♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 27


ანგელოზმა სიყვარული მაჩუქა...
ჩემს სიყვარულს ხელს ვერავინ აკარებს...
ანგელოზმა შენი თავი მაჩუქა....
დაუნდობლად შენ კი ასე მაწამებ...
მე რა ვუთხრა ჩემს გულს ასე დაჩაგრულს...
რომელიც კი ასე სევდით სავსეა...
ვერ გავაქრე გრძნობა ასე გულწრფელი...
ჩემს თვალებში ისევ შენი სახეა...
გული ფეთქავს თვალი ცრემლით ივსება...
ჩემი ფიქრი მხოლოდ შენით იწყება...
სიკვდილს ვნატრობ დასამალი რა არის...
მაგრამ ერთს გთხოვ რაც კი ბევრი არ არის...
თუ კი მოვკვდი და საფლავზე მოხვედი...
ერთი მაგრად დაიყვირე მოვედი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Just My Luck
1 სთ 43 წთ

ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 09 მაისი 2006
რეჟისორი: დონალდ პეტრი
სტუდია: ჩეიენ ენტერპრაისიზი, ნიუ რეჯენსი ფიქჩერზი, რეჯენსი ინტერპრაიზიზი
როლებში: ლინდსეი ლოჰანი, კრის პეინი, ბრი თერნერი, სემერ არმსტონგი, ფაიზონ ლავი
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 701.52 MB



ფილმის მიმოხილვა

მანჰეტენის სექსუალური მაცხოვრებელი ეშლი ქვეყანაზე ყველაზე იღბლიანი გოგონაა. ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდება, სანამ შემთხვევით ერთ უიღბლო მამაკაცს არ აკოცებს. ეს კოცნა ყველაფერს ცვლის - ბედი ეშლის წინააღმდეგ შემოტრიალდა და იმ ბიჭის საკეთილდღეოდ მოიმართა. ახლა რა ქნას ეშლიმ, როგო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1671 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კალამს ავიღებ და მონატრებას
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ეს ღამე ლანდად მექცა
და ცრემლებად ჩამომექცა,
ვერ მოვედი შენამდე რომ ეს განცდები გადმომეცა.
ისევ ვიკლავ გულში დარდებს
ისევ შენზე ფიქრი დამდევს,
ისევ მიკვირს ჩემი გული როგორ უძლებს ნეტავ ამდენს.
ქარებს გრძნობა უთელია,
თვალებს შენთვის უთენია,
ჩემი გულის ფეთქვა მესმის რომ სათქმელი უთქმელია.
თვალებიდან ცრემლი მომდის
როცა დილა ისევ მოდის,
უშენო დღე მითენდება მერამდენეთ ვიღა მოთვლის.
და შენ ვარდო ცვრიანო
გიმზერ ტანში მცრიანო
და სურნელით თავბრუს მახვევ შენ თვალწარმტაციანო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს-
ნაბიჯი მინდოდა გადმომედგა შენსკენ
და შენდობა მეთხოვა, უფალო!
მაგრამ ვერ შევძელი და
ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ჩავიმუხლე.
დღეს-
ჯვარცმასთან მუხლზე დამხობილს
ცოდვების მონანიება მინდოდა
მაგრამ ვერ შევძელი
და ვერ გავიხადე ცოდვის სამოსელი.
დღეს-
მინდოდა უფალი შემომეშვა
ცოდვილ სხეულში
მაგრამ იუდამ იზეიმა
და ვიძმე სატანა .
გუშინ კი...
გუშინ
გულმხურვალედ ვლოცულობდი
და მწამდა შენი, უფალო!
მამაო,
ჩამხედე ტკივილით სავსე თვალებში
და მითხარი
რა იქნება ხვალ...
ვინ უსალბუნებს
შვიდგზის ნამარხულევ
და მაინც ცოდვილ სულს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაიცა, ერთი გზა გვაქვს
მე და შენ სულო!
მაგრამ მე უფრო ადრე ვჩერდები..
და გზაში ვინმემ რომ შემიქციოს,
მენდე, სულ მალე წამოგეწევი.
წამოგეწევი და თუ შიშისგან
ჩამოგიტოვებ უკან წაქცეულს,
ნუ გეწყინება, დავბრუნდები და
ამოგიკერავ კაბას დახეულს.
მერე გიყურებ გათენებამდე,
ასე სავსეს და ასე დაქცეულს.
ღამის სიშმაგე დამტეხავს ძვლებში,
შემომაკვდება ძილი მთვარეულს.
და მერე გული შენგან გაქცევას,
ვერ აპატიებს ფეხებს და - წყეულს
დასჯის სულ მცირე თვითმკვლელობით და
მიასამარებს სადმე - გახვეულს..
მერე ფეხს მიმკრავს ვინმე რომ გვამი -
ვანაგვიანებ თურმე სანაგვეს,
ვიცი შორია იქამდე ღმერთო,
და ვიცი იქნებ ახლაც გავთავდე.
ღამეს სიბრაზე აჯავრებს ჩემი
და არ მინდა რომ ამითვალწუნოს.
ვხედავ გაპარვას აპირებ ჩემგან,
დაიცა ერთი გზა გვაქვს, ჩვენ ორს - სულო!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გრაფის გასწვრივ დაბადებისას აღვინიშნე
და მივხვდი რას ნიშნავს ხაზობრივი საზღვარი,
ოდნავ,
სულ ოდნავ თავს თუ გვერდით გადაწევ,
შეამჩნევ როგორ მოძრაობენ გაშეშებული საგნები...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და დამივიწყე...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რა შუაში ვარ შენს ცხოვრებაში ?!
თუმცა შუაში არასდროს ვარ...
ან ზემოთ ვარ, ან ქვემოთ...
ეგეც საქმეა...
დაგუბებული აზრების ზედაპირზე
ჩემს ანარეკლს ვაკვირები და შენ გხედავ...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და შემიძულე -
გეუბნები და შენს გაფართოებულ გუგებში
გზის გაკვლევა მიჭირს...
არ გიყვარს ასეთი ხუმრობები
და მეც ასეთი მსიამოვნებ...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რატომ არ მძინავს მე ?!
მაშინ არც შუაში ვარ, არც ზემოთ და არც ქვემოთ...
მე შენს გვერდით ვარ
და მინდა გამოგაფხიზლო -
მოდი "რეალობანა"ვითამაშოთ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Happiness is the soundtrack of my life ))

