგრამ ამათსა
გთხოვ დაუტოვე სახლია
გთხოვ არ უწიო ბავშვებსა
სიკვდილი მოსწრაფებული
მე ჩამდე მარტო საფლავში
ცას იქნებ მომადლებული
ვეფხიას ძლიერ უკვირდა
თუ რად მთხოვს შებრალებასა
არაკაცს ჩემთვის ცუდობა
აროდეს გაუბედავსა
ფიქრში ჩავარდა ვაჯკაცი< ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქართველნო დღე გაგვითენდა
ზარები რეკავს წარწყმედის
ნეტავ ამქვეყნად თუ ვპოვებთ
კაცსა სრულიად განწმენდილს?
გადაგვარება მოგველის
რამე ვქნათ,რამე ვუშველოთ
რომ ისევ ჩვენს საქართველოს
მრავალჯამიერ უმღეროთ
ჩვენ თავს დავუწყოთ გაკიცხვა
ჩვენში ვეძებოთ მზაკვრალი
საქციელები ავწონოთ
გამოვარკვიოთ მართალი
წინაპართ დატოვებული
არ დავივიწყოთ ვალია
ადათ-წესების შენახვით
თავსა გადიჰკრეს ხმალია
სამშობლო,ადათ-წესები
ადათ-წესები ქართული
გადაგვარების წამზომი
დიდი ხანია ჩართული
დღეს ჩვენი ყველას ვალია
წამზომს მოვსტეხოტ ისარი
სამშობლოს შენარჩუნების
ერთად დავსახოთ მიზანი..!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩამომისხი მერიქიფე სულ ბოლომდე,
ნახევარი ყველაფერი მეჯავრება.
ჩამომისხი გენაცვალე ერთსაც დავლევ,
ვინც მიყვარდა უფრო მეტად მეყვარება.

დამალევინე მერე რა მოხდა ???
წუთისოფელი დროს ტარებაში მინდა გავლიო.
ჭიქა რა არის?მომაწოდე ეგ სავსე ყანწი,
შეყვარებულთა სადღეგრძელო მინდა დავლიო !!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვზივარ ფანჯრის წინ
გავყურებ მთვარეს
ეს ფიქრი მხოლოდ
შენ თავს მაგონებს.
ეს ფიქრი შენზე
ლოცვას მკარნახობს
მხურვალედ მიპყრობს
შენზე ფიქრები.
სიზმარში გხედავ
ჩემსკენ მომავალს
ხელში ყვავილით
ნაზი ღიმილით.
ეს სიზმარია თუ მეჩვენება?
გამომეღვიძა მე გახარებულს
მრეღა მივხვდი, რომ სიზმარია
ჩემი სხეული შიშმა შეიპყრო.
ციხეში მარტო
ვზივარ ციხეში მიუსაფარი
ბედმა არ ვიცი რატომ!?
ვარ ამ ოთახში გამომწყვდეული
სულ მარტოდ-მარტო არ ვიცი რატომ!?
ქვეყნად მხოლოდ კარგს ჰქონია ბედი
იგი არ კვდება სამარადისოდ
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს
მეც ამას ველი არ ვიცი რატომ.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მოვკვდები
როცა მოვკვდები დამეხვევა ნაზი სიო
იქნებ მან მაინც გააგრილოს გული.
ნუ ტირით ხალხნო მაგით მაინც ვერაფერს შესცვლით
თავს ნუ მოიკლავთ სიკეთე ჰქმენთ სამარადისო.
როცა მოვკვდები დამაფრქვიეთ ზედ შავი ღვინო
იქნებ მან მან მაინც გაახუროს გული.
როცა მოვკვდები დამამარხეთ თეთრი ტირიფი
რომ უთქვენობით მან მაინც დამიტიროს.
როცა მოვკვდები ჩემი პატრონი მხოლოდ მიწაა
უთქვენოდ წლები ნეტა როგორ განვვლო???
მაგრამ მე მაინც თქვენთანა ვარ სამარადისოდ
სიკეთე ჰქმენთ და ჩემი სიტყვაა არ დაივიწყოთ.
განვლენ წლები და თქვენც ჩემი ბედი მოგელოდებათ
იცოცხლეთ ხალხნო გიხაროდენ ვითარც ცოცხალ ხართ!
უიმედო სიყვარული
მივდივარ მარტო
მივყვები გრძელ გზას
შენზე ფიქრები
არ მანებებს თავს.
გავყურებ ზეცას
იმედის თვალით,
ღმერთს ვევედრები
შენს გამოჩენას.
რისთვის გამოჩნდი
ან რად წახვედი
დამტოვე კენტად.
მივდივარ მარტო
გავყურებ ზეცას
შენ კი სადა ხარ
ვერ გპოვე ვერსად!!


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


„ რჩეული"

გულში ღრმადჩამწვდომ და დამჩაგვრელ
სიტყვებს დავეძებ...
მითხრეს სევდაა,ამ ცხოვრე კონის
საბაბი
მე არასოდეს არ მიფიქრია კარგზე
ამდენი,
მაგრამ ყოველთვის მამშვენებდა
სიბრძნის საბანი.
-მე ბულბული ვარ, თავმომწონი
მოხეტიალე...
-მე ირემი ვარ მთისა და ბარის
მშვენება...
-მე არწივი ვარ, მძლავრი ფრებით
გადატიხრული,
-ჯეირანი ვარ,სიცოცხლის ნიჭი,
რომ არ ეძლევა.
დღეს დამავალეს ამ სამყაროს ლოცვა
და ქება,
დღეს დამავალეს დედამიწის ცად
დამშვენება,
დღეს დამავალეს ხალხის სიტყვით
ღმერთთან ვედრება,
დღეს დამავალეს ცის და ფსკერის
ერთ შეერთება!..
მე ნამდვილი ვარ და რეალობას
არ გავურბივარ
მე ვარ ნატეხი სამართლის
ზიგზაგეგიდან,
მე ვარ სანთელი სხვის სარეცელთან
არ დაღვენთილი,
მე სხვა წირი ვარ, ფანტასტიკიდან
გადახვეწილი .
-მე ვარ პერსონა, ადამიანი ან
ინდივიდი,
რომელსაც ენით ვერ გამოუთქვამს
თავის სათქმელი,
ამბობს ღმერთმა,მას უბოძა
ნიჭი საუბრის,
ამბობენ უფალს დალოცვინა,
ცოდვის კალთები.
არ გჯერათ?!-მოვა დასაბამი
უსასრულობის,
მე არ ვიგონებ, მაგრამ მჯერა
დანაპირების,
მე განვამტკიცებ შეპირებულ აღთქმას
გულწრფელად,
მე არ ვიტირებ და არ ვიდარდებ
ვრცელ მომავალზ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 33 34 »
შაბათი, 2024-12-28, 11:11 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024