♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 23


წელი ერთი და... მერამდენედ მახსოვხარ უკვე,
ლოცვა ერთი და... მერამდენედ შენი სახელი...
ერთი საკურთხი... ჯვარს ვსახავ და ჩემს სულზე ვუკმევ.
ღამე ერთი და... რა სიზმრების არ ვარ მნახველი.

ცოდვა ერთი და... პატიება ვერ ვთოვე გამჩენს.
ერთი ლექსიც და... ვერ გავრითმე ვერც ერთი სტროფი,
დრო, სასამართლო, ველოდები მეც ერთ განაჩენს.
(ცხელი ნაგანის ერთი ტყვია, ო, როგორ მყოფნის.)

ერთი ფიქრი და ერთი გული, (მთლად ერთიც არა,)
ტბაა ერთი და... უსასრულოდ მღერის იქ გედი,
(ეჰ, მე ამ ლექსში, ერთი სიტყვა გამომეპარა)
რა იქნებოდა ყოფილიყო ერთი იმედი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Любовь в большом городе 2
1 სთ 28 წთ
ჟანრი: კომედია, რუსული პოსტერები,მელოდრამა
 გამოშვება: 12 მარტი 2010
რეჟისორი: მარიუს ვაისბერგი
სტუდია: ლეოპოლისი
როლებში: ალექსეი ჩადოვი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, იგორ ვერნიკი, ვილე ხააპასალო, პაველ ვოლია, ფილიპ კირკოროვი, ვერა ბრეჟნევა
ხარისხი:   
ენა: რუსული(ორიგინალი)
ზომა: 1 398.97 MB


ფილმის მიმოხილვა
იგორი მოიწვევს საუნას და არტიომს შეყვარებულებთან ერთად მამის რანჩოზე. ახალგაზრდები დასვენებას შეძლებენ, იგორი კი ბოლოს და ბოლოს გააცნობს ნასტიას მომავალ მამათილს. მეგობრები ჩემოდნებს ალაგებენ. თვითმფრინავში ისინი გაიცნობენ ამერიკელებს, რომლებივ მოუყვებიან მათ ქალაქის გარეუბანში მდებარე ტმონასტერზე, სადაც იცხოვრებენ ჩვენი გმირები, წმინდა ადგილზე, რომელიც ძველებური წინასწარმეტყველებით ეხმარება უშვილობასთან ბრძოლას. იგორი, არტიომი და საუნა ერთ აზრ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



The Bounty Hunter
1 სთ 50 წთ
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 19 მარტი 2010
რეჟისორი: ენდი ტენანტი
სტუდია: სონი ფიქჩერზ ინტერტეიმენტი (სფი), ორიჯინალ ფილმსი, მედჰაუს ინტერტეიმენტი
როლებში: ჯერარდ ბატლერი, ქრისტინ ბარანსკი, ჯენიფერ ანისთონი, ქეთი მორიარტი, სიობენ ფელონი, დორიან მისსიკი, ჯეისონ სუდეიკისი 



ფილმის მიმოხილვა
ფილმის მთავარი გმირი – მილო, ყოფილი პოლიციელი, ამჟამად კი თავებზე მონადირე, რომელიც გაქცეული დამნაშავეების ძებნითაა დაკავებული. ის მიიღებს დავალებას იპოვოს და ციხეში ჩასვას გაქცეული ჟურნალისტი კესსედი...  



TEL - RUS 1 393.32 MB
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შეინარჩუნე სიყვარული მშვენიერი!
შეინარჩუნე სიხარული ბედნიერი!
თავი დახარე, დაუფიქრდი შენს ლამაზ წარსულს,
ვერ დაიბრუნებ ვერასოდეს იმ დროს გარდასულს.

ნუღარ ეცდები დაიბრუნო გასული წლები
ვეღარ გაუძლებ, რომ მოგძახოდნენ ის ძველი ხმები
ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გული დაგწყდე,
რომ ჩვენს გულებში გადაბმული ჯაჭვი არ ჩაწყდეს
გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები
კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის
არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1428 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Happiness is the soundtrack of my life ))

"The reason people find it so hard to be happy is that they always see the past better than it was, the present worse than it is, and the future ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1535 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თქვენი აზრით....