"The reason people find it so hard to be 
happy is that they always see the past better than it was, the present worse than it is, ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Kick-Ass (2010)

Kick-Ass(2010)

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1356 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას. დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარს
რომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას,
დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამს
და ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.

რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდი
ნაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით,
რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ, სულ რასაც ვწერდი,
რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით...

ეს იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარად
მუზა, რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია,
ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად,
ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.

და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია,
მეც ვიმეორებ, ერთხელ გულით რაც ნათქვამია...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესმის!.. არა, მომესმა...
შემეშვა, მომშორდა... მომეხსნა
და თითქოს...
ვიღაცა დამემხო... ვიღაცა მომეწნა...
და მიხმობს...
თავის თავში და ჩემს თავში მიგრძნობს...
გასწიე!..
საუკუნით იქით გადასწიე...
ნუ გამათეთრებ და ნურც გამაწითლებ...
და მითხარი, რომ გამწირე...
დრო...
დრო შენთან, თუ მეგობრობრს,
ჩემთან მტრობს...
და სიმღერამ...
სიმღერამ ჩემი სული გიმღერა,
მოგითხრო ის, რაც არ თხრობილა
წარმოშვა ის, რაც ჯერ არ შობილა...
და მაინც...
"დღეს და ხვალს" - "ზეგ და მაზეგ" ვარჩიე,
წუთი და საათი, თვე და წელიწადი
ერთმანეთისგან ვერ გავარჩიე...
და გეტყვი!..
ხიდებს ვადარე წლები განვლილი,
გზაზე დღეებს და თვეებს ვერ ვამჩნევ,
დრო არ არსებობს!.. არსებობს მანძილი!
დრო არ არსებობს!.. ვარსებობთ მე და შენ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავი
და ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,
ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,
კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.
არ მნდომებია სიტყვით თამაში,
შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,
მინდა წაგაგო ყომარხანაში
და გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.

