♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 06


ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1120 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Warum Männer nicht zuhören und Frauen schlecht einparken
1 სთ 43 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 29 ნოემბერი 2007
რეჟისორი: ლეანდერ ჰაუსმანი
სტუდია: კონსტანტინ ფილმი, ფილმფანდს ვიენი, დელფი ფილმვერლეიჰ პროდაქშენი
როლებში: ბენო ფურმენი, ჯესიკა შვარცი, მატიას მატშკე, ანიკა კული, უვე ოქსენკნეჰტი, ნადია ბეკერი, საშა


ფილმის მიმოხილვა
კატრინი ცუდად მოატრილაებს მანქანას და იანის კაბრიოლენს დააზიანებს. მათ შორის სიტყვიერი ბატალია აინთება. ქალი მიყგდებს მამაკაცს ფურცელს, რომელზეც სადაზღვეო ნომერი წერია და წავა. მამაკაცში მონადირეს ინსტინქტი გაიღვიძებს: ის ვერ გაუშვებს თავის "მსახვერპლს", ისე რომ არ გაიცნოს. იანი გაყვება კატრინს კვალდაკვალ და გაიგებს სახლის მისამართს. მალე ისინი ერთად დაიწყებენ ცხოვრებას. და ცოტა ხანში ისინი აღმოაჩენენ ერთმანეთის შორის უზარმაზარ უფსკრულს...



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი,
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული
ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა:
გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება
და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა,
რომ ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში
ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი,
როგორც შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს
წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის,
უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1273 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..."
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1360 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია _
გზები დიდია.
მთავარია, რომ სადღაც მიდიან,
სადღაც მიდიან...
იმ მატარებელს მიჰყავს მგზავრები,
უკან ბრუნდება,
ზოგის იმედი ბაქანზე რჩება,
ზოგის _ სრულდება.
ზოგი მგზავრი კი არასოდეს არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება...
მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
ცივი კივილით სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია,
გზები დიდია,
მთავარია, რომ სადღაც მიდიან...
მეც მინდა გავყვე ერთ-ერთ მათგანს,
წავიდე სადმე,
საით წავიდე, ეგ სულერთია,
რახან შენ დაგთმე...
მთავარია, რომ წავიდე სადმე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>





Kurbaan
2 სთ 41 წთ
ჟანრი: დრამა, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, მელოდრამა, კრიმინალური პოსტერები
 გამოშვება: 20 ნოემბერი 2009
რეჟისორი:
სტუდია: დარმა პროდაქშენსი
როლებში: ომ პური, საიფ ალი კჰანი, კირონ ჰერი, ვივეკ ობეროი, კარინა კაპური, დია მირზა, შერილ ალესიო 


ფილმის მიმოხილვა

ავანტიკა – ლექტორად მუშაობს დელის უნივერსიტეტში. ის ჩამოვიდა ნიუ–იორკიდან, სადაც მუშაობდა სანამ უვლიდა მამას, რომელმაც გადაიტანა მორიგი გულის შეტევა. ამ პერიოდის განმავლობაში, ის შეხვდება პროფესორს სახელად ეხსაან კხანი. მალევე მათ რომანი დაეწყებათ. რამოდენიმე თვეში ანტიკას დაურეკავენ ნიუ–იორკის უნივერსიტეტიდან და სთხოვენ სამუშაოზე დაბრუნებას. ავანტიკა ამ ახალ ამბებს მოუყვება ეხსაანს. ის კი ეტყვის რომ ვერ გაემგზავრება უცხო ქვეყანაში და ვერ დარჩება უმუშევარი..
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1120 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს არის ძაან მაგარი მუსიკების კრებული თქვენთვის  LoVStory.UcoZ.CoM_ისგან .......



კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 2268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...

ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.

ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.

გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.

"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 986 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Ci Ling
1 სთ 41 წთ
ჟანრი:ფანტასტიკა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი, მელოდრამა პოსტერები
გამოშვება:30 დეკემბერი 2009
რეჟისორი:იინპინგი ჩუ 
სტუდია:ჩანგ–ხონგ ჩენელ ფილმ & ვიდეო კო., იენ პინგ ფილმს პროდაქშენსი 
როლებში:ერიკ ცანგი, ჯეი ჩოუ, დეომინგ ჩენი, ჩი–ლინგ ლინი 

 
ფილმის მიმოხილვა
ლეგენდა მიწის ფენების ქვეშ დამარხუ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც ის არ უფიქრდება მარტოობის განცდას, აღარც არის მისგან შეწუხებული, მაგრამ ასეთი ადამიანები პირადად მე არ შემხვედრია. მარტოობის სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ, ხელოვანებს ვინაიდან მათთვის მარტოობა – თავისუფლებაა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები დაგეხმარებათ. (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ) 
... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1275 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე. 
შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად. შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი. გიყვარდი და სხვა არავინ გინდოდა. მეც მასე ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე. 
სად ვიყავი? მიწაზე არა რადგან აქ სიბოროტე და შურია. 
აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ. 
იცი? არ მეშინია, შენთან ერთად არაფრის არ მეშინია. რა გაცინებს არ გჯერა? არც ამ სითეთრის მეშინია და საერთოდ არაფრის ოღონდ შენთან უნდა ვიყო, მარტო ვერ გავძლებ ვერც შენ გაძლებ უჩემოდ. 
ისევ სითეთრე მაგ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