თქვენი სიყვარული მარადიულია?< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1367 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Perfect World

..................................................
სამყაროს რულყოფილია!
 ეს ჩვენ ადამიანები ვანადგურებთ მას 
.......................................................
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა...
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემთვის გაჩენილხარ და არ ვიცი ვინა ხარ.
ჩემი ოცნება ხარ, სიცოცხლეს ვფიცავარ.
გულის საუფლოში ოცნებით გინახავ,
ღმერთია მოწამე, ძლიერ რომ მიყვარხარ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1256 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1.ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
2.ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.
3.ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აპყრობენ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად იჩეხებიან ხოლმე უფსკრულში.
4.კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე.
5.ქალები ცხოვრების საკაზმია.
6.ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი.
7.თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის,ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება.
8.თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
9.ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
10.ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
11.როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია? პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება. ბედნიერია ქალი, როდესაც იგი გატაცებით უყვართ.
12.ნუთუ შეიძლება ქალი გიყვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარხარ, როცა წვიმს შენთან ერთად...

მიყვარხარ, როცა მკოცნი, მიუხედავად იმისა, რომ მზე გჭრის თვალებს..

მიყვარხარ, როცა არ გჭირდება მოწყვეტილი ვარსკვლავი, იმისათვის რომ ოცნება ამიხდინო...

მიყვარხარ, როცა ვერ მხედავ და მაინც იცი, რომ მე ვარ...

მიყვარხარ, როცა კადრებად ავსახავთ ჩვენი სიყვარულის თითოეულ მონაკვეთს...

მიყვარხარ, როცა ცხოვრება მართლაც ვარდისფერ ფერებშია....

მიყვარხარ, როცა შენც ჩემი ცრემლებით ტირი...

მიყვარხარ, როცა ჩემთან ერთად იხდი ფეხზე, მხოლოდ იმიტომ რომ მე მიყვარს ფეხშიშველი სიარული...

მიყვარხარ, როცა ცეკვით მიხსნი სიყვარულს...

მიყვარხარ, როცა მეხუტები საათობით...

მიყვარხარ, როცა ვართ ფხიზლები და მაინც ვცეკვავთ...

მიყვარხარ, როცა იღიმი მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამაღიმო...

მიყვარხარ, როცა არ იყურები უკან...

მიყვარხარ, როცა შენ ხელებს ჩემი ხელები ენატრება...

მიყვარხარ, როცა ჩემს მაისური შენი სურნელი აქვს...

მიყვარხარ, როცა ვიცი რომ შენი წვერი დამსუსხავს და სულაც არ მაღელვებს ეს...

მიყვარხარ, როცა ვიცი, რომ სწორედ შენ შემირჩევ საპატარძლო კაბას...

მიყვარხარ, როცა ვიცი, რომ თოვაში ყველაზე მშვენიერი გგონივარ....

მიყვარხარ, როცა არ მეშინია ვიყო მხოლოდ შენი...

მიყვარხარ, როცა ვართ ცალ-ცალკე და მაინც ერთი მთლიანი....

მიყვარხარ, იმიტომ რომ მიყვარხარ....
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილ სიყვარულს ღიმილი
უხდება,
ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც,
ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს,
ისევე,როგორც მედალს.

ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი,
სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები,
სიყვარულს უხდება ფიქრი.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი,
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.

ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა,
ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს,
ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
მე რომ განვიცდი ახლა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1333 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არა ხარ ..
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ...
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ...
დაბრუნდი...
ან იქნებ არსად არ წასულხარ,
ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ...
დაბრუნდი...
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ...
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ...
დაბრუნდი...
ან იქნებ არსად არ წასულხარ,
ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ...
დაბრუნდი...
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ–
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით აავსებს...
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე...
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს...
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს.
რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ...
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ...
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ...
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი
თავნება ქალი რომ მიწოდე
ქედმაღალი ვარ და ჭირვეული
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე

მზის ტყუპის ცალია ჩემი გული
მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს
ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ
ვეღარსად გაექცევი ხვიარებს

ამაყნი არიან სურვილები
ეშმაკის ცხენები გახედნეს
ვინც მათთან ჯირითი გაბედა
ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს

ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა
ქარივით გიჟია და ონავარი
სული ვერ იგუებს მორჩილებას
ამორძალებთან წილნაყარი

და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
და თუნდაც თავნება მიწოდე
ძალიან ამაყი და ურჩი ვარ
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გული შფოთს მოუსვენარი
მას შენთან ყოფნა სწადია
შენი მას სდაგავს სიშორე
უყვარხარ ძლიერ ცხადია
ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს
რაც შენთვის ჩამიდენია
ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას
ბოროტი გამიდევნია
შენი ბრალია იცოდე
ჩემი ასეთი ცვლილება,
შექმნა მომინდა ოჯახის
რომ მასახელონ შვილებმა
შენს სხეულს ჩემმა თვალებმა
ვეღარ შეხედოს ეულმა
ვეღარ შევეხო შენს თმებსა
შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა
ამაზე ფიქრი რას მარგებს
გარდა მწუხრისა დიდისა
ეს რომ ოდესმე მოხერხდეს
შუბლს გავიხვრიტავ გილძითა
მახსოვს მწუხარეს გითხარი
ისევ მიყვარხარ ლამაზო
აროდეს გადმიყვარდები
ჩემო ბროლო და ალმასო
არ დავიშურებ არასდროს
შენთვის მხურვალე სტრიქონებს
იმდენს მოგიძღვნი ლამაზო
მარცვლით ავავსებ წყლის მორევს
მინდა მადლობა შევწირო
ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა
ყოველთვის გეტყვი ლამაზო
სიტყვას მართალს და მდიდარსა!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1319 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი...

ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეფობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი....

ვისაც ტანჯვის ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან...

ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული-რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია ამის სწორად გაკეთება...

ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...

მეგoბარი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხარ....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზოგჯერ როდესაც ადამიანი გადახედავს ტავის განვლილ ცხოვრებას, საკუთარ თავს უსვამს სშეკითხვას : ’’რისთვის მოვევლინე ამ ქვეყნად?’’
’’მხოლოდ ტანჯვის და უბედურებისთვის....’’ თავის თავს თვითონვე სცემს კითხვაზე პასუხს... მაგრამ ახსენდება ის ბედნიერი წუთები, მხიარული სიცილი, მეგობრებტან შეხვედრას რომ მოჰყვებოდა. აი თურმე მარტო ტანჯვისთვის არ მოვლენილა ამ ქვეყნად... ის იმისთვის მოვიდა, რომ ცხოვრება ისწავლოს, მშობელი და საყვარელი ადამიანი გახდეს ვინმესთვის და იმ ადამიანებს გაუფერადოს წუთისოფელი, ვისთვისაც ის მეგობარს, შვილს, დას, ძმას, შეყვარებულს, ან უბრალოდ ძვირფასს წარმოადგენს... ასე რომ ადამიანებო, გაიღიმეთ და დააფასეტ სიცოცხლე, რადგან ის მართლაც ძვირფასია....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვერასდროს დავთვლი ვერასდროს,
რამდენჯერ მიღვრია შენთვის ცრემლები,
და ამ სიყვარულს, ამ უკვდავ გრძნობას
მე ჩემი ნებით ვნებდები.
არ შემიყვარე,სასტიკად მტანჯე,
მე შენს თაფლისფერ თვალებს ვემონე,
დაუფიქრებლად მოგკლავდი უმალ,
შევუერთდები ამით დემონებს...
მთვარეს რომელსაც სულ ესმის ჩემი,
ვეჩურჩულები, ჩემს სევდას ვანდობ,
მე შენზე ვფიქრობ, მაგრამ მე ვიცი
რომ ამ დროს ჩემზე შენ არც კი დარდობ.
ნეტევ შემეძლოს მოვიდე შენთან,
მოგიახლოვდე მთვარიან ღამეს,
მერე წავალ და კვლავ მოვუყვები
ამ ისტორიას მთვარეს..


