გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებ მოტეხილი ანგელოზი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა,მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი ვაიმე ალბათ დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი,ჩემზე იტყვიან შეიშალა
მე ვუყვარდიო-იჭორავებს,ჩემზე უცნობი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არა მარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების,მესმის ახლოდან შორიდანაც
უცნაურია ეს პოეტი :სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია;-სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო-მოკვდავისათვის აკრძალული
მიწაზე აგარ მეცხოვრება:იცვლება ბედის ამინდები
მალე ღრუბელი მომაკითხავს;ამიტაცებს და გავფრინდები.