მე ვისწავლე ხმაური...
რადგან გადავწყვიტე ადამიანთა შეყვარება..
ისე.. ვცადო მაინც..
არა.. შეყვარება კი არა_შენარჩუნება.. რადგან უკვე მიყვარს, მაგრამ... ხან ისე.. მაფრთხობენ..
...
ზამთარმა სევდა დაბნევით ამარიდა.. ტკივილი კი არის.. ოოოო.. ტკივილი ალბად სევდაზე ერთგულია.. ... ვიცოდი.. ვიცოდი და ღრმად_იგი უფრო მეტად მიყვარდა...
თიხა მიყვარს..
მისგან საკმევლის დასანთებს გავაკეთებ.._განსაკუთრებულს.. და მოვხატავ.. .. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ - ცისკენ აღერილი გედი,
მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

შენ - მოდრეიფე ზვირთი,
მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა...
შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
სამი საუკუნე კლდეების საწოლზე მეძინა
ვნახე ყველაფერი რაც დიდი ხნის წინ დაავიწყდათ ადამიანებს
გავზომე მანძილი ცას და მიწას შორის
ვკითხულობდი სიცოცხლის ხაზებს ხელისგულებზე ვემსახურებოდი ორაკულებს
და ჩემი ბაგეებიდან დაღვრილი ხმა არ იყო ჩემი
დაკარგულ ქალაქში დავიკარგე
შეირაღებულმა მხედრებმა გადალეკეს ჩვენი მინდვრები
და სამუდამოდ დავრჩით უცხო ბარბაროსთა მოლოდინში
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 
გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი 
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებ მოტეხილი ანგელოზი. 
უცხო სინათლემ დამაბრმავა,მაცხოვრის მესმა ნაბიჯები, 
დიდ საიდუმლოს შევესწარი ვაიმე ალბათ დავისჯები. 
გაიხარებენ მოშურნენი,ჩემზე იტყვიან შეიშალა 
მე ვუყვარდიო-იჭორავებს,ჩემზე უცნობი მეტიჩარა. 
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს, 
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არა მარტო შიშისაგან. 
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1450 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Georgian - Mikvarhar
Afrikaans - Ek het jou lief
Albanian - Te dua
Arabic - Ana behibak (to male)
Arabic - Ana behibek (to female) 
Armenian - Yes kez sirumen
Bambara - M'bi fe
Bengali - Ami tomake bhalobashi (pronounced: Amee toe-ma-kee bhalo-bashee) (THX GVamp!)
Belarusian - Ya tabe kahayu
Bisaya - Nahigugma ako kanimo
Bulgarian - Obicham te
Cambodian - Soro lahn nhee ah
Cantonese Chinese - Ngo oiy ney a 
Catalan - T'estimo
Cherokee - Tsi ge yu i (Thanks Nancy!)
Cheyenne - Ne mohotatse
Chichewa - Ndimakukonda
Corsican - Ti tengu caru (to male) 
Creol - Mi aime jou
Croatian - Volim te
Czech - Miluji te
Danish - Jeg Elsker Dig
Dutch - Ik hou van jou
English - I love you
Elvish - Amin mela lle (from The Lord of The Rings, by J.R.R. Tolkien) 
Esperanto - Mi amas vin
Estonian - Ma armastan sind
Ethiopian - Afgreki'
Faroese - Eg elski teg
Farsi - Doset daram
Filipino - Mahal kita
Finnish - Mina rakastan sinua< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
12 წლის:
რაღაც მინდა და რა აზრზე არა ვარ-რა

14 წლის:
გოგო მინდა და, სულ ერთია რომელი!

16 წლის:
აი, ეს გოგო მინდა, იმიტომ, რომ უარს არავის ეუბნება!

18 წლის;
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ვინმე,სუფთა ფურცელზე იწყებს რამის წერას,ამით მას სურს თუნდაც ფურცელს გაანდოს თავისი გულის სატკივარი ან სიხარული,სხვამაც თუ წაიკითხა,გაუგო,ხომ კარგი,გულზე მოეშვება და თანაგრძნობასაც მიიღებს,ფურცელსაც შეუძლია ეს,რომელზეც ის ვიღაც თავის ფიქრებს დაწერს…
მეც ვწერ ამიტომ,ფურცლისგან ან ვიღაცისგან თანაგრძნობის იმედით,გულის მოსაფხანად,ის ვიღაც ხარ შენ (შენ კი არა უბრალო მოკვდავო!)
ვიცი,ეს შეიძლება არავინ წაიკითხოს,მაგრამ ფურცელი მაინც გამიგებს,რომელზეც ამას ვწერ,გამიგებს და ზუსტად ისე დაიტევს ასოებით ფორმამიცემულ ფიქრებს,როგორც მე მინდა,ისე გამოაჩენს,რომ ეს ადვილად გასაგები იყოს იმისთვის,ვინც წაიკითხავს ან არ წაიკითხავს.. 
ეს უკვე შემთხვევითობაა...
მე კი მინდა,რომ შემთხვევითი მკითხველი (ჩემთვის სასურველი მკითხვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1318 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

აი ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას ამბობენ! შენ
კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!
- მე გტანჯავ, თუ . . . ?!
- თუ?
- არაფერი . . .
- რა კარგი იქნებოდა ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი გიყვარს
ვინმე?! ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სერგი ჰა, როგორ ხარ?!
- რავი ბიჭო ცოტა არ იყოს ვღელავ . . .
- რა იყო, რა არის სანერვიულო?!
- რა ვიცი მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . . .
- მერე რა ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . . . მაგარი კლასელები მყავს,
ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება
ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . . .
- გიო ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ . . . ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: სილამაზის 200 ფუნტი 
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, 
წელი: 2006
პროდიუსერი: იონ კიმი 
ენა: რუსული 
როლებში: ა კიმი, ჩჯინ მო, იონგ–ქეონ კიმი, ჰეონ–შიკ ლიმი, ჰან–ვი ლი

მოკლე შინაარსი:
კან ხან ნა - დიდი ტალანტის და წონის ქალბატონია. იგი პროდიუსერ სან ჩჟუნაზეა შეყვარებული და „კადრსმიღმა" ერთი ლამაზი, მაგრამ უნიჭო მომღერლისთვის მღერის. ერთხელაც, ხან ნა საკუთარ თავზე ცინიკურ სიმართლეს მოისმენს და გადაწყვეტს, კარდინალურად შეიცვალოს. ის აქტიურად იწყებს წონის დაკლლებას და პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს. ერთი წლის შემდეგ კლინიკიდან ლამაზი და გამხდარი გამოდის და ცდილობს პოპულარული და ყველასთვის დამალულად გახდეს. დიდი სირთულეების ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ! 
მოგატყუებ და ზევით აგახედებ, 
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას 
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება 
თვალებში სიხარულით გაოცება? 
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს 
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ... 
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ  ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1331 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
არხოტის ცასავით ლურჯი გაქ თვალები
მშვენებით მოგავხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ლოცავენ შენს ნავალ შარაგზას

