♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 21


წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების,
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Janosik. Prawdziwa historia
2 სთ 20 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, საომარი პოსტერები
 გამოშვება: 06 სექტემბერი 2009
რეჟისორი: აგნეჟკა ჰოლანდი
სტუდია: ეფლ ფილმ პროდაქშენი
როლებში: მიხალ ჟებროვსკი, მაია ოსტაშევსკა, კატარზინა ჰერმანი, დანუტა შაფლარსკაია, ტატიანა პაუხოფოვა, სარა ზოი კენერი, ივან მარტინკა, ვასლავ ჟირასეკი, კასია ადამიკი
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 404.46 MB



ფილმის მიმოხილვა
ახალგაზრდა მთიელი იურაი იანოშიკი, რაკოცის ამბოხებულთა არმიის ჯარისკაცი, ერთ-ერთი შეტაკების დროს ტყვედ ჩავარდება და იმპერატორის არმიაში აღმოჩნდება. თავის სამსახურს იწყებს ციხე-სიმაგრეში, სადაც ყაჩაღების სახელგანთქმული მეთარუი ტომაშ უგორჩიკია დაპატიმრებული. იანოშიკი ტომაშს გაქცევაში დაეხმარება, ის კი მადლიერების ნიშნად იანოშიკის მამას აძლევს ფულს, შვილის არმიიდან გამოსასყიდად. სახლშ დაბრუნებული საინტერესო იანო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მეგობრობის 10 მცნება


1.ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ. . .

2.ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ. . .

3.თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან, იმის მაგივრად რომ მეც მათთან ერთად გადავხტე, ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ . . .

4.ჩაიხუტე შენი მეგობარი ძლიერ . . .

5.მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში. . .

6.ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი. . .

7.ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ. . .

8.მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება . .

9.მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება . .

10.თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე. . .



****
ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ,ყველა გისმენს როცა ამბობ, საუკეტესო მეგობარს კი ესმის რატომ სდუმხარ....




****
მეგობარი არის ის, ვისაც ესმის შენი სულის სი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1403 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში ’’(კონსტანტინე გამსახურდია)
,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს’’(გურამ დოჩანაშვილი)
,,ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.’’(მარკესი)
,,ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.’’(ლევ ტოლსტოი)

,,მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი’’(სტენდალი)
,,შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს’’(მოლიერი)
,,ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომებს ვპატიობთ,რომელთაც თავად ვუშვებთ ცხოვრებაში’’(ჯოვანი ბოკაჩო)
,,ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა’’(ონორე დე ბალზაკი)
,,იცოცხლო ,ნიშნავს გრძნობდე და აზროვნებდე, იტანჯო და ისიამოვნო, სხვა ცხოვრება ეს უკვე სიკვდილია(მანი)
,,სიკვდილის არ მეშინია მე ო,არა საერთოდ გაქრობის მეშინია”(ლერმონტოვი)
,,ფანტაზია ჩვენი ფსიქიკის კიდევ ერტი ნაწილია”(ადლერი)
,,ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით’’(ტიმ ლივიუსი)
,,პოეზია სულის მუსიკაა’’(ვოლტერი)
,,ცხოვრების მიზანი თვითრეალიზაციაა,მთელი სისრუილით გამოხათო საკუთარი არსი,აი რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ’’(ოსკარ უაილდი)
... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1453 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა... პასუხი გავეცი და ... ბედნიერი ვარ... რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავ სიცოცხლეს... იმ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა გვარგუნა... მე ვერ ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან,მეგობრებთან ერთად... იმ ადამიანებს ვერ გავიცნობდი,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ... რომ გავქრე?!... მშობლებს გული დასწყდებათ... დაქალები დაღონდებიან... ბევრს ეწყინება ჩემი ღიმილის გაქრობა... ვის რა დააკლდება?!... მე დავაკლდები ყველას და ..... მე დამაკლდებიან ისინი... არაფერი კი არა ... ყველაფერი!... ამ ადამიანების გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე მათ ბედნიერ სახეებს... მათ ღიმილს... მათ ცრემლსაც კი.... მათ!...
მარტო ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვის როგორი სიყვარული შეუძლია.

