♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 13


Blonde Ambition
1 სთ 32 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 21 დეკემბერი 2007
რეჟისორი: სქოთ მარშალი
სტუდია: მილენიუმ ფილმი, პაპა ჯო ფილმსი
როლებში: რეიჩელ ლი კუკი, ლიუქ უილსონი, პენელოპა ენ მილერი, ლარი მილერი, ჯესიკა სიმპსონი, ენდი დიქი, დრიუ ფულერი 


ფილმის მიმოხილვა
ახალგაზრდა გოგო პატარა ქალაქიდან ნიუ–იორკში ჩამოვა თავისი საქმროს სანახავად და სხვა ქალთან წაუსწრებს ლოგინში. თავის ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრას მშობლიურ ქალაქში ის ამჯობინებს მეგაპოლისში დარჩენას და მუშაობას...




DVD - RUS 1 396.92 MB
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1381 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები,
ასე მგონია უსახლკარო ვარ,
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...

ისეთი წვიმაა,
რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს,
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები,
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე

ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული,
წვიმის წვეთები შენზე მიყვება,
მეც შენზე უფრო გადარეული,

ვფიქრობ და ვფიქრო
როდემდე ღმერთო
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა
დაუსრულებლად მენატრებოდე




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მენატრები, სიგიჟემდე მენატრები.
სად გეძებო?!ანდა როგორ დაგიძახო?
ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე,
თვალებს ვხუჭავ,იქნებ სიზმრად მაინც გნახო.
თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები,
სიხარულითგული თითქოსშეშლილია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც...
სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!!
იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით,
ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია,
ცხოვრებაშიდავშორდით და სიზმრად მაინც,
სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1279 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა.
ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს...
როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო... დიახ, მე შენ მთელი გულით მიყვარხარ..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1574 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.

როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს??
დეპრესია..დაწერე?
დავწერე,მაგრამ
რეგრესია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1355 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1612 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფერებმა დაფარეს სამყარო, მე კი უფეროდ ვარ...
გავაშავთეთრებ ცხოვრებას,ფუნჯს მივაყოლებ თვალს,
გონება დამიშლის ოცნებას,შავ ძაძებს ჩავაცმევ ცას!
ფერებმა დაიპყრეს სამყარო მე კი უფეროდ ვარ...
ამ შედევრს ამ ნახატს ნაფერებს დგეს შევცვლი გავუსმევ ხაზს.
დავხატავ, დავხატავ ფერებში-შვიდ ფერად მოვხატავ ცას.
ოცნებას ვერავინ დამიშლის, დავარღვევ ზომას და ზღვარს...
ფერებმა დაფარეს სამყარო, მე კი უფეროდ ვარ...
დავხატავ ჭრელ ფერებს დავხატავ,ოქროსფერ მზესა და ზღვას.
მე შევცვლი ცხოვრებას უბადრუკს, ყველა ფერს ავურევ ტილოზე
დავარღვევ ბუნების კანონებს და მაინც მრავალფრად ითოვებს.
მე ვქმნი და მე ვხატავ ცხოვრებას, ათასფრად მოვხატავ ოცნებას.
ვერასდროს ვერავინ დამიშლის რომ ფუნჯი მოვუსვა თამამად!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დავიკარგები გული მიგრძნობს ფოთოლცვენისას,
ილუზიები გამიფანტავს გონებას ბოლოს,
სიტყვა მომეცით! ჩენი თავი მინდა დავიცვა!
ამ განკიცხვისგან , დაუნდობლად გულში , რომ მონობს.

დავიკარგები ,გული მიგრძნობს სავსე მთვარისას,
გავბატონდები უგზო უკვლოდ ჩემს თავში მხოლოდ,
მათხოვარივით გავიწოდებ ხელს მე გავლისას,
იქნებ ეს არის, ჩემი ბედის ნატვრული ბოლო?!

დამალევინეთ! კიდევ ბევრი მინდა დავისხა!
რომ ლხინში ვპოვი ჩემი თავი ბოლოს და ბოლოს,
ცარიელ ოთახს გადავხედავ მხოლოდ გასვლისას,
სარკის წინ მდგარი შევყურებ თითქოს გაცრეცილ ფოტოს...

დავიკარგები, რადგან ვიცი, არვინ წამიყვანს,
მე ღმერთს შევფიცავ არაერთხელ ნაფიცარ გოგოს,
მაგრამ ვაი, რომ ისევ ისე ღვინოს დავისხავ,
რომ სიმთვრალეში ჩემი თავის აზრი მე ვპოვო...

