სერგი ჰა, როგორ ხარ?!
- რავი ბიჭო ცოტა არ იყოს ვღელავ . . .
- რა იყო, რა არის სანერვიულო?!
- რა ვიცი მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . . .
- მერე რა ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . . . მაგარი კლასელები მყავს,
ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება
ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . . .
- გიო ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ . . .
ეზოში მომლოდინე სახეები, პატარა ბავშვები, ფართო თვალებით შიშით და ინტერესით
ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. მე-8 კლასელები კი უკვე თამამად მიაბიჯებდნენ
ნაცნობი საკლასო ოთახისაკენ . . . პირველები სერგი და გიო ავიდნენ, მერე მათ ნათია
და მარი მიჰყვათ.
- ვა გიუნა?! როგორ ხარ სიხარულო?!
- მარი?! შენ როგორ ხარ?! როგორ მომენატრე იცი?!
- მეც გიო, მეც . . .
- ნათი როგორ ხარ გოგო? რა იყო როგორ შეცვლილხარ?!
- შენ გაზრდილი ხარ გიო, ხო იცი?!
- უი მართლა, სერგი ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები, კლასელები, დაქალები და დები
არიან, სხვანაირად როგორ აგიხსნა?! გოგოებო ეს კი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი სერგია,
გაიცანით . . .
- სასიამოვნოა - სერგი . . .
- მარი . . .
- ნათია - ჩვენთვისაც
- ჰო, ეს კაცი დღეიდან ჩვენთან იქნება, ჩვენი კლასელი გახდა.
- ძალიან კარგი . . . გიო, ლაშა ხომ არ გინახავს?
- გოგო შენ კიდევ მაგ ბიჭზე ფიქრობ, არა გრცხვენია?! ნათი უთხარი ამ შენს დაქალს
რამე, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ლაშას, რა იყო ვერ დაივიწყე?!
- ოოო, შენ ხომ, რას ამბობ ჯერ შენ თავს უყურებ და მერე იმ ერთს, სახელს და გვარს
არ ვიტყვი . . .
- ჰო კაი, კაი, არა არ მინახავს დღეს. სად არიან ჩვენი კლასელები, რა არის დღეს
მოსვლას არ აპირებენ?
- აი გოგა, ნია, ნანკა და იკა მოდიან . . .
კლასი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცნობი სახეებით, კლასელები ერთმანეთს ესალმებოდნენ,
კოცნიდნენ და უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს. მხოლოდ სერგი იყო ჩუმად. გიომ ის ყველას
გააცნო და ყველამ თბილად მიიღო, მაგრამ მან პირველ დღეს დუმილი არჩია. დაირეკა
პირველი ზარიც ყველა კლასში იყო, შემოვიდა მასწავლებელიც, მან ძველებურად თბილი
სიტყვებით მოიკითხა ბავშვები და ცხრილი ჩააწერინა.
დაიწყო მერვე სასწავლო წელი . . . ბავშვები ძველებურად დადიოდნენ სკოლაში,
ძველებურად ცელქობდნენ, დასვენებაზე თუ გაკვეთილზე. სერგიც შეუერთდა კლასს, მოერგო
მათ და სულაც აღარ გრძნობდა თავს გადმოსულად.
მიდიოდა დღეები. დამთავრდა პირველი სემესტრი. დადგა ახალი წელი. ნათიამ და მარიმ
გადაწყვიტეს არც ეხლა ეღალატათ ჩვეულებისათვის და ყველა კლასელს სათითაოდ მიულოცეს
ახალი წელი და ბოლოს დადგა სერგის ჯერიც . . .
- ნათი მე ვერ დავრეკავ, მერიდება, მოდი რა შენ დარეკე.
- არა რა, არც მე შემიძლია . . .
- მოდი კარგი რაღაც გითხრა. მოდი შენ დარეკე - ვითომ სხვა ხარ და უთხარი მარი და
ნათია გილოცავენ ახალ წელს, თვითონ ვერ მოახერხეს დარეკვა-თქო.