აწი არ შემხვდე, გირჩევ მზე-ქალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შევცდები შეგიხსნი პერანგის საყელოს
და მთებს გატარებ ლურჯას ჭენებით
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ღამდება... სადაცაა დღე ღამეს ასპარეზს დაუთმობს და თბილისი მთვარის მელანქოლიურუ ბზინვარებით ვერცხლისფერ ბურუსში გაეხვევა... ქართლის დედა გადმოხედავს ქალაქს და ილოცებს მისთვის სამარადისოდ...
ვარსკვლავებით მოფენილ-მოჭედილი ცა თითქოსდა რაღაცას გვპირდება მაგრამ ამაოდ, ისევ,ისევ ძალიან მენატრები მას შემდეგ რაც თვალი მოვავლე შენს ცრემლით სავსე თვალებს და დამტოვე მეც შენსავით თვალცრემლიანი....
ახლა შენთან ჩემს ნაცვლად სხვა მოვიდა... ხელახლა განათდა ცა, კვლავ წამოვიდა გაზაფხულის სურნელოვანი წვიმა...
გარშემო ჩამოწოლილი სიმყუდროვე არ მაძლევს იმის საშუალებას რომ შენზე არ ვიფიქრო, არ გინატრო... და არ გიოცნებო...
გინატრებ მხოლოდ მაშინ როცა პიკს მიაღწევს სურვილი შენი, გამახსენდები და კვლავ ავტირდები, ისე როგორც ჩვენი განშ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი დღეს ისე რომ ხალხისათვის არ მეთქვა: "მე ის მიყვარს!" დავარწმუნებდი თითოეულ კაცსა და ქალს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა შეყვარების უნარს კარგავენ! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მათ მხოლოდ ფრენის სწავლების უფლებას მივცემდი. მოხუცს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხო... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ისევ და ისევ, მე ვფიქრობ შენზე... რა ჯანდაბაა ვერც გავიგე, ვინ ხარ და რა გინდა მართლა ვერ მივმხვდარვარ... 
შენთან ისევ თოვს, ჩემთან ისევ წვიმს და მიყვარხარ!!! 
მიყვარხარ! 
მიყვარხარ!
მინდა შენც ბედნიერი იყო და მეც, თუნდაც ცალცალკე, ოღონდ ერთი პირობით: ერთმანეთს არ გავეროჟოთ და ერთმანეთის თვალწინ საკუთარი "ნაშებით" არ ვიმარიაჟოთ... გულს ნუ დავწყვეტთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ გვიყვარს (ყოველ შემთხვევაში გვიყვარდა) ერთმანეთი? მოდი ცოტა გავიხსენოთ, უბრალო და ჩვენი ოცნების პატარპატარა კურორტები... მერე წყეული ქობულეთი... შენ რომ იტირე, ახლადსიგარეტგადაგდებულმა ნახევარი კოლოფი მეობის პაპიროზი _ "L&M" რომ მოწიე... ჩემი ორიგინალური SMS-ები და "beqa mtvrali xar?" - გულდასაწყვეტი პასუხი... < ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
გული იცი რაზე მტკივა,რომ ისე აგარ მენატრები როგორც მენატრებოდი არადა მინდა რომ ისევ ისე მენატრებოდე და ისევ ისე მიყვარდე...
შენ ხომ ჩჰემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ...ეს ხომ გულცრფელი სიყვარულია რომელშჰიც არანაირი გამორჩჰენა და სიბინდძურე არ არის...ცმინდა სიყვარული რომელიც უპასუხო დარჩჰა და რომელიც დძალიან დაუცველია მაგრამ მე ვცდილობ დავიცვა ის და გადავარჩჰინო რადგან როცა შჰენ შჰეგხვდები კიდევ ერთხელ განვიცადო ის რასაც განვიცდიდი და კიდევ ერთხელ ვიგრდძნო თუ რას ნიშჰნავს ნამდვილი სიყვარული...ცმინდა სიყვარული...მინდა შჰენ მომცმინდო ის ცმინდა ცრემლები რომელიც შჰენს გამო მოევლინა ქვეყანას და რომელიც შჰენ დააშჰრე...მინდა ვიგრდძნო შჰენი სუფთა გულის ძგერა.... როცა გნახავ ჩჰაგეხუტები და არ მოგცემ ცასვლის საშჰუალებას,არ მოგცემ იმის უფლებას რომ კიდევ ერთხელ მიმატოვო და კიდევ ერთხელ მომიკლა გული...არადა როგორ მინდოდა მეთქვა შჰენთვის თუ როგორ მიყვარდი და როგორ ვოცნებობდი შჰენზე მაგრამ შჰემეშჰინდა რომ ვერ გამიგებდი და სამუდამოდ დაგკარგავდი...ჩჰემს პატარა,სათუთ და მიამიტ სიყვარულს შჰენი აზრის შჰეეშჰინდა...და ი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
თუ მოვკვდები ხომ მოხვალ ხოლმე, ჩემს საფლავზე?... გახსოვდეს, მინდვრის ყვავილები არ მომიტანო.... არ მიყვარს და იმიტომ... მარტო შავი ვარდები... მოდი და მერე დიდხანს იდექი ხოლმე ჩემს საფლავთან და იფიქრე... უსაშველოდ იფიქრე... იფიქრე იმაზე, რა იქნებოდა რომ მეცოცხლა ცოტა ხანი ... მეც ხო შენთან ერთად ვიცოცხლებდი... 
მინდა გითხრა, რომ აქეთ სხვა ცხოვრებაა... ამ ცხოვრებისგან განსხვავებული... აქ ყველაფერი ლამაზია... საოცრად მომხიბვლელი და ლამაზი... მე დაგელოდები აქ... რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, დაგელოდები... მე აქაც უშენობა მაწამებს... უბრალოდ ერთს გთხოვ, არ დამივიწყო... ნუ ჩამიქრობ, უკვე ჩამქრალ ოცნებას... შენი თავი მაჩუქე და გამიხსენე...ცუდად ნუ მოგაგონდები... თუმცა ცუდად რატომ უნდა მოგაგონდე... ჩვენს ხომ კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის?... მჯერა, არასოდეს დამივიწყებ... ისევ ისეთი ხალასი და მხიარული გეხსომები, როგორიც ვიყავი...
ჰო, ვარდები გულზე არ დამაწყო, ვეღარ დაგინახავ... რამე მოუტანე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
სიხარული რას შვები?
- არაფერს ჩემო პატარა შენ?
- მეც არაფერს.
- კარგია, დღეს საღამოს ერთმანეთს ვნახავთ..
- არ ვიცი გიო, მემგონი ვერა
- რატომ?
- დღეს არ მცალია
- არაუშავს ჩემთვის მოიცლი..
- კაი გიო ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ ნატალი მოვიდა..
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1860 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
შუაღამე იყო. პატარა სანთელი ბჟუტავდა ჩემი ოთახის მაგიდაზე. უაზროდ ეყარა
ტანსაცმელი სავარძელში... მე კი ლოგინზე ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ
მიზიდავდა რაღაც ძალა მაგიდისკენ...
ნელა ავდექი ლოგინიდან, შიშველი
ფეხებით მივედი მაგიდასთან და პირველი რაც თვალში მეცა, ეს იყო მისი
სურათი. უეცრად საშინელი მონატრება ვიგრძენი, ისეთი, როგორიც არასოდეს
მიგრძვნია, მაგრამ ამ მონა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე...
შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე,
ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ.
იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე?
სიძულვილით არის კაცის გული სავსე,
შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ,
გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო....
და გაივლებს გულში: ,,რატომ შე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ……
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე.ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
 
