♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » ჟოლოსფერი
1:06 PM
ჟოლოსფერი


ვმკურნალობ დეპრესიას.
ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და
დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე.
მერე მბეზრდება,
მბეზრდება სარკე,
ერთფეროვანი გამომეტყველებით
და ვიჭრი თმას,
მოკლედ თან ბანალურად.
კითხვაზე რატომ?
ვმკურნალობ დეპრესიას.
ვიცვამ მაღალქუსლიანს ,
მუხლამდე ,
ან კიდევ უფრო მოკლე კაბას.
გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს.
ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი.
გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ
ერთიორ ფრაზას,
შველისო,
ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად.
რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ
ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში
და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს,
უფრო მუქ ტონში.
კითხვაზე: დეპრესია გაქვს?
ვპასუხობ: არა,
შეყვარებული ვარ ალბათ და..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:35 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 54
სტუმარი: 54
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024