მთავარი » 2010 » მარტი » 30
ჩემ ხელში წერენ მე კი შენ გიხმობ, შენ ჩემი არ გესმის, მე კი კვლავ ვტირი, და მთვარის შუქზე ეშმაკთ გოდებით, კვლავ შენ ლექს გიძღვნი არ გავჩერდები.
ვერ მოვეშვები მე შენზე ფიქრებს, ამ ლამაზ გრზნობას გული ვერ იტევს, ლამაზ ლექსებად ხელი წერს ნელა და თვალი კითხულობს იღვრება ცრემლად....
ვეღარ ვაზროვნებ, არ ვიცი რას ვგრძნობ, სიკვარულს ნაზს თუ სიძულვილს სატანურს, მაგრამ ერთს ვხვდები გული არ ცდება, და ჩემი გული შენთან დარჩება!!!!!!
|
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო, ბავშვურად მიამიტი დავრჩე, ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით, თვალები ღიმილით მაქვს სავსე... ღიმილით სევდისა, ღიმილით დარდისა, ღიმილით დაცინვის და ნიშნის, არ მინდა უკუგება, არ მსურს შურისგება, ისევ შენეული ფიქრის..... მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული მისად ვიცინი და ვტირი..... სული დაიღალა, სული გაიბერა, უხმოდ და თვალებით ვყვირი.....
როგორ აღარ ძალმიძს, ჩემად გითხრა რამე, იმ ჩემი წარსულის ერთო.... დღეს, მხოლოდ დღეს მინდა, რაღაც მოგიტევო.... შემაძლებინე ღმერთო!
|
სიბრძენე სიმდიდრეს ვერ მოგიტანს, მაგრამ გიბოძებს სიხარიბის გაძლების ძალას! ასე რომ განცდა იმის თუ, გვეშველება ოდესმე განაა?! გუმანითა ვგრძნობ,მერწმუნეთ! გვწამდეს ღმერთი და ველოდოთ წყნარად...
|
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ, დილამდე ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
|
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.
მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.
რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე, სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე, კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე, უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.
სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე, ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე, სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე, მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია... იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, ...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს... იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ... ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ... ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია... დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია... ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე... ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე... ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი... მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი... წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია... მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...
|
იცი რამდენჯერ მიფიქრია რას ვიზავ ,როდესაც შენ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან,ბევრჯერ მიტირია და ვფიქრობდი ,რომ მე ამას ვერ გადავიტანდი და რომ არ შემედლო ამის გადლება,მაგრამ ვეჩვევი ნელ-ნელა იმას ,რომ მალე დაგკარგავ სულ რამოდენიმე თვეშI გაქრები სამუდამოდ.იმაში ეჭვი არ მეპარება,რომ ვერც კი გაბედავ ჩემთან დამშვიდობებას და სიე გამიშვებ ხელიდან ოდნავადაც არ გაიბრძოლებ,რატომ იზავ მასე?მე პასუხი ვიცი ისედაც შენ ალბათ ვერასდროს მიხვალ დასკვნამდე სადაც აქამდეც უნდა მისულიყავი,თუ რამდენს ნიშნავ შენ ჩემთვის .იცი რამდენჯერ მეგონა,რომ პირველ კლასში მიყვარდა პირველად,იცი რამდენჯერ მეგონა ,რომ ბევრჯერ მყვარებია,სინამდვილეში მხოლოდ შენ მყვარებიხარ და ხარ პირველი სიყვარული სიყვარული ,აი ხომ წარმოიდგენ ეს როგორც მოხდა ,უსმენ სიმღერას ძალიან ნაზს ,ლამაზს,შენს სულს ,რომ წვდება და ჟრუანტელს ,რომ გივლის,აი ქარი რომ გიბერავს და სადაცაა წაგაქციოს ,ძალიან რომ წვიმს და იმსიმძიმე წვეთებია შენც კი ,რომ გამდიმებს,ძალიან რომ ცხელა და აგარ იცი რა გააკეთო ,რომ გტკივა და არ გივლის ტკივილი,მაგრამ ესენი ხომ წარმავალია ყველაფერი რაც კი მე შენ მგალითად მოგიყვანე ,სიყვარული კი უკვდავი და მუდმივი,ბევრჯერ უთქვამთ გჯერა იმის ,რაც არ არსებოს და ის ,რომ სიყვარული არაა უკვდავი,მაგრამ მათ ხომ არ იციან რას ვგრდნობ შენი დანახვისას,შენთან შეხებისას ხომ არ იცინ ,როგორ მიყვარხარ როცა იღიმი ,ალბათ ეს მე ყველაფერს მირჩევნია,იცი მაგ დროს ,რა ლამაზი და საყვარელი ხარ?მინდა რომ მოვიდ
...
