მთავარი » 2010 » მარტი » 10
ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას პეტლებად მოვარგებ ღიმილებს (იყოს უხერხულიც) ღმერთამდე მისულს გზა ხელახლა მეყრება, აკეცილ ჭაღარის დამსხვრეულ ხვეულით. მდედრს,თან დედამიწას გულზე ცა უელავს, მოღლეტილ მდელოებს უხდება ღიღილო , მთებს აზღუდებიანს იები უფეთქავს ვუყურებ შორიდან , როგორ არ ვიღიმო. რიჟრაჟს მიყრდნობილი ვჭორაობ დილასთან მზე, როგორ ანაყრებს გაზაფხულს სხივებით, რომ თმას ჰამაკივით , ნიავიც მიშლის და ვნებას სუნთქვამშიერს ცის თავქვეშ ვიფენდი. გიფიქრებ სურვილად,გაზაფხულს შევაბნევ, (ნატვრის ხე სურვილებს მიკარგავს ქარებში) მე უკვე სიცოცხლის მესამედს გავედე, მადლობას ვეტყოდი ღმერთს...უკან გავეშვი. თითებზე დამყნობილ ლექსებს კი ფესვებად, ფრაზები გამოაქვს, რომ გული განახოს და სანამ მიყვარხარ, სხვა რა გზა გექნება, ამ გულს მოუფრთხილდე...ეშმაკმა დალახვროს, ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას დღეებზე დავაწყე ცოდვები(ღმერთი ცად იწერდა)) ჰაერს შექუჩებულს ლოცვებით ვცხრილავ და რა ხშირად მჭირდება ამ სულის ქიმწმენდა
|
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს, შენ კი არა და არ გაგეცინოს. ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ, დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელებიც იქცნენ იებად გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ ეს ყველაპერი ხომ შეიძლება. ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,
ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას შენ კი ვერა და ვერ შეიძულო. ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე, მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,
ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს, შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.
|
...უცებ დამთავრდა... ...უცებ წავიდა... ღიმილი სევდის ნიღბად ვიფარე; და გამოვედი ისევ ღამიდან, თითქოს სიზმრიდან გამოვიპარე- ვნება, ჩამდგარი სხეულში ჟრჟოლად, გადავაბრალე ქარს და სიცივეს,- -დავბრუნდებიო... კვლავ მომეფერე, დამაიმედე და გამიცინე. მე დიდხანს ჩუმად ეჭვით გიყურე, გულდაწყვეტილმა გითხარ- მშვიდობით... და როცა ჩქარი ნაბიჯით გამცდი, მივხვდი, არასდროს არ მოხვიდოდი...
|
Alice 2 სთ 51 წთ ჟანრი: ფანტასტიკა პოსტერები,მელოდრამა გამოშვება: 06 დეკემბერი 2009 რეჟისორი: სტუდია: სთუდიო ეით პროდაქშენსი ლტდ., რეუნიონ ფიქჩერზი როლებში: ჰარი დინ სტენტონი, ტიმ ქარი, ენდრიუ ლი პოთსი, მეტ ფრევერი, ფილიპ უინჩესტერი, კატერინა სკორსონე
ფილმის მიმოხილვა ალისა – საკმაოდ თანამედროვე გოგონაა. ის დაკავებულია ძიუ–დოთი და მას ყავს შეყვარებული. მაგრამ მისი ბოიფრენდი ისეთია როგორსაც აჩვენებს თავს? "საოცრების ქვეყანაში" 150 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ალისამ დედოფალი დაამარცხა, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად არაა ზღაპრულ ქვეყანაში. მსოფლიოს კაზინო მართავს, რომელიც რეალურ სამყაროში გატაცებულ ადამიანებს ემოციებს ართმევს... ვინ შეძლებს ბოროტი დედოფლისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
DVD - RUS 2 103.54 MB
|
თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება, გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა, ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ, მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ, ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი, შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს, ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს, მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა, თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა "ის შენთან მოვა"
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით, და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით, აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ" ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები. აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი, რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.
ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო, ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო. ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა, ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.
გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა, სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა. დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა..."<
...
Read More
|
ისე გაეყინა სულში მარტოობა... სიყვარული კი სულ მთლად დაივიწყა. ბნელ ოთახში მარტოა, ზის ან წევს, ზოგჯერ სანთელი თუ ინათებს მასთან. თვითონ მოინდომა, ასე მარტო ყოფნა და თავის ფიქრებს ფურცლებს უზიარებს, ესეც იშვიათად ხდება. დეპრესიაში აიბლანდა მოგონებები, ზურგი აქცია მთელ სამყაროს. სადღაც შორს წავიდა, ადამიანებისგან, ამ სამყაროსგან. უკვე რამდენიმე დღეა წევს ან ზის, ასე გაქცეული გამომეტყველებით, არავის არ იკარებს. ალბათ ურჩევნია, რომ იყოს თავისთვის, თვითონვე დაალაგოს ყველაფერი. ვინც შევიდა ოთახში, ანუ მის ცხოვრებაში, ყველამ ხელების ფათური დაიწყო, აურიეს სამყარო. იმის მიუხედავად, რომ არასოდეს დალაგებულა მისი სამყარო, მარტო, უბრალოდ მარტო ყოფნა მოსწონდა. არავიზე მაინც არ ფიქრობდა, ახალი ბზარები მაინც არ ჩნდებოდა ფიქრებში. ახლა? რა ხდება ახლა მასში? ისე გაეტრუნა მთელი ოცნებები, ყველა გაფიქრება უკვე ტკივილია. სიკვდილს ეთამაშება, აგებს, მაგრამ მაინც აგრძელებს თამაშს. ლოგინზე გადაბრუნდა, ბალიში თავზე დაიდო, შიშველი ზურგი შეაქცია ყველას, ყველაფერს და რამდენი დღეა ასე არის თავადაც არ ახსოვს.
ვიღაცას უნდა მასთან მისვლა. ვიღაცას უნდა, რომ მწოლიარეს გაუნაწილოს ცხოვრება, გააღოს მისი გულის კარი და ყველაფრის დალაგება დაიწყოს. მაგრამ რა აზრი აქვს ლოგინის ალაგებას, ლოგინის, რომელიც სულ მალე ისევ ასალაგებელი გახდება. აღარ მოსწონს, როდესაც მის ლოგინს
...
Read More
|
დღეს ოთხი წლის გახდი და (ბედნიერი ხარ) ო, როგორ გიყვარს თებერვალი, დღეს შენი დაბადების დღეა და მზეც კი შენსკენაა მომავალი...
დაქალდი, გაიზარდე უკვე... თმებიც დალალებად დაიყარე, გარემოც აციმციმდა მოლოცვებით დაბადების დღე მოგილოცა ყველა მხარემ.
