♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 14


Too Young to Marry
1 სთ 25 წთ

ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 09 ივლისი 2007
რეჟისორი: მიშელ პოლეტი
სტუდია: მიუზ ინტერტეიმენტ ინტერპრაისისი
როლებში: ტრევორ ბლუმასი, კლაუდია ფერი, ქეით დერიკი, ელისონ გრეჰემი, ამანდა ტილსონი, ნინა დობრევი, კანიეხტიო ჰორნი, მერსედეს
პაპალია 
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 400.41 MB


ფილმის მიმოხილვა
შეყვარებული წყვილი – ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები მაქსი და ჯესიკა – თანამედროვე რომეო და ჯულიეტა. ახალგაზრდებს დაქორწინება სურთ, თუმცა ნათესავები და მეგობრები თვლიან, რომ ისინი ზედმეტად ახალგაზრდები არიან, და ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა. რა ელის მათ სიყვ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1659 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აქ არის სასიყვარულო ფოტოები

ფორმატი:
JPEG
რაოდენობა:
80
ფაილის ზომა:
3 MB




კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1966 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე".

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 2510 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ატირდნენ მთები და... ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ და მეც... მეც ვღონდები...
მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო კვნესით და გოდებით.
მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2536 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამით როდესაც სუყველას სძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მასა გონია რომ მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მისსას ეხება,
და ის კრთის, როგორც ჩიტი პატარა,
მე იმ ღამითს მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც იმან გულით ატარა.
ის ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,
რომ მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
და ყოველ დილით მე მის საფლავზე
ია ვარდების კონა მიმქონდა.
ერთხელ როდესაც კონა დავუდე,
ჩემგან დაკარგულ პატარა გოგოს
ბრწყინვალე ცრემლი, შევნიშნე თვალზე
თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავდი დრო მე მომყავდა
ხალხო გაიგეთ რომ მე ის გოგო
ცოცხალი მომწონდა მკვდარი მიყვარდა..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....
მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი...
არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო...
მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1671 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოხ, ეს სიცივე, მკვდარი სიცივე,
თანდათან ათოვს თაფლისფერ თვალებს,
თანდათან გულში, ისიც ხანდახან,
ის, ძველი ნატვრა იღვიზებს,თან თვლემს.
ნატვრა მომავლის, ტკბილი მომავლის,
სადაც არასდროს, აროდეს, არგზის,
არ იქნებოდა გლოვის ზარები,
არცერთი ცრემლი უბედო ქალის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ, ვიცოდა რა გინდა, რას მთხოვ,
ნეტავ, ერთი დღით ფერულად შენში,
შემომაპარა სულში და გამცნობ,
რომ მყვარებიხარ თურმე და ვერ ვთქვი,
ვერ ვთქვი, რომ შენზე ვნატრობ სრულიად,
რომ მინდა შენც თქვა სულ ერთხელ მხოლოდ,
და ამდენს გვერდით, თვალებს შურიანს
ასე ერთბაშად მოვუგაბ ბოლოს.
ჩემში იმედი სულ ოდნავ ფეთქავს,
რომ იქნებ მაინც , მითხრა გაბედო,
ან იქნებ შიში გაბრკოლებს ვერაგს...
და თუ ასეა გეტყვი,----------თავხედო!
მაგრამ ხანდახან ისე მიყვარხარ,
გამკვირვებია, არ მჯერა ჩემი
ნეტავ ვიცოდე ახლა ვისთან ხარ,
იქნებ სხვა გიყვარს, სხვა გსურს და ვერ თქვი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრება მშვენიერია ხო??? მაგრამ როდესღაც ეს მშვენიერება დიდ უბედურებაში იზრდება.
ყველაფრით განებივრებული, არაფერს მოკლებული,მაგრამ თურმე ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სიყვარულს მოკლბეული.
ასეთია უმრავლესობა იმ ადამიანთა ცხოვრება,რომელთაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს კარგავენ! მეგობრებსაც და ნამდვილ სიყვარულსაც რომელიც ვერ დაინახეს და ზურგი შეაქციეს.
იცით რა საშინელებაა,როცა ადამიანი რომელიც სიგიჯემდე გიყვარს ზურგს გაქცევს და შენგან შორს მიდის.
Aალბათ არასდროს წარმომედგინა,რომ ყველაფრით განებივრებულ გოგოს სხვებისთვის ერთი უბრალო ბიჭი, მაგრამ ჩემთვის კი უძვირფასესი ადამიანი შემიყვარდებოდა.
გიორგი ჩემი სკოლელი იყო, როცა გავიცანი მე_10 კლასში ვიყავი ის კი მე_11.გაცნობის დღიდანვე ვხდებოდი ,რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა როგორიც უნდა ვყოფილყავი.
მოსიყვარულე ადამიანი იყო არაფერს არ მაკლებდა,სულ ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის.
მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე.
რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჯა და წავედით.
მშვენიერ დროს ვატარებდით,მაგრამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა,რომ აივანზე გავსულიყავით სალაპარაკო მაქვსო.
სახეზე ფერი არედო მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთ საშინელბას არ მ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა, ასაკი...
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი,
თუ შეგიძლია სიყვარული - ბედნიერი ხარ,
რადგამ ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს ხალხთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი,
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი.
რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს,
რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო.
ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას,
ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს.
იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო,
რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო.
ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები
და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი,
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი.
რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს,
რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო.
ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას,
ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს.
იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო,
რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო.
ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები
და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის მე სულსაც ვებრძვი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი სიყვარულის სიმბოლოა,,
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი.
ქალი ოცნება და ფიქრებია,
ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი.
ქალი სითბოა და ალერსია,
ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი.
ქალი გაზაფხულის პირმშოა და
მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი.
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა
როგორც ალვების ხე აშოლტილი.
ქალი აპრილების იაა და
ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი.
ქალი რბილია და სათუთია,
კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი.
ქალი მათრობელა ღვინოა და
ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Придел Ангела
1 სთ 32 წთ