დავიარები...გული მიგრძნობს ბედიც გამწირავს,
დღეს ღამეც თითქოს ლამაზია, როგორც არასდროს,
სიტყვა მომეცით! ჩემი თავი მინდა დავიცვა !
ამ ქვეყნად ზოგი, ბატონია, ზოგი კი მონობს!..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...იცი რა მინდა? იცი რა მინდა?
იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....
მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი...
არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო...
მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად...




... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>






უკვე ზარია და ვღელავ თითქოს.
გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ.
და ცხოველების სუნი და სითბო
მძიმე ხელივით მომისვა პირზე
ცირკის არენამ.

გულს კი საყურე
უცვნია შენი და მეც მანიშნებს.
და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს
კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.

აი, მუსიკაც!
ვისთან ხარ ნეტავ...
ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა,
თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს
და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან.

არაფერს ფასი არა აქვს ისე
თუ არ დამალა შიში კლოუნმა.
და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს,
ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.

მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი,
თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი.
მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა,
დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი.

დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული,
დაუფიქრებლად მივქროდი ასე.
და ცა მიმქონდა, როგორც რვეული,
ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.

სურვილი იყო ჩემი ბატონი.
მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა
ჩემი სურვილი... და საათობით
ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან.

შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება
მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ,
და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა,
ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში.

მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს
და უშენობით ყელამდე სავსე,
ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს
და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე

ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის
მოახლოებას ვგრძნობდ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საღამო იყო, ციოდა. . . სახლში მარტო ვიყავი ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მგონი სიცხეც მქონდა, ცოტა ხანში მოვიდა ალეკო. ჩვენ უაზროდ ვიჯექით და ვლაპარაკობდით. მალე ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი:
-გისმენთ?!
-დათოს სთხოვეთ?
-დათო ვარ გისმენთ. . .
-იცი რა? არ ვიცი როგორ დავიწყო, მე თქვენთვის უცნობი ვარ და მე თქვენი გაცნობა მინდა.
მე ტელეფონზე გოგონას არ ვეცნობოდი, მაგრამ იმ დღეს არ ვიცი რა დამემართა, გავიცანი სახელად მარი. მარი 16 წლის იყო. მე კი 23-ის. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და მე და მარი ერთმანეთს კვლავ ტელეფონით ვიცნობდით. ვეხვეწებოდი შეხვედრას, ბევრჯერ დავუნიშნე პაემანი, მაგრამ სულ მატყუებდა და არ მხვდებოდა. ერთხელაც ვეღარ, მოვითმინე და ვუთხარი თუ არ შემხვდებოდა, აღარ დაველაპარაკებოდი ტელეფონზე. ისიც დამთანხმდა. მარი შავგვრემანი და ცისფერ თვალება იყო. აი, ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული. მე ძალიან შემიყვარდა მარი, მასაც ვუყვარდი. ჩვენ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ ერთ დღესაც, როცა მე სახლიდან ვიყავი გასული დარეკა მარიმ, სახლში ჩემი მამიდაშვილი მაკა და ალეკო იყვნენ. ყურმილი მაკამ აიგო.
-გისმენთ?!
-დათოს სთხოვეთ?
-დათო გასულია, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე მარი ვარ, გადაეცით, რომ დავრეკე.
-იცით რა მარი? მე დათოს მეუღლე ვარ და არ მომწონს აქ, რომ რეკავ. . .
-მე. . . იცით. . . მე. . .
მაკამ გათიშა. სახლში, რომ მივედი ალეკომ ყველაფერი მიამბო. მე მაშჰინ მარის დავურეკე.
-მარი დათო ვარ, ძალიან გთხოვ არ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1002 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი,
ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
შემორჩენილი კვდება ფერები......
თოვს!
და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
თოვლი მოსულა,შენფერად მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
მახსოვს შენც მოხველ,
მაგრამ არ მახსოვს,
თორმეტ საათზე,თუ ცოტა გვიან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1856 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიგონებ წარსულს გამეს მტვარიანს მგიმარე გოგოს მოკლე კაბიანს სისველი მკერდი ცისფერი ტვალი და ეტყობოდა რომ იყო მტვრალი მივედი ახლოს მან გამიგიმა სახელი ვტხოვე ის კი ატირდა გოგონამ უცებ იცვალა ფერი და მიპასუხა რომ ქვია მერი ცრემლის მიზეზი არ დამიმალა და ეკლესია ტან მიმასცავლა იქ არის ცჰემი დზვირფასი საქმრო დგეს ის ჯვარს იცერს ვერც ვხვდები რატო მე ვიყავ მისი სატრფო ერტგული ცემტან რა უნდა მე რას მენდურის ტუმცა სწორი ხარ დზვირფასო საქმრო მსობელმა დედამ დამგუპა ხალხო უცებ გიმილმა გამომაფხიზლა გოგონამ ტვალზე ცრემლი სჰეისჰრო იდზგერა გულმა სისხლის ნაკადმა და გულ წასული იქვე დავარდა ასეტი იყო ეს მოგონება და მე კალამს გაუსჰვი ხელი ნეტავ სად არის ან სად მარხია ის დატანჯული ლამაზი მერი.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პატარა გოგოს ცრემლები სანთელივით წვეთავდა,წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალობდა მარტო . . . ქუხდა, საშინლად წვიმდა,ასეთივე გრძნობა ქონდა გოგონას გულში . . . ფიქრობდა,ელოდა . . . არ ჩანდა,ტირილში ან იქნებ სიკვდილში იყო გამოსავალი . . .არ შევაწუხებ არც ცრემლს ვანახებ. . .მიმატოვა, მიმაგდო,მაგრამ მე მტკივა. . . ძლიერ,საშინლად გაუჩერებლად . . .ვტირი . . . და მცივა. . .წვიმის წვეთები მეცემა ჭრილობაზე და უფრო და უფრო ვგრძნობ ტკივილს . . .ყველაფერი შავია, ვარდისფერი გაიფანტა უსასრულობაში . . . ხოხვით შევიდა გოგონა ეკლესიაში განადგურებული სთხოვდა უფალს იგი დაებრუნებინა. . .მაგრამ მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო...ამიტომ გადაწყვიტა თავად წასულიყო მასთან.... სამი სანთელი აანთო,სამივე მას დაუნთო, მის სახელზე როგორც ყოველთვიის უკანასკნელად. .
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1016 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