უკვე ოთხი წლის ხარ კალენდარით, მაგრამ ბავშვობა არ გემჩნევა წლებსაც არ გიმატებს წელიწადი ო, რა უცნაური თვეა...
დღეს ოცდარვაა, ხვალ პირველი შენ კი ოთხი წლის გახდი, გასაკვირია ხალხმა რომ გაიგოს ოთხი წლის ბავშვს, (რომ) ვეტრფი...
მაგრამ რას ვიზამთ, არ გეტყობა, მე თვრამეტის ვარ, „შენც ეგრე" ჰოდა, მთავარია გვიყვარს ერთმანეთი კალენდარს?! კალენდარს ეშველება რამე!
|
მარტოობაში და მოლოდინში გაფრინდა შენი ცხოვრება დედა და ახლა,თუმცა დამაგვიანდა, დიდ სინანულზე ფიქრს მაინც ვბედავ! ახლა ჩემს თვალებს ასველებს ცრემლი, ცრემლი,რომელიც შენ გულს გატკენდა, მე მენატრება შენი ალერსი, სითბო,რომელიც გულით დაგქონდა! ჩაგეკვრებოდი მაგრად თბილ მკერდში, ავტირდებოდი,როგორც პატარა, მოგიყვებოდი თუ ბედთან ბრძოლამ და სიმარტოვემ,როგორ დამღალა! მოგიყვებოდი დიდ სიყვარულზე და პატიებას გთხოვდი გულწრფელად, ჩემს მონატრებას,ტკივილს და სევდას, დასანანია,შენ რომ ვერ ხედავ!!!
|
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყ
...
Read More
|
ნუ განიცდი ასე, ნუ გააბედინებ მწველ განცდებს დაგიმორჩილონ, დაგიგმანონ ფერადი სივრცის კარები. შენ არასოდეს , არასოდეს იქნები მიმოფანტული სადღაც მინდორზე. მე მაინც შევძლებ , რომ შენს გულს მეტი სიძლიერე შევმატო, იმიტომ რომ მაინც მიყვარხარ და მთავარი ამ გაწელილ წუთებში სწორედ ესაა. იცოდე, რომ შენ არასოდეს დაკარგავ რწმენას, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ. მე მესმის შენი, გაგიგებ, თითეულ წამს შენთან ერთად გავითავისებ. შენი ცხოვრების მეგზურია ჩემი სიყვარული, ისევე როგორც შენ მედევნები მუდმივად გვერდზე.
ამბობენ..
ამბობენ, ყველა სიყვარულის ისტორია ერთმანეთს ჰგავსო. ხედავ? მათ არ სცოდნიათ ჩვენი სიყვარული.. მათ არ დაუნახავთ , არ სმენიათ ჩვენზე ისტორია. თუმცა, რა აზრი აქვს იმ სასწაულების სიტყვებით ახსნას, რისი ბოლომდე გააზრებაც და წვდომაც ჯერ ჩვენთვითონ არ ძალგვიძს. ამას ვრძნობთ და ეს მეტად გვაახლოვებს. ყველაფერი უცნაურად დაიწყო, უჩვეულოდ. ყოველგვარ ნორმას ქარიშხალივით გადაუარა. უცნაურია, უცნაური, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთად და ალბათ ..
მაგრამ, წმინდა ქალწული სადაც არ უნდა ვიყოთ დაგვიფარავს. დაგვეხმარება რომ ლაბირინთში არ შევაბიჯოთ ერთ წვიმიან დღეს, მაგრამ ცალ-ცალკე დაგვიფარავს და არა ერთად.
როდესაც მტკივა მსურს ვიგალობო. მე ვგრძნობ როცა შენც გტკივა , მინდა იცოდე, მაშინაც ვგალობ შენთვის. მე არ მსურს სასოწარკვეთამ შენში დასამკვიდრებელი მარცვალი პოვოს.
ძალიან მიჭირს გადმოვცე ამაზე მეტად ჩემი გრძნობები. იმისიც მეშინია , რო
...
Read More
|
თითქოს დაეშვა ძველი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები, ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები.
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი ღამით იმავე მეგობარს ელი, არაფერია, არაფერია, მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება ყოველი დღე და შებინდბუნდება, თითქოს ბერდები? არაფერია, ათასი წლისაც არ დაბერდები.
|
ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას, ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას. ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა და მეც ვუღალატე სანაცვლოდ ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ! ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ... და გთხოვ მაპატიე , რომ ასე ამაყად შენგან პატიებას მოველი... ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე, სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ... ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი ამიტომაც მჯერა - შემინდობ! ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი... არასდროს ვუსმენდი გულს!
|
ჩუმად ვარ... ჩუმად ვარ..ისევე როგორც ჩუმია ეს დღეები და უფერული, როგორც წვიმის წვეთი... ფერმიხდილ სურათზე ჩაკარგულა ჩემი ბავშვობა, ქარს ვატან საყვედურს რადგან გულში ვერ დავიტიე და შენ კი არ მიიღე... მომიყევი რამე... დამღალა დუმილმა და ნელა ნელა ვკინძავ ყელსაბამს ... მინდა ნატვრები შევაგროვო და ფურცელ ფურცელ გავატანო ზღვას არდასაბრუნებლად... მითხარი რამე... კედლები ისევ მეჩურჩულება შენს სათქმელს.. კედლები, რომლებიც შენი თვალებითაა გაჯერებული... შენ ყველგან ხარ და არსად... შენ ჩემში ხარ და ჩემს იქით... შენ ერთი ხარ და მაინც ათასი ყველასათვის დამალული... ჩუმად ვარ... რადგან ხმაურით დუმილი მივიღე შენგან ჯილდოდ... მარტო დამტოვეო ჩემს ფერმიხდილ ოთახთან ერთად.... და მაინც... ვერასოდეს დაგტოვებ მარტოს
|
-რა არის ოცნება? -რეალობიდან გაქცევა -მხოლოდ ეს? -აბა სხვა რა ფასი აქვს.ოცნება დროის კარგვაა, ოცბენბობენ ისინი ვისაც საქმე არ აქვთ... - თვალები დახუჭე... წარმოსახვაში გაჩნდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები,ცისარტყელა,ყველაფერი ის რაც სიამოვნებას განიჭებს. აქ შენი სამყაროა,ყველაფერი კარგი რაც მოხდა და რაც გინდა მოხდეს..... ნამინან ბალახზე ფეხშიშველი გაივლი..... ვარსკვლავებს მოწყვეტ..... ცისარტყელაში გაძვრები... მზეს შეეხები... ოღონდ თვალები დახუჭე და შეძლებ ყველაფერს.... - მერე ხომ ყველაფერი გაქრება... - არა ეს ყველაფერი შენში დარჩება, ცოტა ხნით გადმოხვალ რეალობაში,მაგრამ როცა კი თვალებს დახუჭავ მაშინვე იქ დაბრუნდები ოღონდ ერთხელ მოინდომე...გულს მოუსმინე -ვინ გითხრა რომ გულს უნდა ენდოო? -შენ გულის არ გწამს? მის მუსიკას მოუსმინე და მიხვდები... - რა მუსიკაა ეგ? - აი ის მუსიკააა...ჩვენსავე სხეულებიდან რომ ამოდის.. ყველას სხვადასხვანაირი მუსიკა აქვს...ბაგ ბუგ ბაგ ბუგ- გულს უამრავი მელოდია აქვს.. და ყველაზე ლამაზი აი ის.. უსიტყვო მუსიკაა, ხელს რომ სხვის ხელს ჩაჰკიდებ, ამ დროს მღერის გული,როცა მეორე ადამიანს ელაპარაკები აი ამ დროს ... ესააა მუსიკა .. გულიდან ამოსული მუსიკა... -მერე სად მიგვიყვანს ეგ მუსიკა? - ჭესშმარიტებასთან.........