Read More
|
გამარჯობა დაკარგულო სიყვარულო, ახდენილო ოცნებავ, ტკბილო მოგონებებო............................ მენატრები...ნეტავ გჯეროდეს, ნეტავ იცოდე, როგორ ვნანობ... არ მინდოდა... არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა... ვნანობ, გეფიცები ვნანობ... ნეტავ სულ ცოტახნით მაინც შემეძლოს დროის უკან დაბრუნება... სხვებს არ ავყვებოდი, მარტო არ დაგტოვებდი... ჩემს სიყვარულს დავიცავდი... შენ დაგიცავდი... მაპატიე........ მაპატიე რომ გაწყენინე, მაპატიე რომ არ მჯეროდა შენი, მაპატიე რომ გული გატკინე, მაპატიე რომ სულელი ვიყავი, მაპატიე რომ წასვლის ნება მოგეცი... შენ იგივე ხარ ჩემთვის... შენი თვალები ძველებურად მძირავს ოცნებათა მორევში... ყოველი კოცნა მახსოვს... ჩამეხუტე, ძველებურად მაგრად მომეხვიე... გთხოვ... შემიბრალე.. იმ ძველი სიყვარულის ხათრით მაინც... ვიცი, შენც მელოდები... მაპატიე... მე ისევ ძველებურად მიყვარხარ... შეიძლება უფრო მეტადაც... აღარ შემიძლია... ყოველი დღე ტანჯვად მექცა... მინდა ცოტახანი მაინც შემეძლოს ძილი... მაგრამ ჩემი სიზმრებიც შენ ხარ... მე ხელს გამოგიწვდი... ჩამჭიდე და გამომყევი... შორს წაგიყვან... თვალებში ჩაგხედავ, და მაგრად გაკოცებ, ძველებურად... ოღონდ გამომყევი... ეხლა კი მარტო ვარ... ნეტავ სად ხარ ეხლა? ზღვის ტალღებს გამოვყვები... იქნებ მათ მომიყვანონ შენამდე... წვიმას ვკითხავ სად ხარ... სად გეძებო? იქნებ მან მასწავლოს გზა... ღამეს ვკითხავ სად დაგკარგე... იქნებ მან მაპოვნინოს შენ
...
