♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » ბოლო წერილი 2
7:32 PM
ბოლო წერილი 2
 

აი ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას ამბობენ! შენ
კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!
- მე გტანჯავ, თუ . . . ?!
- თუ?
- არაფერი . . .
- რა კარგი იქნებოდა ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი გიყვარს
ვინმე?!
- კი . . .
- ვინ?!
- არ ვიცი! . . .
- როგორ? . . .
- ჩვეულებრივად! არ ვიცი!
- თუ, არ მეუბნები?!
- კი და არაც!
- ეგ როგორ გავიგო?!
- როგორც გინდა!
- მარი, მე მიყვარს ერთი გოგო, ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმის მასთან!
რადგან არ ვიცი როგორ მიიღებს!
- როგორც არ უნდა მიიღოს უნდა უთხრა . . .
- შენ ასე გგონია?!
- ჰო!
- შენ რატომ არ მეუბნები ვინ გიყვარს?
- არ შემიძლია!
- რატომ? იმიტომ რომ . . .
- იმიტომ რომ რა?!
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

სერგი წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა ისევ, და ნერვიულად დაიწყო აქეთ_იქეთ სიარული.
მარი იჯდა და გაოცებული სახით მიშტერებოდა სერგის . . . ეცინა თუ ეტირა ვეღარ
გაეგო. ბედნიერი იყო . . . მან მიიღო ბიჭის სიტყვები, რომელიც წრფელი სიყვარულით
იყო სავსე . . . მაგრამ მაინც გოგომ თავი არ დაიჯერა.
- სერგი მთვრალი ხარ!
- ნასვამი ვარ მარი, ნასვამი!
- სულ ერთია!
- ნასვამი ვარ და გავბედე! გითხარი . . . შენ კი სდუმხარ და გაკვირვებული მიყურებ,
თითქოს პირველად მხედავდე და ფიქრობ რა უნდა ჩემგან, რას გადამეკიდაო?!
- არა, სერგი, არა! მეც . . .
- რა შენც?!
სერგიმ სიგარეტი გადააგდო, გახარებულმა შეხედა გოგოს, ხელი გაუწოდა, წამოაყენა,
გულში ჩაიკრა, ხელში აიყვანა და დატრიალდა, როცა გაჩერდა შეხედა თვალებში და
ეამბორა, გოგოს ეუხერხულა მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. სერგიმ კვლავ ჩახედა მარის
თვალებში და თქვა:
- არ მატყუებ?! არ მატყუებ, სიმართლეა, ამას შენი თვალები მეუბნებიან! მიყვარხარ
პატარავ!

ეამბორნენ ისინი ისევ ერთმანეთს . . . თითქოს დიდი ხნის მწყურვალი კაცი, დაეწაფა
წყალს . . . ამ დროს გარეთ გიო გამოდის . . . მარის შერცხვა მეგობრის. გიომ
შეათვალიერა უხერხულობაში ჩავარდნილნი, გაეცინა . . .
- გილოცავთ, მიხარია! ბედნიერად!
მიხვდა გიო ყველაფერს და შებრუნდა.
- ნათი ერთი იმათ გახედე, რა დღეში არიან?!
- რა იყო რა მოხდა?!
- მგონი, მგონი კი არა და სერგიმ სიყვარული აუხსნა მარის . . .
ნათია გახარებული ჩაეხუტა გიოს . . .
თენდებოდა, სერგიმ სახლამე მიაცილა მარი და დარეკვას დაპირდა . . .


გავიდა დრო, მოვიდა ცხელი დღეები და ამ სიცხეში სერგის და მარის გამოცდები
ეწყებოდათ. ორივე ღელავდა, ნერვიულობდნენ, ერთმანეთს თითქმის ვეღარ
ელაპარაკებოდნენ. ეს უფრო აუტანელი იყო . . . მარის გამოცდები უფრო ადრე დაეწყო და
ოთხივე წარმატებით ჩააბარა. . .
- მარი როგორ ხარ სიხარულო? ჩემი სტუდენტი გოგო როგორ არის?
- კარგად სიხარულო, შენ როგორ ხარ? მეცადინეობ ისევ?
- ჰო, სხვა რა გზა არის?
- მე დღეს მივდივარ უნივერსიტეტში სია უნდა ვნახო.
- გინდა წამოგყვე?
- როგორც გინდა.
- მაშინ წამოვალ, მინდა, მაგრამ სამეცადინოს რა ვუყო?!
- მაშინ ნუ წამოხვალ ნათია მომყვება.
- კარგი
- შენ როდის გაქვს პირველი გამოცდა?
- ზეგ!
- კარგი, დაგირეკავ!