.....................................................



ყოველტვის როცა ვიხსენებ წარსულს
და ვუკვირდები მომავალს ავსულს,
ვხვდები,ბავშვობა,ეს ის დრო აირის
როცა არე-მარე ვარდისფერია...
გჯერა, რომ არსებობს კეთილი ფერია,
ის მოვა სჰენთან მოგიტანს სიხარულს,
გეტყვის:’’რომ გაიზრდები, იპოვი სიყვარულს’’
გჯერა რომ მოვა ლამაზი პრინცი...
ის არ სეგიყვარებს!!!შენ ეს არ იცი,
გული გაგიტყდება,ვით გატეხილი ფიცი,
ფიცი რო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რატომ მიკეტებ ამას? რატომ გინდა რომ უბედური ვიყო? მე ხომშენთვის არპერი დამიშავებია... მე ხომ მიყვარხარ...რა დავუშავე ღმერთს?! რატომ მექცევა ასე სასტიკად?!იქნებ ეს უბრალოდ გამოცდა იყო... იქნებ ასეც ჯობდა...როგორ შეგიზლაი ასე ადვილად,ასე ერთბაშად გადაუსვა ყველაფერს ხაზი?!როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ყველას სურდა ცვინი სიყვარულის....ყველას.....ყველას...!!!ნუთუ ყველაფერი რაც ჩვენ გვაკავშირებდა სიცრუე იყო?! მომიწევს დავიჯერო ის, რომ ყოველი შენი ცახუტება, ყოველი კოცნა ტყუილი ყოპილა...თავს ვეკიტხები ’’რატომ მიყვარხარ ასე ძალიან? რითი დაიმსახურე ესეთი სიყვარული?!’’ გამიცირდება უშენობა... ძალიან გამიჭირდება...ვიცოცხლებ მხოლოდ მოგონებებით. ყველაფერზე წავიდოდი სენი გულისთვის და თურმე, ასე არ უნდა მყვარებოდი. მომენატრები, უზომოდ მომენატრები, ტლივილამდე მომენატრები... რომ იცოდე როჰორ მიჭირს უშენობა, მაშინვე ჩემტან გამოიქცეოდი, თუნდაც ფეხშიშველი... ამიტომ კიარა, რომ შენც გიჭირს უჩემობა!!! იმიტომ რომ შეგეცოდებოდი....შეუძლებელია შენი დავიწყება.. მაგრამ მე შევძლებ შეუძლებელს....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში ’’(კონსტანტინე გამსახურდია)
,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს’’(გურამ დოჩანაშვილი)
,,ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.’’(მარკესი)
,,ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.’’(ლევ ტოლსტოი)