|
დილა გათენდა და მინდა გელაპარაკო სარკეში არეკლილ სულზე, გზაგამოვლილ და გადაღლილ ფიქრზე. ჰო, ფიქრიც იღლება არ გჯერა? სული რომ მძიმდება, ფიქრი იღლება და ჩამუხვლას ცდილობს და ვაი მას, თუ ჩასამუხლი ვერ იპოვა. აი მაშინ კი ცრემლად იღვრება. ლაბირინთად დაიქსაქსა ჩემი სავალი გზა, აღარც თავი აქვს და არც აღარც ბოლო. დე…მომენატრე, შენ ხომ ყოველთვის სიმშვიდე გედგა თვალებში, ახლა კი ისეთი სევდაა, მხოლოდ შენთვის რომაა ნაცნობი. რატომ მომიხუცდი დე… დამაბრუნე ბავშვობაში და შენს მხიარულ თვალებში ჩამისახლე ტკივილი რომ აღარ ვიგრძნო. დე… შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ, არ მიმატოვო. მტკივნეულია როცა გტოვებენ და მხოლოდ ნათელ ან ბნელ ლაქად რჩები ცხოვრებაში, ნეტავი ჩემი წასვლა თუ ეტკინება ვინმეს? არა დე…შენზე არ ვამბობ, შენ ჩემი წასვლით არ გატკენ გულს. მინდა გელაპარაკო... ვიცი, შენ გამიგებ. დე… არ მიმატოვო, მჭირდები!
|
გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს, ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას, ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს, რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც. იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი შვილების დედას რას გკადრებთ აბა?! მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი, გაშლილი თმები და ჩითის კაბა! ძნელია ახლა დაბრუნდეს ისევ აპრილის სუნთქვა,იების ფერი გამწირეთ, რისთვის?დავეძებ მიზეზს და სიყმაწვილე შორიდან მღერის ო, ქალბატონო! გეძებეთ დიდხანს გახსოვთ? მჯეროდა მუდამ იმ ხატის, მთელი ცხოვრება მაწვალებს კითხვა მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით. გათავდა, მორჩა, დამთავრდა ამით ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი. არ გაგიკვირდათ აპრილის ღამეს ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით? ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი, რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ მე მესმის ფასი თქვენი დუმილის და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო !
|
მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა, ცამ იისფერი შესვა ფიალა, მარტის სილაღემ გული სიცოცხლით ბეღურასავით შეაფრთხიალა. ანარცისებულ დღეების კონებს დასტრიალებენ თავზე ფუტკრებად მათი სურნელით მთვრალი სხივები, თან სიყვარულით გული უკვდებათ. გული უკვდებათ,მაგრამ ამ გრძნობით უორმაგდებათ ძალა ნათების. ორმაგად სძლიეს ზამთრის სიცივეს მცივან სხეულზე სამ თვე ნადების. ორმაგად დავძლევ უსახურ გრძნობებს რომ მარტოობით აღარ იტირონ, ორმაგად ვხარობ,ორმაგი სუნთქვით ორმაგად დარდებს დავგმობ იმიტომ, რომ ჩემს ერთ წელში სიცოცხლის ორი მაუწყებელი გაზაფხულია: ერთი ბუნების წიაღში ხარობს, მეორე შენში განაბულია. ასე ძვირფასი,ასეთი თბილი, ჩემთვის ეს ორი გაზაფხულია, ორივე ერთი მშვენიერებით, ორივე ერთად ჩემი გულია. დაე მაუწყონ სიცოცხლის მოსვლა შენი,ბუნების მშვენმა მერცხლებმა, რომ სულში ჩამწვდეს მათი ხალისი და ცივი ქარიც შემომეცლება. ეს ლექსი ფიქრებს მაშინ მოგვიშლის უკან,ზამთრისკენ დაბრუნებაში, როცა ალერსით იგაზაფხულებს სიცოცხლე შენში და ბუნებაში. მუდამ ყვავილობ წლის ყველა დროში, ცაში მერცხლისებრ განავარდებით. ახლა ბუნებაც მოგეშველება იებითა და ყოჩივარდებით.
|
წწერილი რომელსაც ადრესატი ვერასდროს ნახავს!! ერილი რომელსაც ადრესატი ვერასდროს ნახავს!! ეხლა სანაპიროს ცჰამოვუყევი.. სჰენზე ვპიკრობ...სჰენ კი ვერც მამცჰნევ...:(ტუმცა რა გასაკვირია მე ხომ სულ ვტირი. ცრემლები ტავისიტ მოგორავს და იმედი აქვს რომ სჰენამდე მოახწევს!! როგორ????ტუნდაც წვიმის სახიტ...მე გამუდმებიტ ვპიკრობ...სულ ტვინი მეცჰყლიტება,ნუტუ სჰემიდზლია მე ამ უსუსურ არსებას, ისეტი რამე გავაკეტო, რომ სჰეგიყვარდე... მე დავდივარ სულ პეხიტ დავდივარ...ნეტავ რატო??ალბატ სჰენ გედზებ!!... ალბატ ცჰემსჰი ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც დზლივსგა ბჯუტავს...მაინც არსებობს და გაგვივებას ელოდება... მაგრამ ეცჰვი მეპარება ეს ნაპერწკალი როდესმე ტუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიკცეს...:( ბნელა...ხალხი აკაიკ დაბოდიალობს...ალბატ ისინიც ცჰემნაირი გიჯები არიან!!! ყველა ბიცჰის დანახვაზე გული ტოტო ბავსჰვივიტ მიხტის... ყველა სჰენ მგონიხარ!!! მგონი გავრეკე...ტუმცა ამას ველოდი კიდეც... უცებ მტკვარს გადავხედე, ტიტიკოს ისიც დარდიანად ნელა ცჰაუწვდომელისევდიტ მადიოდა... ისე მოდიოდა ტიტკოს ეზარება და ადზალებენო...მაგრამ მტკვარსაც რაგაც აცოცხლებდა ცჰემსავიტ....ისიც ვიგაცისტვის ცოცხლობდა... უცებ გავცჰერდი მტკვარსჰი სჰენი სახე აცჰრდილად ცჰანდა...ასეტი რეალური მოცჰვენება არასდროს არ მინახავს! ცჰემი სევდიტ სავსე გული გაბრწყინდა... მე სჰენტან წამოვედი...გასჰლილი ხელებიტ წამოვედი და ცჰეგეხუტე... დილა გატენდა...ეს სევდიანი დილა იყო..მაგრამ ტავისუპალი... ამ
...