მზარეულს - ცხელი,
მეხანძრეს - ცეცხლოვანი,
ფოტოგრაფს - მომენტალური,
კონდიტერს - ტკბილი,
ადვოკატს - ხატოვანი.
ბუღალტერს -ანგარიშიანი,
მოსამართლეს -გადამწყვეტი,
მეფეს -დიდებული,
მუსიკოს - თავდავიწყწბული,
პოეტს - ამაღლებული,
მწერალს - ვრცელი,
გლეხს - ხელგაშლილი, უხვი,
ჩვენისთანა სულელს კი ხანდრძლივი და მაგარი..




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,

ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ

ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის

და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...

ეს გაზაფხული იის კონებით

შემოფრინდება, სულს გაახარებს

და დაზაფრული მის მობრძანებით

ზამთარი აღებს სუყველა კარებს,

ეს გაზაფხული სითბო პირველი,

სიცოცხლის სხივის თვალის გახელა,

პირველი ნერგი, ცეცხლი დამწველი,

უსათუთესი გრძნობის გამხელა...

ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,

ყველაზე ნაღდი გაზაფხულია,

მდინარეები დუღს და გადმოდუღს,

თეთრი ტყემლები ფერხულს უვლიან

ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,

ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ,

ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის

და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოდის და მიდის გაზაფხული,
მოდის და მიდის...
და არასოდეს გვეკითხება _
საით წავიდეს,
თვალს ვერ შეასწრებ,
ვიწრო ქუჩით გაიპარება,
ტყემალი როცა
დროზე ადრე დაიყვავილებს...
ეჰა, შესდექი, გაზაფხულო,
ყური მათხოვე,
ჯერ შენი წილი ყვავილობა
ჩასავლელია,
დარჩი და სულში ალუბლები
შემომათოვე...
და ნუღარ მეტყვი,
ყვავილები რა სათქმელია...
დაგიმახსოვრებ
ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს,
ისე გელოდი...
უკვე კარი გამომიხურე...
მე შენი გზები ვერ ვისწავლე,
ჰოდა, სარკმელთან
ვზივარ და როცა იპარები,
ჩუმად გიყურებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1742 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ღამით გათანგული და გაბრუებული
გამოვალ უქუდო ფაფარგაჩეჩილი,
ამეკვიატება რაღაც უნებური
ფიქრი და ვიცი რომ არ ვარ შეშლილი.

ვიცი და ვაითუ ეს აკვიატება
სიცოცხლემოცარულ მხატვართა ხვედრია,
ვაითუ მოძველდა,რაც მედიადება
და გზები ხელახლა გადასახედია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 944 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი -
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და -

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.

ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ,
ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე
სახე გიბრწყინავს, ხარ ბედნიერი
ისიც გავიგე რომ გიფიქრია
ოჯახის შექმნა კანონიერი
დღეს მე თვალები ცრემლით მევსება
გული ვერ იტევს ამდენ სინანულს
სულ დაიფერფლა და სადღაც გაქრა
ბოლო მოეღო ამ ჩემს სიყვარულს
ქუჩაში გნახავ თვალს აგარიდებ
შენ არ გეგონოს ჯავრი ვიყარო
არა უბრალოდ ვშიშობ
მეორედ არ შეგიყვარო
მე უკვე ვიცი და კიდეც მჯერა
რომ აღარა ხარ ჩემი მნახველი
მაგრამ მას გთხოვ ყველაზე მეტად
შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი
როცა პატარა გზაში შემხვდება
შავი თვალებით უმალვე ვიცნობ
შუბლზე ვაკოცებ და ასე ვეტყვი
შენს დედიკოზე მე დღესაც ვფიქრობ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
მორცხვად ვემალები ცოდვებს,
თვალებ დახუჭული, დამხობილი,
ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.

ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.

მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვითბობ.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
ცრემლი იღვენთება თითქოს,
ეს ხომ დედა არის, მარიამი,
ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.