,,მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი’’(სტენდალი)
,,შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს’’(მოლიერი)
,,ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომებს ვპატიობთ,რომელთაც თავად ვუშვებთ ცხოვრებაში’’(ჯოვანი ბოკაჩო)
,,ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა’’(ონორე დე ბალზაკი)
,,იცოცხლო ,ნიშნავს გრძნობდე და აზროვნებდე, იტანჯო და ისიამოვნო, სხვა ცხოვრება ეს უკვე სიკვდილია(მანი)
,,სიკვდილის არ მეშინია მე ო,არა საერთოდ გაქრობის მეშინია”(ლერმონტოვი)
,,ფანტაზია ჩვენი ფსიქიკის კიდევ ერტი ნაწილია”(ადლერი)
,,ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით’’(ტიმ ლივიუსი)
,,პოეზია სულის მუსიკაა’’(ვოლტერი)
,,ცხოვრების მიზანი თვითრეალიზაციაა,მთელი სისრუილით გამოხათო საკუთარი არსი,აი რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ’’(ოსკარ უაილდი)
,,გონება მიგვიტითებს მიზნებისკენ,ვნება კი გვარიდებს მას’’(რუსო)
,,ყვე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1525 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1.ნუ მპირდები ცაში წეროს, მომე ხელში ბეღურა..
2.ბავშვობაში ადამიანი ფიქრობს მშობლებზე, ახალგაზრდობაში შეყვარებულზე,სიბერეში შვილებზე და შვილიშვილებზე.მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არ აქვს დრო,რომ იფიქროს საკუთარ თავზე
3. სიკვდილს ისეთი თვალები აქვს, რომ მისი თვალების სანახავად ღირს თავის მოკვლა..(<---არ დაიჯეროთ =) )
4.ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ ზოგიერთს ცოლი მოჰყავს.. =))
5.თავი არ მოიკლა, ხომ იცი გეტკინება..
6.არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს რადგან შემდეგი აუცილებლათ მოვა...
7.რისი გახსენებაც არ მინდა _ არ მახსოვს..
8.თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..
9."ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება"
10.ვინც იცის რომ ცოტა იცის, ის მოაზროვნე სულელია....ვინც არ იცის რომ არ იცის ის უბრალოდ სულელია,....და ვინც იცის რომ იცის, მაგრამ ისიც იცის რომ ყველაფერი არ იცის ის ჭკვიანია
11.პირდაპირ თუ იარე,შორს ვერ წახვალ
12.სამყარო იდეალური იქნებოდა, ყველაფერი დასწრებაზე რომ არ იყოს
13.თუ ცხოვრებამ დაგარტყა მეორე ლოყა არ მიუშვირო
14.ქვეყნად ყველაფერს მოენახება ადგილი, მხოლოდ ადამიანის ადგილი არ არის არსად

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1652 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



It's kind of fun to do the impossible.
გააკეთო შეუძლებელი ,ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია .
უოლტ დისნეი .
Minds are like parachutes. They only function when they are open.
Sir James Dewar
გონებები გვანან პარაშუტებს ,ისინი მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ როდესაც გაშლილები არიან .
If you can't describe what you are doing as a process, you don't know what you're doing.
W. Edwards Deming
თუ საქმის კეთების პროცესში შენ არ შეგიძლია აღწერო თუ რას აკეთებ ,ეს ნიშნავს ,რომ შენ საერთოდ არ იცი რას შვები .
If all pulled in one direction, the world would keel over.
Yiddish proverb
ყველა ერთი მიმართულებით წავიდოდა ,დედამიწა გადმოყირავდებოდა ..
The man who never makes a mistake always takes orders from one who does.
კაცი ,რომელიც არ უშვებს შეცდომებს ,ყოველთვის იღებს ბრძანებებს (განკარგულებებს)მათგან ვინც უშვებს მათ .
Do just once what others say you can't do, and you will never pay attention to their limitations again.
James R. Cook
ყოველთვის გააკეთე ის ,რაზეც სხვები გეუბნებიან რომ ვერ გააკეთებ და შენ აღარასდროს მიაქცევ ყურადღებას მათ შეზღუდვებს (ჩარჩოებს)
When people are free to do as they please, they usually imitate each other.
Eric Hoffer
როცა ხალხი თავისუფალია იმ მხრივ ,რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის რაც მოსწონთ ,ისინი როგო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები.
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, -
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.

სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.

ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!
მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი.
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი,
გვამად როდესაც გადავიქცევი

როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში,
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები.
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ,
ატირდებიან შენი თვალები

როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე

მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა_ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ეხლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავიგვიანე.
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა_ის გული მე მაქვს,
ვიცი სხვა გული არ გიძებნია.
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს,
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს,
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
ეხლა მე შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზრე მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი რომ დავიგვიანე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1___გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი...
2___ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეფობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი....
3___ვისაც ტანჯვის ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან
4___ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული-რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია ამის სწორად გ
აკეთება...
5___ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
6___მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხარ
7___იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
8___ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
9___ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი,გარდა უბედურებისა.
10___ვინც წინ არ მიდის, გამოდის ,რომ ის უკან მიდის. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
11___სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის'.
12___"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები."
13___”თუ ვინმე გიყვარს ადამიანი ხარ და თუ ვინმეს უყვარხარ ღმერთი”
14___”რაც არ უნდა დიდი ადამიანი გახდე არასოდეს დაივიწყო რა პატარა იყავი.”
15___”საყვარელი ქალი არასოდეს არ ბერდება”
16___:სიმწარე სიტკბოზე გამძლე ყოფილა”
17___”სიყვარული არ ნიშნავს სიყვარულს შე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,
შენ მარტო არ ხარ
შენ მარტო არ ხარ...
იღლება მზეც და ამოდის მთვარე,
დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,
წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს,
მას განშორებით თუ ეშველება,
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს,
ჭკნება ვარდი და ამოდის ია,
აი სიცოცხლე მაინც ფერადი,
და არასოდეს არ არის გვიან...
განა შენ მარტო, მეც დავიღალე,
და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,
მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის,
თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი,
არ იღლებიან გარდაცვლილები,
მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან,
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები,
და შენს თავს რამე ახალი უთხარ,
უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი,
არც წვიმიანი არის ურიგო,
გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული,
გაიღიმე და დაე,გიცქიროს,
შეისხი ფრთები სკივრში მალული,
ყოვლისშემძლეა ადამიანი,
დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის,
არაფერია ქვეყნად გვიანი.
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ
შენ მარტო არ ხარ...
შენ მარტო არ ხარ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი,შემირიგდი,ნუღარ მებუტები
გარეთ ამინდიც კი გახდა დარდიანი,
სანამ უშენობით მორცხვად ვიფერფლები
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
მოდი,შევიშალოთ,ვიცელქოთ ალერსით,
მოდი,დამახვიე თავბრუ,რეტიანი,
სანამ ბავშვები ვართ ყველა გვაპატიებს
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!

მოდი,თორემ ნაჩქარევად გიბერდები,
დრო გავა და...მომიგონებ ცრემლიანი,
სანამ დრო გვაქვს ვითამაშოთ სიყვარულით
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,
და ღელავს იების პატარა ლარნაკი,
ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,
სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია,
ქარია ცივი და საღამო ჩვეული,
შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,
სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,
ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,
ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,
ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,
გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,
იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,
სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,
ქარია სავსე და საღამო ჩვეული,
მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,
სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ვეღარ გავექცევით უფლის განაჩენს,
ჩვენი ცხოვრება მუდამ იყო ცრემლებით სავსე.
რადგან გაგვწირა გამჩენელმა სიყვარულისთვის
დე ყველაფერი,ყველაფერი აღსრულდეს ასე.
იმდენი არც კი მიმღერია,რაც მიტირია,
მაგრამ არასდროს მიჩივლია საკუთარ ბედზე,
არც მაშინ,როცა ყველაფერი მიჰქონდა ნიავს
და არცა მაშინ,სიცოცხლე რომ ეკიდა ბეწვზე.
არა,ნამდვილად არ ყოფილა სიკვდილი ძნელი,
თუმცა ყველანი მოსული ვართ სიცოცხლის მონად...
არ დაგავიწყდეს,რაც შევფიცეთ მაშინ ერთმანეთს,
არ დაგავიწყდეს სისხლისფერი ვარდების კონა.
ვიღაცისათვის ყველაფერი სასაცილოა,
მაგრამ არ ვიცი,მე რატომღაც არ მეცინება.
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს,
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დამეძინება.
ნუ ატირდები,ნურასოდეს ნუ ატირდები,
ნუ ატირდები,დამეყრება როცა მიწა მე,
თეთრი ღრუბლებით განწმენდილი და უცოდველი
მე უსათუოდ დავბრუნდები დედამიწაზე.
მე დავბრუნდები არცა კაცად და არცა ხორცად,
მე დავბრუნდები უსათუთეს ყვავილად ქარში,
რომ მარადიულ სიკვდილამდე ვიაროთ ერთად,
ვიაროთ ერთად,გვირილების თოვლისფერ ზღვაში..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,განშორებაზე სწუხან ხეები,
ტირიან ფიქრის ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდები? _ ჩამეკითხები
და მეც გპასუხობ: ხო, დავბრუნდები!