და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.
შენი გრაციის ნასროლი ლასო,
მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,
— დაატრიალე! —
გავძახო გარსონს.

მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,
წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,
ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნეს
და პაპიჩემის სატევარს დავკრავ.

მინდა დავწერო შენზე სიმართლე,
რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,
წყალზე დააგდე ჩემი სინათლე
და წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.

შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
— თავისუფლება ბინძურ მედიას!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩაში ბრმა ბავშვი უკრავდა გიტარას,
ცარიელ ცილინდრში ობობა სახლობდა.
არავინ ცდილობდა მის გულთან მიტანას.
იქვე, იმ ქუჩაზე, იმ ბავშვის მახლობლად,
წვერით გაბურძგნული ხატავდა მხატვარი,
ვიღაც გასიებულს, მელოტს და შარიანს,
(მზერა ალმაცერა, სიცილი მზაკვარი)
მელოტი იმ მხატვარს ჩუქნიდა ლარიანს.
ვიცი, იმ ლარიანს გადაცვლის ღვინოზე,
ვიცი, უეჭველად დუქანში მიიტანს,
დაარტყამს ჭუჭყიან ხელს პიანინოზე
და თავს აცემინებს ულვაშა მიკიტანს.
ხვალ ისევ იმღერებს ის ბავშვი ქუჩაში,
მხატვარიც შეხვდება ვიღაცა შარიანს,
ისევ დაღამდება ბნელი და უხამსი.
ბილიკს გაყვებიან წვიმიანს, ქარიანს.
…………………………………………..
თბილა ბუხართან და ნარდი გაიშალა,
ექვსასლარიანი გაგორდა დუშაში,
ნერვი წაგებულმა არც კი აიშალა,
ისე იფურთხება ფანჯრიდან ქუჩაში.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე კი დავაჩნდი შენს სულს და სხეულს ტკივილად დედა,
ვერ მოვასწარი დაბადება...
სიკვდილმა ისე მომიტაცა ნათელს ვერ ვხედავ...
მე შენი სახე არ მინახავს გეძახი მაინც,
წამართვი სახე ადამიანის
შენ კი დაკარგე სახელი ქალის.
მინდა გითხრა,რომ დაბადებამდე უკვე მიყვარდი...
იცი რა მახსოვს?
ამდენ ტკივილს და შიშს რომ იტანდი,
მაშინ მოგიხმე გამეტებით საშველად დედა,
როცა სიკვდილმა რკინის ხელები შემახო ერთხმად...
შენ არ გესმოდა ჩემი ვედრება
და ეს ტკივილი
მე მაპატიე დედა,,,
როგორ მინდოდა რომ მოგხვეოდი,
რომ მეგრძნო შენი სუნთქვა,
თვალებში ერთხელ შემოგეხედა,
დედა სულ ერთხელ თუნდაც.
შენი ხელებით გეტარებინე,გეწოვებინა ძუძუ,
მაგრამ დამტოვე და ჩემი სული მთლად შეუერთდა უკუნს...
ვიცი რომ ჩემზე ფიქრობ,სული გიტირის მწარედ,
მე მებრალები დედა,მე ღამეს ვათევ გარეთ,
ჩვილებს აკვანში აწვენენ მე კი დავეძებ სხეულს,
არვინ დამტირის ახლა არვინ დამეძებს ეულს.
არვინ დამინთო სანთელი,არვინ ჩაიცვა ძაძა,
ასეთი რა დაგიშავე,სულ არ გიყვარდი განა???
და იმ დღის შემდეგ მე ობოლი ვარ
ცოცხალი დედის მყოლი,
შენ ერთხელ მაინც რომ დაგენახე არ დამკარგავდი მგონი...
და მაინც,მაინც ამ ქვეყანაზე მაგ ტკივილიან სულს ვგრძნობ,
სულ მარტოდ მარტო შენ მიმატოვე დედიკო მაინც ვერ გთმობ.
გხედავ დაჩოქილს მავედრებელი,თვალცრემლიანი მზერით,
ეგ ანარეკლი მოდის შორიდან,
მე შენი ცქერით ვტკბები,
მკრთალი სინათლის წმინდა სხივებში შენს ლამაზ თვალ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ცნობილი გამონათქვამები (ფილმებიდან)