Read More
|
მიბინდული ღამე.. მიბინდული მთვარე.. მიბინდული სული გზიდან გადასული.. შეცოდების წამი.. სიყვარულის ხამი ვისთვის არაფერი, ვისთვის საოცარი.. წამი შეცდომების, წამი სიხარულის, წამი დამონების, წამი სინანულის... გაყინული მზერა.. გარიყული სული.. ქალში დამალული ბავშვი..უსუსური.. მიბინდული მთვარე.. მიბინდული ღამე დათელილი სული გზიდან გადასული..
|
Eჰმ ღმერთო, პირველად გთხოვ შველას მე ჯანდაბას, ის,, ის ამყოფე ბედნიერი ; თვალს დაუბნელდა; -ჩემთან ხარ? ;იცინის; არა ანგელოზო, ცრემლის გარეშე გთხოვ -მიყვარხარ -ვიიცი ანგელოზო ვიცი -არ მოკვდე რა გთხოვ. -მოვკვდე,? ჰმმ რა დროს სიკვდილია, შენ ჩემთან ხარ მე არ მაქ უფლება დაგტოვო, მე ხომ მაგრად მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. -არა, ნუ ტირი, შენი ცრემლი ჩემი სიცოცხლეა, შენ ჩემ სიცოცხლეს ამოკლებ ;იცინის; არა ანგელოზო, არა, არ იტირო გახსოვდეს! მე შენ მიყვარ,,,,, ;და მისმა სულმა დატოვა სხეული, სხეული რომელიც ორი სამყაროს შორის იყო გაჭედილი, ,სიყვარულის და ბოროტების, ბოლოს კი ისევ ძვირფასს სიკვდილს დარჩა მისი სული, ეხლა კი სამუდამოდ დაისვენებს მგელი და აღარ იქნება მისთვის ღამე, ბოროტი განზრახვები, სიყვარული, ალერსი, სიხარული, და საერთოდ სიცოცხლე დასრულდა, მისი აზრი, მისი მიზანი ,საერთოდ მისი ცხოვრების გეგმები ; გავიდა დრო; -აი ეს ყვავილები შენ რომ გიყვარდა, გახსოვს? შენ მომართვი დაბადების დღეზე, რა კაი იყავი მაშინ ეხლა? ეხლა ცივ მიწაში ხარ და ალბათ გცივა არა,? მერედა რატომ არ ვარ შენთან, რომ გაგათბო? ჩაგეხუტო და ჩუმათ გითხრა, თუ რა ძლიერ მიყვარხარ, თუ როგორ მენატრები, როგორ მენატრება შენი გამოხედვა, შენი ღიმილი, შენი ალერსი, შენი თბილი ლაპარაკი, ის სიტყვები რასაც მეძახდი. რამდენი რამე გავიხსენო, მენატრები მიყვარხარ ჩემო ანგელოზო ,,,,,,,,,, ვინ, ვინ მითხრას ეხლა ეს სიტყვები? მე შენთან მოვდივარ
...
Read More
|
ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ ვიცი. მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე თუ ადარდებს მთვარეს? Aალბათ მისი მოვალეობა მხოლოდ ღამე გამოჩენა და მეტი არაფერი, ისეე ცოტა არ იყოს მგავს რაღაცაშიც, ჰმმ არა არა მე უკვე მასეთი არ ვარ მე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცოცხლობ და თან ვაარ ბედნიერი ძალიან ბედნიერი, ადრე?, ეჰ ადრე სულ სხვა ვიყავი, ისე დღესაც მეძახის თავისკენ ჩემი ადრინდელი ცხოვრება, მარა არ ვნებდები არ მინდა ისევ გაურიო ჩემი ხელი იმ ბნელ საქმეებში რომლებსაც მე ვაკეთებდი, დავიღალე და მინდა დასვენება, დასვენება თან საყვარელ ადამიანთან ერთად. იმასთან ვისაც ჩემ სიცოცხლეს ვაჩუქებ და იმასთან ვინც მირჩევნია ჩემ სიცოცხლეს მიყვარხარ სიხარულო დაიმახსოვრე ეს. -დიახ გისმენთ ვინ გინდათ? -ვერ მიცანი? -შეენ? -ხო რა იყო არ მომელოდი თუ უკვე დამივიწყე? -არა არა მარა არ ველოდი შენ ზარს იცი შენი ნახვა მინდა რაღაც მაქ სათქმელი შეილება? -რატომ კიდევ რა უნდა მომატყუო და რით უნდა მატკინო გული? -მაგას რატომ მეუბნები, შენ მე გული გატკინე ? -კი, თან ძალიან ბევრჯერ, მარა თუ საქმე გაქ შეგხვდები ბოლოჯერ -კაი იყოს ბოლო მარა შემხვდი... კაი კარგათ, ხვალ ჩვეულებრივ ჩვენ ადგილას -კაი კარგათ იყავი -კარგათ----------------------------- -დღეს ძალიან ლამაზი, ხარ ასე იმიტომ გა
...