სერგის სამი გამოცდა ჰქონდა და სამივე წარმატებით ჩააბარა, ბედნიერი იყო, რომ ეს
მძიმე ტვირთი ჩამოიშორა.

მარი და სერგი ერთი თვე დაუფარავად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ამბავი ყველამ
იცოდა. ყველას ახარებდა ასეთი ბედნიერი წყვილის ყურება.
დადგა აგვისტო, სერგი დასასვენებლად მოსკოვში მიყვებოდა უფროს ძმას, მარი კი
თბილისში რჩებოდა და ალბათ სადმე, რომელიმე კუთხეში დაისვენებდა, ისე მას მთაზე
ჰქონდა, დასვენება გადაწყვეტილი. უნდოდა ენახა ძველებური კოშკები და მთის სილამაზე.
სერგიმ წასვლის წინა დღეს მარის შეუარა და გამოემშვიდობა.
- პატარავ ძალიან მომენატრები! ყოველდღე დაგირეკავ და სულ შენზე ვიფიქრებ ჩემო
სიცოცხლე . . .
- მეც უზომოდ მომენატრები. იცი სვანეთში ან ხევსურეთში გადავწყვიტე წასვლა ჩემს
ძმასთან ერთად. მობილური თან მექნება, შენს პირველ ზარს მოუთმენლად დაველოდები . .
.
- დაგირეკავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, დაგირეკავ. .
- კარგად . . .
- ნახვამდის მარი . . .


მარი ხევსურეთში ისვენებდა. ეძინა, როცა მობილური აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო,
გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი, რატომ მაღვიძებენო!

- მარი როგორა ხარ? არ მოგენეტრე?
- სერგი? შენ როგორ ხარ? სად ხარ? რამდენი ხანია ველი შენს ზარს? მომენატრე! შენ?
- მეც მომენატრე მარი ძალიან! აქამდე დარეკვას ვერ ვახერხებდი! რაღაც პრობლემები
მქონდა. ახლა თბილისში ვარ. შენ ისევ მთაში ხარ?
- კი, ხევსურეთში.
- მალე ჩამოხვალ?
- არ ვიცი სერგი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.
- ხო, კარგი, ახლა წავედი და მერე დაგირეკავ . . .


გადიოდა დღეები სერგი არ ჩანდა. მარი ნერვიულობდა.
სახლში როცა ურეკავდა - აქ ესეთი არავინ ცხოვრობსო პასუხობდნენ. მთელი ზაფხული
ჩაუმწარდა მარის. თბილისში დაბრუნებულმაც ვერაფერი გაიგო, ხანდახან სერგი თვითონ თუ
გამოჩნდებოდა და ისიც ცოტახნით. მერე უეცრად ისევ იკარგებოდა. მარის ცხოვრება ძლიერ
შეიცვალა ორი თვის განმავლობაში . . . სასწავლებელშიც აღარ დადიოდა და დაქალებსაც
ემალებოდა. ნათია სულ საყვედურობდა, ასე არ შეიძლებაო . . .



- ნათია გამარჯობა სერგი ვარ, როგორ ხარ?
- სერგი? შენ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ და სად დაიკარგე?!
- რა ვიცი ნათი, რა ვიცი ყველა მაგას მსაყვედურობს, არადა პრობლემები არ მელევა . .
. ნათი შენ ხომ არ იცი მარი სადღა დაიკარგა?
- არ ვიცი ერთი თვეა არ მინახავს. რომ ვურეკავ სახლში არავინ არის! დედის და თავისი
მობილურიც გამორთულია. ერთხელ სახლში ავაკითხე არავინ დამხვდა. მეზობლებმაც არაფერი
იციან.