"My mother always said, life was like a box of chocolates, you never know what you're gonna get"-Forrest Gump.
დედაჩემი ყოველთვის ამბობდა ,
რომ ცხოვრება შოკოლადის ყუთივით იყო ,
შენ არასდროს იცი რას მიიღებ < ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Miss World 1990-2009
კონკურს "მის მსოფლიოს" გამარჯვებულები 1990-2009 წლებში smile
< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვარსკვლავებიდან დაწყებული ობამათი დამთავრებული...მათ უყვართ ნაყინი


ვარსკვლავებიდან
 დაწყებული 
ობამათი დამთავრებული... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1739 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Ester Canadas
დაბადების ადგილი: ალიკანდე კოსტა ბლანკა (ესპანეთი)
დაბადების თარიღი: 1 მარტი 1977 წელი
სიმაღლე: 175 სმ
პარამეტრები: 35.5A-24-36
თმის ფერი: ქერა ("Dark Blonde")
სამოდელო სააგენტოები: 
"New York-IMG", 
"Paris-IMG", 
"Milan-Why Not", "
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Celebrities Love Coffee


Celebrities Love Coffee
ყველაზე მოდური აქსესუარი სელებრითებისთვის სთარბაქსის ფინჯანი ყავაა ერთჯერად ჭიქაში და ფირმის ჰოლოგრამით
არც ისაა სადარდებელი ყავა თუ მალე გაცივდება, მთავარია პაპარაცებმა დააფიქსირონ ყავით ხელში

..........................< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Paris and Nicky Hilton shopping


.....................
Paris and 
Nicky
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 953 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 963 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1012 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 981 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
გადამეხვია,
გიჟივით მკოცნის...
ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
და დარჩენილა ისევე მორცხვი...

არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს...
მაგრამ...
შენს თვალებს მაინც ვიხსენებ...
არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს...
სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ...


მაინც გიპოვი და ამ იმედით
დაგეძებ ასე...
მთელი ცხოვრებით...
მე, ფინალამზე უკვე მივედი...
და ვიცი, მუდამ გემახსოვრები...

როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი,
არადა...
თითქოს რაღაც მაჩერებს...
მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი...
და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს...

დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი
ვხედავ...
შენს თვალებს ახრჩობს სისველე...
მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე...
და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე ...

ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
მე კი ვარ...
ისევ ისეთი, მორცხვი...
მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


განშორება რომ არ ყოფილიყო,
შენს ცაზე მოხეტიალე ვარსკვლავად დავრჩებოდი,
მივატოვებდი ჩემს სიცოცხლეს, შენს ალმურში ჩავიწვებოდი,
და წავიდოდი მე ღრუბლების მწვერვალებზე სახეტიალოდ,
რომ კვლავ გხლებოდი მდინარეებად, შენს ხოდაბუნში რომ გაიშლებიან.
მაგრამ ვაი რომ ოცნებები გაგვფანტავენ ჩვენ სივრცეში მოჩვენებებად,
კვლავ დარჩებიან იდუმალნი და ნეკნებში ჩაინთქმებიან.

