♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » ჩემი სული ვისია?!..
8:00 AM
ჩემი სული ვისია?!..


ღმერთო, მოდი,
მოდი, გადამარჩინე.
ღმერთო, მოდი,
ჩემი სული არჩინე.

დედამიწის ტარებამ
გამიჩინა იარა,
ღმერთო, მოდი, მიწამლე
სულის სამოსიანად.

ღმერთო, წამი უშენობის
საუკუნო ცეცხლია,
მე ხომ მსურდა, რომ ეს ცეცხლი
ცის მნათობ მზედ მექცია.

მე დღეს მიწას უფრო ვგავარ,
ვიდრე ზეცის სტრიქონებს,
ღმერთო, მზე მე ვერ ვიპოვე
და ლექსებში ვიგონებ.

მარტოობის დაღი მადევს,
ვშიშობ, ჩემი ხვედრია,
და ეს განცდა ყოველ ჯერზე,
უფრო მძაფრი, მკვეთრია.

ღმერთო, მოდი, მიმეგობრე,
მსურს, რომ გული გავითბო,
მაპოვნინე შენი მზე, რომ
შენი სითბო გავიგო.

ღმერთო, მოდი სიკვდილამდე,
მოდი, გადამარჩინე,
ღმერთო, მოდი, სიკვდილის ჟამს
ჩემი სული არჩინე.

სჩანს ცეცხლიდან მნათობ მზემდე
მილიონი ჩიხია,
მე კი ვდარდობ, ნეტავ, ღმერთო,
ჩემი სული ვისია?!...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:25 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024