დამატყდა ჭექა თავს მეყსეული,
დამეტყო მეხის ხმა იარებად.
იმ ობოლივით მითრთის სხეული,
ცივ ლეშტერში რომ დაიარება.

და მზე კი ლოკავს პაწია ფიჭებს,
ფიჭებს ავსებულს თეთრი თაფლებით,
თუთის ტოტები ძლივსღა რომ იჭერს...
მე შეზე ფიქრით მოვინათლები...

სავსეა ისევ ცრემლის კათხები,
სევდის ღელავენ ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდბი? _ შენ მეკითხები...
_ აუცილებლად! ხო, დავბრუნდები!!! "

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1293 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


The Wolfman
1 სთ 42 წთ
ჟანრი: ტრილერი, საშინელება პოსტერები
 გამოშვება: 12 თებერვალი 2010
რეჟისორი: ჯო ჯონსთონი
სტუდია: იუნივერსალ ფიქჩერზი, რელეტივიტი მედია ...
როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ბენისიო დელ ტორო, ჰიუგო უივინგი, ემილი ბლანტი, არტ მალიკი, ჯერალდინ ჩაპლინი, კირან შახი, ელიზაბეთ კროფტი




ფილმის მიმოხილვა
ეს ისტორია დიდ ბრიტანეთში ხდება. მთავარი გმირი ბრუნდება სამშობლოში ამერიკიდან იმისათვის, რომ იპოვოს იქ უგზო–უკვლოდ დაკარგული ძმა. ის გაიგებს, რომ ქალაქის ახლომახლოს საშნელი არსება ბინადრობს, რომელიც ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლებს ნაგლეჯებად აქცევს. საქმეს სკოტლანდ იარდის პოლიცია იძიებს, მალე კი მათ დააინტერესებს ჯენტელმენი, რომელიც ძმის საპოვნელად ჩამოვიდა.



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Panjridan rzisfer nislshi gaxveul shenobebs gavcqeri,titqos chum 
fikrs miscemia kakaki,nisli sevdad igvreba chemi fanjris minaze...
Eh,ra usashvelod momenatre,sheni naxvis survilma isev ashala
fikrebi,mgoni dardmac saudamod amichia...ai,cam ufero sxivebi achuka
dedamicas,rogorc am fikrma chems tvalebs,umzeo dge bindma daasrula da gamem
daisakutra kvelaferi..caze mtvare gamefda,chems aivans misi nazi sxivebi
moxvda da landebit shemosa aremare. guli imedit mevseba,lamazi fikrebit
vrtav am chems martosul samkaros da tvalebze titkos ciuri nami ikavebs
adgils,rata morcxvad dafantos shengan nachukari alersi...mtvare zevidan
amakad damcqeris da mesaidumleobas micevs,titkos isic chemsavit trfialit
mtvralia..ertxans veferebi am tbil fikrebs,shenze fikrebs
ususuri,oboli,miusafari suli da cremlad nadeni bednierebit zlivs cota mshviddeba
guli..
Minda isev vxedavde shens qurdbacaca tvalebs,minda isev mesmodes
sheni sitkvebi:
-Esmakuna,shen chemi sulis dedofali xar,zlivs azri miveci chems
cxovrebas da arasodes dagkargav,vibroleb am sikvarulistvis da samudamod
chemtam ikbebi...xandaxan gamomajavrebdi: cxra mtas ikit gagaqaneb da ik sul < ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1738 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
...უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვერც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა.არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი სა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვეთაყვანები მე ამ სიცოცხლეს
რადგან სხვა მეტის არ გამაჩნია,
და სიყვარულის ლამაზმა ფერმა
მგონი მე სიკვდილს გადამაჩვია.

ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
ამოქარგული შავი წარწერით,
იქ სიყვარული მხოლოდ წერია
არაფერია გადასაწერი.

და უძლური ვარ მე შენს წინაშე
მოხვალ წამიყვან როცა ისურვებ
და ისე იზამ მე დამბრალდება
რომ ამ ქვეყნიდან შენ გამისტუმრე.