განშორება რომ არ ყოფილიყო,
შორს წაგვიყვანდნენ ნაბიჯნი ჩვენი _ დაბნეულნი და არეულნი,
და მონატრება ჩვენი უფრო გამძაფრდებოდა,
დავეყრდნობოდით გზას მოცახცახეს,
გადაგვისროდა წამები ჩვენი ხალხის ხმაურში,
როგორც სხეული, გაბნეული მეორე სხეულში;
ერთად ვივლიდით, თითქოს მავანს ერთ არსებად შევუკონივართ,
ჩვენს გარშემო კი გაიელვებდნენ სახენი ხალხთა, ვითარცა ქარი.
ვერავისაც ვერ შევამჩნევდით და მე მით უფრო,
ყველას სახე ხომ შენი მგონია.

მე კვლავ ვიხსენებ: როს მოვიდა დრო გამგზავრების
და უძილობამ უკიჟინა მოწყენილ თვალებს მყუდრო ნაპირთან,
ჩვენმა სუნთქვამ კი ნეკნებს შუა წაიბორძიკა
და უძილობამ იწყო ჩვენი ორად გაყოფა
და შენს ხელებში ჩემი ცხოვრება მე დავინახე
ოხუნჯ ზაფხულის იმ ქარებად, ბევრს რომ დამპირდა,
ოცნების ნავლად და ფოთლებად კიდევ რაღაცის.
ეს მე ვარ:
ჩემი ცხოვრება ფოთოლია,
ჩემი ოცნება ფურცელია,
პატარა ბავშვი,
ტალღების ცეცხლში რომ დაატყვევა იგი დახრჩობამ,
და სინათლე ვარ მე დევნილი შორს ჰორიზონტზე,
მწუხრი რომ შთანთქავს
და ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1452 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადავიშალე ...

წარსულის საშლელით გადავიშალე და
ახლებური ხედვა დავახვედრე ირიბ მეობას...
ექსცენტრიკული, ემოციის მსხვერპლი ვარ და
ჭეშმარიტად დიდი გრძნობა აწვიმს ჩემობას...

საწუთროს დარდი მე ვიტვირთე ,გიკვირთ ? მეც მიკვირს ...
სევდანარევი სიბრალულით ვიბრალებ სიკვდილს,
ქაოტური ვარ ? არეული ?
მერე რა, იყოს ...

სატირლად დრო არ მრჩება ამ ბოლოს, სამყარო მითხოვს ...
სასოწარკვეთასაღარ ვტოვებ , დარჩენას ითხოვს
განვდევნი წყენას ,უშენობას,მონატრებას ,
ოცნება?_ იყოს...

გულახდილი მზე მინათებს დღეს გზებს ,
მიკვალავს ფერებს ,
რამდენი გითხრა ,რამდენი გთხოვო,
იფერებ დღეებს ,
მოთმინებასაც საზღვარი ქონია ,
იტვირთავ სევდას ?
უშენოდ ყველაფერი ვიქნები,
სიბრალულს თესავ ....

გადავიშალე ...

გადავირიე,გადავქაოტდი, მანერებს ვხვეწავ ...
ყველაზე ახლო მეგობარი შენთვის ... ეს მხოლოდ მე ვარ .
მიუწვდომელი სიხარული ვინატრე, განვედი ტკენავ!
ხელი შეახე რეალობას ,გადმომაკეთე...

მე ვარ ხო, მე ვარ !




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი მეძახის.
იცი, სული ამიფერადდა...
ცისფრად შევღებე ოცნებების თეთრი ვერანდა...
სახლს მზე მოადგა,
აივანზე დაისვენა და
მითხრა, რომ ჩემი რამდენიმე სხივი ემართა.

"ჩემგან სინათლე მოგაკლდაო,"-
მომიბოდიშა,
ჰოდა, თავისი სამყოფელი
ჩვენთან მონიშნა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
მერე დაიწყება,
ვისთვის ვარდისფერი...
ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
დარდი გაბევრდება...
ცრემლი დაბერდება...
ლოცვა დაიღვრება გლოვად...
რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა..."

