♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » ქუჩებში
8:38 PM
ქუჩებში



ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,
და ღელავს იების პატარა ლარნაკი,
ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,
სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია,
ქარია ცივი და საღამო ჩვეული,
შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,
სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,
ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,
ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,
ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,
გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,
იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,
სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,
ქარია სავსე და საღამო ჩვეული,
მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,
სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:32 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024