ნეტა ვცდებოდე, მაგრამ არ ვცდები
ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
და ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან
რომ დაბერება არ მიწერია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქარში ვფანტავ ფიქრებს,
სევდა მავსებს ისევ,
შემოდგომის ნისლებს
ბინდი ერთვის ცის ქვეშ.
მზეში მთვარის ლალები,
ქალი, უცხოდ მარები,
კვირტი - ჭირხლით ნაცვარი,
ხან წვიმაა, ხან დარი.
ჩუმი ლოცვა განთიადს
ჩემი შენთვის, . . . ანთია
ღამის ცაზე ვარსკვლავი,
ვერცხლის შუქით ნახატი.
ნეტავ ვიყო ყოველთვის,
ამ მიწაძე, გონებით,
თუნდაც ლექსად ნათარგმნი,
მაგრამ შენთვის . . . მარადის!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გარეთ წვიმს ცრემლები ავსებენ ჩემს თვალებს ..
სახელს გეპარები ასოებს ნამიანს..
ძლიერ რომ მიყვარხარ რა ჩემი ბრალია ?
გარეთ წვმის მინაზე ცრემლები გროვდება ..
წვეთ წვეთად მოცურავს ჩემს სულში გროვდება ....
თვალებში მიდგება უზომო ნაღველი
ჩემს ფანჯრის მინაზე დუმს შენი სახელი ....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი. მზე ისე აცხუნებდა რომ მეგონა დავდნებოდი. მაგრამ საბედნიეროდ ავტობუსი გამოჩნდა. იქ რომ ავედი გავიფიქრე ნეტავ სულ არ ამოვსულიყავი თქო, რადგან, ხალხით იყო გადაჭედილი. ის იყო დაიძრა რომ ვიგღაც გოგოს კალთაში აღმოვჩნდი.
-უკაცრავად._ვუთხარი მას და უმალვე ავდექი, თან სირცხვილისგან გავწითლდი.
-არაუშავს._მითხრა გოგომ რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. მას რომ შევხედე უცნაური გრძნობა დამეუფლა. არვიცი რა იყო ეს, თითქოს გულში რაღაც გრძნობამ გაიღვიძა რომელიც წლების მანძილზე მიძინებული იყო. გული ამ გრძნობით აივსო, შემდეგ მთელს ჩემს სხეულს მოედო და ერთიანად ამაძაგძაგა. ეს გრძნობა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი იყო. სიმართლე გითხრათ არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. უცებ ჩემდა მოულოდნელად გოგოს ვკითხე.
-რა გქვია?
-მარი შენ?
-მე გიო. ისე გამიხარდა მისი სახელის გაგება, თითქოს სამყაროს ახალი საოცრება გამეგოს.
-რამდენი წლის ხარ?_დავინტერესდი მე.
-თექვსმეტის შენ?
-მე ჩვიდმეტის, სად მიდიხარ?
-ქაშვეთთან შენ?
-რა დამთხვევაა, მეც. მერე წამოვიდა კითხვები: სად ცხოვრობ, სად სწავლობ, რას უსმენ და ა.შ. გავიგე რომ ვაკეში ცხოვრობდა, უსმენდა ყველაფერს რაც კარგ მუსიკად მიაჩნდა, სკოლაც მითხრა უბრალოდ მე დამავიწყდა. ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა რომ არა კიდევ ერთი მოულოდნელობა. ავტობუსმა დაამუხრუჭა და მე ისევ მის კალთაში აღმოვჩნდი. უცბად წამოვხტი, ახლა გაწითლებული კი არა გა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ
გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია
და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ
იფიქრო ის რომ მე ვარ მესია
ეს ყველაფერი თავისით მოდის
თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის
კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება
და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება

შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ
ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს
მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია
რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 948 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გამბედაობა არ მყოფნის თითქოს
აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი
რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს
არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს
თითქოს ვუგზავნი ვინმეს წერილებს
კალამს ატოკებს გრძნობა ფარული
რომელსაც ქვია ბრმა სიყვარული..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1249 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 7:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024