Read More
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
|
---ჰი ---ჰი ---რა გქვიაა? :P ---ანი, შენ? ---გიო, რამდენის ხარ? ---16, შენ? ---მე 17....... რას შვრები? ---რავი არაპერს, გარეთ თოვს და ვუყურებდი.. ---სად ცხოვრობ? ---პლეხანოვზე, შენ? ---მეც :D ---რა ადგილას? ---მარჯანისშვილის მეტროსტან ---მე ცოტა უკან ---კაიაა და არ გამოგიშვებენ გარეთ? ---არ ვიცი ---რა იყო? ---მოიცა, მირეკავენ მობზე, ეხავე მოვალ ---ოოკ ---ხო მოვედი ---არ გისჰვებენ? ---კიკი, მისჰვებენ. ატზე მეტროსტან ვარ ოკ? ---ოკ ანიმ ჩაიცვა და სწრაფად გავიდა სახლიდან. ხეები თოვლით იყო დაფარული... იქაურობა სულ თეთრი იყო. მეტროს მიუახლოვდა. ისააა? იქ რომ ბიჭი დგას ისაა? გიომ ხელი დაუქნია. ანი სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მგონი შეუყვარდა, გიოსაც მოეწონა. დიდხანს ისეირნეს მოფიფქულ გზაზე. მერე სახლებში წავიდნენ. ორივე გახარებული იყო. ყოველდღე სწერდნენ ერთმანეთს. მიდიოდნენ სასეირნოდ. კიდევ ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე, ისევ გადაუღებლად თოვს, ანი ისევ გიოს უნდა შეხვდეს, ისევ მარჯანიშვილის მეტროსთან. ძალიან ჩქარობს, რატომ თვითონაც არ იცის. გზიდან უკვე დაინახა გიო და ხელი დაუქნია.... სიჩუმე.... ბურუსი...... გზაზე ხალხი მოგროვდა, ხმაური იყო. ბიჭი შიგნით შეღწევას ცდილობდა. მართალი ხარ, ეს გიოაა. აი შევიდა და მისი საყვარელი სახე დაინახა, ქათქათა თოვლზე ანი იწვა. თვალებს არ ახელდა. გიო მხოლოდ მის სახეს ხედავდა და კიდევ...... კიდევ თეთრ თოვლზე წითელ ლაქას, რომელიც აძრძწუნებდა
...
Read More
|
ოდესმე,ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან თუ გძინებია?
წვიმაში თმები დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალები ცრემლით გაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიძებნია ყვავილი მისთვის,
ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია..
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
...ციოდა, ისე როგორც ყოველვის როცა შენ ჩემთან არ ხარ და ეს სიცივე ზაფულის მერე დაბინავდა ჩემს გულსჰი, სჰენტან ერტად... იქნებ ზამტარია და იმიტომ ცივა?!.. და ეს სიცივეც გაზაფხულის მოსვლისთანავე გაქრება?!-არ ვიცი... მგონი ეს სიცივე უპრო სჰენი მოსვლისტანავე გაქრება ვიდრე გაზაპხულის... ტუმცა სჰენ ხომ ჩემი გაზაფხული ხარ?... ცამით მაინც რომ იგრძნო თუ როგორ მიყვარხარ ალბათ არასდროს წახვიდოდი ჩემგან...მაგრამ მაშინ შეიდზლება ასე ძალიანაც აგარ მყვარებოდი... ...ქუჩასში წიმდა... ჩემს გულსჰიც, არა ჩემ გულსჰი ზაფხულის მერე სულ წვიმს, ქუჩასში კი პირველად იწვიმა... დეკემბერია...იწვიმებს აბა რაა? მაგრამ ჩემს გულში სულ დეკემბერია... დღეები ნელა და ერთფეროვნად გადიან... რაც შენ დაგკარგე ტიტქოს სჰეიცვალა სამყაროც... მეც სჰევიცვალე... სჰენც... ტიტქოს ყველაპერი და ყველა სხვანაირია ცჰემს გარსჰემო... ვგრდზნობ რომ აღარ მიზიდავს ბავშვური სულელობები... ათარ მაინტერესებს "ბენეტტონის" ქამარი მეკეთება თუ სხვა..."ლევისის" ჯინსი ტუ "დოლცჰე & გაბანნა" "ტომმყ" ტუ რაგაც ბანდზობა... ცჰემტვის უკვე სულერთია... მტავარი ხომ ისაა რომ სჰენ ცჰემტან არ ხარ... ე.ი. მარტო ვარ... სულ მარტო... ტიტქოს განსაკუტრებული არ ხარ მაგრამ ცჰემტვის სჰენ სულ სხვა ხარ... არ გავხარ არავის და ...და არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მარტო ის ვიცი რომ მიყვარხარ!!! ...ცვიმდა ქუცჰასჰი, გამე იყო... არა, არ იყო გამე, გამე მარტო ცჰემტვის იყო..
...
Read More
|
უპირველესად ქალი დედაა, ქალი დედა,ღვთისა მშობელი შემდეგ ის არის ედემის ვარდი თავაწეული დაუჭკნობელი, ქალი ბუნების სილამაზეა დარში, ავდარში დაუჩოქელი ის სიყვარულში გიჟი მარტია და ყველა კაცის გულის მპყრობელი ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის და ალბათ დღემდე არ უნანია, ქალი ბუნების საწინდარია ვინ იცის რა სწყინს რა უხარია ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს ის სიყვარულში ჯადოქარია, ქალი უმანკო ბავშვია თოთო, მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ ქალი ლამაზი შველია, ლაღი ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი ქალი სათნო და ძლიერ ნაზია მას ალერსი და სითბო სწადია. იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა ქალს ეამბორეთ დიდო მგოსნებო თქვენ გაგიმარჯოთ მანდილოსნებო…
|
მიყ-ვარ-ხარო...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ მქონდა მოკრეფილი ცა, როცა უკვე მიილია მზე და საცაა შეერევა ზღვას...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ ვსუნთქავ უხეშად და შენ- თვის, მხოლოდ შენ - ზურგს უკან და ყურის ძირში ხმა, გეუბნება-
მი-ყვარ-ხარ-ო,
თუ არც გჯერა, თუ...
გახსოვს? პეპლებს როგორ ერეოდათ გზა, შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს ხოდა კარგო ჩვენც იმ პეპლებს ვგა- ვართ მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...
|
გული იცი რაზე მტკივა,რომ ისე აგარ მენატრები როგორც მენატრებოდი არადა მინდა რომ ისევ ისე მენატრებოდე და ისევ ისე მიყვარდე...შჰენ ხომ ჩჰემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ...ეს ხომ გულცრფელი სიყვარულია რომელშჰიც არანაირი გამორჩჰენა და სიბინდძურე არ არის...ცმინდა სიყვარული რომელიც უპასუხო დარჩჰა და რომელიც დძალიან დაუცველია მაგრამ მე ვცდილობ დავიცვა ის და გადავარჩჰინო რადგან როცა შჰენ შჰეგხვდები კიდევ ერთხელ განვიცადო ის რასაც განვიცდიდი და კიდევ ერთხელ ვიგრდძნო თუ რას ნიშჰნავს ნამდვილი სიყვარული...ცმინდა სიყვარული...მინდა შჰენ მომცმინდო ის ცმინდა ცრემლები რომელიც შჰენს გამო მოევლინა ქვეყანას და რომელიც შჰენ დააშჰრე...მინდა ვიგრდძნო შჰენი სუფთა გულის ძგერა.... როცა გნახავ ჩჰაგეხუტები და არ მოგცემ ცასვლის საშჰუალებას,არ მოგცემ იმის უფლებას რომ კიდევ ერთხელ მიმატოვო და კიდევ ერთხელ მომიკლა გული...არადა როგორ მინდოდა მეთქვა შჰენთვის თუ როგორ მიყვარდი და როგორ ვოცნებობდი შჰენზე მაგრამ შჰემეშჰინდა რომ ვერ გამიგებდი და სამუდამოდ დაგკარგავდი...ჩჰემს პატარა,სათუთ და მიამიტ სიყვარულს შჰენი აზრის შჰეეშჰინდა...და ისე გაფრინდი ზეცაშჰი რომ ამ პატარა გრდძნობის შჰესახებ არაფერი არ გაგიგია...ვნანობ იმას რომ შჰენთვის არ მითქვამს არაფერი...არადა როგორ მინდოდა მაგრამ ვერ გავბედე....მაპატიე გთხოვ...მაპატიე რომ ვერ გავბედე...
|
მომენატრები, მონატრება ისე ტკბილია,
როგორც სიცოცხლის სიყვარული, მზის იდილია,
ჩემი სიცოცხლის სიხარული შენ ხარ ულევი,
დაუჭკნობელი ყვავილობით და ერთგულებით.