სერგიმ ყველა პრობლემა მოაგვარა და შინ წყნარად იჯდა, როცა კარზე კაკუნის ხმა
გაიგო.
კარი ფრთხილად გააღო და დიდიხნის უნახავი სიყვარული დაინახა.
- მარი! . . . გულში ჩაიკრა.
მარი კი ყინულივით ცივი და უგრძნობი იყო . . .
- მარი მოხდა რამე? სად იყავი? რატომ არ ჩანდი? იცი როგორ ვინერვიულე? და ყველამ
ვინერვიულეთ! . . .
- შენ, შენ სად იყავი?
- მეე? მე მოსკოვში პრობლემები შემექმნა, ქურდობა დამაბრალეს და მიჭერდნენ, არ
მინდოდა შენთვის მეთქვა, მენერვიულებინე, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა . . .
- ჰო, ვხედავ, სახლში ხარ. მარტო ხარ?
- არა! რა ხდება? შენ სად იყავი?
- წამომყევი.
მარიმ სერგი სკოლაში მიიყვანა, სადაც მთელი ოთხი წელი ერთად იყვნენ. ის სულ სდუმდა,
სერგი გაკვირვებული დაყვებოდა. მერე კი იმ რესტორნისაკენ გაეშურნენ, სადაც მათ ერთი
წლის წინ ბანკეტი ჰქონდათ . . . ბოლოს კი თავიანთ სამომავლოდ ნაყიდ სახლში ავიდნენ
. . . მარი უცნაუად იქცეოდა. სერგიმ ეს შეამჩნია! ის ძალზე უცნაური იყო . . .
მივიდა სერგისთან, ეფერებოდა, კოცნიდა . . . მათ სიყვარულში ჩაეძინათ . . .

ალიონზე მარიმ სერგი გააღვიძა და წასვლა სთხოვა. სთხოვა, რომ სამუდამოდ
დაშორებულიყვნენ! სერგი გაგიჟდა, იყვირა, იჩხუბა . . .
- არ შემიძლია შენი დავიწყება, ვერ მომექცევი ასე . . . ვიცი, რომ სხვა არ გყავს,
ამას გუშინ მივხვდი, მაშ რად მტოვებ. გუშინდელი ღამე რაღა იყო?! მეგონა ჩემი
იქნებოდი სამუდამოდ აწი და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებდა . . . არ შემიძლია
უშენოდ ცხოვრება, მიყვარხარ, არ გესმის?!
მარი, სერგის პერანგის ამარა იდგა და გაგიჟებულ სერგის უხმოდ უყურებდა, ცრემლები
წამოუვიდა, სერგიც ტიროდა! მან ბოლოჯერ სთხოვა სერგის დაეტოვებინა სახლი და მისთვის
პერანგი ეჩუქებინა!
- მშვიდობით. მეც მიყვარხარ სერგი . . . მაგრამ ეს სიტყვები სერგის არ გაუგონია
რადგან ის უკვე ძალიან შორს იყო . . .



გავიდა სამი წელი, მარი იმ დღის მერე არავის უნახავს. სერგი სახლში იყო როცა
უცნაური რამ დაინახა, პირველად მიიღო წერილი. წერილს გარედან არაფერი ეწერა. არც
მისამართი, არც ვისთვისაა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ შიგნით დიდი ასოებით
სერგის" ეწერა.




ჩემო ძვირფასო სერგი!

აი უკვე, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა . . . ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით
ერთმანეთს. ნუ იფიქრებ ამ დაშორებაზე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა.
ვიცი თანახმა იყავი ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორებულიყავით . . . ნუ
გეგონება რომ შენ წინააღმდეგ წავედი ან ჩემს წინააღმდეგ, ან სხვა დანარჩენების!
არა! დამერწმუნე. რა თქმა უნდა გამიჭირდა შენს თვალებზე ცრემლის დანახვა, დანახვა
იმის თუ როგორ ეალერსებოდნენ ისინი ჩემს ნაფერებ ტუჩებს თამამად. მაგრამ დღეს მე
უკვე ოდნავ მიმსუბქებდა, რადგან ვეღარ გხედავ და ვეღარ ვხედავ ცრემლიან თვალებს . .
.
მწუხარება, რომელმაც ორივე მოგვიცვა აუტანელი ხდება და მით უფრო მეუფლება კოშმარული
შეგრძნება. ჩვენ ამას დიდხანს ვერ მივხვდებით, ეს რატომ ჩავიდინეთ, ამას თვეები,
წლები დასჭირდება, მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩვენში იარებს. იმედია ოდესმე
გამოვალთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.
მხოლოდ მაშინ მოგწერ მე ისევ. მე დრო და დრო მოგწერ უმისამართო წერილებს, რადგან ეს
ურთიერთობა ცალმხრივი უნდა იყოს და ვერასოდეს უნდა გაიგო ჩემი მისამართი, მხოლოდ
წერილები იქნება შენთან ჩემს გასახსენებლად.
გკოცნი უკანასკნელად, ფაქიზად, იმის იმედით, რომ ეს კოცნა მოვა შენამდის, როგორც
შორი გზიდან მომავალი გზირი, დაღლილი და დაქანცული . . .

შენი მარი . . .