ჟანრი: დრამა, ისტორიული, მელოდრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 24 ივნისი 2009
რეჟისორი: ნიკოლაი დრეიდენი
ხარისხი: 
 
როლებში: ხელგა ფილიპოვა, არტურ ვახა, ალექსანდრე ბარგმანი, ალექსეი მოროზოვი, ვიტალი კოვალენკო, დიმიტრი ლისენკოვი, ეკატერინა
ნოვიკოვა 
ენა: რუსული(ორიგინალი)
ზომა: 699.25 MB

 




კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გახსოვს

გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!
გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ!!! სიამოვნებით მოვისმენდი
ამ სიტყვებს შენგან, მაგრამ ამაოდ ველი, ვიცი სხვა გიყვარს, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, ნეტავ რისი?? მინდა ერთი რამე ზუსტად იცოდე. ვინმემ რომ მოკვლა დაგიპიროს გადაგეფარები და მერე მომაკვდავი ჩაგხედავ თვალებში და გეტყვი რომ მიყვარხარ! ამის შემდეგ თუნდაც მოვკვდე, ეს სულერთი იქნება,მინდა იამაყო იმით, რომ მე შენ მიყვარხარ..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის.
როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას.
შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე...
მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს...
მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც...
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1535 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში შენდამი ძვირფასო, იმიტომ რომ, რაც გადის დრო, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება.
ახლა მე ვგრძნობ თავს ნამდვილად ბედნიერად,
რადგან ბოლოს და ბოლოს გიპოვე...
მე შენს ძებნაში დავხარჯე მთელი ჩემი ცხოვრება და ვიცი,
რომ იგივეს განიცდიდი შენც ჩემს მიმართ...
მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავი პირველი

შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო... კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უსაზღვრო დროის სივრცეში... ფიქრებიც ისეთივე... შეიძლება გუშინდელთან შედარებით აზრეული და პირიქითაც სულელური, ანდა არსებობის ტკივილით დამძიმებული... ღამით მიხვდები, შესაძლოა ვერც მიხვდე, რომ უცნაურია, უ-ცნაური.
ზოგჯერ ისე ღრმად შედიხარ შენს უხილავ განზომილებაში, რომ საკუთარ თავთან საუბარი იფერფლება, თითქოს ქრება და მხოლოდ გონებით უცქერ სიტყვებს... დგახარ პირისპირ ოცნებასთან და თვალყურს ადევნებ შენს მიერ შექმნილ სამყაროს... ისე შორს მიდიხარ, რომ გეშინია უკან დაბრუნების... გეშინია რადგანაც ერთხელაც შენს თავსაც ვეღარ იპოვი... აკვირდები როგორ იმსხვრევა შენი ”მე” - საბოლოოდ კი უბრალოდ ქრება... რთულია გაერკვე სადა ხარ, წარმოუდგენელი კი ისაა გაიგო რად ხარ.
ზოგჯერ გინდა დათვივით შეძვრე სოროში და დაივიწყო ქალაქი, ქვეყანა და თუ შეძლებ გათიშო გონებაც, მიჰყვე იმ გრძნობას, რაც სხეულს არ ემორჩილება, ჩამოშორდე ყოველივეს რაც აქ არის, დაივიწყო ადათ-წესები, სავალდებულო ურთიერთობები, თვითდამკვიდრების მიწიერი აუცილებლობა... კაცობრიობის პრაქტიკული გონება ვერ ჩასწვდება სულის ამგვარ გაცისკროვნებას და ამორალობად მიიღებს მას.
თავისუფალი ადამიანი უფრო ახლოა საკუთარ თავთან და აიტომაც მევალე ხდება ”მე”-სი, იღობება ამქვეყნიური კანონებით, მიწიერი დანიშნულებით... ამას ის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად და წარმოიდგინეთ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც პორტში ვიდექი და თოლიებს ვუყურებდი, ჩემმა ნაღვლიანმა სახემ პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, რომელიც უბანში შემოვლაზე დადიოდა. მე გართული ვიყავი ამაოდ საჭმლის მაძიებელი მოფარფატე თოლიების ცქერით, რომლებიც აფრინდებოდნენ და შემდეგ ძალუმად კვლავ დაბლა ენარცხებოდნენ. პორტი ცარიელი იყო, მაზუთით დაბინძურებულ მომწვანო წყალში ათასნაირი ნაგავი დაცურავდა. წყალზე არც ორთქმავალი მოჩანდა, ამწეკრანები დაჟანგებულიყო, საწყობები ჩამონგრეულიყო; როგორც ჩანს, შავი ნანგრევებით მოცულ ნაპირზე ვირთხებიც აღარ იდებდნენ ბინას, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. უკვე მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა.
