არხოტის ცასავით ლურჯი გაქ თვალები
მშვენებით მოგავხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ლოცავენ შენს ნავალ შარაგზას
აწი არ შემხვდე, გირჩევ მზე-ქალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შევცდები შეგიხსნი პერანგის საყელოს
და მთებს გატარებ ლურჯას ჭენებით
ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და მხრებით მოგიტან
ჯიხვის რქას სახსოვრად შენს სახელს დავაწერ
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ მოგიყვან
და ცივზე ცივ წყაროს ცხელ ტუჩებს შევახები..