... წამებით კვდებოდა წამების ისარი, წრეზე ბრუნვაში თავბრუ ეხვეოდა, სამოცი ნაბიჯის შემდეგ ცხოვრება მეორდებოდა, უკვე აღარავის ესალმებოდა.
... წამების ისარი ბრუნვაში კვდებოდა, დედამიწაც რომ ბრუნავს იმას ვერ ხვდებოდა, ყოველ ახალ წრეზე ცხოვრება ბეზრდებოდა.
... წამებით კვდებოდა წამების ისარი, იგი ხომ არავის ახსენდებოდა!
-რომელი საათია?
-თორმეტის ნახევარი.
-რომელი საათია?
-ხუთ წუთში გახდება ოთხი.
... წამებზე არავინ არაფერს ფიქრობდა და არავის არ სჭირდებოდა.
... წამების ისარი წამებით არ მოკვდა, იგი საათს და ხალხს გაურბოდა, გაიქცა, გაქრა, თითქოს არ ახსოვდათ. საათები გაჩერდნენ, ხალხმა მოიწყინა. ხალხმა და საათმა დაკარგა წამები, ყველასათვის ძვირფასი, ლამაზი წამები.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სახეს ხელები! სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მარტოს ნუ დაგვტოვებ მე და სამყაროს!...
შენი ხელები- უფლისადმი ჩუმი ვედრება,
რომ დრომ და სივრცემ ერთმანეთთან აღარ გაგვყაროს.

ჩემი ბუნება-შენთვის ჩელოს უვერტურა...
და ეს ისაა, რაც ყოველთვის ვიქნები შენთვის...
მე აღარ გკითხავ არასოდეს მოხვალ თუ არა.
შენც შეხვედრაზე, ნურასოდეს ნურაფერს მეტყვი.

ნიავღვარივით მოვარდნილი, შენს სიმფონიებს
დავაბოლოვებ ჩელოს სიმზე ბოლო აკორდით...
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის.

თუ ჩემთვის, ჩემი მიწიერი შვილის სული ხარ...
(შვილი სიკეთის ინსტიქტია ტყეში მტაცებლის)
მოგონებებად ბავშვობიდან გამომყოლიხარ,
არ მაქვს სურვილი უცოდველის ცოდვით დაცემის.

სახეს ხელები!-სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მართლა ხათაბალას არ გადამყარო!...
შენ იტირე და დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით,
ისინი ჩემი სისხლხორცებია...
მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი,
როცა შვილები იხოცებიან!

მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ,
ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი...
ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე,
ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...
არ ვიცი, რა მოსდით...
არ ვიცი, რა ვუყო...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

დღეს,
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ...
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1339 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც დარდი დაგიმარტოვებს
ძნელია თითქოს,
ძნელია,როცა გაყინულ ხელებს
არავინ გითბობს,
ძნელია,როცა მარტო დაა ბიჯებ
მზეში და ქარში
ძნელია როცა არ იყურები
ოცნებით ცაში
როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად
ქარი გეფერება
გული ვეღარ იტევს ამდენ დარდს
და დრო გეფერება,
ძნელია ლოდინი უზომო ლოდინი
ძნელი თითქოს უნდა ელოდო
შენზე კი თურმე......
არავინ ფიქრობს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცრუო ისეთი ადვილია,სიმართლის თქმაა ძნელი
შეცდომის დაშვება ადვილია,აღიარებაა ძნელი,
რაღაცას დამპირდე ადვილია,შესრულებაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,აზრი დაატანო ძნელი,
გული მატკინო ადვილია,მოფერებაა ძნელი,
ჩემი მოსმენა ადვილია,გაგებაა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია,დავიწყებაა ძნელი,
დარდი დამიტოვო ადვილია,ბედნიერი გამხადო ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა?ერთგულებაა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,შერიგებაა ძნელი
ჩემი დაკარგვა ადვილია,შერიგებაა ძნელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია,როცა გიყვარს და
ეს სიყვარული აკრძალულია
როცა ცხოვრობდა
ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და
სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ
გრძნობ როგორ ქრება და
შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ
ძნელია,როცა შეგცვალა დრომ და
შენს გულს არაფერი არ შეუცვლია.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მახსოვს, რომ აღმართს ავყევი ზევით
და თეთრ სარაფანს მირხევდა სიო,
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი
მეჩურჩულება რაღაცა თქვიო...
და მეც დავწერე ლექსი პაწია,
თეთრ სარაფანზე დავწერე ლექსი,
და მაშინ ფაქრმა ცაში ამწია
და რაც დავწერე, მახსოვს, რომ ვერ ვთქვი.
ვერ ვთქვი, რომ აღმართს მივყვები ნელა,
რომ ამ სიმაღლეს მოვყავდი შენსკენ
და გამახსენდა აღარ მიყვარდი...
ალბათ ამიტომ ვეღარ ვწერ ლექსებს.
ისე გაგრძელდა, რომ გამიჭირდა,
დავიღალე და უკან დავბრუნდი...
არც წლებს, არც ძველს, დროს, არა არ მინდა
არა არ მინდა... ბოდიშს არ ვუხდი!
და ახლა დაღმართს მივყვები ქვემით,
მაგრამ სარაფანს არ მირხევს სიო
და ამ სარაფნის სპეტეკი ფერი
მეჩურჩულება რაღაცა თქვიო.

2009 წლის აგვისტო




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,
უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.
თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი_მეპატიება.
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ..

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე.. დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს,
ო, ბაგეო, ლოცვა რისთვის აცხოვლე,
შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო,
მე ვარ შენი სევდიანი საცოლე...

ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს,
ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ.

არ გვჭირდება საქორწილო სუფრა,
თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს,
რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს
და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს.

ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე,
და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს,
შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი,
დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1314 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვლი! მკაცრი და ცივია, მაგრამ სპეტაკი იგი ხომ უმანკოების სიმბოლოა, რომელსაც ცოტა თუ აღიქვამს. განსაკუთრებით საყვარელია პირველი თოვლი მას სიყვარულის თოვლასაც კი უწოდებენ , რადგან პირველი სიყვარულივით ნაზი და უცოდველია, მაგრამ ზოგჯერ იგი ძალიან ხანმოკლეა თავისი სიმორცხვის გამო. ის ხომ ცდილობს ყველასგან არ გამოირჩეოდეს, მაგრამ არ გამოსდის იგი ხომ ამ წაბილწულ მიწაზე ერთადერთია რომლის შეყვარებაც შეიძლება. აი უკვე 19 წელია რაც მოუთმენლად ველი, იმას რომ ამ უმანკო თოვლმა ჩემს გულშიც დაათოვოს, მაგრამ აქამდე ეს მარტო ნატვრად მქონდა გადაქცეული და გულში წყვდიადი სუფევდა, ეხლა კი თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ რადგან გულში პატარა ლამაზი ფიფქები სიამოვნებას მანიჭებენ და ჩემ გულში ათოვენ, ღმერთს კი იმას ვევედრები, რომ ამ ფიფქებმა თოვა არ შეწყვიტონ.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"როცა ცას მართმევ,
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან"

/დავით ყანჩაშვილი/




მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება

მიწაზე მყარად ვარ

ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .

მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება

სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ

და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.

და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .

როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით

მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?

მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.

როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?

არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.

სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .

მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_

როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _

სახლიც იქ მაქვს_

სახლი ცაში არასდროს მქონია
ცაში იმედები მაქვს ხოლმე
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია
როცა თოვლი,მაგისიც


გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.

ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.


შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ მოიკვეთე,ანგელოზო,
შენ ჩემთვის ფრთები,
როგორც არასდროს,ახლა
მწამხარ,ახლა მჭირდები....
დედაო ღვთისა! მომევლინე და გამანათე.
ნუ მოიკვეთე,ანგელოზო, შენ
ჩემთვის ფრთები!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***

რა დიდებული იყო კონცერტი
რა საოცრებად ჟღერდა მუსიკა,
ბახი,ბეთჰოვენ და თვით მოცარტი
სცენაზე თოვდა ფერთა მისტიკა.
ყოველი სიმი,ყოველი ბგერა,
მელანქოლიური სონეტა მთვარის,
ყრუ ბეთჰოვენის ბედზე სიმღერა,
თითქოს არხევდა კლავიშებს ქარი.
და მე ვხვდებოდი,ვუსმენდი თვით ღმერთს,
ზეცით გარდმოსულს აქ ამ სცენაზე,
ვლოცავდი იმ წამს,მე მხოლოდ იმ ერთს,
ვინც მოავლინა სითბო,სინაზე,
შეწყდა აკორდი,დადუმდა ბგერა.
ნელა დაეშვნენ მუქი ფარდები,
წამით დაიწყო ახალი ერა,
ატირდნენ თითქოს თეთრი ვარდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1318 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1271 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოვლი გაქრება გზიდან,
შარას მოიცავს სევდა.
თითქოს
მიღიმის მზიდან
ჩემი ლამაზი დედა.
მოგონებათა ჩრდილში
ლამაზ ოცნებებს ვბედავ
და მეცხადება ზილში
ანგელოზებთან დედა.
ღამენათევი სევდით,
ცრემლშეუმშრალი თვალით
ლოცულობ ხატთან ჩემთვის
უსათნოესი ქალი.
მე მედგე ყველგან ფარად-
ზეცაში დაგებედება
და მეყვარები მარად,
ჩემო მშობელო დედა!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გძინავს?
-არა, არ მძინავს
-როგორ ხარ?
-ბევრს ვფიქრობ.. უაზროდ ბევრს..…
-მერე რა, ფიქრი ყველას არ შეუძლია.. მოგენატრე?
-შენც ხომ იცი ერთადერთი ხარ, ვინც მართლა მენატრება..
-საიდან უნდა ვიცოდე?

-რა ვიცი, თქვენზე ამბობენ, რომ ყველაფერი იცით..
-ჰეჰ.. და შენც გჯერა? იმდენ რამეს ამბობენ და შენ არაფრის გჯეროდა, ეგ რატომ დაიჯერე?
-ალბათ მინდოდა რომ ეგრე ყოფლიყო და იმიტომ...
-ხო, შენც გაიგებ როგორცაა სინამდვილეში.. თვალები გაახილე რა, ასე მგონია გძინავს
-გავახელ თუ დამპირდები, რომ არ წახვალ.. აი გავახილე..
-და ხომ ხედავ რომ ისევ აქ ვარ.. ისევ ისე გიპრიალებს თვალები, თუმცა სხვანაირი ხარ.. უუუხ, როგორ მომენატრე.. შენი სუნთქვა მომენატრა..
- მე კიდევ შენს საფეთქელთან მფეთქავი სიცოცხლის ძარღვი.. და ყელზე კოცნით დათვლილი შენი პულსაცია..

ხო, ეგ მეც მომენატრა.. ამ ბოლო დროს იცი რა მახსენდება? შენი გრილი ხელისგულები.. თუმცა ამ გრილი ხელისგულების მხურვალება ჩემს ცივ ხელებზე და სახის ნაკვთებზე..
-მინდოდა გამეთბო შენი ცივი სახის ნაკვთები.. მინდოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო..
-ასე იყო საჭირო.. ეს რომ არა ახლა შენ ასეთი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ და ცოტა ხნის წინ დამთავრდა დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა არც დამთავრებულიყო)

ცხოვრობდა გოგო ერთი ლამაზი და როგორც ხალხი იძახდა ძალიან საყვარელი იყო. იყო იმიტომ რომ მოკვდა. მოკვდა დარდით და ამ დარდს ერქვა ცალმხრივი სიყვარული. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო ერთი ბიჭისადმი. მოდი მე ამ ისტორიის მოყოლას დავიცყებ იმით თუ როგორ შეხვდნენ.

იყო ზაფხულის ცხელი დილა. გოგოც და ბიჭიც დილით ერთიდაიგივე ადგილას მიდიოდნენე მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
როდესაც გოგომ ის დაინახა გაოცდა მას რაგაც უცნაური გრდნობა ეწვია რომელსაც სიტყვებით ვერ ხწერდა ეს გრძნობა სიყარული იყო. დამთავდა ის დღე და ამ დღის მერე გოგო სულ მასზე ფიქრობდა მისი სახე თვალწინ ედგა მაგრამ სახელის გარდა არაფერი იცოდა. გავიდა თვეები და გოგომ მასზე ყველაფერი გაიგო ისიც კი რომ მას შეყვარებული ყავდა რომელიც თავდავიცყებით უყვარდა. აღმოჩნდა რომ ბიჭის რჩეულს საერთოდ არ უყვარდა ის და ამბობდა ნეტავ საერთოდ არ გაჩენილიყო ამ მსოფლიოზეო.

