ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ
ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის
და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...
ეს გაზაფხული იის კონებით
შემოფრინდება, სულს გაახარებს
და დაზაფრული მის მობრძანებით
ზამთარი აღებს სუყველა კარებს,
ეს გაზაფხული სითბო პირველი,
სიცოცხლის სხივის თვალის გახელა,
პირველი ნერგი, ცეცხლი დამწველი,
უსათუთესი გრძნობის გამხელა...
ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ყველაზე ნაღდი გაზაფხულია,
მდინარეები დუღს და გადმოდუღს,
თეთრი ტყემლები ფერხულს უვლიან
ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ,
ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის
და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...
|