♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » ................
8:33 PM
................

 
სამი საუკუნე კლდეების საწოლზე მეძინა
ვნახე ყველაფერი რაც დიდი ხნის წინ დაავიწყდათ ადამიანებს
გავზომე მანძილი ცას და მიწას შორის
ვკითხულობდი სიცოცხლის ხაზებს ხელისგულებზე ვემსახურებოდი ორაკულებს
და ჩემი ბაგეებიდან დაღვრილი ხმა არ იყო ჩემი
დაკარგულ ქალაქში დავიკარგე
შეირაღებულმა მხედრებმა გადალეკეს ჩვენი მინდვრები
და სამუდამოდ დავრჩით უცხო ბარბაროსთა მოლოდინში
ზღვა ქალაქის კარიბჭეებს ჩამოშორდა
და ჩემი მიწის მდინარეებს დავეპატრონე
დღე ოცნებებით მოვასვირინგე
საკუთარ თავს ჩავხედე თვალებში
და ვერ გავიგონე ხმა რომელიც მიხმობდა
და ხელმა რომლიც დამეძებდა ვერ მიპოვა
თითოეული ვარსკვლავიდან უთვალავჯერ დაბადებულმა
ამდენჯერვე დავლიე სული როცა გათენდა და ამოვიდა მზე
ადრიანად ვჯდებოდი ნავში და არსად მივდიოდი
სხვების სამშობლოში ვითხოვდი თავშესაფარს
არაფერი დამისრულებია ჩვენს განშორებამდე
ჩემი სახლი იყო დასავლეთი აღმოსავლეთი და ქარების სივრცე
მე ვიყავი ის უცხოელი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის
მე ამოვკვეთე მოწყენილი ჩიტები ნაცრისფერ ქვებზე
მე დავხატე ეს ქვები და ყველას თავისი ადგილი მივუჩინე
იქ შევკარი ტივები სადაც წყალი დამშრალიყო
იქ დავეცი კარვები სადაც უდაბნოები გამქრალიყო
უცხო ქარავნებმა აღმოსავლური ოცნებისკენ გამიყოლეს
ჩემი ნაწერები ღრუბლის ზედაპირზე მიმოვფანტე
გამახსენდა ნუში ყვავილების თოვლი
და მთვარის ბორცვებამდე ვდიე ჩიტებს
პატარა სუსტი გაუმაგრებელი ფრთებით
ვისწავლე და ისევ დავივიწყე კაცთა მოდგმის ყველა ენა
და ყველა სამშობლოს ერთ დიდ კოცონში მოვუყარე თავი
დავიწყების ჭურჭლით შევსვი ზოგიერთი საღამო
და ჩემი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავების საწოლში ვეძებე
პეშვით ვატარე შენი სიყვარული
ძაფივით დავართე მოგონებები და ხალიჩები ვქსოვე
პირველქმნილ თაღებქვეშ გავშალე მსოფლიო
მწუხრის ჭრილობები მაფიქრებდა
თაიგულად შევკარი ჩემი სეზონები და სიცოცხლისთვის გავემზადე
ყველა ხე დავთვალე ჩვენ შორის ამოსული
ტანზე სიტყვები ქამარივით შემოვირტყი
და სარკეების ილუზიას ისევ სუდარა გადავაფარე
სიჩუმე უცხო მცენარესავით მოვაშენე
ნაწილ-ნაწილ გავშიფრე ღამე
დრო და სიკვდილი გავიმიჯნურე
მზეშივე ვეძებე მზის ბრწყინვალება
საკუთარი საფლავს მივებარე და ისევ აღვსდექი
და დაკარგულ მე-ს სხვა თაობებში ვპოულობდი
გელოდე მანამ, სანამ შენს ლოდინს ვისწავლიდი
სანამ ლექსად არ იქეცი
ხორცს თიხა და სინათლე შევურიე
შენს ხმაში, როგორც თბილ სახლში ვიცხოვრე
და მანამდე ვშვი მოგონებები სანამ თვითონ დაიბადებოდნენ
ჩრდილის სიმორცხვეს ამოვაფარე ჩემი სიყვარული
ათასჯერ ვკითხე საკუთარ თავს რა გამემხილა
და როცა შენსკენ სიარულის ჟამმა ჩამოჰკრა
ეკლიან საწოლზე ავცოცდი და შენს ტუჩებამდე მოვაღწიე
და ვიწამე რომ სწორედ მისმა ნებამ შეგვაერთა
ვინც დიდი ხნის წინ დაგვიმსგავსა
შენში ვეძებე მზე და სამშობლო
ფურცლები მე რომ ლექსების ღამეებით დავაბნელე
სიჩუმის შავმა ჩიტმა სულ სათითაოდ დამიხია
სინათლის ბილიკს დავადექი ჰორიზონტისკენ მიმავალს
ჩემი სამშობლო: დროდადრო გზებზე დაკრეფილი განშორების თაიგულია
ნაწნავებით ჩამოვიშალე მისი ნაპირები
და ვუპოვე სახელი
შენს მკლავებში ასაყვავებლად გამზადებულ ბავშვობის ნარჩენებს
ჭაში ჩავყარე მოგონების ფორთოხლები
მივაბიჯებდი ხან ჩემში და ხანაც ჩემგან შორს
დროდადრო ჩემს ჩრდილს უცხო ჩრდილი ერწყმოდა და
ხსოვნის ფერფლიდან აღმდგარ ჩიტებს ვუშვებდი ცისკენ
მივაბიჯებდი ხან შენში და ხანაც შენგან შორს
შევერიე ქვიშის ანბანს
ტალღების ლივლივს
და სიმშვიდეს შენ რომ თვალები დაგეხუჭა
ამ სიმშვიდეს დაემსგავსება ჩემი სიმღერაც
ვინც მიყვარდა მათნაირი დღეები ვინატრე
მათ მზერაში განთიადი განთიადზე ამოვიცანი
ღამეები სიზმრის კალოებად ვაქციე
სხვა ნაპირებზე აბღავლებულმა ჩვენივე სიკვდილებმა
დაგვისრისეს ხელისგულები
ამასობაში ორი ნაპირის ქორწინების ჟამმაც დაჰკრა და
შიგნით სიცარიელემ დამიღო პირი წყალში დამხრჩვალივით
გარეთ დეკემბერი გაუჩინარდა ჰორიზონტს მიღმა
დავიძახე – მხოლოდ სიჩუმის ექო გაიფანტა სიშორეში
გზებზე შემომხვდნენ გზააბნეული საუკუნეები
ძველ სტელებს შორის ბროწეულები ყვავდებოდნენ
ჩემი ქალაქი სამკაულივით იცვლიდა პატრონებს
ჩემი მიწა: უმოძრაო ღრუბლად ქცეულიყო
შორ გზებზე გაწვა ჩემი ჩრდილი და მოვიდა ჩემამადეც
შევხსენი კარი შევედი ენის სამყოფელში
უბეში ორი ჩიტი შევიფარე
სიტყვების ციმციმა სინათლეს მივენდე
ხეების გაზაფხულს მივაბარე ჩემი მოუთვინიერებელი სიყვარული
და ფართოდ გავშალე ხელები
თავისუფლად რომ აფრენილიყვნენ მტრედები ცისკენ.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 51
სტუმარი: 51
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024