♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » ...............
8:42 PM
...............

 
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე. 
შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად. შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი. გიყვარდი და სხვა არავინ გინდოდა. მეც მასე ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე. 
სად ვიყავი? მიწაზე არა რადგან აქ სიბოროტე და შურია. 
აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ. 
იცი? არ მეშინია, შენთან ერთად არაფრის არ მეშინია. რა გაცინებს არ გჯერა? არც ამ სითეთრის მეშინია და საერთოდ არაფრის ოღონდ შენთან უნდა ვიყო, მარტო ვერ გავძლებ ვერც შენ გაძლებ უჩემოდ. 
ისევ სითეთრე მაგრამ ძირს ვეშვები დიდი სისწრაფით, მგონი ძირს ვეცემი, ცივა! აღარც შენ ხარ, სანამ ეს გავიფიქრე უკვე ძირს ვიყავი წაქცეული და ვტიროდი, მიწაზე დაცემის შემდეგ მივხვდი რომ ოცნებისგან უცებ ძირს მწარედ დავეცი. 
თურმე ოცნება ყოფილა. პატარა ბავშვს რო ჰკითხო შემოდგემა როგორიაო გეტყვის ჭრელა-ჭრულაო და ყველაფერ იმას მოაყოლებს რაც ბაღში ან სკოლაში ასწავლეს. აი ჩემთვის კი ყავისფერია და სევდიანი. მე გვიანი შემოდგომა მიყვარს. ამ დროს ბუნება ჩემში იწვის ხოლმე და ესმის ჩემი... 
დღეს ზამთარია და შემოდგომა ღამის ჩრდილშია ჩამალული, დღისით არ ჩანს. მენატრება.... 
რკინის კარი შევაღე და შევედი. იქაურობას გამხმარი ფოთლები ეფინა და უყურებდა ზამთარს. ტანსაცმელზე გამხმარი ტოტი გამომედო და მოტყდა. ოდესღაც ამ ტოტზე ზამბახი ყვაოდა. უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ეზოს გულს. მიკვირდა. შუა ზამთარში შემოდგომა ცხოვრობდა. შევედი.ვიდექი ეზოს შუაგულში ხელგაშლილი შემოდგომას ჩემს სხეულში და სულში შემოსვლის ნებას ვაძლევდი და ვიკარგებოდი ყავისფერში... 
დღეს ეზოში შემოდგომაა... მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე... იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი... 
როცა მივდიოდი,ზურგი შეგაქციე და არც მომიხედავს...ნუ იფიქრებ,რომ შენგან მალე მინდოდა წასვლა...უბრალოდ...მეგონა ასე უფრო ადვილი იქნებოდა განშორება...ასე უფრო გადავიტანდი შენს შორს ყოფნას...ნუ იფიქრებ,რომ არ მახსოვდი აქ ყოფნისას...დღე არ გავა,წუთი,წამი რომ შენ არ გამახსენდე...დაღლილს მახსენდებოდი და მენატრებოდი...შენი ნახვის იმედით ვძლებ აქ...ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ... 
მეშინია...მეშინია გაუცხოებული დამხვდე...მეშინია აღარ მოგეწონო...ასეთი სულელური შიშები მაქვს ხოლმე...მაგრამ ძალიან მინდა შენი ნახვა...მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე...მინდა... შენთან მინდა...მაინც შენთან მომიწევს მოსვლა ადრე თუ გვიან...ჩემი გული ხომ შენთანაა...მის დასაბრუნებლად მოვალ...ჩაგეხუტები და ისევ ისე მეყვარები,როგორც წასვლამდე... 
იცი რა?!...არ იფიქრო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი შენი სიყვარულისგან და მონატრებისგან... უბრალოდ...მომენატრე... მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი.... 
მჭირდები ჩემო სიყვარულო.......! ღმერთები კამათელს აგორავებენ და არც კი გვეკითხებიან,გვსურს თუ არა თამაში.
 
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-10, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024