შენთვის წამებაც ტკბილია და გავს ნეტარებას,
მაშინ ნაღველიც გულს სიავედ არ ეკარება,
მშვენიერების საუფლოდან მოდის იმედი,
ერთურთში ვცოცხლობთ, ეს გვახარებს,
რა გვინდა მეტი.
სხვამ სხვა ინატროს, ჩემი ნატვრა ისევ შენა ხარ,
ო, ამ სიწმინდის ნუმც იკადროს ვინმემ შელახვა,
ასე ლამაზი სიყვარული თუ კი შესძელი,
ჩემი სიცოცხლის სიხარულო, იყავ დღეგრძელი!
|
Chanel - PFW - Ready To Wear - Fall/Winter 2011 - Show
|
Darla Baker: Mirage Spring 2010
|
...........................
|
................. cooll picss .................
|
რობერტ პეტინსონის ახალი ფოტოსესიის სურათები
..............................
|
ემა ვატსონი გუშინ, 8 მარტს პაპარაცბმა, მაშინ დააფიფსირეს, როცა წიგნებით ხელში "Brown University"-სკენ მიისწრაფოდა,მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ სურს ყველას დაანახოს, რომ ის არაა მხოლოდ გოგონა "ჰარი პოტერიდან", როგორც ხედავთ, ის მიზანს მალე მიაღწევს.
..............................
|
დაბნელების ვამპირი ეშლი გრინი პაპარაცებმა გადაიღეს მაშინ,როდესაც ის ტოვებდა მექსკურ რესტორანს.ის ცოტა ხნის წინ იყო ფილმ "The Apparition”-ის გადაღებაზე.
|
ორი დიდიხნის მეგობრის ლივ ტაილერის და ორლანდო ბლუმის სურათები , მათ ერთმანეთი ფილმ Lord of the Rings-ის გადაღებებზე
|
ცა ეფერება ფოთლებს გარეთ წვიმს,წვიმნამიანს ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...
წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...
ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს ...მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც
სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს და ჩემს ტკივილსაც მხოლოდ წვიმა თუ გააყუჩებს....
|
მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,
ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,
სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,
ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.
დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს
ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,
მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,
სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.
დაე, მაისის ხატავდეს ხელი
ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.
რომელი იყო პოეტი წრფელი,
რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
ვარდები იგი ელადის გემმა
დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,
როგორც სახება და დიადემა
სილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უვარდო,
და ან - რომელი დღე საცნაური,
ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,
რაა უვარდოდ დღესასწაული?
სახეთა ფერი და ნეტარება,
ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,
პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:
მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,
როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.
დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,
და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.
ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,
აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს...
ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!
შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,
როცა მზიანი იყავი ისე,
როგორც უწ
...
Read More
|
ცხოვრებისაგან წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო!
|
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!
|
მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი? მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!
მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ
მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს.
|
ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი, ზოგს უმართლებს, ზოგს არა, ზოგნი კი ელიან დროს როდესაც დადგება გაზაფხული. ზოგი ბედავს შეებრძოლოს თავის თავს, ზოგი ვერა. შეგამჩნიე სულ შემთხვევით, მეორე დღეს შენმა კივილმა ჩემამდე მოაღწია. აბობოქრებულ ზღვას შევსთხოვდი - მებრძოლი - ტალღებთან: - ზღვაო, გთხოვ, მაჩუქე ეს ადამიანი. რაა შენთვის ამის სიცოცხლე იმ მილიონებთან? გთხოვ, დამითმე ეს ჩემ სიცოცხლეზე მეტია. და თუ არა, ჩემიც შენთვის მომინდია. ზღვამ შეისმინა ჩემი თხოვნა და ჩემი თმებიდან ჩამოცვენილმა მადლიერი ზღვის წვეთებმა მოგიყვანეს გონს, როცა, მე, შენ წინ მუხლი მოვიყარე. იმ დღეს ლაღიძის წყლებიდან გამოდიოდი და ღმამაღლა ლაღად გაიძახდი: თუ გინდა იყო ლამაზი ქალი უნდა დალიო ლაღიძის წყალიო~ მთელი ღამე სახლში თითქმის ყველა პოეტების ლექს ჩავურბინე მარა ვერ ვნახე ისეთი შესაფერისი სიტყვა, რომელიც შენ სილამაზეს შეეფერებოდა. მის მერე ვდგევარ ლაღიძის წყალთან გაღებიდან დაკეტვამდე მარა? - აღარ გამოჩენილხარ. სიმშვიდე დავკარგე: `ნუთუ?....~ - არა ეს სისულელა. იმ დღეს ბიჭებთან ვქეიფობდი ტივზე და შუა ქეიფის დროს წყალს ფილტვებიდან ამოვაყოლე სიტყვა რაც არასდროს მითქვამს: ~ბიჭებო მაპატიეთ~. მოგაგენი ძლივს. შენი დაბადების დღეც გავიგე, წინა დღეს გავარდი მთაში, მარა 5 დღე მოუნდი ერთი მუჭა ედელვაისის შეკრებას – დავაგვიანე. დღესაც ვინახავ იმ მუჭა ბუკეტს პატარა ბიჭს უკან რომ გამოატანე. დამაგვიანდა. ომი დაიწყო ჩვენს სამშობლოში. მეც გამომიძახეს. წინა დღით შენ სახლთან გა
...