(ვახო)_დამაცადე!!! გეფიცები ელენე გეფიცები, არავის მოკვლა არ მინდოდა, 
არ ვიცი რა დამემართა, ძალიან ავნერვიულდი სასხლეტს ხელი გამოვკარი, მეგონა 
მაღლა ვისროდი და ჩემი ნასროლი ტყვია დედაშენს მოხვდა.
_შენ შენ შენ მოკალი ჩემი დედიკო. შე არაკაცო, მკვლელო, შენი ბოდიში დედას 
ვერ დამიბრუნებს, ვერ დამიბრუნებს იმ წლებს რომლებიც შენს გამო უდედოთ 
გავატარე. 
_გეფიცები ძალიან ვნანობ, მხოლოდ იმიტომ არ ჩავბარდი პოლიციეს რომ სახლში 
ცოლ შვილი მელოდებოდა. მხოლოდ ამიტომ. სამი წლის განმავლობაში დავდიოდი 
დედაშენის საფლავზე, ვიცოდი რომ ეს არაფერს არ უშველიდა, მაგრამ საფლავზე 
სიარულს თავს არ ვანებებდი, ერთ დღესაც სიზმარში დედ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ღმერთოოოოოო... ასე რატომ დამსაჯე, რატომ წამართვი? რისთვის? ღმერთო თუ 
მართლა არსებობ, მიპასუხე რატომ გააკეთე ეს? მას ხომ შენი სჯეროდა, სწამდა. 
მიპასუხე რატომ დუმხარ? იცი ის ყოველთვის ამბობდა რომ შენ ხარ მთავარი ამ 
ცხოვრებაში, ასე მეუბნებოდა ღმერთი მოწყალეი და სამსახურს გაშოვნინებსო, 
ღმერთი მოწალეაო!!! ღმერთი მოწყალეაო!!! რატომ არ გამოიჩინე მოწყალება მის 
მიმართ, ის ხომ პატარა უსუსური ანგელოზი იყო. რატომ წაიყვანე? რატომ 
დამაშორე? 
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

უაღამე იყო. პატარა სანთელი ბჟუტავდა ჩემი ოთახის მაგიდაზე. უაზროდ ეყარა 
ტანსაცმელი სავარძელში... მე კი ლოგინზე ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ 
მიზიდავდა რაღაც ძალა მაგიდისკენ...
ნელა ავდექი ლოგინიდან, შიშველი 
ფეხებით მივედი მაგიდასთან და პირველი რაც თვალში მეცა, ეს იყო მისი 
სურათი. უეცრად საშინელი მონატრება ვიგრძენი, ისეთი, როგორიც არასოდეს 
მიგრძვნია, მაგრამ ამ მონატრებას უიმედობის დაღი აჩნდა...
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
... მე ის თავიდანვე მომეწონა... ეხლა რომ ვუფიქრდები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან, ძალიან მომეწონა... შეძლება თავისი ბავშვური გულუბრყვილობით... რაც ძალიან იშვიათია ამ ასაკის ბიჭებში...
ალბათ, ამიტომ...
ჩავედით, დავბინავდით...
მერე იყო ბევრი სიცილი, ბევრი ბავშვები, სმა, მხიარულება...
... კანატკაზე ერთად აღმოვჩნდით... სიცივისგან ვკანკალებდი... უნებურად თავი დავადე... სიჩუმე...
მერე იყო თოვლში წოლა... ერთად... თავი მის მუცელზე მედო და ცას ვუყურებდი... თოვდა...
იმ დღეს ვიფიქრე... ალბათ მალე ერთად ვიქნებით... რა კ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ერთ-ერთმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ,რომელიც შემდეგი სათაურისაა ''ცნობილი ადამიანების რჩეული სასაცილო ფილმები''..გამოკითხულ იქნა 9 ცნობილი ადამიანი და ერთად ვნახოთ მათი გემოვნება ..მაშ ასე ..ფილმები (კომედიები),რომლებიც აცინებს ჩვენთვის ცნობილ სახეებს :
Scarlett Johansson 

ვარსკვლავების საყვარელი კომედიები
ჩამოთვლა ალბათ არაა საჭირო ფილმებისა ,რომლებიდანაც სკარლეტს ვიცნობთ ..მისი პირველი როლი მან ითამაშა ფილმში :The Horse Whisperer...სწორედ აქედან იწყება მისი სერიოზული წინსვლა სამსახიო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1591 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 J.B ის დაბადების დღის ფოტოები
1 მარტს ჯასტინ ბიბერი გახდა 16 წლის.



... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 3752 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იგი მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელია, 1970 წლის 29 სექტემბერს დაიბადა, დგეს ის საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია ამერიკაში


ნინელ კონდე
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1437 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Demi Moore and Ashton Kutcher at Hollywood Domino Gala



  Demi Moore and Ashton Kutcher at Hollywood Domino Gala
................

< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Emily Blunt & Amy Adams

ემილი ბლანტი (27 წლის) და ორსული ემი ადამსი (35 წლის) 4 მარტს ვენეციაში სეირნობენ,ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან.
...........................................
......................................
.........................
....................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1483 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
დაიცა დაიცა....თუ იწყება...რატომ სრულდება?!...და თუ სრულდება...რაღატო იწყება ისევ თავიდან ყველაფერი?!..ჰა?...რატომ?!. ვერ გამიგია რატომ უყვარდებათ ისევ და რატომ იტანჯებიან ისევ...ეს ხომ მაზოხიზმია უკვე?!...არა,მეც მიყვარს,მაგრამ არ ვიტანჯები... მართლა მართლა! არ ვიტანჯები,ბედნიერი ვარ...ბედნიერი ვარ როცა მის ღიმილს ვხედავ,ბედნიერი ვარ,როცა ვკოცნი..ბედნიერი ვარ მხოლოდ იმითაც მის ხმას რომ ვუსმენ,როგორ მიყვება სულელურ რაღაცეებს...მიყვარს და ბედნიერი ვარ... როცა ვერ ვხედავ?!..აუ მაშინ მაგრად ცუდად ვარ...ხო...ძალიან ცუდად..ვერაფერს ვგრძნობ გულში ტკივილის და სიცარიელის გარდა..სულ მასზე ვფიქრობ...ყოველთვის მისი სახე მელანდება...სიგიჟემდე მენატრება... ტანჯვა?...ხო რა ტანჯვაა თითქმის...რატომ მიყვარს?!...იმიტომ რომ კარგია...რომ არ მიყვარდეს არ ვიცი რა მომივიდოდა... არ ვიცი არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი რომ მართალი ხარ...მირჩევნია ვიტანჯო და მიყვარდეს ვიდრე უსიყვარულოდ მოვკვდე...მირჩევნია დაიწყოს და დასრულდეს ოდესმე ეს სიყვარული,მაგრამ იყოს!...და ვიცოცხლო იმ იმედით რომ თავიდან დაიწყება...
* * * ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
"ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს შენ უკანასკნელად ხედავ მათ ვინც ძალიან გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით...
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

"ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი დღეს ისე რომ ხალხისათვის არ მეთქვა: "მე ის მიყვარს!" დავარწმუნებდი თითოეულ კაცსა და ქალს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა შეყვარების უნარს კარგავენ! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მათ მხოლოდ ფრენის სწავლების უფლებას მივცემდი. მოხუცს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხო... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც ამ კიდობანშ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ოჰ, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, სასტიკი ბედისწერის ნამოქმედარი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
იქნებ შენა ხარ სიყვარულის უძირო სევდა,
იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების ერთი იმედი,
იქნებ შენს გამო ამ ცხოვრებას ლამაზი ერქვა
და უშენობას ვერ აღვწერდი ძველი სიტყვებით.
იქნებ ოცნებას შენს გარეშე ღალატი ერქვა
და სიყვრულსაც აღარ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი....
შენს მონატრებას სინანულის ცრემლები ერქვა
და სიყვარულსაც აღარ ერქვა მისი სახელი....
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1308 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ნუ მაძლევ კითხვებს.
უპასუხოდ
დავტოვე ყველა...
ნუ მაძლევ კითხვებს,
მე ვუყურებ 
ხეებს და ჩიტებს.
შევიგრძნობ, ვცხოვრობ,
ნუ დამიტოვებ
მხოლოდ კითხვებს
შენს სამახსოვროდ.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1281 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მე ვარ გოლიათი
და მე ვარ მკვდარი.
ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ.
ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში,
რომელსაც ჰქვია მტკვარი.
უფრო სწორად:
ვწევარ ძალზე უხერხულად,
თავით ქვიშას ვეხები,
ხოლო უცნაურად გაღუნული ტანი და ფეხები
წყალში ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მე ეხლა მარტო ვარ,ფიქრითა და ოცნებით სავსე, შენ ჩემგან შორს ხარ, მაგრამ შენი სახე თვალწინ მიდგას ის მამხნევებს ის მათბობს ის მაწერინებს.შენგან წამოსულმა რაც დავწერე ყველა შენ გეძღვნება იცი ეხლა ჩემს გვერდით ზის პატარა ანგელოზი და მიამბობს ზღაპარს...ზღაპარს საოცარს, ხან იმედით სავსეს,ხანაც სევდიანს, მე ორივეს ვუსმენ მოთბინებით და იმედით მაგრამ ეს ყველაფერი წამიერი წარმოსახვაა, თურმე მირაჟია, ქრება ეს საოცარი ლამაზი ზღაპარი და რჩება საშინელი სინამდვილე, რომ მე აქ ვარ და შენ იქ შორს, მე აქ ვარ სულ მარტო არც მეგობარი არც ამხანაგი....სიყვარული???
სიყვარულიც არ არსებობს უშემოდ, და რაც უფრო შორს ხარ მით უფრო მაშინებს ეს სიყვარული და მთავრდება ზღაპარი... იყო და არა იყო რა... იყო და არა იყო რა... რა კარგი ნათქვამია? ცხოვრება ხომ ერთი მოლანდებაა და ამ მოლანდებას ხალხმა იყო დაარქვა.... და იქვე დაუმატა- არა იყო რა....
ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია ამ აზრამდე მიმიყვანა შენმა დუმილმა, ორი წერილი გამოგიგზავნე და პას ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის ღრუბლიანი დღე იდგა. შეუჩერებლივ ცრიდა. ჯანღი შემოსდგომოდა ავლაბარს და ამ ბურუსში, სადღაც, გორაკზე ამავალ შარაზე, მცირე, უცრემლო პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს.
ვიწრო, ტალახისაგან აზელილი ქუჩები უნდა გაევლოთ და მერე იქით, პეტრე-პავლეს უპოვართა სასაფლაოსკენ განეგრძოთ გზა.
მოიწევდნენ მოწყვეტილი სიარულით. სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სადღა იყო ბალდახინი. თხელი, ღრუებიანი ფიცრებისაგან შეეკრათ სადა კუბო. სულის მოსათქმელად დროდადრო აღმართზე შეჩერდებოდნენ, სველ მიწაზე დაუშვებდნენ ცხედარს.
უკანასკნელ წამსაც მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ზოზია ტიფით იყო ავად, არც კი უთქვამთ მისი გარდაცვალება. მაშომაც გასვენების დღეს შეიტყო ძმის უბედურება. საავადმყოფოში ვიღაცამ შემთხვევით იცნო მისი გვამი. არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ჰეეი! ჰეი! მომხედე! მე ვარ! რა იყო, ვერ მიცანი? აბა, რომ მპირდებოდი, ყოველთვის გიცნობო?! მომატყუე? როგორც მახსოვს, იმასაც მპირდებოდი, არასდროს მოგატყუებო... კარგი, არა უშავს, გაპატიე. პრინციპში, მე ვინ ვარ, რომ გაპატიო, მაგრამ მაინც გაპატიე.
მიტოვებული ბინასავით დავცარიელდი. წარსულის სუნი ამდის მთლიანად. ეტყობა, დღეს ვერ მოვიცილებ. წვიმამ დამაწვიმა სიძველე. სინესტემ გამახსენა ცხრიანი, ვიტამინები, თოვლი და ქარი. არადა, მჭირდები, როგორ!.... სულ ტყუილად მიმაჩვიე სითბოს. ხედავ, დამაკლდა ახლა და ცუდად ვარ უკვე. ყურადღების საკმარის დოზას ვითხოვ. შენ წარმოიდგინე, არ იმეტებენ.
დახუფული ვარ და მიჭირს წესიერად სუნთქვა. ხომ ვერ მეტყოდით, წელიწადის რა დროა ახლა? რა ზარმაცი ხალხია!... მოდი, თვითონ გამოვიცნობ: ახლახანს ვნახე, რამდენიმე თავდახრილი, შუა ხნის ადამიანი მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი დედამიწისკენ. ყვითელი ლაბადები ეცვათ. გამახსენდა! ყვითელი სიყვარულის დროა ახლა! შენ იცოდი, სიყვარულს რომ ოთხი ფერი აქვ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მე შენზე ვფიქრობ,შენ კი შორსა ხარ....... არ ვიცი როგორ მოგაწვდინო ხმა,ისე წახვედი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე,ვერ გადაგიშალე გული ბოლომდე ..... შენ ისევ შორს ხარ,ნუთუ ამდენი წლის მერე არ ფიქრობ ჩემს პატიებას?რა ჩემი ბრალია თუ მიყვარხარ?მე მინდოდა?ან გულის ვინ ჰკითხავს ისე შემოგეპარება......რა ვქნა თუ ეს მეგობრობა ჩემთვის უფრო სერიოზულში გადაიზარდა?ვერ ვბედავდი მეთქვა რამე შენთვის მეშინოდა,გული ცუდს მიგრძნობდა და მართალიც ყოფილა...ძალა ძლივს მეყო რომ ეს მეთქვა შენთვის შენ კი იმის მაგივრად რომ დაგემშვიდებინე თითქოს ცხელი წყალი გადაგასხესო ისე გავარდი.ბევრი ვეცადე მაგრამ ეს ყოფილა ჩემი ბედი.მე შენზე ვფიქრობ შენ კი შორსა ხარ,ერთხელაც არ მოგიკითხია ჩემი ამბავი,როგორ ვიყავი რა მჭირდა...არა განა შეგაწუხებდი?არა ერთი წამითაც არ იფიქრო უბრალოდ მეგონა მაპატიებდი ამ "დანაშაულს". როცა ამ წერილს წაიკითხავ აალბათ მე აქ აღარ ვიქნები სადღაც შორს წავალ..უსასრულობაში ო სიყვარულო ეს რა ხარ...რა ტკივილის მატარებელი ხარ.....თითქოს ლამაზ ფერებს მიხატავდი ეხლა კი ტკივილი მკლავს სულის ტკივილი...უკვე წამებს ვითვლი როდისდავტოვებ აქაურობას,იქნებ მაპატიო,და დარდს ნუ გამაყოლებ...მომიტევე...ბედნიერებას გისურვებ და იცოდე თუ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1321 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მოკვდა