Read More
|
მე გავანადგურე ზაფხულის ღამეში გახვეული ჩემი ტკივილი, მისი თითოეული ნაწილი შტურმით ურტყამს მის კოსმიურ ადგილმდებარეობას მიმდინარე დროში. ჩემს თვალებში დამარხული, კატასტროფული ისტორიები. დიახ, სამყარო – ოღონდ არა როგორც უბრალო დამკვირვებელი კოსმიური ომის, მზე – ჯერ კიდევ ოთხმოცდაცამეტი მილიონი მილით დაშორებული ჩემგან. წარმოსახვით ტყეში, ყორნის ნაშობი ბეჰემოტი სრულიად ბუნებრივად მხიარულ მარტორქად გარდაისახება. ჯერ კიდევ გუშინდელი ჩემი მოძრაობა, ცოცხალი უბედურების მატარებელია, რომელიც ეძებს დეკლარირებას განვლილი ტკივილის სიღრმეებში. ბლუზი მოძრავი ექოთი მატებს მათ განჭვრეტის უნარს უცხო ფორმით შემოსილებს. დიახ, მე ვეძებდი მთვარის ოთახებს, ზაფხულის ცივი ღამეებით. დიახ, მე განმეორებით ვიბრძოდი ჯერ კიდევ დაუსრულებელ შეჯახებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ დაუსრულებელი რჩებოდნენ. დიახ, მე ხშირად მსურდა რაღაც განსხვავებული და ჯერ განუხორციელებელი ჩამედინა. პოეტის ხომალდებზე ნამღერი ღამის ტრაგედიები. და კვლავ უკან, ჩემთან დაბრუნებული მოხეტიალე სული, მეგობრული აურით მოცულ უცნაურ ქსოვილში განისვენებს.
|
ლამაზი ღამე და თეთრი მთვარე, ვარსკვლავი ციდა მოსწყდება ციდან. ვიფიქრებ სურვილს და ვირჩევ დუმილს შენ კი ისევ დუმ და გული კვლავ ხურს. ხანდახან წარსულ ვიხსენებ გასულს. მახსენებს შენს თავს ლამაზი ზეცა....
|
ეს უბრალოდ
ფოტოშოპის შედეგია?? პაპარაცები სხვანაირად
|
Remember Me VS Twilight Saga
რას ფიქრობთ რომელი პერსონაჟი ჯობია მეამბოხე ტაილერ ჰოკინსი თ
...
Read More
|
............... საცურაო კოსტუმები 2010 .............
|
ვზივარ და ვფიქრობ ეხლა სადახარ.... ან რას განციდი უჩემოდ სულში...... და მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მე... არის ადგილი ჩემთვის შენს გულში? თუ სხვებს ეკუთვნის შენი ღიმილი... გრძნობა მაღალი.. წრფელი თვალები..... თუკი ასეა მე უკან ვიხევ... დამილოცნია გრძნობის ცხრა კვალი..... მე გავუყვები ისევ ბნელ ქუჩას... ისევ ჩემ თავთან ჩავიკეტები... ისევ ის სევდა დამეუფლება... ისევ ვიქნები მე თავმდაბალი..... მოგონებებმა წარსულიდან გამოგიტყუეს... შენ ისევ აქ ხარ... ჩემთან ხარ და იმედით მავსებ..... უცხო ყვავილი გიჭირავს ხელში....... და კვლავ მიყვები ნაირფერ ზღაპრებს........... მე შენ გელოდი... გიხმობდი... და გეფერებოდი.... ლოდინმა განვლო ისევ წლები მოგონებისა.... შენი თვალები მე ხატს ვარგუნე ისევ და ისევ.... შენ რომ მარგუნე და მისახსოვრე ღიმილით სავსემ..... მე კი დავდივარ ისევ ეულად...... ვერ გავრკვლეულვარ კვლავ ჩემს გრძნობებში.... თავს ძალას ვატან რომ არ ვიტირო.... გზას მინათებენ ლამპიონები...... ვიხსენებ დღეებს ოდესღაც განვლილს.... შენ მე არაფერს არ მიმტკიცებდი.... თან დამყვებოდი აჩრდილივით და...... ისევ უმანკოდ დიდ სითბოს მძღვნიდი.... მე შენ მიყვარდი ამიტომ ვცდილობდი..... თვალებში ჩემთვის არ ჩაგეხედა....... ვერ გავუძელი ამ სიშორეს და....... ისევ ამ სასტიკ გაუცხოებას..... მაგ
...
Read More
|
სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოო დახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს. მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით და ქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა..
შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა. ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში, ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკა პოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯ
...
Read More
|
მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, ცისარტყელების ათინათი ათასფერება, მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...
მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება, მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი, შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...
მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები, რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.
მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი, ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი, ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი...
...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება, მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად, მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.
მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები, გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები, მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...
მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში,
...
Read More
|
მ ო ვ ე დ ი. . .
ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე...
მხარზე დაგაყრდნობ თავს და გავჩუმდები...
ჩუმად იყავი! ნარცისების ხმას მოუსმინე!
გ ა ო ც დ ე ბ ი. . .
არ იყო საჭირო...
არ უნდა მოვსულიყავი...
ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო!
ამ ერთ წუთს მაპატიე... ამ ერთ წუთს სიამაყეს ნუ მთხოვ...
ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე...
მე კი...
გავბრუნდები...
წავალ...
ნარცისების ხმას მოუსმინე......
|
პერის ჰილტონი და ნიკოლ რიჩი პაპარაცებმა ერთად შეამჩნიეს Victoria's Secret -ის წვეულებაზე.. ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ.. შეგახსენებთ რომ გოგონები
|
Melanie Griffith with his family at Holy Week
|
კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა ჯესი ჯეიმსის გოგონას სანის მეურვეობის შესახებ ჯესის ამჯამინდელი სატრფო სანდრა ბულოკია, ის და ჯესი იბრძიავნ მოიპოვონ გოგონაზე მეურვეობა 6 წლის გოგონას დედა ყოფილი პორნო ვარსკვლავი და ტატუების მოყვარული უბრალოდ სკანდალისტი ქალია, რომელზეც ამბობენ, რომ კიდევ დიდხანს არ დათმობს გოგონას, სანამ პრესის ყურადღების ცენტრშია!
საქმე იმაშია, რომ სანდრა იბძვის მოიპოვოს გოგონაზე დედობა და რა მოხდება თუკი ჯესი და სანდრა გაიყრებიან? საქმე ძალიან ჩახლართულადაა. სანდრას არ ყავს თავისი შვილები, გოგონა კი ძალიან მიეჯაჭვა მამის შეყვარებულს
სანის დედა კი ჯესის
...
Read More
|
25 მარტს პულინოს წვეულებაზე ერთმანეთს შეხვდნენ ვოგის რედაქტორი ანა ვინტური და ახალგაზრდა მსახიობი ემა უოტსონი მათ საუბარი გაბეს და ერთადაც გადაიღეს ფოტოები როდესაც ქალბატონი ვინტური ამოირჩევს
|
* * *
იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე,
გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,
ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,
განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.
არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,
იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....
გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი
და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.
ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,
მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.
თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,
ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...
|
იცი რატომ დაგეძებდი?! არა, კი არ მომენატრე, შენს სხეულში გული დამრჩა დამიბრუნე, შემიბრალე.
კოცნა დამრჩა შენს ლოყაზე ტუჩებზე და კისრის ძარღვთან და მოგძებნე, ვერ ვიცხოვრე გულისა და კოცნის გარდა...
|
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო, იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო. შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს, გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი, ის კი არ კმარა ილაპარაკო: მე მყავს ლამაზი შეყვარებული. ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას, შენში არასდროს ქონდეს დიდება, სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი, მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა.....
|
როცა შენი თვალები იძინებენ, მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები. სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს. ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან. მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი, თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას... ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს. გამთენიისას,როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან, მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება... როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა... მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს. ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს... გამთენიისას... როცა შენს თვალებში... აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და ხელის გულზე მისხდებიან, და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს, შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...
შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?
|
ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა..
წამო, გაგატარებ! ცაცხვებს ჩაგატარებ,
მერე, მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.
ფოტოლს ამის მეტი არა გაუგია,
ვნებით ანთებულმა, თავი დაუქნია..
ახლაც აფარფატებს ალბათ ლამაზ ფოთოლს
თავსაც გაახსენებს ალბათ წარამარა,
მერე მიატოვებს, სადღაც ქუჩის ბოლოს,
ვიღაც მეეზოვის ცოცხის ანაბარა........
|
შენ ისე დიდხანს ვერ წაგშლი ჩემში , რომ მე ტკივილი ჭკუიდან შემშლის.. შენი ღიმილი გაკრთება მზეში, ბალახში, ხეში... სიზმრებში მოხვალ ისევ და ისევ რომ განმიახლო სევდის პორფირი.. მერე ქუჩებშიც მომელანდება შენი მხრები და შენი პროფილი.. მომენატრება ალბათ კვლავ დიდხანს შემხვდე და მითხრა თუნდ ერთი სიტყვა, ან დამიძახო შორით სახელი... რატომ წახველი? ასე მგონია, მარტო მე გტირი და მარტო ჩემთვის- მზეს ადგას ჩრდილი.. ამიტომ ვბედავ, ვბედავ და ვამბობ: დიდხანს დარჩები ალბათ შენ ჩემში და მე ტკივილი ჭკუიდან შემშლის..
|
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება?
,,რა მემართება? რა მემართება?'' - მაინც თავისით წარიმართება . . .
|
ვმკურნალობ დეპრესიას. ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე. მერე მბეზრდება, მბეზრდება სარკე, ერთფეროვანი გამომეტყველებით და ვიჭრი თმას, მოკლედ თან ბანალურად. კითხვაზე რატომ? ვმკურნალობ დეპრესიას. ვიცვამ მაღალქუსლიანს , მუხლამდე , ან კიდევ უფრო მოკლე კაბას. გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს. ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი. გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ ერთიორ ფრაზას, შველისო, ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად. რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს, უფრო მუქ ტონში. კითხვაზე: დეპრესია გაქვს? ვპასუხობ: არა, შეყვარებული ვარ ალბათ და..
|
მონატრების ფიფქი თოვდა სულში,
ნოსტალგია ფიქრებს ყავდა სტუმრად,
და დაიწყო თოვა მონატრებამ,
დაათოვა ჩემს ფიქრების სტუმარს...
ნოსტალგია დამიფარა თოვლმა,
ეს ფიქრებიც როგორ ხარბად ქროდა,
იმატებდა სულში ფიქრის თოვა,
და ძლიერი მონატრების ლტოლვა,
მიდის დრო და ზამთარს მიაქვს თოვლი,
თუმცა ჩემში ნოსტალგია ჩნდება,
მონატრება ძლიერდება უფრო,
ვერას მაკლებს ზამთარი და თოვა...
მიდის დრო და ისევ მოვა თოვლი,
ისევ მოვა ფიქრები და თოვა,
მე დამათოვს და დაათოვს ფიქრებს,
მონატრების ქარიშხალიც მოვა...
ნოსტალგია არ გაქრება არა,
მეყოლება სამუდამოდ სტუმრად,
არსად ცავა,არ დამტოვებს არა,
ჩემს ფიქრებში სულ დაიდებს ბინას....
|
მირაბოს ხიდქვეშ, მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა, ჩვენი გრძნობებიც თან მიჰყვება მდინარის დენას და სანამ მოვა სიხარული, ჯერ მოდის წყენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
ხელი ხელს მივცეთ, ერთმანეთის პირისპირ დავრჩეთ, მაშინ როდესაც გადაჯაჭვულ მკლავების თაღქვეშ დაღლილი ტალღა მდინარის წყნარ ზედაპირს არხევს.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
და სიყვარულიც, ვით მდინარე, მიედინება, მასაც არ ინდობს ამ ცხოვრების მდოვრე დინება, მხოლოდ იმედი ცოცხლობს გულში, არ ეძინება.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
არც სიყვარული, არც დღეები გარდასულები არ ბრუნდებიან, ხუნდებიან გაზაფხულები და კვირტთა სკდომას ენაცვლება ფოთოლთა ცვენა... მირაბოს ხიდქვეშ ძველებურად ირწევა სენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
|
შენ რომ შეგხედე გული აჟრჟოლდა დავინახე შენი თვალები თუ რას აბობდა
შენმა გულის თქმამ მიმახვედრა კარგო რაც გსურდა და მშვიდი სიზმარი ამ დროს დასრულდა..
|
უკაცურია ჩემი ქუჩები, ვერ უსალბუნებს მათგან ერთიც ჩემს მტანჯველ სევდას... ჩემი სიმღერა ბინდისფრად ითქმის, ხრწნას შეუპყრია ჩემი გული მიტოვებული.