Read More
|
დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ, თურმე კომაა და თქვეს რომ აბსანსია, ჩემკენ - თითო ჭიქა, მათკენ - ბარბეკიუ, მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია მხოლოდ, როგორც უნდათ ისე დაითვალონ, ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით, უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი, ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი. თითქოს უსაზღვროა, თითქოს დიდი არის, მაგრამ დედამიწა მაინც ბარაკია, კარგი, თუ ძმები ხართ, რაის იდეალი, ზოგჯერ მგონია, რომ ტბორის ბაყაყი ვარ. წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე, ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი, ღმერთო, ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე, თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი, ცენტრში გოდოლია, ირგვლივ - ბალაგანი, და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს, და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი - მეტი - მე არ ვიცი, მეტი - მე არ მინდა, მხოლოდ შენ ერთი ხარ, ღმერთო, გამამთელე ორად გახლეჩილი, ისევ მიამიტად მინდა - უმნიშვნელო ვიყო, ბაგატელი, მეტი არაფერი.
|
სუყვარული ულამაზესი გრძნობაა, ის უბრალოდ უნდა იგრძნო და ამით ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი იმით რომ შენ შეგიძლია ეს ნეტარება, ეს სილამაზე განიცადო. სილამაზე რომელიც შენში ცხოვრობს,შენით სულდგმულობს. არ იცი როდის მოვა თუმცა როცა კი მოვა მაშინვე მიხვდები. სიყვარული ყოველთვის არის ჩვენში, თუმცა ის ნაკვერჩხალა რომელსაც გაღვივება უნდა და ერთი პატარა სულის შებერვაც კი საკმარისია, იმ ადამიანისაგან რომ შენში ცეცხლი აგუზგუზდეს. ცეცხლი ნეტარებისა, ცეცხლი სილამაზისა, რომელსაც სახელად „სიყვარილი„ ქვია. როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ, ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია იმიტომ რო იცი ყოველდღე გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას საყვარელი ადამიანისაგან, სიტყვას რომელსაც ასე მოწიწებით უფრთხილდები, სიტყვას რომელიც ძალას და მხნეობას გმატებს, სიტყვას რომელიც ყველაფრად ღირს ამ ცხოვრებაში, სიტყვას რომლის ბადალიც ქვეყავაზე არაფერია და ეს მხოლოდ ერთი პატარა თითქოსდა არაფრის მთქმელი თუმცა ბევრის აღმნიშვნელია და ეს სიტყვაა „ სიყვარული". სიყვარული ენით აუღწერელი ბედნიერებაა, ყვალაზე სათუთი რამ რაც კი არსებობს. სუყვარული ხშირ შემტხვევაში ტკივილია, ცრემლი, გულში შენახული და ენით ვერ უტქმელი სევდაა, რომლის გამხელაც ასე ძნელია. ძნელია უთხრა მას რომ შენ ის სიგიჯემდე გიყვარს და რომ ის შენი სიცოცხლეა. ძნელია როცა ადამიანი რომელსაც შენ ასე ძალიან ენდობოდი და შენ ასე ძალიან გიყვარდა ერთი ხელის მოსმით ანადგურებს ყველაფერს, ძნელია როც
...
Read More
|
მარტოობაც გამარტივდა... სიჩუმეა შეჩვეული... გადაივსო ეს რვეულიც ღამეული ნაჯღაბნებით... ცარიელი ოთახია... სულელური სისუფთავით... სავარძელში აკეცილი ფეხებია წარმატების... ეჭვიანი ქმრის სიმკაცრით მეკითხება ქარი ასაკს... სულ ტყუილად ვიფერადებ კოსმეტიკით წინა ფასადს... მაინც მცივა...არ ციმციმებს აპრეხილი წამწამების ჩრდილქვეშ ამოფარებული გამოხედვა ნაწამები... მარტოობაც გამარტივდა... უშენობა შეჩვეული... დაბარბაცებს სიზმარეთში შენი ლანდი ნამთვრალევი... ცარიელი ოთახია... გაყინული თითები და... საყურესთან შენი ტუჩის ძველისძველი ნაკვალევი...
|
ოთახში ბნელა,წვეთავს სანთელი და ლამაზ გოგოს ცრემლები ცვივა.ვისი გულისთვის,რისთვის,ვისთვის ქვითინებს ეს გოგო ასე?რამდენი ხანია ამ ბნელ ღამეში მხოლოდ ვიღაცის კლუსუნი ისმის,ისმის სიტყვები:”მე შენ მიყვარხარ,მე მენატრები,მე შენთან მინდა”.ღამეა ბნელა ძალიან ზალია ცივა და ამავე დროს შენც არ ხარ ჩემთან.შენს გვერძე ყუფნით გავთბები ალბათ,ალბათ ცრემლებსაც შენი დანახვა უმალ დააშრობს.არვიცი ასე რად შემიყვარდი,მაგრამ ფაქტია,რომ შენ მიყვარხარ.ნეტავ სად ხარ?ვისთან?ან რატომ?ნეტა ოდესმე თუ გინატრივარ?ოდესმე ფიქრად თუ გაგივლივარ?და ისიც საკითხავია ოდესმე გაგხსენებივარ?შენი არვიცი,მაგრამ მე კი შენზე ფიქრები არ ამომდის თავიდან.საითაც გავიხედავ ყველგან შენი სახე მელანდება.რა მემართება არვიცი,მუდამ გელლოდები და დარწმუნებული ვარ,რომ ოდესღაც აუცილებლად მოხვალ.ოდესმე ჩემზე ფიქრსაც დაიწყებ და ეს ფიქრები აღარ მოგასვენებს.ასე რატომ ვფიქრობ არვიცი,ალბათ იმიტომ რომ მინდა ასე იყოს.ოთახში სანთელი ანთია,იწვის დნება, წვეთებად ძირს იღვრება და ამ დროს ისმის ტელეფონის უხეში წკრიალის ხმა,რაც ფანტავს ფიქრებს. _ალო!გისმენთ... ტელეფონს მიღმა დუმილია. _ხმა ამოიღე რა?!რომელი ხარ? Kკვლავ დუმილია. -ალბათ ხუმრობის ხასიათზე ხარ.ხასიათს ნუ გაიფუჭებ რა ,რადგან მე საზიზღარ ხასიათზე ვარ. კვალვ დუმილია. ტელეფონი დაკიდა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა, სანთელი კი ჩაქრა თავისი ფუნქცია უკლებლივ შეასრუ
...
