მთავარი » 2010 » მარტი » 21 » რჩევები მათთვის, ვინც საცოლის ოჯახის გასაცნობად ემზადება
7:24 PM რჩევები მათთვის, ვინც საცოლის ოჯახის გასაცნობად ემზადება |
მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებით, ამიტომ, ბუნებრივია, დაძაბული ხართ და ღელავთ. ამის გამო შესაძლოა შეცდომებიც კი დაუშვათ, ამიტომ გთავაზობთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რის გაკეთება შეიძლება და რისი არა საცოლის მშობლებთან შეხვედრისას.
* ჩაიცვით გარემოების შესაბამისად. როგორც ამბობენ, პირველი შეხვედრისას ადამიანი სამოსით ფასდება. თანაც თქვენი მომავალი ნათესავებისთვის ნამდვილად არ იქნება სულერთი, როგორ გამოიყურება მათი მომავალი სიძე, ამიტომ თქვენი გარდერობიდან შეარჩიეთ ელეგანტური კოსტიუმი, შეუხამეთ პერანგი და ფეხსაცმელი. თუ თავადაც კმაყოფილი იქნებით საკუთარი გარეგნობით, ეს თავდაჯერებასა და მომხიბლაობასაც შეგმატებთ.
* მოემზადეთ შეხვედრისათვის, შეისწავლეთ თქვენი მომავალი ნათესავები. რა მოსწონთ მათ, რა არ მოსწონთ? როგორია მათი პოლიტიკური შეხედულებები?Pპირველივე შეხვედრაზე პოლემიკაში ნუ ჩაებმებით, თუ მათ აზრს არ ეთანხმებით, უმჯობესია, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ და კამათს თავი აარიდოთ. * იყავით ყურადღებიანი და ფაქიზად მოეპყარით ყოველივე იმას, რაც მათთვის ძვირფასია. თუ საოჯახო ალბომის დათვალიერება შემოგთავაზეს, ყურადღებით ჩაერთეთ ამ საქმეში, არ დაგავიწყდეთ იმის აღნიშვნა, რა ლამაზი იყო ახალგაზრდობისას თქვენი მომავალი სიდედრი, რა ელეგანტური და წარმოსადეგი - მომავალი სიმამრი. ამასთანავე, ხაზი გაუსვით, რომ ისინი ახლაც მშვენიერ ფორმაში არიან. * აღფრთოვანება გამოხატეთ ყველა სამშვენისით. არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვათ ეჭვი ინტერიერის დახვეწილობის თაობაზე. ხაზი გაუსვით დიასახლისის პრაქტიკულ და კულინარულ მონაცემებს, მომავალი სიმამრის გემოვნებასა და ცხოვრებისეულ მიღწევებს. * ინტერესი გამოხატეთ მომავალი სიმამრის საქმიანობის მიმართ. ცხადია, ზომიერად - დაუფიქრებელმა შეკითხვამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი უანგარობა და მერკანტილური მიზნები დაგდონ ბრალად. * ყურადღებით მოისმინეთ რჩევები საქორწილო სამზადისთან დაკავშირებით, თუ, რასაკვირველია, საცოლის მშობლებს თქვენი კანდიდატურა მოეწონათ.
______________________________________
რა არ უნდა გააკეთოთ * არ დალიოთ ბევრი. ცხადია, ღელავთ, იქნებ გგონიათ კიდეც, რომ სასმელი დაძაბულობას მოგიხსნით, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება ჭიქების ავსებისა და დაცლის სიჩქარესა და სიხშირეს. დაიმახსოვრეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება უმთავრესია. შესაძლოა, სმაშიც კი გცდიდნენ. ახლა არამც და არამც არ შეიძლება, ენა დაგებათ ან გონება აგერიოთ და სათქმელს თავი ვეღარ მოაბათ - ხომ გახსოვთ, აქ სერიოზული საქმისთვის მოხვედით... * ნუ მისცემთ შენიშვნებს მომავალ მეუღლეს და ნუ შეეკამათებით მშობლების თანდასწრებით. თქვენ ბარიკადის ერთ მხარეს უნდა იყოთ და შეტევები უნისონში მოიგერიოთ. მაგალითად, თუ ბებია თქვენს რჩეულს ზედმეტი კოსმეტიკის ხმარების გამო შენიშვნას აძლევს, ნუ გაიხსენებთ თქვენს ამასწინანდელ კამათს და ნუ განაცხადებთ, რომ თავადაც არ მოგწონთ ზედმეტად შეღებილი მანდილოსნები. * არაფერი თქვათ ისეთი, რაც მშობლებს მიახვედრებს, რომ მათ ქალიშვილთან ინტიმური ურთიერთობა გქონდათ - მშობლებისთვის ის ისევ პატარა, უმანკო გოგონაა და ასეთმა წინდაუხედაობამ შესაძლოა ტვინის შერყევით საავადმყოფოს კართანაც კი მიგიყვანოთ. * ხშირად ნუ წაიყვანთ თქვენს რჩეულს ღამის კლუბებსა და რესტორნებში, რადგან ქალიშვილის ქორწილის წინ თითქმის ყველა მშობელს განსაკუთრებით უმძაფრდება კონსერვატიული შეხედულებები.
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ყურადღების მთავარი ობიექტი ყოველგვარ ვითარებაში თქვენი შეყვარებული უნდა იყოს. ვინ იცის, მომავალში მისმა ოჯახმა შვილივით მიგიღოთ, ისეთი, როგორიც ხართ, მიუხედავად თქვენი უცნაურობებისა.
|
კატეგორია: ♥რჩევები♥ |
ნანახია: 1186 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|