დაიცა დაიცა....თუ იწყება...რატომ სრულდება?!...და თუ სრულდება...რაღატო იწყება ისევ თავიდან ყველაფერი?!..ჰა?...რატომ?!. ვერ გამიგია რატომ უყვარდებათ ისევ და რატომ იტანჯებიან ისევ...ეს ხომ მაზოხიზმია უკვე?!...არა,მეც მიყვარს,მაგრამ არ ვიტანჯები... მართლა მართლა! არ ვიტანჯები,ბედნიერი ვარ...ბედნიერი ვარ როცა მის ღიმილს ვხედავ,ბედნიერი ვარ,როცა ვკოცნი..ბედნიერი ვარ მხოლოდ იმითაც მის ხმას რომ ვუსმენ,როგორ მიყვება სულელურ რაღაცეებს...მიყვარს და ბედნიერი ვარ... როცა ვერ ვხედავ?!..აუ მაშინ მაგრად ცუდად ვარ...ხო...ძალიან ცუდად..ვერაფერს ვგრძნობ გულში ტკივილის და სიცარიელის გარდა..სულ მასზე ვფიქრობ...ყოველთვის მისი სახე მელანდება...სიგიჟემდე მენატრება... ტანჯვა?...ხო რა ტანჯვაა თითქმის...რატომ მიყვარს?!...იმიტომ რომ კარგია...რომ არ მიყვარდეს არ ვიცი რა მომივიდოდა... არ ვიცი არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი რომ მართალი ხარ...მირჩევნია ვიტანჯო და მიყვარდეს ვიდრე უსიყვარულოდ მოვკვდე...მირჩევნია დაიწყოს და დასრულდეს ოდესმე ეს სიყვარული,მაგრამ იყოს!...და ვიცოცხლო იმ იმედით რომ თავიდან დაიწყება...
* * *
ვეძებდი, მაგრამ მე შენს თვალებს ვერსად წავაწყდი,
გეძებდი დიდხანს, მაგრამ მაინც უცებ დავმარცხდი,
მარტო ვერ ვძლებდი, შენთანყოფნას მთვარეს შევთხოვდი,
სუნთქვა მეკვრებოდა ისე ძლიერ მენატრებოდი,
მთვარეც გეძებდა ქუჩა-ქუჩა დათოვლილ გზებზე,
სული კვნესოდა, შენ დაგეძებდა მთებზე და კლდეებზე,
მაგრად ბუნება, თითქოს განგებ გმალავდა ჩემგან,
შენს ხმას, შენს თვალებს მე დღესაც კი დავეძებ ყველგან....