- ხო კარგი, რა ხარ მარი რა?! დამითანხმე მაინც, მითხარი ნომერი . . .
- გილოცავთ ახალ წელს, უკაცრავად სერგის თხოვეთ თუ შეიძლება.
- თქვენც გილოცავთ, ახლავე შვილო
- ალო . . .
- გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.
- გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?
- მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათია და მარიმ მთხოვეს შენთვის დამერეკა თვითონ ვერ
რეკავენ და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის,
ორივესაგან.
- უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრა მიყვარს,
კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე საუკეთესო
უსურვე.
- კარგი, ნახვამდის . . .
- ნახვამდის . . .
ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.
- ესეიგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!
- ჰო.
- კარგია.
- გოგო ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!
- ჰო რავი, ვნახოთ, სერგი იქნება ხომ?!
- ჰო აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა . . .
- ჰო არ დამვიწყებია . . .
- გიო როგორ ხარ ძმა?
- კარგად სერგი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს ოცდა თერთმეტში, 12-საათზე იცი ვინ
დამირეკა?
- ვინ?
- ვინ დამირეკა ეგ, არ ვიცი მაგრამ, ნათია და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და ახალი
წელი მომილოცეს.
- ჰო ეგენი სულ მასე არიან . . .
- ეგ ჰო, მაგრამ მგონი რაღაც ისეთი გადავეცი რაც არ უნდა გადამეცა.
- რა იყო რა უთხარი ასეთი?
- ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრა მიყვარს მეთქი . . .
- მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.
- შენ შენ ხარ . . .
- რა იყო სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .
- არა არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?
- კი, რა იყო რო, ნათია ვიცი რომ უეჭველი მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი.
- რატომ?
- სერგი შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ ხომ იცი ეგ შენ!
- ჰო რა . . .
- რა ჰო რა ბიჭო?!
- არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.
- სერგი მაგი ვიცი რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას გულში ხომ
არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!
- მოიცა რა . . .
- რა მოიცა, ფაქტი სახეზეა . . .
- წავედით . . .
- ნათია მე ვერ მიოვდივარ . . .
- რატომ?
- ცუდად ვარ!
- რა გჭირს?
- სიცხე მაქვს!
- რატომ? გაცივდი?
- ჰო ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი ცუდად არის-თქო.
- კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .
- მარი, რატომ მოატყუე დედი? რატომ არ გინდა წასვლა?
- არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.
- შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი . . .
გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის არ მოსვლა.
მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთად-ერთი, მთელი საღამოს განმავლობაში
სერგი იყო მოწყენილი.
მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა. ადგილი ვერ
მონახა სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.
- ბატონო - ყურმილი მარიმ აიღო.
- მარი როგორ ხარ?
- ნელ-ნელა, რომელი ხარ?
- რაზე ფიქრობდი სანამ დაგირეკავდი?
- არაფერზე, რომელი ხარ?
ტელეფონი გაითიშა . . .
- სერგი სად იყავი?!
- იქით, სახლში გადავრეკე . . .
მოიტყუა სერგიმ . . .
დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში, სერგიმ დიდი ადგილი
დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი
გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო ვერაფერი.
მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ ხანდახან ეგონა,
რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, რომ მარის
ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის გამოეტყუა
სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა . . .
- მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და სკოლაში
არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!
- ეჰ, რას იზამ გიო, ვემზადები ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება დრო,
როცა ვთავისუფლდები ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი არა
ნათია აღარ მელაპარაკება სულ დამივიწყეო.
- მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ ჯობია?!
- შენ გგონია მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე ან
ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია . . .
- მარი რა ხდება, რამე არ ვიცი?!
- არა არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!
- რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.
- რატომ, ხომ მოგწონდა?!
- არ მიყვარდა, რო?!
- მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!
- რავი რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად ჩემო მარი! შენსკენ რა
ხდება ამ საკითხში.
- ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა ვიტანჯებოდე და
მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .
- ე, გოგო შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება მომიყევი.
- არაფერი . . .
- როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .
- რას შემადარე, რა იყო რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .
- ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!
- ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.
- რატომ? რაა ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.
- კი. იცნობ. საკმაოდ კარგად
- საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ მენდობი?
- არა, როგორ არ გენდობი უბრალოდ არ მინდა . . .
- მიდი რა მითხარი და რაც გინდა მთხოვე მერე . . .
- კარგი ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ ვინც არის, მითხარი უყვარს თუ არა ვინმე?!
- კარგი, თუ ვიცი რასაკვირველია გეტყვი, ჰა, მითხარი . . .
- აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .
- მიდი კაცო, მითხარი, რისი გერიდება?
- ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .
- ვა, ჩვენი სერგეი?!
- ჰო! გაფიცებ ყველაფერს არ წამოგცდეს სადმე!
- როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- რავი აბა ვერ გეუბნებოდი. მითხარი ახლა რასაც დამპირდი!
- უყვარს თუ არა ვინმე?! იცი ნამდვილად არ ვიცი და ე.ი. მე თუ არ ვიცი ანუ არ
უყვარს! . . .
- სერგი, როგორ ხარ ძმაო?!
- ვა, გიო, სად დამეკარგე?!
- შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან განსხვავებით. კაი, არ
მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!
- რავი ბიჭო, ვმეცადინეობ ხომ იცი სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს
სასწავლებელი?!
- ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება ძმაო! რას შვები სხვას, ისევ ჩვენს
კლასელზე ფიქრობ?
- ვისზე ბიჭო?
- კაი რა ვითომ არ ვიცი, თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად ვიცი მარი რომ მოგწონს!
- ჰო რა, რავი, არ ვიცი ვერ გავრკვეულვარ, ზოგჯერ ისე მომენატრება, რომ რა ვიცი,
ზოგჯერ კი არავინ და არაფერი მინდა. ვერ გავრკვეულვარ. არ ვიცი საერთოდ რა მინდა ამ
ცხოვრებაში და რისთვის გავჩნდი . . .
ნათია აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა, სიზმრებმაც გადამრია, გუშინ მესიზმრა: ოთახს
სანთლის პატარა ნათელი სხივი ანათებდა. თოვდა იმ ღამით უსასრულოდ, მაგრამ ლამაზი
იყო თოვლის ფიფქების იაგუნდი. ოთახში მარტო ვიყავი, რაღაცას მოუთმენლად ველოდი. თან
უცნაურმა შიშმაც ამიტანა, მეშინოდა არ დამეკარგა სამუდამოდ საყვარელი პიროვნება და
სიყვარულიც! არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეღონა მე ხომ მხოლოდ სიყვარულს ველოდი
მისგან. მივატოვე ფიქრები, რადგან გაისმა ტელეფონის ხმა, რომელმაც უფრო შემაშინა და
მაინც უშიშრად წამოვდექი. უშუქოდ გავიკვლიე ბნელი ოთახი, ფეხიც ვიტკინე და
ამოვიოხრე. - გისმენთ - როგორც იქნა მივაღწიე ტელეფონამდე . . . _ ისვენებთ
გენაცვალე? სიმყუდროვე ხომ არ დაგირღვიეთ, საოცრად ლამაზი ღამის - ვიცანი სანატრელი
ხმა - არ გეძინა? თუმცა რატომ დაიძინებდი?! ვიცი გიყვარს ღამღამობით გეგმების
დაწყობა. მაინტერესებს ხვალისათვის რას მიმზადებ, ისევ სილას გამაწნი?! არა უშავს,
ავიტან და მეორე ლოყას მოგიშვერ! ისევ მეტყვი რომ გეზიზღები და ვერ მიტან! არა, არ
გამოგივა, რადგან მოვითმენ, შენ ხომ არ გიყვარს, როცა რამეს ვითმენ?! ყურადღებით
იყავი დამაჯერებლად გამოგივიდეს ყველაფერი. ვარდებს კიდევ გადაყრი?! არა უშავს, მე
ისვ მოგართმევ . . . არა, არა - ვიყვირე და გამომეღვიძა, მივხვდი ნათი, რომ სიზმარი
ყოფილა, მაგრამ ასეთი სიზმრები?! რა მომდის რატომ მაინცდამაინც მე?!