გოგო იცდიდა იცდიდა და ბოლოს ბიჭს მისი შეყვარებული დაშორდა. გოგომ გაიცნო ბიჭი მაგრამ აღმოჩნდა რომ მას მისი ყოფილი შეყვარებული კიდევ უყვარდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. გოგოს იმედი აგარ ქონდა. ფიქობდა ტიროდა ასე გაიარა ბევრმა წელმა... . ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება, ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი მძიმე და მწუხრისფერი, ოცნება ჩემი სევდანარევი და მარტოობის ობოლი ცრემლი.

ზოგჯერ ისეთი მძიმეა ფიქრი, რომ ჩემი მხრები თრთიან შიშისგან: ვაი-თუ ვინმეს ვაჩუქე ცრემლი, ვაი-თუ ვინმემ ცოდვა იტვირთა. ეს გახსენება მოჰგავს ტირიფებს, მუდამ მტირალს და სახედამალულს, შენი სახელიც ხომ სადღაც სულში მიმალულა და არ აჩენს სხეულს. ო, ზოგჯერ ისე მძიმეა ფიქრი, რომ მარტოობა განვაგდო მინდა, მაგრამ ვერ ვშველი სულის ტკივილებს დაუყუჩებელს და სევდით მტირალს.

გარეთ ქარია, სიცივისაგან მობუზული ხეების ტოტებს ერთმანეთს აწნავს და დედამიწაზე აქეთ-იქით ფანტავს.
გარეთ ქარია . . .

და როგორც ყოველთვის ჩემს სულშიც ქარიშხალივით იჭრება შენი დანახვის სურვილი მარტოობის და ტკივილის მოსასხამში გახვეული.

შენ აქ ხარ, შენ ჩემში ხარ, შენ ჩემი ფიქრის ყოველი სიმი ხარ, მე შენზე მოგონებებით ავაგე სიყვარულის თეთრი ტაძარი და მუხლმოყრილი ვჩურჩულებ:

მე შენ მიყვარხარ!

გარეთ კი ქარია, ეს ქარი ალბათ შენი ფანჯრის მინებსაც აწვალებს. მე მას გამოვატანე ლამაზი ოცნება, შენ კი დარაბები მჭიდროდ დახურე და არ მიიღე სული ჩემი, ქარად ქცეული.
შენ ალბათ არ იცი, რომ ეს მე ვარ და რომ იცოდე, ნეტავი თუ გააღებდი შენი სახლის ფანჯრი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ათიანში მოხვედრა
Starter for Ten
1 სთ 32 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 13 სექტემბერი 2006
რეჟისორი: თომ ვონი
სტუდია: ჰბო ფილმსი, ფლეითონი, ბიბისი ფილმსი, ნილ სთრით პროდაქშენსი, საიონ ფილმს ლიმიტედი
როლებში: ჯეიმს მაკევოი, რასმუს ხორდაიკერი, დომინიკ კუპერი, ქატრინ ტეიტი
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესონალური)
ზომა: 690.34 MB


ფილმის მიმოხილვა
ბრაიანი ბრისტოლის უნივესრისტეტში ჩააბარებს. პირველ დროს ის დიდი მონდომებით იწყებს მეცნიერების შესწავლას. მაგრამ მალევე მღელვარე ახალგაზრდული ცხოვრება ბრაიანს ჩაითრევს მთლიანად...
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე!...
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარ-დი!


.........................................................................................


მეშინია…

იცი როგორ მეშინია?
საკუთარი თავის მეშინია… მცივა…
ეხლა ვიგრძენი, რომ თურმე, ძალიან ცივა…
სიცივემ ტანში დამია ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე, რომ შემეძლოს გავუძლო ღალატს
და პატიება შემეძლოს მისი,
მე მეოცნებე ჩანაფიქრს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი.
მე, რომ ვიცოდე რა ხდება, როცა
იწვიმებს სულში და ვტირი თითქოს,
მე, რომ ვიცოდე, რომ ვიგაც მოვა
და მის სიყვარულს სასწრაფოდ ვოთხოვ.
მაგრამ არ ვიცი ნეტავ ვიცოდე
ნეტავ, ვიცოდე სულში რა ხდება,
რა ხდება სულში,როცა წვიმაა
და სულში სევდათ გაელვარდება,
იელვებს ისე,როგორც იქუხა
განიცდის ისე,როგორც წვიმის დროს
დასველდა სული და განიკურნა
და თითქოს ახლა თავიდან ითხოვს.
ნეტავ, შემეძლოს გავუძლო ღალატს,
და პატიება შემეძლოს მისი,
მე კი სევდიან ჩანახატს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი,

