ღამდება... სადაცაა დღე ღამეს ასპარეზს დაუთმობს და თბილისი მთვარის მელანქოლიურუ ბზინვარებით ვერცხლისფერ ბურუსში გაეხვევა... ქართლის დედა გადმოხედავს ქალაქს და ილოცებს მისთვის სამარადისოდ...
ვარსკვლავებით მოფენილ-მოჭედილი ცა თითქოსდა რაღაცას გვპირდება მაგრამ ამაოდ, ისევ,ისევ ძალიან მენატრები მას შემდეგ რაც თვალი მოვავლე შენს ცრემლით სავსე თვალებს და დამტოვე მეც შენსავით თვალცრემლიანი....
ახლა შენთან ჩემს ნაცვლად სხვა მოვიდა... ხელახლა განათდა ცა, კვლავ წამოვიდა გაზაფხულის სურნელოვანი წვიმა...
გარშემო ჩამოწოლილი სიმყუდროვე არ მაძლევს იმის საშუალებას რომ შენზე არ ვიფიქრო, არ გინატრო... და არ გიოცნებო...
გინატრებ მხოლოდ მაშინ როცა პიკს მიაღწევს სურვილი შენი, გამახსენდები და კვლავ ავტირდები, ისე როგორც ჩვენი განშორების ჟამს, მაგრამ გაივლის დრო და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი... შენ ერთგული და ლამაზი ქმარი, მე- ერთ დროს შენზე უიმედოდ შეყვარებული
უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ! გინატრებ....., გინატრებ მაშინ როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის, ან როცა გულში ჩამიდგება მე შენსკენ ლტოლვა, ან თუნდაც მაშინ როცა მე შენზე გაუსაძლისი ტკივილი დამღლის....