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 2022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდი.
ღამეს მიაბარე შენი ფარაჯა,
და ფეხაკრეფით მოეახლე ნანატრ სარეცელს,
მწუხარებაში სიხარულის ცრემლიც დავხარჯე,
და მოცახცახე ხელს გაშველებ, რომ არ დაეცე.

შემოდი.
ისევ მხურვალეა ჩემი ტუჩები
და უძილობა _ ჭლექზე უფრო განუკურნელი,
როცა ტყვიებს და მოჩვენებებს გადაურჩები,
უფრო ტკბილია გრძელ ღამეში მიტკლის სურნელი.

შემოდი.
შავბნელ მოგონებებს „არა" უთხარი,
ჩუმად შეგაბამ ჩემს შელოცილ ხატ-ავგაროზებს,
ნუ ფიქრობ მათზე, ვისაც მიწა ამოუთხარე
საკუთარ ხელით გუშინ ძმათა სასაფლაოზე.

ნუ ფიქრობ მათზე, ვინც ვერაფრით გადაარჩინე,
ვინც მხოლოდ უფალს და ქარიშხალს ემახსოვრება,
მომენდე,
ჯერაც არარსებულ სიზმარს გაჩვენებ,
იქნებ როგორმე შეგაყვარო ისევ ცხოვრება.

მოდი.
ძაღლივით აგილოკავ ყველა ჭრილობას,
და შევებმები შენს თვალებში მბორგავ ქარიშხლებს,
და თუ შენს ღიმილს დაუბრუნდა გულახდილობა,
ბედნიერ დღეებს ერთს ათასად ვიანგარიშებ.

შემოდი.
ჩვენს სახლს ვერ მოაგნებს ომი წყეული,
ვერც სატანჯველი,
ვერც შიმშილი,
სროლა,
ბრძოლები,
დაე, უკუნმა მიიბაროს ჩემი სხეული,
ქმრად მექცეს მიწა, თუკი გვერდით არ მეყოლები.


ჩემი მკლავები შენთვის მტკიცე არის სანგარი,
დღისით და ღამით,
ყოველ დილით,
ყოველ დილამდე,
შეჩერდი წამით,
ტკივილებმა თუკი დაგღალეს,
მოდი
და თავი საიმედო სანგარს მიანდე.

შემოდი.
სისხლში ამოსვრილი შენი ფარაჯა
ისევე მიყვარს, როგორ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიწაზე ვწევარ და თითებით შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს ვეთამაშები...ხო..ნუ გიკვირს...მე მოვიტანე და მე დავრგე... 
მე ვიზრუნე რომ შენი მარადიული განსასვენებელი გამელამაზებინა!...
შენ გგონია შორს ხარ?!...აბა რატომ მესმის შენი ხმა?...
შენ გგონია წახვედი და დაგივიწყე?! ...აბა რატომ ვწევარ ახლა დეკემბრის ყინვისაგან დამსკდარ მიწაზე?...
არა...არ მომწონს ეს სურათი...ამ ქვიდან უსიცოცხლოთ იმზირება,...შენ ბევრად უფრო ლამაზი თვალები გქონდა სინამდვილეში!!!
გუშინ ღამე ძალიან ციოდა...მაპატიე, რომ ვერ მოვედი!...სამაგიეროდ დღეს დავრჩები...დღეს დავიძინებ შენს გვერდით...ისე, როგორც ადრე იყო ხოლმე!
მიყვარხარ და მაკლიხარ...ეს შენც იცი...ამ საფლავზე ამოსული თითოეული ბალახის ღერი, თითოეული მიწის ბელტი უზომოდ მიყვარს...იმიტომ რომ შენ გიცავს სიცივისგან...შენ გათბობს...
ვიცი გვირილები სასაფლაოზე არ უნდა დარგო...ნუ მიწყრები...უბრალოდ შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდა მინდვრის ყვავილები...როგორ შემეძლო არ მომეტანა და შენთვის არ მეჩუქნა?!
ნუ მიშლი...არ წავალ....ისევ და ისევ მოვალ ხოლმე....წვიმაშიც, თოვლშიც, ქარშიც...
მაშ გწყენია და დამიმალე!!!.....დღეს დავრჩები...
ნუ დამიშლი აქ მოსვლას!...მე ხომ აქ ყველაზე ახლოს ვარ შენთან.....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ცნობილი გამონათქვამები (ფილმიდან)

ცნობილი გამონათქვამები (ფილმიდან)

...................................................