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 
შენამდე ძალიან შორია...

"რა ბედნიერი ვიქნებოდი, სულ ცოტა იმედი მაინც რომ მქონდეს შენი სიყვარულის"...
ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ანა პატარა გოგო იყო. უფროსი ძმის მეგობრები ხან ფორტეპიანოსთან დაასკუპებდნენ, ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. მერე ანა გაიზარდა, გალამაზდა და დაჭკვიანდა. ძმის მეგობრების სტუმრობისას დედასთან ერთად სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი და სიამოვნებდა, როცა ბიჭები ნახელავს შეუქებდნენ. მერე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბექას ანა შეუყვარდა და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისიც, რომ ანა მისი უახლოესი მეგობრის და იყო და ამას მეგობრები არ მოუწონებდნენ. როცა გულში ვეღარ დაიტია, გოგონას გამოუტყდა, მერე მის ძმას და რამდენიმე მეგობარს... ანამ თავი შორს დაიჭირა, - ძმად მიმაჩნდი და ეგ გულში როგორ გაივლეო. ანას ძმა და მეგობრები ძალიან გაბრაზდნენ - შეგეშალაო და გარიყეს... მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
იცი რა მინდა? ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ
100 ფინჯან ყავას 
მზე რომ ჩავა 
ვეჭვობ,მგონი კითხულობთ მარკესს
დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს.
არ ამხელთ,მაგრამ ალბათ გჯერათ
მაღალი მოდის.
განიცდით როცა ყვავილებით
არავინ მოდის.
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

არ მიყვარს: 
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, 
სიზმრის რაინდებზე დანიშნული, 
უაზროდ შეყვარებული ქალები, 
რომანის გმირების ასლები, 
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, 
ალერსით დაღლილი წყვილები, 
უმისამართო ღიმილი, 
არამიწიერი სინაზე,  ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ - ცისკენ აღერილი გედი,
მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

შენ - მოდრეიფე ზვირთი,
მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა...
შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,

მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”

ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკავებზე, თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და სიევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად
ქცეული სიტყვები
\"მე თქვენ მიყვარხართ\"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან.\"...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს
თხოვდა ყოველთვის შემოქმედს: ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაექეცი რეალობას,რომელიც შენთვის მიუღებელია!ესწრაფე იმას, რას გსურს! არ იტანჯო საკუთარი თავი უიმედობითა და ილუზიებით! შენ ამას შეძლებ!
არ იფიქრო იმაზე, რომ ეს ცხოვრება მთავრდება,არ იფიქრო რომ ეს ცხოვრების უკანასკნელი წუთებია, თუმცა თუ იფიქრებ იმაზე,რომ შენთვის ყველაფერი მთავრდება, უთხარი "მიყვარხარ"
იმას, ვინც შენთვის ძვირფასია...
გაიქეცი! დაეწიე დროს! გაიქეცი!
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ ძალას მოგცემს,მაგრამ შენ სხვას ესწრაფე და გაიქეცი!
გაიქეცი!შენი გზა ეძებე და არა ის, რომელსაც ყველა ეტანება!
გაიქეცი!
გაიქეცი!
შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ამიტომ წამიერად იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ მალევე უნდა გაიქცე!
მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ მოახერხე და ვერ გაუღიმე ცხოვრებას, მაგრამ ეს ხომ შენთვის სულერთია, შენ უნდა
გაიქცე!
გაიქეცი!
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრებისა და ოცნებების გამო...
გაიქეცი და დაიწყე შენი ოცნებების ახდენა...
ახლა სწორედ ამის დროა...
გაიქეცი!
გაიქეცი!
გაიქეცი!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-10-14, 12:46 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024