- მარი დამშვიდდი თავს ნუ იტანჯავ . . .
მარი ოთხზე მზად იყავი მანქანით გამოგივლი . . . დადგა დღე ბოლო ზარის და ლამაზი
დღესასწაულის . . . სკოლის ბანკეტი. მარის და ნათიას ერთი სული ჰქონდათ როდის
ჩაიცვამდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ლამაზ და უცხო კაბებს და დრომაც არ დააყოვნა და
დადგა ბანკეტის დღეც . . . გიომ დილაუთენია დაურეკა გოგოებს და გააფრთხილა დიდხანს
არ მალოდინოთო. . .
- დედა წავედი გიო უკვე მოვიდა, ნათიას გავუვლით და პირდაპირ რესტორანში წავალთ . .
მარიმ ფეხით ჩაიარა 7-სართული, თმები დილით სალონში დაივარცხნა, ბრწყინავდა, ძალიან
უხდებობა მკრთალი მაკიაჟი, თეთრ ფერიას გავდა, თეთრ-წითელი ფერის კაბაში.
სადარბაზოდან როცა გავიდა ჩანთაში რაღაცას ეძებდა, გიო შემოეგება შარვალ-კოსტუმში.
- ვაიმე გიო რა სიმპატიური ხარ?! რა ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი . . .
- გოგო ასეთი არასოდეს მინახიხარ, ფერია ხარ! ყველას მოხიბლავ დღეს. განსაკუთრებით
კი ერთს . . . გიოს ჩაეღიმა და ხელი გაუწოდა . . .
- ნუ ხარ საზიზღარი ბავშვი . . .
მანქანასთან როცა მივიდნენ მარიმ შეამჩნია, რომ მანქანაში ვიღაც იყო და კარს
აღებდა. იცნო სატრფო . . .
- სერგი?!
ჩასჩურჩულა გიოს
- ჰო სერგი!
სერგიც გადმოვიდა, მარის დანახვისასა თითქოს ჩაფიქრდა, შეტორტმანდა და ძლივს
გადმოდგა ნაბიჯი.
- რა იყო ბიჭო? რა გჭირს? ხომ ლამაზი დაქალი მყავს? დღესვე გავათხოვებდი ჩემი ნება
რომ იყოს . . .
- გეყოფა . . . მარი საოცრება ხარ! . . ძალიან ლამაზი ხარ სიხარული! თვალს ვერ
გაშორებ!
- კაი, კაი ახლა სიყვარულის ახსნა არ გვინდა აქ. დღეს ამ გოგოს შენ გაბარებ და
იცოდე არაფერი აწყენინო. თუმცა მეც შორიდან გადევნებთ თვალს . . .
მარის, ასეთი თბილი სიტყვების მერე ხმა არ ამოუღია. ისინი ჩასხდნენ მანქანაში,
ნათიას გაუარეს და რესტორნისაკენ გაეშურნენ.
გახდა ექვსი საათი, საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა უცნაურად მორთულ-მოკაზმული
ხალხით. სუფრის თამადად გიო დანიშნეს. გიომ კიდევ ერთხელ შეახსენა სერგის - მარი
რომ გყავს ჩაბარებული არ დაგავიწყდესო და სათამადო ადგილისკენ გაეშურა. მარი, ნათია
და სერგი ერთად დასხდნენ. ნათიამ, მარი არ მოასვენა, ყურში ჩურჩულით:
- რა სიმპატიური სასიძოა?! მოდი დღესვე გაიპარეთ . . . და ასეთი სისულელეებით
უბურღავდა ტვინს.