აპრილის თვე . . .


სერგის წერილი ხელიდან გაუვარდა, გაბრაზდა, ძლიერ გაბრაზდა, იფიქრა რომ მარის სხვა
შეუყვარდა და სერგი მიაგდო, მაგრამ ის ღამე უღრღნიდა ეჭვებს, ის დაუვიწყარი ღამე,
იმ ღამით ხომ მარი მთლიანად მისი გახდა . . .
ერთხელ სერგიმ ნასვამ მდგომარეობაში ერთ ქალს ცოლობა სთხოვა, მას 5 წლის შვილი
ჰყავდა. სერგის ეგონა რომ ეს ქალი დაავიწყებდა განვლილ ნეტარებას და ჭეშმარიტ
სიყვარულს, მაგრამ ამაოდ, სერგი იმ გოგოს ვერ ივიწყებდა, რომელიც ჭეშმარიტი
გრძნობით უყვარდა და მუდამ ახსოვდა. არაერთხელ, ნასვამი, ცოლს მარის სახელით
მიფერებია, ამაზე ცოლს გაუთავებელი ჩხუბი და კამათი ჰქონდა . . . ხშირად სერგი
თვეობით არ მიდიოდა სახლში.
ერთხელ მარტო იყო, როცა უცნაურობა ისევ ესტუმრა სერგის და მიიღო მეორე წერილი . . .


ჩემო ძვირფასო სერგი!

ვიღებ კალამს და გწერ, როგორც დაგპირდი. დღეს ოთხი წელია, რაც ჩვენ უკვე ჩვენ"
აღარ გვქვია. მე ძალიან კარგად ვიცი, საყვარელო, რომ არ დაგვიწყებივარ. მე და შენ
ისევ მარტოსულად ვართ, რადგან ჯერ ვერ გამოვსულვართ იმ დიდი სტრესიდან, რომელიც
ჩვენ განვიცადეთ . . .
მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუშინ შენი ნაჩუქარი სათამაშო დათუნია
ავიღე ხელში, რომელიც მარად შენს თავს მახსენებს . . .
ვიხსენებდი შენს ბავშურ სახეს, როცა პირველად გნახე, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თურმე
აღარ შემორჩენია. აბა შენ ცადე გაიხსენე ჩემი პირველი მზერა. ალბათ ვერ გაიხსენებ,
აი ხომ ხედავ დრო ყველაფერს შლის, იგი ულმობელია. იცი, გუშინ წინ პირველად
გამეღიმა, რაზე? ვისზე? არაფერზე და არც არავისზე. უბრალოდ მზემ მომჭრა თვალი და
ღიმილი მომტაცა. ადრე ბევრჯერ ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ არ გამომდიოდა და
ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ხელახლა ღიმილს. მაგრამ ხომ ხედავ, დადგა დრო
და გუშინ მზის სხივმა გამაღიმა პირველად, ის თვითონ მოვიდა ჩემთან. მე მინდა შენ
რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდე. ის სულ ერთია რაზე, კარგზე თუ დაუვიწყარ ტკივილიან
წარსულზე ან მომავალზე . . .
გავიდა ხუთი წელი. . .

მარი . . .

აპრილის თვე. . .



სერგი აანერვიულა უცნაურმა მეორე გამოხმაურებამ . . .
ისევ ჩხუბი, ისევ სმა, ისევ სახლიდან გაქცევა . . .
გავიდა დრო, სერგის მეუღლე დაეღუპა . . . ბიჭი კი, რომელიც ქალს მოჰყვა, სერგის ვერ
იტანდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო ყველაფრით. სულ ჩხუბობდნენ, არაერთხელ შეხებიან
ერთმანეთს ხელითაც.
შვიდი წელი მარის გაუჩინარებიდან . . . და ისევ მესამე წერილი, სერგი წერილებით
ცოცხლობდა . . .


აი ისევ შენთან ვარ ძვირფასო სერგი!

არ გეჩვენება, რომ ოცნებას ვგავარ?! ვჩნდები, ვქრები, როცა მინდა, რა იცი იქნებ
ახლოს ვარ და ვერ გეხები.
ისე არ შემიძლია ჩემს თავს უბედური ვუწოდო. ყოველ წელიწადს მოდის შემოდგომა, ყოველ
დღე ირეკება ეკლესიაში ზარი, მე კი მათთან ერთად ვძლიერდები, ძალა მიბრუნდება.
ერთხელ სადღაც ვიცეკვე. ახლა უფრო ხშირად..
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1185 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-10, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024