აღარ მიველტვი სოფლებსა და ქალაქებს ახლა, არც სამხრეთ ტევრთა სიველურე მიზიდავს მარტოს, აღარ მინდება ზღვისპირ წასვლა და ხეტიალი, არც მთა, მთვლემარე მწუხრის ნაცნობ ვარსკვლავთა ჩრდილქვეშ.
უკვე მოვკვდი მრავალი წლის წინ, გვამი კი მძიმე, ცარიელი, ეს ჩემი გვამი, ჯერ ცოცხალია.
|
სულ არ მანაღვლებს შენი აფრები. რატომ გგონია აგარ დავთვრები ბარემ აგერ პოლსაც მოვცმინდავ და მერე ხრამში გადავარდები.
კიდეც დავთვრები, დაჟე გავტყვრები მერე მისიე შენი აფთრები. მაინტერესებს რა უნდა მიყონ ლოთი კაცი ვარ ლოთად დავრჩები.
მე გადამთვრალს სიყვარულიც კი მენატრება შენ რაიცი ამის ფასი ბევრს რომ კამათობ. ეული დადიხარ და თავი დიდად მოგაქვს, მე უკვე აქ ვხვდები როგორ თამაშობ.
უხილავ ეკლებს გამოგიჩენ, სიხარულო და სათითაოდ კვირტივით წავჭრი. და თუ სადმე კიდე გამოიბავ, მერე უკვე ნიღაბსაც აგხდი..
აი ესა ვარ როგორსაც ისმენთ ახლა თქვენ ნუღარ დამიწკებთ კამათს. ეს ნაგიჟარი ქალიც მეყოფა სიყვარულშიც კი არმაცლის თამაშს.
ჰერიო ბიჭებო მოდით დავლიოთ ქალისას მაინც ვერას გავიგებთ რაუნდ გავიგოთ ჩიტივით დაფრთხის, რომ შეუბეროთ ქარიც წაიღებს .
|
ქუჩის კიდეზე _ მთლად გასხლული და კანგაცლილი ყრია ხეები და არცა ვარ მეტის მსურველი. ჩემს გვერდით ისევ აწოწილა ბუღის აჩრდილი, ფისის და ხვატის მოსდებია ქუჩას სურნელი.
აქ არის ჩემი სასთუმალი _ დავწვები ჩუმად, თითქოს, სიზმრებიც დამიხურავს მსუბუქ ნაბდებად. ზევით _ უჩუმრად მირონინობს ღრუბლების ქულა, ქვევით _ ვნებების ნაკადული ჩქეფს და ქაფდება.
გაორებისგან ვერც ჩემს ფიქრებს ვერასდროს ვიხსნი: გონს ათრობს ჩუმი აღმაფრენა, აზრთა გალობა... თუმცა, სიღრმეში ბინდისფერი ბობოქრობს სისხლი, ქვევით მეწევა მიწიერი დაღმავალობა.
იქ ბედისწერის სიმღერა ჟღერს, კუშტი და მტრული უფსკრულზე, ხალხი რომ აქცია მტრებად, მსტოვრებად, იმ სიცოცხლეზე, მთლად მუქთად რომ გაყიდა სული, სულზე, რომლითაც შეიგრძნობა მაინც ცხოვრება.