17-18 წლის ახალგაზრდები ღვინომ მალე მოიყვანა ცეკვა-სიმღერის ხასიათზე. თამადა
ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და მერე საცეკვაოდ უხმობდა ყველას. სერგიც არანაკლებს სვამდა.
ღვინო იცლებოდა სერგის გული კი სიყვარულით ივსებოდა და უფრო თბილ-თბილ სიტყვებს
იმეტებდა მარისთვის . . . გიო მოვიდა, ბორძიკობდა, მარისთან ცეკვა მინდაო ერთი თქვა
და მარის ხელი გაუწოდა, მარი წამოდგა. გიომ ცეკვის დროს მარის უთხრა:
- რაო რეებს გებჟუტურება ჩემი მთვარალი ძმაკაცი, მიყვარხარო თუ არაო?!
- გიო ნუ მაგიჟებ ძალიან გთხოვ, მე ჩემი დამმართნია და ეგეც მეყოფა.
ამ დროს ნათიამ და სერგიმ დაიწყეს ცეკვა, გიომ სერგის თვალი ჩაუკრა და წყვილები
ტრიალით შეცვალეს.
მარი სერგის მკლავებში აღმოჩნდა, თავი უხერხულად იგრძნო. ბიჭი გულში იკრავდა გოგოს,
თითქოს მისი სუნთქვის გაგონება სურდა.
ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. ბოლოს თამადამ დაარღვია მათი სიმყუდროვე, სიჩუმე
ითხოვა და სიყვარულის სადღეგრძელო შესთავაზა იქ მყოფ საზოგადოებას.
გიომ ყველა სიყვარულით აღსავსე ადამიანი დალოცა და ადღეგრძელა სიყვარულის
შემქმნელი. მარის თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა, ალავერდი კი სერგისთან
გადავიდა. სერგი დაიბნა ასე უეცრად არ ელოდა ძმაკაცის გადაწყვეტილებას. წამოდგა
ფეხზე და დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ . . .
- მე მინდა დავლიო ეს სადღეგრძელო და მხარი ავუბა ჩემს ძმას და მეგობარს! გაუმარჯოს
ყველა შეყვარებულ ადამიანს! არავის ვუსურვებ ცალმხრივად ყვარებოდეს ვინმე და
ვიტყოდი ერთს: - ერთხელ ვიღაცამ თქვა: თუ გინდა ის შენი გახდეს, გაუშვი! თუ
დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან დარჩება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე
მასზე ოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა! . . .
სერგიმ ბოლომდე დალია და უცებ დაჯდა.
- სერგი რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია, შენ დაწერე?
- ხო ალბათ. მე შენ მომწონხარ . . .
სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაწითლდა, თავი დახარა . . . სერგიმ ნიკაპზე ხელი შეახო და
თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა, მარის ზღვის ფერი თვალები თითქოს სისველეში
ცურავდნენ, კურცხალმაც არ დააყოვნა და ბუდიდან გადმოვარდა ვით მარგალიტი . . .
სერგი თვალებს ეამბორა და ცრემლი მოწმინდა. გარეთ გავიდნენ . . .
სერგიმ სიგარეტს მოუკიდა, მარი ფანტანთან ჩამოჯდა, წყალს უყურებდა და ხელით
ეთამაშებოდა. ის თითქოს რაღაცას მოელოდა ბიჭისაგან, მაგრამ ამაოდ, სერგი სდუმდა,
სდუმდა დიდხანს. . .
ბოლოს როგორც იქნა მისი მდუმარება სიგარეტის ბოლო ბოლმა თან გაიყოლა და მან ხმა
ამოიღო.
- მარი, ვიცი რომ შენ ვიღაც გიყვარს . . . იქნებ გამანდო ვინ არის ის ბედნიერი . .
.
- სერგი გაგიჟდი?! ვინ უნდა მიყვარდეს?
- ნუ მატყუებ?
სერგი მიუახლოვდა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. . .
- თვალებში შემომხედე, მარი..