თვალში ერთი თოლია ამოვიღე და მის ფრენას ვაკვირდებოდი. იგი მოახლოებული ჭექა-ქუხილის წინათგრძნობის გამო შიშით შეპყრობილი მერცხალივით წყლის ზედაპირის ახლოს დაფრინავდა, მხოლოდ იშვიათად თუ გაბედავდა ზემოთ აფრენას, რათა თვის სწორთ შეერთებოდა. ვინმეს რომ ეთქვა სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა, მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში. მაგრამ მეც მათსავით მშიერი ვიყავი, თანაც დაღლილი და შემოწოლილი ნაღველის მიუხედავად მაინც ბედნიერი. მართლა მშვენიერი იყო ჯიბეში ხელებჩაწყობილი მდგარიყავი აქ, გეყ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მისმინე, შვილო: შენ გძინავს. მე კი მძინარეს გესაუბრები. პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდევს. ქერა კულულები დაცვარულ შუბლზე ჩამოგყრია. ოთახში ქურდულად შემოვიპარე. რამდენიმე წუთის წინ, ბიბლიოთეკაში გაზეთის კითხვისას, სინდისის ქენჯნის დაუძლეველმა ტალღამ სული შემიხუთა. ახლა შენს საწოლთან, როგორც დამნაშავე,ისე მოვედი.
აი, რაზე ვფიქრობდი, შვილო: დილიდანვე ჯვარს გაცვამდი. გაგლანძღე , როცა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდი და სახეს მხოლოდ მსუბუქად შეახე პირსახოცი. გაგიბრაზდი გაუწმენდავი ფეხსაცმლის გამოც გაგიჯავრდი, გიყვირე როდესაც იატაკზე ნივთები დაგეყარა.
საუზმისას შეცდომებს რა დალევდა: დაღვარე ჩაი . ხარბად ილუკმებოდი. იდაყვებით დაეყრდენი მაგიდას, პურდ კარაქი სქლად წაუსვი. მახსენდება: თამაშის დაწყებას აპირებდი, მე კი მატარებელზე მეჩაქარებოდა, მომიბრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: ” ნახვამდიის, მამიკოოო” და მე კოპებშეკრულმა გიპასუხე: "მხრებში გასწორდი!"
ნაშუადღევს ყველაფერი თავიდან დაიწყო, სახლში მომავალმა, მუხლებზე დამდგარი შეგამჩნიე, ბურთს თამაშობდი. წინდები დაგხეოდა. მეგობრებთან დაგამცირე და სახლისკენ წინ წაგიმძღვარე. წინდები ძვირი ღირდა და თავად რომ გეყიდა, უფრო გაუფრთხილდებოდი. წარმოიდგინე, ამას მამაშენი გეუბნებოდა შვილო!
გახსოვს, მოგვიანებით, ბიბლიოთეკაში გაზეთს ვკითხულობდი, თვალებში როგორი სევდაჩამდგარი შემოხვედი? გაზეთს თვალი რამდენიმე წამით მოვაშორე, კითხვის გაწყვეტით გაღიზიანებულმა ქვემოდან ამოგხედე. შენ გაუბადავად კარებთან შეჩერდი. "რა გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
პროცესია დაიშლება.
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
გზაში ისაუბრებენ ჩემზე.
დაღამდება...
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
და გიჟივით ვიკივლე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