ბგერა სასულე ინსტრუმენტში ვერ დაეტია _ მსმენელისათვის ნათელია ყოველი ახლა: კვლავ რომ ბობოქრობს, ეს მაცთური ელემენტია, დაბლა _ ვნებებს რომ აბატონებს და დუმილს _ მაღლა.
|
ალ პაჩიო (ნამდვილი სახელი ალფრედ ჯეიმს პაჩინო) დაიბადა 25 აპრილს, 1940 წელს ნიუ-იორკში. დაოა, რომ ის არის ცნობილი და უნიჭიერესი ამერიკელი მსახიობი. მისი მშობლები სალვატორი და როზა გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო პატარა იყო, შემდეგ ის ბებიის სახლში გადავიდა საცხვრებლად. მისი კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც მან პირველად ითამაშა სასკოლო დადგმაში. 1966 წელს კი შევიდა სამსახიობო ჯგუფში, მისი მასწავლებელი იყო Lee Strasberg. 1969 წელს ალ პაჩინომ მიიღო როლი ფილმში "Me, Natalie", 1971 წელს კი ფილმ "Pa nic in Needle Park". ის იყო დაპატიმრებული 1971 წელს, ცივი იარაღის ტარებისთვის.(He was arrested in January 1961, charged with carrying a concealed weapon, მემგონი სწ
...
Read More
|
ქრისტინა აგილერა და მისი მეუღლე ჯორდან ბრეტმენი ლოს ანჯელესში 26
|
Kate Moss ChanGe )) .................................. როგორ ეცვლებოდა სახე ქეით მოსს : ))
|
იტალიელი ფეხბურთელების ცოლები ........................... ...........................
|
ღმერთო, მოდი, მოდი, გადამარჩინე. ღმერთო, მოდი, ჩემი სული არჩინე.
დედამიწის ტარებამ გამიჩინა იარა, ღმერთო, მოდი, მიწამლე სულის სამოსიანად.
ღმერთო, წამი უშენობის საუკუნო ცეცხლია, მე ხომ მსურდა, რომ ეს ცეცხლი ცის მნათობ მზედ მექცია.
მე დღეს მიწას უფრო ვგავარ, ვიდრე ზეცის სტრიქონებს, ღმერთო, მზე მე ვერ ვიპოვე და ლექსებში ვიგონებ.
მარტოობის დაღი მადევს, ვშიშობ, ჩემი ხვედრია, და ეს განცდა ყოველ ჯერზე, უფრო მძაფრი, მკვეთრია.
ღმერთო, მოდი, მიმეგობრე, მსურს, რომ გული გავითბო, მაპოვნინე შენი მზე, რომ შენი სითბო გავიგო.
ღმერთო, მოდი სიკვდილამდე, მოდი, გადამარჩინე, ღმერთო, მოდი, სიკვდილის ჟამს ჩემი სული არჩინე.
სჩანს ცეცხლიდან მნათობ მზემდე მილიონი ჩიხია, მე კი ვდარდობ, ნეტავ, ღმერთო, ჩემი სული ვისია?!...
