♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » ბრძნული გამონათქვამები
8:50 PM
ბრძნული გამონათქვამები

,,ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში ’’(კონსტანტინე გამსახურდია)
,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს’’(გურამ დოჩანაშვილი)
,,ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.’’(მარკესი)
,,ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.’’(ლევ ტოლსტოი)

,,მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი’’(სტენდალი)
,,შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს’’(მოლიერი)
,,ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომებს ვპატიობთ,რომელთაც თავად ვუშვებთ ცხოვრებაში’’(ჯოვანი ბოკაჩო)
,,ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა’’(ონორე დე ბალზაკი)
,,იცოცხლო ,ნიშნავს გრძნობდე და აზროვნებდე, იტანჯო და ისიამოვნო, სხვა ცხოვრება ეს უკვე სიკვდილია(მანი)
,,სიკვდილის არ მეშინია მე ო,არა საერთოდ გაქრობის მეშინია”(ლერმონტოვი)
,,ფანტაზია ჩვენი ფსიქიკის კიდევ ერტი ნაწილია”(ადლერი)
,,ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით’’(ტიმ ლივიუსი)
,,პოეზია სულის მუსიკაა’’(ვოლტერი)
,,ცხოვრების მიზანი თვითრეალიზაციაა,მთელი სისრუილით გამოხათო საკუთარი არსი,აი რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ’’(ოსკარ უაილდი)
,,გონება მიგვიტითებს მიზნებისკენ,ვნება კი გვარიდებს მას’’(რუსო)
,,ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან’’(ანტონ ჩეხოვი)
,,იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი’’(ანტონ ჩეხოვი )
,,ხშირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხავებულ შედეგებს წარმოშობს’’(შარლ ბოდლერი)
,,საქმე ის კი არა, რომ სწრაფად გავიქცეთ, არამედ ის, რომ გავიქცეთ დროულად,,(ფრანსუა რაბლე)
,,გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა’’(მარკ ტვენი)
,,სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება”(მარკ ტვენი)
,,`შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც მიაჩნიხარ სხვებს”(მარკესი)
,,ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი’’(ფრანსუა დე ლაროშფუკო)
,,ე ვწერ განსხვავებულად ,ვიდრე ვსაუბრობ,ვსაუბრობ განსხვავებულად ვიდრე ვფიქრობ,ვფიქრობ განსხვავებულად ვიდრე უნდა ვიფიქრო_და მივდივარ უსასრულობის ბნელი სიღრმეებისკენ.”(ედგარ პო)
,,არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს”(ფრანსუა დე ლაროშფუკო)
,,დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ"(გოეთე)
,,შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რათა განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი,,(ბახი)
,,ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.,,(ნოდარ დუმბაძე)
,,ყველას უფლება აქვს სწამდეს, რისიც სურს. მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ყველა ვაიძულო რაიმე ერთის სწამდეს.,,(აიზეკ აზიმოვი)
,,მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.,,(ვოლტერი)

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1526 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024