♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » .................
7:20 PM
.................


"ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი დღეს ისე რომ ხალხისათვის არ მეთქვა: "მე ის მიყვარს!" დავარწმუნებდი თითოეულ კაცსა და ქალს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა შეყვარების უნარს კარგავენ! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მათ მხოლოდ ფრენის სწავლების უფლებას მივცემდი. მოხუცს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხო... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..." "ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს შენ უკანასკნელად ხედავ მათ ვინც ძალიან გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით...
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...
...თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ეხლა სწორედ ის მომენტია..."
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1193 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 37
სტუმარი: 37
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024