2009 წლის ნოემბერი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მაინც რა არის სიყვარული?
იჯდა, ფიქრობდა და დარდობდა
გული სამსწვალებით მოღარული
საკურთხეველზე,რომ მიჰქონდათ.
მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ისეთი შეშლილია
სიყვარულის ყველას ეშინია
გაერთო ისეთი ადვილია
სიყვერული კი ნამდვილია
ამ ქვეყნად ერთი ადგილია
შიგ ქვის სახლები ალაგია
დადიან ხარობენ იცინიან
ჩემში კი ისეთი სიცივეა...
მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ისეთი შეშლილია
შეხედეთ ცრემლები....ცრემლები მომერია
ჰოი თქვე სამყაროს ფერადო გარსებო
ო ბედნიერება , ო ბედნიერება
რომ იგი არსებონს და ერთადერთია
ჩემგვარი ბევრია ასეთი სევდიანია
ასეთი უმიზნო, შეუძლებელია!
შეუძლებელია!ცხოვრება უმისოდ
მას მადლი უფლისა შუბლზე აწრია
იგი მაღალია სხვაგვარი წოდებითი
ის ერთადერთია,ჩემგვარი ბევრია
ის ერთადერთია და მე ვეცოდები
მაგრამ სიყვარული ისეთი შეშლილია
სიყვარულის ყველას ეშინია
მე ...მე კი შევიშალე
მიტომ ვეკრძალები,
მხოლოდ მოგონებეს ვეძალები
ქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები!
იჯდა,დარდობდა და ფიქრობა
ღმერთო კიდე როდიე მოვესწრები
ამგვარ მიახლებას საუფლოსთან?
მალე შეაკვდება ხელი სიმებს
სიკვდილი სიყვარულზე ადვილია
უფალო შემიწყალე!შემიბრალე!
უკანასკნელია...ნამდვილია
ქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1331 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცას კიბე მივადგი, მინდოდა შენთვის, დაბადების დღეზე, ზეციური საჩუქარი ჩამომეტანა. გზად, უხილავად, შენი მფარეველი ანგელოზი შემომხვდა და შენზე მეჩურჩულა. თურმე ისეთი კარგი ხარ,რომ ადვილად გიცავს ფრთებით. შევჩერდი და მფარველი ანგელოზის წინაშე ვილოცე:

ლამაზი ფრთებით დაიფარე მწუხარებისგან,
შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა,
თუ რამ კეთილი გააჩნია, არ დაივიწყო,
ღირსი გახადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა...

........
ცას ადვილად მივაღწიე, მაგრამ შემომაღამდა და საჩუქრებად მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დამხვდა. ყველაფერს ხელი მოვხვიე და წამოგიღე. შენი მფარეველი ანგელოზი წამომეშველა, მაგრამ გზად მთვარე მაინც დამიმძიმდა და უკან დავაბრუნე. მერე თითო კიბეზე თითო დამძიმებულ ვარსკვლავს ვაბრუნებდი. ბოლოს, დედამიწამდე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მსუბუქი, ჩემი ბედის ვარსკვლავი ჩამომყვა და აჰა, შენი იყოს, მიჩუქნია...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 .:: L O V E ::.
ძააან მაგარი სურათებია დაათვალიერეთ და ნახეთ ყველამ მაგრად დაგევასებათთ....
....................



... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1635 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი დედაზე

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 4597 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Mark Salling
მარკ სალინგი


27 წლის ამერიკელი მსახიობი
დაიბადა ტეხასში 1982 წლის 17 აგვისტოს

მიღებული აქვს მონაწილეობა მხოლოდ 3 ფილმში, თუმცა ცნობილია სერიალით Glee,
სადაც მისი ვოკალური მონაცემებიც შესანიშნავად ჩანს ნოა პაკერმენის იგივე პაკის პერსონაჟი

..............................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1741 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Angelina Jolie & Brad Pitt: Quality Time With The Twins


ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის მიჰყავთ თავიანთი 1 წლის ულამაზესი ტყუპები ვივიენი და ნოქსი, Gritti Palace Hotel - ის მოსანახულებლად, ვენეციაში, იტალია, პარასკევს 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1401 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

juliana paes


 juliana paes
30წლის ბრაზილიელი მოდელისა და მსახიობის სტილი
(+ photoshoots)
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1451 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic



jamie archer-33 წლის მომღერალი,რომელიც ცნობილი გახდა ბრიტანული მუსიკალური შოუ the x-factor 2009-ში მონაწილეობით..
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

