♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » სახეს ხელები! სახეს ხელები!
4:56 PM
სახეს ხელები! სახეს ხელები!


სახეს ხელები! სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მარტოს ნუ დაგვტოვებ მე და სამყაროს!...
შენი ხელები- უფლისადმი ჩუმი ვედრება,
რომ დრომ და სივრცემ ერთმანეთთან აღარ გაგვყაროს.

ჩემი ბუნება-შენთვის ჩელოს უვერტურა...
და ეს ისაა, რაც ყოველთვის ვიქნები შენთვის...
მე აღარ გკითხავ არასოდეს მოხვალ თუ არა.
შენც შეხვედრაზე, ნურასოდეს ნურაფერს მეტყვი.

ნიავღვარივით მოვარდნილი, შენს სიმფონიებს
დავაბოლოვებ ჩელოს სიმზე ბოლო აკორდით...
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის.

თუ ჩემთვის, ჩემი მიწიერი შვილის სული ხარ...
(შვილი სიკეთის ინსტიქტია ტყეში მტაცებლის)
მოგონებებად ბავშვობიდან გამომყოლიხარ,
არ მაქვს სურვილი უცოდველის ცოდვით დაცემის.

სახეს ხელები!-სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მართლა ხათაბალას არ გადამყარო!...
შენ იტირე და დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 3:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024