" ოცნებებში ავირია. სადღაც შორს წავედი. მეგონა ამ ცხოვრებაში აღარ ვარ მეთქი. რაღაცა ძალას წინ მივყავდი. მივდიოდი ბილიკისკენ რომელიც არ ვიცოდი სად მთავრდებოდა. მივყავდი ინტერესსა და ენერგიას. რაღაცა შიგნით მითრევდა. ტვინი უფრო მაგრად დავძაბე. მინდოდა ბოლომდე შევსულიყავი მასში და აღმომეჩინა რა იმალებოდა იქ. მივედი ბილიკთან და გავყევი მას. ვიარე ბევრი ვიარე. შემხვდნენ ჩემი ფიქრები და ოცნებები. სადღაც სიძულვილმა ამოყო თავი. მივყვებოდი ბილიკს და ვაკვირდებოდი რა ხდებოდა გარშემო. რა იმალებოდა ჩემს ტვინში. არაფერი უცნობი არ აღმომიჩენია. ბილიკი არ მთავრდებოდა იწელებოდა საშინლად. აი გამოჩნდა რაღაც კაშკაშა როგორც მზე. მინდოდა შიგნით შევსულიყავი. რაღაცა ძალამ იქ ამომაყოფინა თავი. და დავინახე ის რამაც ასე მატკინა გული. ჩემი საყვარელი ადამიანი იდგა გაუნძრევლად. იქვე ახლოს რაღაც კაშკაშებდა და იცინოდა. ხმა ვერ ამოვიღე. უცბათ საიდანღაც ხმა გაისმა:
- რატომ მოხვედი რა გინდა?
- სად ვარ ვერ ამიხსნით?
- ჩემს სამეფოში ხარ სადაც დღეს არ უნდა მოსულიყავი.
- ვერ მეტყვი ვინ ხარ?
- წადი წადი გადი აქედან შენ მე არ უნდა მნახო.
- ამას აქ რა უნდა? – უეცრად ჩემში ქვეცნობიერმა დაიწყო საუბარი და ამოტივტივდნენ ფიქრები რომელიც ჩემ საყვარელ ადამიანზე მიუთითებდნენ.
- წადი! ხომ გითხარი წადი მეთქი.
- ნუ გეშინია წავალ ოღონდ თან რაღაცას გავაყოლებ – მაშინ მივხვდი სადაც ვიყავი. მე ხომ მისი ამოგლეჯა მსურდა ტვინიდან. მე ხომ მინდოდა რომ იგი აღარ მყვარებოდა, მაგრამ აი თურმე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პლანეტავ გესმის?ეს მე გეძახი ერთი ჩვეულერბრივი გოგონა საქართველოდან.
ჩვენი ქვეყანა ციცქნა მარცვალსა გავს დიდი დედამიწის ზურგზე.დიდიაო ვამბობთ,მაგრამ გასაკვირია,რით ვერ გაუყვიათ დიდი მიწა_წყალი "ძლიერთა ამა სოფლისათა".ნუთუ არ იცით_ეს მიწა ყველასია,ეს დედამიწა ყველას გვეყოფა,ნეტავ რას გვემართლებიან ცეცხლის ფარეშები?
ვიღებ გლობუსს ვატრიალებ,ვხედავ ფერებს:წითელს ,ყვითელს,მწვანეს,ლურჯს.... რა ლამაზია არა?სულაც არჰგავს დენთის სუნით გაჟღენთილ ცეცხლოვან ბურთს,რომელიც დღეს თუ ხვალ ვიღაცას გაუვარდება და ფერფლად იქცევა.მე მსოფლიო ტკივილთან ერთად ვცხოვრობ......მოგმართავთ ჩემს თანატოლებს,არა აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ, რომელი რასის ,რწმენის მიმდევარი ხართ,მინდა გესმოდეთ ჩემი....მე ვუშვებ ჩემს მშვიდობის მტრედს საქართველოდან,ფართოდ გახსენით მსოფლიოს ყველა კუთხის კარები,თქვენი ფანჯრები.წერილს ვატან და გთხოვთ,ყური დაუგდოთ ჩემი,ჩემი თანატოლების ფიქრს ,ტკივილს, დარდსა და ვარამს.
მე არ მინახავს ომი მხოლოდ მსმენია,მარტო წაკითხულითა და კინოკადრებზე აღბეჭდილით ისე შევშფოთებულვარ,მიფიქრია:ღმერ
თო მოხედე ყველას...ბოროტს დაუცხრე ბოროტი სული,კეთილს მიეცი ცხოვრების ფართო ასპარეზი და მაშინ ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან ომი და მშვიდობა.უზომო ტკივილის ატანა აღარ შეუძლია გულს.ეს ტკივილი ჩემი ქვეყნის ულამაზეს კუთხეზე აფხაზეთზე გადის ,სცილდება მის საზღვრებს,სწვდება მთელს კავკასიას და ერაყმდე მიდის.მე არ მინახავს აფხაზეთი ვერ მოვასწარი.ვერ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჭიქას ჩახედა ცისფერი თვალებით ,
მთვრალი იყო და მაინც დალია !!!
მხოლოდ ესა თქვა მან დანანებით :
ოხ სიყვარულო შენი ბრალია

