♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » უცნაური გაცნობა
12:17 PM
უცნაური გაცნობა


გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი. მზე ისე აცხუნებდა რომ მეგონა დავდნებოდი. მაგრამ საბედნიეროდ ავტობუსი გამოჩნდა. იქ რომ ავედი გავიფიქრე ნეტავ სულ არ ამოვსულიყავი თქო, რადგან, ხალხით იყო გადაჭედილი. ის იყო დაიძრა რომ ვიგღაც გოგოს კალთაში აღმოვჩნდი.
-უკაცრავად._ვუთხარი მას და უმალვე ავდექი, თან სირცხვილისგან გავწითლდი.
-არაუშავს._მითხრა გოგომ რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. მას რომ შევხედე უცნაური გრძნობა დამეუფლა. არვიცი რა იყო ეს, თითქოს გულში რაღაც გრძნობამ გაიღვიძა რომელიც წლების მანძილზე მიძინებული იყო. გული ამ გრძნობით აივსო, შემდეგ მთელს ჩემს სხეულს მოედო და ერთიანად ამაძაგძაგა. ეს გრძნობა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი იყო. სიმართლე გითხრათ არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. უცებ ჩემდა მოულოდნელად გოგოს ვკითხე.
-რა გქვია?
-მარი შენ?
-მე გიო. ისე გამიხარდა მისი სახელის გაგება, თითქოს სამყაროს ახალი საოცრება გამეგოს.
-რამდენი წლის ხარ?_დავინტერესდი მე.
-თექვსმეტის შენ?
-მე ჩვიდმეტის, სად მიდიხარ?
-ქაშვეთთან შენ?
-რა დამთხვევაა, მეც. მერე წამოვიდა კითხვები: სად ცხოვრობ, სად სწავლობ, რას უსმენ და ა.შ. გავიგე რომ ვაკეში ცხოვრობდა, უსმენდა ყველაფერს რაც კარგ მუსიკად მიაჩნდა, სკოლაც მითხრა უბრალოდ მე დამავიწყდა. ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა რომ არა კიდევ ერთი მოულოდნელობა. ავტობუსმა დაამუხრუჭა და მე ისევ მის კალთაში აღმოვჩნდი. უცბად წამოვხტი, ახლა გაწითლებული კი არა გაჭარხლებული ვიყავი.
-ბოდიში_ვუთხარი მარის რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა. სული რომ მოითქვა მკითხა:
-ჩამოდიხარ?
ფანჯარაში გავიხედე და პარლამენტის შენობის კოლონები დავინახე.
-ჰო, ჩამოვდივარ.
მიუხედავად მარის წინააღმდეგობისა, ორივეს მგზავრობის ფული გადავიხადე და ავტობუსიდან ჩავედით.
-სადმე გეჩქარება?-ვკითხე მას, როდესაც პარლამენტის შენობას გავუსწორდით.
-არა, შენ?
-არც მე, გინდა გავისეირნოთ?
-რატომაც არა?!
და ჩვენ გავუყევით რუსთაველის გამზირს, საუბრისას უამრავ თემას შევეხეთ.
მათში გამორჩეული სიყვარული იყო.
-შენთვის სიყვარული რა არის?-მკითხა მან ჩემდა გასაკვირად. არ მეგონა თუ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა.
-ჩემთვის? ჩემთვის სიყვარული ის გრძნობაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი. შენთვის? -ჩემთვის სიყვარული ის გრძნობაა, რისთვისაც მსოფლიოსაც კი ავუჯანყდებოდი…
ამ სიტყვებზე ორივეს სიცილი აგვიტყდა. ამასობაში სასტუმრო "მერიოტ”-ს გავცდით, მის მოპირდაპირე მხარეს სანაყინე შევნიშნე. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და რადგან საკმარისი ფული "ვიგრძენი," მარის ვუთხარი:
-იცი, მე. . . მე. . . მინდა. . . ნაყინზე დაგპატიჟო.
-არა, იცი. . . მე. . .
-გთხოვ. . .
-ჰო, კარგი. . .
გზაზე გადავედით და სანაყინეში შევედით, სადაც სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. . . მაგიდასთან შეყვარებული წყვილები ისხდნენ და საუბრობდნენ. დროდადრო ერთმანეთს ეფერებოდნენ კიდეც. ჩვენ ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დავსხედით.
-რა შევუკვეთოთ?-ვკითხე.
-არაფერი-მიპასუხა მან.
-კარგი ახლა, ნუ დაიწყებ. . .
-ჰო, კარგი, კარგი. . .
-მარიმ ნაყინი ქოქოსითა და ბანანით აირჩია, მე კი –მარწყვითა და შოკოლადით.
ნაყინს მივირთმევდით და ერთმანეთის ცქერით ვტკბებოდით. ვგრძნობდი, რომ ჩემი გული სიყვარულით ავსებულიყო.
-იცი, ჩემი წასვლის დროა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა-მითხრა მარიმ.
-არაფრის. . . ცოტა ხანს დარჩი კიდევ. . .
-არა, უკვე გვიანია. . .
-კარგი, კარგი. . .-დავნებდი, რადგან მართლა გვიანი იყო….
ვხვდებოდი, რომ ჩემი სიყვარული ხელიდან მეცლებოდა, ამიტომ, სასწრაფოდ ვკითხე
-შეგიძლია შენი ტელეფონის ნომერი მომცე?
-რა თქმა უნდა.
ნომრები გავცვალეთ და სანაყინე დავტოვეთ. გარეთაც და ჩემს გულშიც იღრუბლებოდა. რაღაც აუცილებლად უნდა მეღონა. მარის შევხედე და. . .ვაკოცე. . . დიახ, ვაკოცე. . . მეგონა სახეში გამარტყამდა ან გამლანძღავდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ასე არ მოხდა. . . მან კოცნაზე კოცნითვე მიპასუხა. ჩემი სიხარულით ავსებული გული გასკდომას ლამობდა. უეცრად ავტობუსის ხმა გაისმა, მარი შეკრთა, შემდეგ განზე გადგა და დაბნეულმა მითხრა:
-უნდა . . . წავიდე. . .
-ჰო. . . –ვუპასუხე გაბრუებულმა-არ დამივიწყო, კარგი?
-კარგი. . . არ დაგივიწყებ. . .
ამ სიტყვებით დამშორდა…და ავტობუსში გაუჩინარდა. . . ხელზე წვიმის წვეთი დამეცა, ერთ წვეთს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და ბოლოს უკვე თავსხმა წვიმაში ვიდექი. ის თავის გზაზე წავიდა, მე კი. . . მე ხომ სინამდვილეში სულ სხვაგან მივდიოდი..




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1194 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 11:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024