წმინდა ანგელოზთა სამკაულში
ჩემი ანგელოზიც ვნახე,
ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,
ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.

და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა
ხელზე მომიჭირა ხელი,
და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი
მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზამთრის უმთვარო ღამეში
ცრემლი მოსწყდება ტირიფს.
სადღაც შორს ბედის სანთელი
კელაპტარობს და იწვის.

იქვე ქალი ზის ეულად,
სულმოუთქმელად ტირის.
ეშმაკსაც აატირებდა
უბედურება მისი.

გრიგალსაც გაუღვიძია,
უმისამართოდ მიჰქრის.
თოვლის უმანკო ფიფქები
სიბინძურისკენ ილტვის...

ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება,
დაუოკებლად იბრძვის.
გედის სიმღერას ბანს აძლევს
ძაღლის ყმუილი ძილში.

მთის წვერზე ერთი ქოხი დგას.
შიგ დედაბერი იცდის...
შვლის ნუკრს კი გზა აბნევია...
მთაზე ჩამოწვა ნისლი.

ვაჟკაცი გულგატეხილი
სატრფოს ეხვევა ფიქრში...
რას ვიზამთ, მიჯნურის გული
ასეთ ამინდშიც იწვის...

ისევ ცრემლები ტკივილის,
ისევ წვეთები წვიმის...
ზამთრის უმთვარო ღამეში
ცრემლი კვლავ სწყდება ტირიფს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შოპენჰაუერის გამონათქვამები



●ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.


●ცხოვრება ბიზნესია,რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.


●ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.


●სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.


●იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.


●ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოვ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1889 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამები


ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.


ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.


ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია.


არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.


ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის.რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე,წრთვნა ზნე-ხასიათის ზრდაა,გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა,სულიერის ბუნებისა,ანუ,უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 13469 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რჩევები მათთვის, ვინც საცოლის ოჯახის გასაცნობად ემზადება



მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებით, ამიტომ, ბუნებრივია, დაძაბული ხართ და ღელავთ. ამის გამო შესაძლოა შეცდომებიც კი დაუშვათ, ამიტომ გთავაზობთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რის გაკეთება შეიძლება და რისი არა საცოლის მშობლებთან შეხვედრისას.

* ჩაიცვით გარემოების შესაბამისად. როგორც ამბობენ, პირველი შეხვედრისას ადამიანი სამოსით ფასდება. თანაც თქვენი მომავალი ნათესავებისთვის ნამდვილად არ იქნება სულერთი, როგორ გამოიყურება მათი მომავალი სიძე, ამიტომ თქვენი გარდერობიდან შეარჩიეთ ელეგანტური კოსტიუმი, შეუხამეთ პერანგი და ფეხსაცმელი. თუ თავადაც კმაყოფილი იქნებით საკუთარი გარეგნობით, ეს თავდაჯერებასა და მომხიბლაობასაც შეგმატებთ. 

* მოემზადეთ შეხვედრისათვის, შეისწავლეთ თქვენი მომავალი ნათესავები. რა მოსწონთ მათ, რა არ მოსწონთ? როგორია მათი პოლიტიკური შეხედულებები?Pპირველივე შეხვედრაზე პოლემიკაში ნუ ჩაებმებით, თუ მათ აზრს არ ეთანხმებით, უმჯობესია, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ და კამათს თავი აარიდოთ.
* იყავით ყურად ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნიკ ჯონასი ლოს-ანჯელესში

.............................................................................
20 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1234 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კიმ კარდაშიანი მაიამიში ისვენებს

20
 მარტს კიმ კარდაშიანი და კორტნი კარდაშიანი
(Kim and Kourtney Kardashian) 
პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს როდესაც ისინი იახტაზე "ზაგარს"იღებდა.ისინი იმყოფებიან მაიამი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2481 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კალიფორნიის შტატის სასამართლო განიხილავს აწ გარდაცვლილ Playboy -ს ლეგენდარული მოდელის ანა ნიკოლ სმიტის გოგონას დენიელინ მემკვიდრეობას, რომელიც რამოდენიმე მილიონს შეადგენს!

ანა ნიკოლის სმიტმა მრავალი მილიონი მიიღო მემკვიდრეობით, როდესაც მისი მეუღლე ჯეი ჰოვარდ მარშალი გარდაიცვალა (1995). თუმცა მილიონების მისაღებად ქალს მრავალი სასამართლო მსჯელობის გავლა მოუწია. ანა ნიკოლ დარჩა
მას შემდეგ რაც მისი მთავარი კონკურენტი ჰოვარდის უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა 2006 წელს

საბოლოოდ $300 მილიონი ანა ნიკოლს ერგო და Playboy - ს მოდელმა მისი ანდერძი შეცვალა 2001 წელს, როდესაც გოგონა დანიელინი შეეძინა. წინა ანდერძში ანა მთელი თავისი ქონების განმკარგავად მის ვაჟს დენიელს მოიხსენიებდა მეორე შვილის დაბადების შემდეგ რამოდენიმე დღეში კი შვილებს თანაბრად გადაუნაწილა ქონება. თუმცა მოხდა უბედურება და სულ რამოდენიმე დღეში, როდესაც ანა კიკოლი ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში იწვა მისი ვაჟი დენიელი გარდაიცვალა! ამგვარად მთელი ქონება პატარა გოგონაზე გადავიდა
2007 წლის 8 თებერვალს ანა ნიკოლ სმიტი გარდაცვლილი ი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2599 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Jessica Alba


..........................................
ტოვებს Caffe Luxxe-ს
Brentwood ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Norah Jones


ნორა ჯოუნსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯიტჰალი ნორა ჯოუნს შანკარი
დაიბადა 30 მარტი, 1979
წარმოშობის ადგილი აშშ, ნიუ-იორკი
ჟანრი/ები ფოლკი
სოული
ჯაზი
ქანთრი
პოპი
საქმიანობა/ები მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტი/ები ვოკალი
პიანინო/კლავიში
გიტარა
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლი/ები Blue Note (2002–დღემდე)
ვებგვერდი norahjones.com


ნორა ჯოუნსი (ინგლ. Norah Jones) (დაბადების სახელი ჯიტჰალი ნორა ჯოუნს შანკარი; ინგლ. Geethali Norah Jones Shankar) (დ. 30 მარტი, 1979 ბრუკლინი, ნიუ-იორკი) ამერიკელი მომ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1512 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

doutzen kroes


..................................................
amfar 
new york 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Wuthering Heights(2009)
2 სთ 22 წთ

ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 18 იანვარი 2009 
სტუდია: მამოთ სქრინი
როლებში: თომ ხარდი, ქევინ მაქნეილი, ბერნ გორმანი, სარა ლანკაშირი, ენდრიუ ლინკოლნი, თომ პეინი

ხარისხი:   

ენა: რუსული(პროფესიონალური)

ზომა ნაწილი 1: 3 966.40 MB

ზომა ნაწილი 2: 4 006.81 MB




ფილმის მიმოხილვა
ეს გოთიკური დრამა, რომელიც არაერთხელ გაცოცხლებულა ეკრანებზე, მოგვითხრობს ოჯახების ერნშოუს და ლინტონების ორი თაობის ცხოვრების ისტორიას, მათი ცხოვრების გზების გადახლართვაზე და ორი შეყვარებულის საბედისწერო წყევლაზე – ჰიტკლიფის და კეტის...