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1336 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..

-----------------------------------------------------------------------------------------------

გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...


----------------------------------------------------------------------------------------------

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

-----------------------------------------------------------------------------------------------

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

------------------------------------------------------------------------- ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოგესალმებით,
მეომარნო ქართველნო,
შვილნო ღვთისაო
წინ გამარჯვება გველოდება,
მარცხი მტრისაო.

ქართველნო ისევ მე მოგმართავთ,
თხოვნა მაქვს ერთი
მტერს ნუ იცოდებთ, დავამარცხოთ
გწყალობდეთ ღმერთი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
ჩვენი დიადი
წინ! შევუტიოთ და გავფანტოთ
ბნელი, წყვდიადი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
შოთა, ილია
მათი ღვაწლისგან საქართველო
არ დაილია.

ნუთუ არ გახსოვთ საქართველოს
განვლილი გზები,
ნიკოფსიითგან დარუბანდამდე
ჩვენი საზღვრები.

დღეს საქართველო აღარ არის
ისე ძლიერი
მოდით ვიბრძოლოთ, აღუდგინოთ
ძველი იერი.

არ დაივიწყოთ წინაპრები
ქართველ მეფენი
აბო, ქეთევან, შუშანიკი
დიდი ეფრემი.

არ დაივიწყოთ მონასტრები
ოპიზა, ზარზმა
დაე დარეკოს საქართველოს
დიდების ზარმა.

და ნუ ივიწყებთ მუდამ გვახსოვდეს
„გურიის მთები"
და წინ „მერანმა" ჩვენ გაგვინათოს
სავალი გზები.

„ლურჯა ცხენები" მიმაქროლებენ
„ლაჰილზე ისევ"
და „ბახტრიონი" ისევ შორიდან
მიჩვენებს ცის სვეტს.

ისევ აღსდგება დაღუპული
„ხოგაის მინდი"
გადაეკვრება „გველის მჭამელს"
თვალებზე ბინდი.

ისევ გასინჯავს მუხრანის ბოლოს
ყივჩაღი იარაღს,
ქართველი ქრივი ალმაცერად
გასცქერს იალაღს.

ისევ დაყვება საქართველოს
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის აქ არ არის, ის აქ არ არის,
სადღაც წყვდიადში გაისმა ოხვრა,
ნუთუ შორს წავა და თან წაიღებს
ჩემს პატარა გულს და აღარ მოვა.
ნუთუ უფალიც ისე გამწირავს,
როგორც ბოგანოს უდაბურ ველზე,
აი, ეს იყო რაც წინ მელოდა,
რაც იკითხვოდა გაყინულ ხელზე.
ოხ, ეს სიცივე, მკვდარი სიცივე
თანდათან ათოვს თაფლისფერ თვალებს
თანდათან გულში, ისიც ხანდახან

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


................... სიყვარული..................
ძაან მაგარია ნახეთ მაგრად
 გაგისწორდებათ ................
< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Josh Duhamel


josh_duhamel
ჯოშ დუამელი .. რომლის სრული სახელიც არის ჯოშუა დეივიდ დუამელი დაიბადა 972 წლის 14 ნოემბერს .. ის არის ცნობილი ამერიკელი მსახიობი ,რომლის მშობლებიც მისი ბავშვობის ადრეულ წლებში გაეყარნენ .. ჯოში შეთავსებით არის როგორც მსახიობი ასევე მოდელიც .. ის ცნობილია თავისი როლებით ფილმებში : Win a Date wiTh Tad Hamilton ,All My Children ,The Picture of Dorian Gray,Transformers,When in Rome (რომელიც არის რომანტიული კომედია და გამოვიდა 2009 წელს (ახლა კინოთეატრ რ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2659 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

.........................
 katy perry scenaze
.........................


კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

MÁS SABE EL DIABLO-მსახიობები კადრს მიღმა

................................
 MÁS SABE EL DIABLO-მსახიობები კადრს მიღმა
........................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 4391 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

abc 'in the zone' და ჯილდოები რომელიც მან 2009წ მიიღო

Teen Choice Awards — Ultimate Choice Awards-სპეციალური ჯილდო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის
OK! Magazine — #1-საუკრთესო სხეული ცნობილ ადამიანებს შორის 
Forbes Magazine — #13 место-მდიდარ ადამიანებს შორის 
Bravo A List Awards-საუკეთესო რინგთონი(circus) 
Bravo A List Awards-საუკეთესო ალბომი(circus) 
Bravo A List Awards-წლის მომღერალი
MTV Australia Awards-საუკეთესო ქორეოგრაფია(circus) 
Playboy Magazine -ყველაზე სექსუალური ვიდეო(womanizer)
2008 Popjustice Rea ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

nina dobrev's new Magazine Scans


n ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 7:54 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024