ისევ და ისევ, მე ვფიქრობ შენზე... რა ჯანდაბაა ვერც გავიგე, ვინ ხარ და რა გინდა მართლა ვერ მივმხვდარვარ...
შენთან ისევ თოვს, ჩემთან ისევ წვიმს და მიყვარხარ!!!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მინდა შენც ბედნიერი იყო და მეც, თუნდაც ცალცალკე, ოღონდ ერთი პირობით: ერთმანეთს არ გავეროჟოთ და ერთმანეთის თვალწინ საკუთარი "ნაშებით" არ ვიმარიაჟოთ... გულს ნუ დავწყვეტთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ გვიყვარს (ყოველ შემთხვევაში გვიყვარდა) ერთმანეთი? მოდი ცოტა გავიხსენოთ, უბრალო და ჩვენი ოცნების პატარპატარა კურორტები... მერე წყეული ქობულეთი... შენ რომ იტირე, ახლადსიგარეტგადაგდებულმა ნახევარი კოლოფი მეობის პაპიროზი _ "L&M" რომ მოწიე... ჩემი ორიგინალური SMS-ები და "beqa mtvrali xar?" - გულდასაწყვეტი პასუხი...
რავი, ხანდახან აღარ არსებობ, აი, სადმე კარგად ვარ და მართლა აღარ არსებობ, მარა რომ გნახავ... აუუუ, ან მოდი ან წადი რა:)
რას ვიზამ, ალბათ ესეც გაივლის და აქეთაც მოვა გაზაფხული...
"ალბათ ასე იყო საჭირო..." _ ჩვენი საყვარელი ფრაზა, ზედგამოჭრილია არა?
ვიცი, გიყვარვარ, ჯერ კიდევ არ მომიბეზრებია ისე თავი და ამიტომაც მჯერა, მე ხომ შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი ერთ დროს?..
იცი, ყოველთვის ველოდებოდი წამს, დარეკავდი და: