♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » სუფთა ფურცლიდან
7:34 PM
სუფთა ფურცლიდან


როცა ვინმე,სუფთა ფურცელზე იწყებს რამის წერას,ამით მას სურს თუნდაც ფურცელს გაანდოს თავისი გულის სატკივარი ან სიხარული,სხვამაც თუ წაიკითხა,გაუგო,ხომ კარგი,გულზე მოეშვება და თანაგრძნობასაც მიიღებს,ფურცელსაც შეუძლია ეს,რომელზეც ის ვიღაც თავის ფიქრებს დაწერს…
მეც ვწერ ამიტომ,ფურცლისგან ან ვიღაცისგან თანაგრძნობის იმედით,გულის მოსაფხანად,ის ვიღაც ხარ შენ (შენ კი არა უბრალო მოკვდავო!)
ვიცი,ეს შეიძლება არავინ წაიკითხოს,მაგრამ ფურცელი მაინც გამიგებს,რომელზეც ამას ვწერ,გამიგებს და ზუსტად ისე დაიტევს ასოებით ფორმამიცემულ ფიქრებს,როგორც მე მინდა,ისე გამოაჩენს,რომ ეს ადვილად გასაგები იყოს იმისთვის,ვინც წაიკითხავს ან არ წაიკითხავს.. 
ეს უკვე შემთხვევითობაა...
მე კი მინდა,რომ შემთხვევითი მკითხველი (ჩემთვის სასურველი მკითხველი) შენ იყო...შენ კი არა უბრალო ადამიანო,არა,არამედ შენ წაიკითხო,ბრალიანო,ვის გამოც თეთრ ფურცელზე გადმოვიტანე ჩემი ფიქრები.ბრალიანო,იმიტომ,რომ სხვისი არსება(და არა ხორციელი გული!) დაუკითხავად გაიტაცე და შენდა უნებურად სიყვარულის მარწუხებში ჩააამწყვდიე...
თუ ამ შემთხვევითობამ არ დაგაახლოვა ამ ნაწერს და ვერ წაიკითხავ,ფურცელი ხომ მაინც გამიგებს,ფურცელი- ნებისმიერის მესაიდუმლე,ვინც კი რამეს დაწერს, მისი ფიქრების სხვასთან მიმტანი საშუალება.ახლა მგონი უფრო იმას ვწერ და ვხსნი,ფურცელს რა დანიშნულება აქვს მწერლისთვის,არა!უბრალოდ მისი საშუალებით მინდა როგორმე მოვიტანო შენამდე ჩამოყალიბებული ფორმით ჩემი განცდები,ფურცელი კი ამაში მეხმარება,მასთან უფრო დაწყნარებულად ვგრძნობ თავს და გრძნობებსაც ადვილად ვანდობ,გულის ნაკლები ფანცქალით და აღელვებით,თანმიმდევრულად...ალბათ შეუშლელადაც... ეს მაინც არ შემომხედავს ისეთი თვალებით(უხორცო თვალებით),რომელთაც ჩემი დაბნევა და აღელვება შეუძლიათ....
თუ წაიკითხავ შემთხვევით და გამიგებ,ხომ კარგი,თუ არადა ფურცელი მაინც გამიგებს...
მე არ ვარ სიყვარულისგან დაბრმავებული რიგითი მოკვდავი,ამას იმიტომ კი არ ვწერ,რომ სხვაზე,სიყვარულით დაბრმავებულზე ზევით ვაყენებ თავს,არა! უბრალოდ არ ვარ დაბრმავებული..მე სიყვარული არ მაბრმავებს,განა იმიტომ,რომ თუ არ დავბრმავდი მისით,ისე ვერ შემიყვარდება ვერავინ,მე მირჩევნია შემრჩეს მხედველობა და სწორედ ისეთი დაგინახო,როგორიც ხარ!ვიდრე ილუზიებით თავი მოვიტყუო და ამით რეალობას ხაზი გადავუსვა..
ვერ ავხსნი რა არის სიყვარული,დროებითი გატაცება,შეჩვევა,სიმპათიები საპირისპირო სქესის მიმართ,თუ უბრალოდ ხორცის შეყვარება,ვიცი,რომ ჩემთვის იგი არც ერთია,არც მეორე,არც მესამე და მეოთხე მითუმეტეს!
უბრალოდ შენს სულში რაღაც აზრით ან არსით ვხედავ სხვა სიყვარულს,რომელიც ჩემს სულს ჭირდება,რომელიც არ მაბრმავებს,თუმცა კი მტანჯავს,ეს სიყვარული კი, არ განისაზღვრება ხორცით,შეიძლება სულაც არ იყო ლამაზი ტანის,მომხიბვლელი(ეს იმიტომ,რომ არ დავბრმავებულვარ)მაგრამ მე შენი სუნთქვა მიზიდავს,არა ხორციელი,არამედ აბსტრაქტული,შეუხებელი,რომელსაც შენი არსი ქვია,მე შენში მიყვარს ის გარემოება,რაც შენ გეხება,მძულს ის ცოდვები რასაც შენ ჩადიხარ,თუმცა გინდა,რომ თავი აარიდო მათ(ეს იმიტომ,რომ არ დავბრმავებულვარ!) 
ობიექტურობა და საღად განსჯა ყველაზე მეტად სიყვარულს ჭირდება!
თუმცა კი ფაქტი ერთია,ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობ ჩემზე,ცუდს ან კარგს(ან არაფერს)იმიტომ კი არაა მნიშვნელოვანი,რომ ამით მე დავწყნარდები,იმედი მომეცემა ან მომიკვდება,ჩემზე რაღაცას მაინც ფიქრობს-თქო,(თუნდაც არაფერს) მე იმედები საერთოდ არ მიჩნდება,რადგან ერთი-ორჯერ ისე გამიცრუვდა და ისე მწარე იყო ეს,რომ მის მერე არ გამჩენია სურვილი იმედის გაჩენისა,უბრალოდ მინდა ჩემზე რამეს ფიქრობდეს ის ადამიანი(ცუდს,კარგს,ან არაფერს)რომელიც მიყვარს უხორცო სიყვარულით,რადგან ჩემმა გრძნობამ მის წინ ქარივით არ ჩაიქროლოს,მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს,და რომლისთვისაც შემთხვევითობას ვთხოვ წააკითხოს ეს..
ჩვენი გზები ან შეიყრება,ან უფრო დაშორდება ერთმანეთს,(არაფრის იმედს არ ვიტოვებ,რადგან არც გამჩენია)მე კი მგონია,რომ არ დამავიწყდება ის გრძნობა,რომელმაც ფურცელს მისცა საშუალება შენამდე მოეტანა ან არ მოეტანა შემთხვევითობით ჩემი განცდა,რომლის ჩამოყალიბებაც შენი თვალების წინ მიჭირს,არ ამოვეფარები ფურცელს,არ გავიხდი შუამავლად ჩემს და შენს შორის,ჩათვალე პირისპირ გელაპარაკები,ოღონდ უფრო დალაგებულად,გააზრებულად და ვფიქრობ შეუშლელადაც..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1324 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024