|
გავიდა დიდი ხანი ბიჭები უკვე თბილიშსი იყვნენ . ყველა თავისი საქმით დაკავებული. გუკა ფეხბურთს აწვებოდა ძმაკაცებს ხვდებოდა , მასწავლებლებთან დადიოდი კაროჩე დაგრუზული იყო ყველაფრით. გავიდა ნოემბერი, დეკემბერი. აი მოვიდა პირველი თოვლიც. ასეთი თეტთრი, ფაფუკი და ტვალისმომჭერელი. მთელი ღამე თოვდა. კაკრაზ შაბათი დღე იყო. გუკა წამოხტა ლოგინიდან. ჩაიცვა და ფანჯრიდან სკუპიტ გადახტა . გააკეთა თოვლის. იგრძნო მისი სიგრილე და გუნდა ფანჯარაში უნდა ესროლა, მაგრამ უცბად ვიაღამაც პირდაპირ თავში ესროლა, მერე კისკისი მოისმა. გუკამ გაიხედა მაგრამ თეთრი თოვლის მეტი ვერაფერი დაინახა. მიხვდა, რომ აშკარად გოგოს ხმა იყო დაიყვირა: სალომე შენ ხარ? პასუხს ელოდა მაგრამ არავინ შეიჭუხა თავი. მერე ისევ გაიხედა და გუნდის დამიზნება დაიწყო. შემდეგ კიდევ გოგოს ხმა გაიგო. ვიღაცა სიცილით კვდებოდა. ბოლოს გუკამ ვერ მოითმინა და დაიყვირა: გამოდი ეხლა ვინ ხარ?. საპასუხოდ გაიგო: " შენ მოდი და დაინახავ ვინც ვარ. გუკა მიხვდა საიდან ისმოდა ხმა და უცბად კორპუსის უკან გაიქცა. თვალი როგორც კი ზემოთ აწია, თითქოს გული გაუჩერდა. ასეთი სილამაზე მემგონი ცხოვრებაში არ ენახა. დაინახა გოგონა ანგელოზივით ღიმილი , ტკბილი ხმა, მომაჯადოვებელი ცისფერი თვალები. გუკა სიტყვას ვერ ამბობდა. გოგო კი იცინოდა. გუკა: ვინ ხარ და რა ქვია? ქეთი: დავიჯერო არ გახსოვარ? გუკა: არა რაღაც შენი ლამაზი სახე არ მახსენდება გოგოს ის
...
Read More
|
ლიიზ მე შენ მიყვარხარ მიყვარხარ როგორც არავინ... როგორც თევზს უყვარს წყალი... როგორც გიჟს არ შორდება სიგიჟე ისე მეც არ მშორდება შენი თვალები.. ჩემი დღე შენზე ფიქრით იწყება და მთავრდება.. ვოცნებობ მოგეხვიო და სამუდამოდ გაგხადო ჩემი.. მიყვარხარ გესმის? სიგიჟემდე გაგიჟებამდე. ტკივილამდე მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! ლიზი იდგა და ხმას ვერ იღებდა.. ცრემლებმა შეწყვიტეს უსასრულოდ დენა.. ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა.. თითქოს რაღაც მძიმე დაედო გულზე.. თითქოს ცრემლები გაუშრა.. ვეღარც იღიმოდა.. ბოლოს დადგა ის სანატრელი მომენტი როდესაც მატი გულები სამუდამოდ უნდა შეერთებულიყო... და აი წარმოთქვა მანაც ის წმინდა სიტყვები.. ლიზი მოეხვია და მხოლოდ ამას იმეორებდა.. მეც მიყვარხარ მეც.. სიგიჟემდე მიყვარხარ.. ჩემი სიხარული ხარ, ჩემი ტკივილი ხარ ჩემი წამალი.. ჩემი გულის ყოველი ფეთქვა.. მიყვარხარ უსასრულობიდან დაუსრულებამდე.. იკა ყურებს ვერ უჯერებდა. მხოლოდ თვალები დახუჭა და არ უნდოდა ეს წამი დამთავრებულიყო.. ამ დღის შემდეგ ისინი ერთად იყვნენ.. არ ჩხუბობდნენ არასდროს.. მათი სიყვარული იყო ვით წმინდა კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც წუთითაც არ ქრებოდა.. ქობულეთში ორი თვე გაატარეს. დაიწყო სწავლა. იკა და ლიზი სულ ერთად იყვნენ. ლიზი იკასთან გადავიდა კოლეჯში. მათი სიყვარულის ყველას შურდა. ლიზის ადგილას ყოფნას ბევრი გოგო ოცნებობდა და ასევე იკას ადგილასაც.. ეს ულამაზესი წყვილი ღმერთმა შექმნა ერთმანეთისთვის. ერთხელ იკა და ლიზი ვაკის პარკში იყვნენ როცა ერთმა ბიჭმა დაინახ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 8 სტუმარი: 8 მომხმარებელი: 0 |
|
|