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Marit Larsen

მარიტ ელიზაბეტ ლარსენი არის ნორვეგიელი მომღერალი და კომპოზიტორი.მან სახელი ახალგაზრდობაში მოიხვეჭა ჯერ კიდევ თავის ბავშობის მეგობარ მერიონ რაველთან დუეტში სიმღერისას,მათ ერქვათ სახელი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1662 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

10 THE BEST PHOTOS OF ANGELINA JOLIE


..............................

10 ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1472 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შორენა ბეგაშვილის სურათები


 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 6885 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბიონსე გამოტყდა, რომ ის სწრაფი დიეტის მოყვარულია. ანუ უცბად იკლებს 9 კილოს. საამისოდ კი უბრალოდ შიმშილობს ანუ სუფთავდება - ასე ეძახიან ჰოლივუდში ამ
 ექსტრემალურ დიეტას
10 დღის განმავლობაში ადამიანი საერთოდ არაფერს ჭამს. მხოლოდ იღებს ლიმნიან წყალს, წყალს პილპილით და სუფთა წყალს
ლიმნის წვენი ორგანიზმს წმინდავს
პილპილი მეტაბოლიზმისთვის, ნეკერჩხალის სიროპი კი ენერგიას მატებს რომელიც აუცილებელია რათა უბრალოდ იცოცხლოთ 10 დღის განმავლობაში
”არავითარ შემთხვევაში არ გირჩევდით ამ ე.წ. დიეტას მიმართოთ - გვირჩევს ფიტნეს-ტრენერი მაიკლ პეტერსონი - თუმვა ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




თავდაპირველად მიშა ბარტონი ყველამ გაიცნო როგორც სუსტი გოგონა, ამბობდნენ, რომ მას ანორექსია სჭირდა. თუმცა გოგონა უარყოფდა
შემდეგ კი უცბად გასუქდა! განიკურნა გოგონა ანორექსიისგან და მოიმატა წონაში, საერთოდ მონელების სისტემის დარღვევები აქვს თუ თავი დაანება დიეტებს ამის თქვა დაზუსტებით შეუძლებელია

თუმცა მიშამ ერთერთ ინტერვიუში თქვა რომ მისი სხეული ეზიზღება
 (მომატებულ წონაზე)
, ვერ იტანს საკუთარ ფეხებს და მეტად უჭირს მსახიობობა

გოგონამ წონაში მომატება გასული ზაფხულის ივლისში დაიწყო, 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1918 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმა მოვიდა ქალაქში,წვიმა...
მე მიყვარს ,როცა მცივა და ვიწყენ.
რა დარდიანი ვიყავი წინად,
ახლაც სევდიან სიმღერას ვიწყებ.
არაა ჩემი ამინდი დარი,
მე მძულს მზეები...მზეები როგორ.
წვიმის წვეთები ჩემს ლექსებს გვანან,
ლექსებში მიყვარს პატარა გოგო.
რა ბანალურად დავიწყე წერა,
ო,ბანალურად,ასე მარტივად...
ახლა ნესტიან ბალიშზე ვწევარ,
ბოლოკლასელი გოგოს ბანტივით.
ო,რა ლამაზი წვიმაა,ნახეე...
სახურავებზე დგას ანტენები.
ვწევარ...ვეწევი...ფიქრს კვამლში ვხავევ...
მე შენ მიყვარხარ გადამეტებით!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 948 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-11-10, 2:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024