Read More
|
დამიტირებენ სამარადჟამოდ ანგელოზები... და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები... გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები ატირდებიან... ირგვლივ მდგარი მუხის ხეები... შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს... შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს... ეს სიყვარული... მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალებს... როცა ცოცხალი დავდიოდი ჯერ კიდევ ქვეყნად... შენ სხვა არჩიე მთელი ცხოვრება ეული მერქვა... ახლა ტყუილად ნუ დამტირი... გაფიცებ ყველას!!! ნუ გამაყოლებ საიქიოს სიცრუის წყევლას... მე ამასვენებს მგლების საძმო სასაფლაოზე... და ჩაეშვება სიკვდილის მზე სასაკლაოზე... შენ დაეშვები მოწყენილი შენს თბილ საწოლზე... ხოლო მე კი ვასვენივარ... სასაფლაოზე.........!!!
|
ყველაფერი გაქრა, როგორც მოჩვენება ღამის... შორით მოჩანს თეთრი სივრცე და წარსულში მიხმობს ეს, ძვირფასო, ტყუილია, არ დამტოვებს დარდი ჩემი სულის მიტოვებას სიკვდილიც არ ფიქრობს... მე ხომ უკვე გამოვცადე მოლოდინი ტრფობის ვეღარ მოვალ ვერასოდეს, თუნდაც დამელოდო ხარბად შევსვი საწამლავი, წყურვილისთვის მგონი თუ გსურს მზად ვარ გისაჩუქრო, ჩემში რაც კი მოგწონს... მე არ ვნანობ განშორებას შენს უმანკო სულთან მხოლოდ ვწუხვარ, რომ სიკვდილმა არ გამიღო კარი მერე რატომ? შენ ხომ გწამდა, მე სიცოცხლე მსურდა მაშ, რა მოხდა?! რად გავწირე ჩემი საფიცარი?!... იქნებ, ფიქრობ სახატეში სანთლები არ მეყო იქნებ დარდობ, ასე დიდხანს მოგაბეზრე თავი არა, კარგო, სალოცავი სანთლები კვლავ მენთო მხოლოდ შემხვდა სიბოროტე, ჩუმი, შემზარავი... არ მეგონა გამწირავდა, მას მივანდე თავი არ მეგონა დამახრჩობდა მისი მწუხრი თვალთა იგი შემხვდა გზაში შემხვდა და გამომდო მკლავი წამიყვანა და ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა... შემებრალა!!! მის სიბრალულს შეეწირე მსხვერპლად თუ ზვარაკად შეიწირა იგი ღმერთმა სხვისვის არაფერი არ მადარდებს, მე ეს ბედი მდევდა ო, დაბრუნდი! ო, დაბრუნდი! მე უშენოდ მიმძიმს... ახლა მოდი, გევედრები... ნუ დამტოვებ მარტო... სურვილი მაქვს შემიბრალო და უკვდავ სულს გავდე მაგრამ არა! მე ამ ქვეყნად მხოლოდ სიკვდილს ვნატრობ...<
...
Read More
|
თათა იდგა ქუჩაში და ტიროდა, კანკალებდა. . . მას სციოდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გარეთაც ციოდა. . .ტემპერატურა 35 გრადუსი იყო. თათას კი სციოდა. რატომ? იმიტომ რომ მის ფეხებთან სანდროს-თავისი შეყვარებულის ცხედარი ესვენა და ვერაფერს შველოდა. . . სანდროს და თათას ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთ კლასში. უნივერსიტეტშიც ერთად-იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარეს. ისინი პირველ კუსზე იყვნენ. . .და ცხოვრობდნენ ბედნიერად სანამ გუკა გამოჩნდებოდა. გუკაც თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ იგი მეორე კურსის სტუდენტი იყო. როდესაც მან თათა პირველად დაინახა, მაშინვე აინთო მის გულში სიყვარულის ცეცხლი. მან გაარკვია თათას შესახებ ყველაფერი. ისიც კი რომ სანდროს და თათას ერთმანეთი უყვარდათ და ერთ დGესაც გაიფიქრა: -რადაც არ უნდა დამიჯდეს, ეს გოგო ჩემი გახდება!!! გუკას ხალხი იცნობდა როგორც საყვარელ, მშვიდ და წყნარ ბიჭს და ვინ იფიქრებდა რომ. . .მის უკან იმალებოდა საშიში, ვერაგი დამნაშავე, რომელიც არავის დაინდობდა. ერთ დGეს ჩვეულებისამებრ, როდესაც ლექციები დამთავრდა, სანდრო და თათა ნელი ნაბიჯით წავიდნენ თათას სახლისკენ. იცინოდნენ, მხიარულ ხასიათზე იყვნენ. . . თუმცა ან ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ყოფილიყვნენ, მათ ხომ ჯერ არაფერი იცოდნენ გუკას შესახებ. -სანდროო. -ბატონო -რაGაც ძაან ცხელა.ნაყინი ხომ არ გვეჭამა? -ისე მართლა. წ
...
Read More
|
_ნახე გათენდა _ჰო, მგონი როგორც იქნა უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო _დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ. _ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . . _ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ. _ჰმ! დიდი ბედნიერებაა _ჩუ, მგონი მოდიან _აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა? _კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი. _მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე. _ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა. _ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ. _ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს _შენ რატომ კანკალებ? _არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო. _ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები. _მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს! _ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . . _გვისმინე ღმერთო, ამინ!
...
Read More
|
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველ
...
Read More
|
და იმღამითვე მაგ ქართა ქროლვას, მე მივყვებოდი როგორც ფოთოლი, ყურს მივუგდებდი მნათობთა როკვას, მეპარებოდა სული ობოლი
მიმაქროლებდა ქარი ნარნარა, მრისხანე, კაეშნიანი, წყალივით ქარი ანკარა, ნაზი და ალერსიანი
შიგ შუაგულში მე ვფრინავ ლაღად, მივქრივარ როგორც სიზმარი ღამის, თვალდახუჭული მეგონა მარად მე ვიქნებითქო თანმხლები ქარის
მარადისობის ბურუსში მყოფმა, მე, რომ ვიგრძენი ცვლილება ჟამის, სწორედ იმავწამს ინება ქარმა, შეწყვეტა, დაყრა, ხმლისა და ფარის
ჩემი შიში და ცვლილება ქარის როგორც ცვლილება დღისა და ღამის, ერთმანეთს ცვლიდა ვით ფაზა მთვარის მე მეშინოდა, ჩადგომა ქარის
ესე უეცრად შევწყვიტე ფრენა, არა, ეს იყო შეწყვეტა წინსვლის, ესე ჩემ გულმა დაიწყო ღელვა არ შეცვლილიყო წიაღი სიზმრის.
ჰაერს მივენდე, შევერთდით თითქოს, მის ზედაპირზე ლივლივი ვიწყე, წინა და უკან სვლა ვცადე ვითომ მხოლოდ ლივლივი შემეძლო თურმე
სიო მიმოქრის ლაღი და ნაზი, ირგვლივ არ იყო სევდა და ბრაზი თითქოს არ იყო სიცოცხლის ხაზი სიზმარს მოესხა ნაყოფი საღი
ლალისფერი ვარდ-ყვავილი სმარაგდისფერ ბალახს სადად, დაჰფენია ვით ასკილი ფოთოლმრავალ მწვანე ბუჩქნარს
მნათობსავით უხვად ფანტავს ცეცხლისფრიან ნათელ სხივებს ცის კამარა ზედვე სახავს მახლობელი ცთომილთ ფიქრებს
უხილავი, მზის დარები შარავანდი თავზე ადგა ყოველივე მიწიერი ცისქვეშეთში მუხლზე დ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 12 სტუმარი: 12 მომხმარებელი: 0 |
|
|