♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » შუადღის დასვენება...
12:46 PM
შუადღის დასვენება...


ქუჩის კიდეზე _ მთლად გასხლული და კანგაცლილი
ყრია ხეები და არცა ვარ მეტის მსურველი.
ჩემს გვერდით ისევ აწოწილა ბუღის აჩრდილი,
ფისის და ხვატის მოსდებია ქუჩას სურნელი.

აქ არის ჩემი სასთუმალი _ დავწვები ჩუმად,
თითქოს, სიზმრებიც დამიხურავს მსუბუქ ნაბდებად.
ზევით _ უჩუმრად მირონინობს ღრუბლების ქულა,
ქვევით _ ვნებების ნაკადული ჩქეფს და ქაფდება.

გაორებისგან ვერც ჩემს ფიქრებს ვერასდროს ვიხსნი:
გონს ათრობს ჩუმი აღმაფრენა, აზრთა გალობა...
თუმცა, სიღრმეში ბინდისფერი ბობოქრობს სისხლი,
ქვევით მეწევა მიწიერი დაღმავალობა.

იქ ბედისწერის სიმღერა ჟღერს, კუშტი და მტრული
უფსკრულზე, ხალხი რომ აქცია მტრებად, მსტოვრებად,
იმ სიცოცხლეზე, მთლად მუქთად რომ გაყიდა სული,
სულზე, რომლითაც შეიგრძნობა მაინც ცხოვრება.

ბგერა სასულე ინსტრუმენტში ვერ დაეტია _
მსმენელისათვის ნათელია ყოველი ახლა:
კვლავ რომ ბობოქრობს, ეს მაცთური ელემენტია,
დაბლა _ ვნებებს რომ აბატონებს და დუმილს _ მაღლა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024