ნაწილი 1

... Read More

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1565 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხანდახან როცა შენზე ფიქრები,
შემმოსავს ფრთებით მე გავფრინდები,
და როცა ისევ მომაგონდები,
ისევ მდის ცრემლი მცარე გოდებით;

ხანდახან როცა ვუყურებ მთვარეს,
გამახსენდები დავხუჭავ თვალებს,
მთვარე მახსენებს იმ ლამაზ დღეს,
შენ რომ შემომხვდი ვარდობისთვეს;

ხანდახან ციდან წამოვა წვიმა,
განვლილი წლების მორცება გლოვა,
გული ბერდება და ქრება ტოლვა,
ის გაზაფხულიც არასდროს მოვა;

ხანდახან როცა ამოდის მზე,
ოცნებაც ისევ შეისხავს ფრთებს
გავხედავ თოვლით დაფარულ მთებს,
და გავიხსენებ გაფრენილ წლებს;


ხადახან მთვარე ანათებს ბნელს,
ხანდახან წვიმა ასველებს დღეს,
ხანდახან მზეც შეიცვლის ფერს,
ხანდახან გზნობებს მეც უწერ ლექს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხრ შენ,არამედ იმიტომ რო ვინ არ მე როცა სჰენს გვერდით ვარ.
2)არცერთი არამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ.
3)მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ აამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,ომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6)არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი რიმილი შეუყვრდეს
7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ,როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიოთ
9)ნუ ტირი იმიტომ,რომ ეს დამთავრდა .გაიღიმე იმიტომ რო ეს იყო.
10)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს
11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვი ვინ ხარ,სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს
13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიყვარს
უაივნო სახლები,
იქ ხომ ჩვენი სიყვარულის სარეცელს ვერასდროს გაამზეურებ..

არც დიდი სივრცე მჭირდება შენთან ერთად,
ჩემს ერთოთახიან გულში ჩამოგიბავ ჰამაკს
და რწევით გაგანებივრებ..არ მიყვარს
მრავალფეროვანი სუფრა,
მე ხომ შემიძლია შემწვარი კარტოფილიც მოგირთო მრავალფეროვნად.
და ალკოჰოლის ნაცვლად, ჩემი 45 გრადუსიანი სიყვარული შემოგატყუოო

არ მიყვარს,
ნაცრისფერი ტანსაცმელი,
ნაცრისფერი გზები,
ნაცრისფერს მხოლოდ შენი თვალის თაღებს ვეტრფი..

არ მიყვარს
არგაწვიმებული დღეები,
უქოლგოდ წვიმაში სიარული..
აღარ მჯერა, რომ ასე გამეზრდება თმები..

არ მიყვარს
ზრდილობის გამო მისალმება
თავაზიანობისთვის გაღიმება..
ალბათ ემოციები მითავდება და ვუფრთხილდები..

არ მიყვარს
მოდაში შემოსული გრძნობები,
ძალათ მოსიყვარულე შეყვარებულები..
ძალით აცეკვებული სხეულები,
სხვის დასანახად, ქმრის კისერზე შემოხვეული ცოლები.
არ მიყვარს კალენდარზე გაწერილი დაგეგმილი ხვალინდელი დღეები!!!

მოუნატრებელი მეგობრები..
მარტივად აწყობილი ურთიერთობები,
უქარბორბალო წყვილები,
ღამეგაუთენებელი უცრემლო გოგოები..

არ მიყვარს
ტაძარში მდგომი,
სხვაზე შეყვარებული,
გაქცევას შეშინებული პატარძლები.

