♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » *********
3:39 PM
*********
იცი, რა? 
-ვიცი რა,
წვიმამ ბევრი ითმინა,
ბოლოს ვერ მოითმინა,
იწვიმა და იწვიმა...

-კიდევ, კიდევ, იცი რა?
გულმაც ბევრი ითმინა,
მანაც ვერ მოითმინა,
იტირა და იტირა...

-ახლა გითხრა?
-მითხარი!
-დაივიწყე, ვინც არი,
მე მაჩუქე ფიქრნარი,
მიყვარხარ-თქო, მითხარი...

-ვიცი, ვიცი - გავები,
შენს მახეში გავები,
მოვიშორე შავები,
შენს ფერხულში ჩავები...

-გაბრაზდები?
-გაგიგებ!
ლამაზ კოშკებს აგიგებ,
გულში სითბოს ჩაგიდებ,
იებს ფერხთით დაგიგებ...

-კიდევ იცი რა მინდა?
შენი მოპარვა მინდა,
თორემ სული დამიდნა,
წვიმამ ზეცა დაბინდა...

კიდევ, კიდევ იცი რა?
მზემაც ბევრი ითმინა,
სითბო ვერ მოიცილა,
ბოლოს ბევრი იცინა...

კიდევ გითხრა?
-მითხრა რა?
-სხვა რა გინდა?
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !..

............................................


სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,

არ დავიხრჩობი, წადი. . .

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. . .

..............................................


მიყვარს ღმერთი!... და მიყვარს ყველა

თუ სიყვარული მხოლოდ ღმერთშია!...
ხოდა, უფალიც თავად ჩვენშია!
მაშ, არაფერი აღარ შემშლია.
ყველა ღმერთთან და ყველა ღმერთშია!
მე მიყვარს ღმერთი და მიყვარს ყველა!...
რადგან უფალი, ყოვლის მომცველი,
ყველგან არის და ყველაფერშია!....

...............................................


შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ.
მე წასული მეგონე და
თურმე ახლა მოდიხარ.

მოდი, მოდი, გამოჰყევი
იით ბარდნი შარა-გზას,
ჩემო დიდო სიყვარულო,
იმედო და ქარაგმავ.

მე წარსული მეგონე და
მომავალი ყოფილხარ,
ჩემო დიდო სიყვარულო
თურმე ეს რა ყოფილხარ.

შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ..
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1570 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 maka  
0
magaria

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 1:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024