OSCARS: Bar Refaeli bangs


..............................................................
OSCARS: Bar Refaeli bangs
.............................................................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის ჩუმად იჯდა სახელოსნოში და შეჰყურებდა თავის ნახატებს,
თნ უსასრულოდ იმეორებდა,ღვთის სადიდებლად აღვლენინ ლოცვებს
”მამო ჩვენო” ისმოდა ირგვლივ,მისი სული კი შვებას ვერ გრძნობდა,
ერკინებოდა სიცოცხლე სიკვდილს,ბედისწერა კი ავად დაჰქროდა.
სარკმელში სხივი შემოწრილიყო,მზე უკოცნიდა კაცს ფერმკრთალ ღაწვებს.
მარტო ყველასგან მიტოვებული კაცი კეცავდა ოცნების აფრებს....
ნაზი დუმილით უმზერდა წარსულს,არ სთხოვდა ქვეყნად არაფერს არავის
შიმშილისაგან ღონე მიხდილი,ცეცხლს აპარებდა გაცრეცილ არეს.
ის ჩუმად იჯდა სახელოსნოში და შეჰყურებდა თავის ნახატებს
ღვთის მოგზავნილი სინათლის სხივი,ვეგარ ათბდა მის ფერმკრთალ სახეს.
სატანა მეთელი ხმით ხარხარებდა,როგორც ყოველთვის ბოროტი ჩანდა,
ის დასცინოდა უდიდეს მხატვარს,მარტოდ მყოფს როგორც ვიღცა მავანს
მის შემხედვარე კაცი კი თრთოდა ძალა დაცლილი გრძნობდა შიშს , ძრწოლას
იმეორებდა ჩუმად მუხლმოყრით ღვთის სადიდებლად წარმოთქმულ ლოცვას
მივიწყებული ყველასგან მარტო,ვეღარ ფიქრობდა უფალზე ამ დროს
აღარ შველოდა აღარც ლოცვები,აღარც მდუმარე ძველი ფუნჯები,
მხოლოდ ტიროდა ცრემლებით მთვრალი,გრძნობდა ,რომ სული სტკიოდა მაინც,
მიხვდა,რომ უფალს განუდგა წამით,თვალებში შიში არ ჩანდა მაინც.
არარ ესმოდა არარაფერი,მხოლოდ სიკვდილის მუქ აჩრდილს გრძნობდა
ერკინებოდა სიცოცხლე სიკვდილს,ბედისწერა კი ავად დაჰქროდა.
ვეღარ შექმნიდა დიდე ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 992 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 950 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მახსოვს შიში, მე მახსოვს შფოთვა
მე მახსოვს, როგორც ღამის სიზმარი'
ისე უეცრად გაიწყო თხრობა,
ნეტავ რას ჰყვება, ნეტავ ვინ არის...
შიში რომელიც უძლეველია,
შიში, რომელსაც ვერ დასძლევს კარგი,
ამაზე ფიქრი ისე ძნელია,
როგორც გაშინებს ღამის კოშმარი.
განცდა სულის და განცდა სხეულის
თითქოს სიკვდილმაც გააღო კარი,
შეუცნობადი სამყარო ზეცის
სიცოცხლის მიღმა სამითხის არის.
იქნებ ჯოჯოხათს ქრთამი ანათებს,
და მასში სულის ანარეკლია
და ამ ყველაფერს სული ატარებს,
სიცოცხლეს ძალა გამოლევია.
შიში კი მაინც იბყრობს გონებას,
შიში...რომ დგება თვით აღსასრული,
და ამ ყველაფრის მიღმა მორევმა,
ჩათრევა იცის, რომ დასასრული,
საწყის ეტეპზე იხილა მხოლოდ
სიკვდილის მიღმა გაიღო კარი,
და სინათლისკენ ბოლოსდაბოლოს
დაიბადება პატარა ბავშვი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 921 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა....
ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი
და ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა....
განაღე კარი და განიბანე ცეცხლში
რომელიც დიდხანს გელოდა,
და განინათლე სული წყვდიადში
ყოვლის გამჭვრეტი მაღალი სული!
იყავ ნათელი ამ უღვავ ბნელიში
და მალე იგრძნობ ყოველი კვდება
გარდა სიყვარულისა
ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად
გადაეფანტე იისფერ მინდორს
გახდი უფალი საკუთარ თავის
რადგან კუთვნილი სამყარო ზიდო!
დაიცხრე რისხვა!მოთოკე ვნება!
დამალე ცრემლი!ღმერთი იყავი!
არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი!
რადგან გაბედე ეშმაკთნ შებმა
ო ვნება შენი! ვნება ხელოვნის,
უზარმაზარი,ყოვლის დამთქმელი,
სევდანი შენი,უსაშველონი
წარიხოცება,როგორც ფანტელი !
წარიხოცება ,როგორც უმწეო
და უსუსური ნისლი დილისა,
ჰოი სინათლევ ბნელის ქაოსში!
მშვენიერებავ ნათლის სხივისა!
განაღე კარი დაგმანული თჴრმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანკვასა შინნა..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-10-14, 12:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024