♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » ქალი...
9:07 PM
ქალი...


1.ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
2.ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.
3.ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აპყრობენ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად იჩეხებიან ხოლმე უფსკრულში.
4.კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე.
5.ქალები ცხოვრების საკაზმია.
6.ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი.
7.თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის,ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება.
8.თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
9.ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
10.ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
11.როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია? პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება. ბედნიერია ქალი, როდესაც იგი გატაცებით უყვართ.
12.ნუთუ შეიძლება ქალი გიყვარდეს მარტოოდენ სილამაზისთვის? ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.
13.ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ანდა ვერ უსწორებს თვალს, ყველასათვის გასგები ხდება რასაც ნიშნავს ეს.
14.ქალთა სქესი მშვენიერია და დაულეველი. მამაკაცის - უტეხი და გაუმაძღარი.
15.უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა..
16.ჩვეულებრივი ქალისთვის ყველა მამაკაცი მამაკაცია მხოლოდ; მისთვის კი, ვისმა გულმაც შეიცნო სიყვარული, თავისი მიჯნურის გარდა, მამაკაცი არ არსებობს.
17.ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი.
18.რა მწუხარებას ანიჭებს ღარიბ კაცს სიყვარული, როცა არ ძალუძს საჩუქრებით აავსოს ქალი და ისე გააბედნიეროს, რომ აღარაფერი ენატრებოდეს.
19.გახსოვდეთ: ქალის გულის მოსახვეჭად სამი რამეა სიჭირო: სითამამე, სითამამე და კიდევ სითამამე.
20.თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
21.ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, ქალები სულგრძელნი არიან - რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ.
22.ქალთა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნია, გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი იმ მამაკაცზეა დამოკიდებული, ვინც უყვართ.
23.ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
24.უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ, რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაც სილამაზეზე უფრო ძლიერია. ეს შერჩევით სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული.
25.ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მისწონს, კეთილი - გულს, პირველი - ლამაზი ნივთია, მეორე - საუნჯე.
26.მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
27.ვინც ქალის სიყვარული დაკარგა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რომ ის ვერ შეინარჩუნა.
28.ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია. ცუდი ქალი -- ასეთი რამ არ არსებობს, რადგანაც ქალის სინაზე და დაბნეულობა მამაკაცის სიცოცხლის წყაროა
29.ქალი ჭკვიან კაცს მაშინ დააფასებს ხოლმე, როდესაც სულელის ცოლი გახდება.
30.როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, იგი ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა.
31.ქალს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე მამაკაცთა უმრავლესობას.
32.კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ.
33.ქალები ცრემლებს იოლად ღვრიან.
34.ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
35. ქალი როცა პირველად ნებდება, ის ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი..




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1199 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024