-რა არის ოცნება? -რეალობიდან გაქცევა -მხოლოდ ეს? -აბა სხვა რა ფასი აქვს.ოცნება დროის კარგვაა, ოცბენბობენ ისინი ვისაც საქმე არ აქვთ... - თვალები დახუჭე... წარმოსახვაში გაჩნდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები,ცისარტყელა,ყველაფერი ის რაც სიამოვნებას განიჭებს. აქ შენი სამყაროა,ყველაფერი კარგი რაც მოხდა და რაც გინდა მოხდეს..... ნამინან ბალახზე ფეხშიშველი გაივლი..... ვარსკვლავებს მოწყვეტ..... ცისარტყელაში გაძვრები... მზეს შეეხები... ოღონდ თვალები დახუჭე და შეძლებ ყველაფერს.... - მერე ხომ ყველაფერი გაქრება... - არა ეს ყველაფერი შენში დარჩება, ცოტა ხნით გადმოხვალ რეალობაში,მაგრამ როცა კი თვალებს დახუჭავ მაშინვე იქ დაბრუნდები ოღონდ ერთხელ მოინდომე...გულს მოუსმინე -ვინ გითხრა რომ გულს უნდა ენდოო? -შენ გულის არ გწამს? მის მუსიკას მოუსმინე და მიხვდები... - რა მუსიკაა ეგ? - აი ის მუსიკააა...ჩვენსავე სხეულებიდან რომ ამოდის.. ყველას სხვადასხვანაირი მუსიკა აქვს...ბაგ ბუგ ბაგ ბუგ- გულს უამრავი მელოდია აქვს.. და ყველაზე ლამაზი აი ის.. უსიტყვო მუსიკაა, ხელს რომ სხვის ხელს ჩაჰკიდებ, ამ დროს მღერის გული,როცა მეორე ადამიანს ელაპარაკები აი ამ დროს ... ესააა მუსიკა .. გულიდან ამოსული მუსიკა... -მერე სად მიგვიყვანს ეგ მუსიკა? - ჭესშმარიტებასთან.........