♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » სულო!
8:12 PM
სულო!


დაიცა, ერთი გზა გვაქვს
მე და შენ სულო!
მაგრამ მე უფრო ადრე ვჩერდები..
და გზაში ვინმემ რომ შემიქციოს,
მენდე, სულ მალე წამოგეწევი.
წამოგეწევი და თუ შიშისგან
ჩამოგიტოვებ უკან წაქცეულს,
ნუ გეწყინება, დავბრუნდები და
ამოგიკერავ კაბას დახეულს.
მერე გიყურებ გათენებამდე,
ასე სავსეს და ასე დაქცეულს.
ღამის სიშმაგე დამტეხავს ძვლებში,
შემომაკვდება ძილი მთვარეულს.
და მერე გული შენგან გაქცევას,
ვერ აპატიებს ფეხებს და - წყეულს
დასჯის სულ მცირე თვითმკვლელობით და
მიასამარებს სადმე - გახვეულს..
მერე ფეხს მიმკრავს ვინმე რომ გვამი -
ვანაგვიანებ თურმე სანაგვეს,
ვიცი შორია იქამდე ღმერთო,
და ვიცი იქნებ ახლაც გავთავდე.
ღამეს სიბრაზე აჯავრებს ჩემი
და არ მინდა რომ ამითვალწუნოს.
ვხედავ გაპარვას აპირებ ჩემგან,
დაიცა ერთი გზა გვაქვს, ჩვენ ორს - სულო!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 2:33 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024