არ მიყვარს არაგულდასაწყვეტი დაკარგული დღეები,
სხვაზე აჭორავებული, საკუთარპირადის არმქონე ქალები
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მომნატრებიხარ!
მომენატრე.. წამით..
დაბორიალობ ჩემს გულში თავგზააბნეული...
პირველი ქუჩის შესახვევში შეუხვიე და შეაღე ძველი რკინის ჭიშკარი..
შესახლდი, პატარა-დიდ ქოხში და აღარ მიდიხარ საიდანაც მოსულხარ..
დამიჭირე, გამკოჭე და გასაქანს არ მაძლევ...
შემაყვარე თავი და თავბრუდამახვიე..
გამითბე ხელები და ამივსე სიხარულის ნაპერწკლებით თვალები...
ამავსე და გამათბე სხივებით..
გამიფერადე დღეები და წამები..
მაჩუქე ბევრი ღიმილი და სითბო..
მიხარია ცხოვრება შენით...
ატმისფერი დილა ხარ...!
ჩემი გულის ცისარტყელისფერი სარტყელი ხარ..!!!
გალაქტიკისხელაზე მიყვარხარ..!!!
მიყვარხარ ასჯერ და ასი ათასჯერ!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1421 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს...
სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ...
სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი...
აღარ მინდა...
თუ ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა....?
ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...
ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...
ხანდახან, მთელი გულით მეცოდება
მიტოვებული "მე"...
ჩუმად, უხმაუროდ შევუღებ კარს
და სიცარიელეს ვუვსებ...
ხანდახან, პატარა ბავშვივით მიყვარდება
ჩემი გაბუტული "მე".
ლამაზ მოგონებებს ვუფრიალებ
თვალწინ სათამაშოებივით...
გაუხარდეს....
ხანდახან, თვალწინ ფეხქვეშ მითელავენ
მოტყუებულ, ნაფურთხებ, ნაცემ "მე"-ს.
გვერდით მივუწვები და
გახეთქილ ტუჩზე შემშრალ სისხლს ვწმენდ...
ხანდახან,
ხელიდან მეცლება...
აღარ მიჩერდება, გამირბის...
და ვერ მოვუარე...
ზემოდან დავცქერი -
მიკვდება "მე"...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ყველა ბერდება ..

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯენიფერ ენისტონი ფილმის გადაღებისას

20 მარტს მსახიობი ჯენიფერ ანისტონი დაააფიქსირეს ფილმ "Just Go With It” გადაღებების დროს.
გადაღება ბევერლი ჰილსის სასტუმროს L’Ermitage-ში მინდინარეობდა.გამომავალი ჯენიფერი,კომიკოსი ადამ სანდლერი(Adam Sandler)და მოდელი ბრუკ დეკერი (Brooklyn Decker) კი ფოტოობიექტივში მოხვდნენ.
ჯენიფერ ანისტონის ახალი ფილმი კი,სადაც ჯერარდ ბატლერი უწევს პარტნიორობას, ამ კვირას გამოვიდა კინოეკრანებზე.მას The Bounty Hunter”("თავებზე მონადირე") ჰქვია. ფილმის შინაარსი კი ასეთია:ფილმის მთავარი გმირი – მილო, ყოფილი პოლიციელი, ამჟამად კი თავებზე მონადირე, რომელიც გაქცეული დამნაშავეების ძებნითაა დაკავებული. ის მიიღებს დავალებას იპოვოს და ციხეში ჩასვას გაქცეული ჟურნალისტი კესსედი..
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1832 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

MAKE A WAVE

MAKE A WAVE-ასე ეწოდება 
DISNEY FRIENDS FOR CHANGE 
მეორე სიმღერას, რომელსაც ჯო ჯონასი და დემი ლოვატო მღერიან!
ეს არის ამ პროექტის მეორე სიმღერა 
SEND IT ON 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1313 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯონასები დაიშალნენ?

სამწუხაროდ ყველასთის ცნობილია, 
რომ ჯგუფი ჯონასები დაიშალა, 
თუმცა არცერთი ძმა კარიერის შეწყვეტას არ აპირებს!!! 
ნიკმა სოლო კარიერა დაიწყო და პირველი ალბომიც გამოუშვა
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პამელა ანდერსონი 18 მარტს

არაორდინალური 
პამელა ანდერსონი 
18  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1853 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 992 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1002 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
ასე
ჩემს ფილტვებში
გაზაფხული დაივლის...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
(აქ ჯერ პატარა ვარ...)
ღამით ქარს მოვუსმენ,
ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ-
რომ იქრიალოს ოთახებში-
რომ აფრიალოს ფარდები,
რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან
წლობით ნაგროვები
და ნაზარდი ქოთნის ყვავილები...
ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს,
ზოგი რომ ვითხოვე,
ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს...
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი...
(აქ უკვე სადღაც შუაში ვარ-
ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა
იქ...)
მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
საყვარელი ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
(აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში
წლები სხივებად მეტყობა)
და მაინც... ისევ ისეთი ვარ-
როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-11-22, 5:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024